ბოლო ცვლილებები

ევროკავშირში აღმოჩენილი სახიფათო არასასურსათო პროდუქტები
ვის მივმართოთ?
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის იანვარ-მარტის კონტროლის შედეგები
კარაქ „პრეზიდენტის“ შემოწმება
გაყინული ხინკალი შპს „კამადან“
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის სექტემბერ-დეკემბრის კონტროლის შედეგები
მოსახლეობის ინფორმირება მავნე პროდუქტების შესახებ
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წელს განხორციელებული კონტროლის შედეგები
თამბაქოს მოხმარების წესები გამკაცრდა
საზოგადოებრივი ორგანიზიაციების მიმართვა საქართველოს ხელისუფლებას

სულ ნიუსები: 21
”ყაზბეგის” ტარხუნის ლიმონათი
უალკოჰოლო სასმელები, საკვებდანამატი,

2012 წლის 22 ივნისს მომხმარებელმა ფეისბუქის საჩივრის შევსებული ფორმა გამოგვიგზავნა, რომელშიც  ”ყაზბეგის” ტარხუნის ლიმონათის შემოწმება გვთხოვა:

2012 წლის 29 ივნისს, ვაჟა-ფშაველას გამზირი #71-ში მდებარე მაღაზია შპს ”ეელი”-ში შევიძინეთ ლიმონათი ტარხუნის (შპს ”ყაზბეგი 1881”) და მასში ქიმიური საღებავების შექმცველობის დასადგენად ლაბორატორიაში მივიტანეთ.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის თანახმად ლიმონათი მართლაც შეიცავს კვების საღებავებს: ტარტრაზინს (E102) და მბრწყინავ ლურჯს (E133). ორივე ამ საღებავის გამოყენება საკვები პროდუქტების წარმოებაში დაშვებულია,  თუმცა პროდუქტის ეტიკეტზე ეს საღებავები მითითებული უნდა იყოს. ჩვენს მიერ შეძენილი ლიმონათის ეტიკეტზე ეს ინფორმაცია დატანილი არ იყო

გაიგზავნა წერილები მეწარმესთან და სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

2012 წლის 17 ივლისს დაგვიკავშირდა შპს ”ყაზბეგი 1881”-ს წარმომადგენელი და გვაცნობა, რომ ისინი მართლაც იყენებენ საკვებ საღებავებს ლიმონათის წარმოებისას, რაც მითითებულია კიდეც შუშის ბოთლებში ჩამოსხმულ ლიმონათების ეტიკეტებზე. სამწუხაროდ კომპანიას პლასტმასის ბოთლებში ჩამოსხმულ ლიმონათზე მართლაც ”გაეპარა” არასწორი ეტიკეტი, სადაც პროდუქტის შემადგენლობა არასრულად არის მითითებული. კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, კომპანიამ უკვე შეუკვეთა ახალი ეტიკეტი და ერთი კვირაში ეს ლიმონათი სავაჭრო ქსელში გასწორებული ეტიკეტით გავა.

--------------------------

იმის გასარკვევად, მოახდინეს თუ არა კომპანიებმა სს ქართული ლუდის კომპანიიამ ლიმონათი ”ზედაზენი” ტარხუნის და შპს ”ყაზბეგი 1881”-მა ტარხუნის ლიმონათის ეტიკეტის შეცვლა 2012 წლის 10 სექტემბერს,  ჩვენ მაღაზია ”გრანდში” შევიძინეთ 10.08.2012-ში გამოშვებული ყაზბეგი ”1881” ლიმონათი ტარხუნა 1,5 ლიტრიანი პლასტმასის ბოთლში, ხოლო მაღაზია ”გუდვილი საბურთალოზე” ლომანათი ზედაზენი ტარხუნა, 1 ლიტრიანი პლასტმასის ბოთლში, რომელსაც გამოშვების თარიღი 30/07/12 აქვს მითითებული.

ორივე ლიმონათის ეტიკეტის დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ არცერთმა კომპანიამ ეტიკეტზე შემადგენლობაში არ შეიტანა ლიმონათში შემავალი საღებავის დასახელება.

მზადდება წერილები მეწარმეებთან და სურსათის ეროვნულ სააგენტოში გასაგზავნად.




print version
21:45:49 2012-10-10

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge