ბოლო ცვლილებები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
პროდუქტი „იმერული“
სუნელების შემოწმება
სასმელი წყალი დიდუბიდან
კარფურში შეძენილი ტკბილეული
მომხმარებლის აზრი: სხვა საქონელი
მომხმარებლის აზრი: სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურება
მომხმარებლის აზრი: საზოგადოებრივი ტრანსპორტი
მომხმარებლის აზრი: დენი, გაზი, წყალი, დასუფთავება
მომხმარებლის დამცველი ორგანიზაციები ევროკავშირში

სულ ნიუსები: 21
ნაყინები: ბარამბო, თოლია, გურჯაანი
ტკბილეული, სურსათის ჰიგიენა,

სტატიაში მითითებულ მეწარმეებს, ვთხოვთ გაეცნონ ამ ინფორმაციას

2012 წლის 25 მაისს და 14 ივნისს ფეისბუქის გვერდზე მომხმარებლებმა ბარამბოს, თოლიას და გურჯაანის ნაყინების შემოწმება გვთხოვეს:

2012 წლის 26 ივნისს სხვადასხვა მაღაზიებში ჩვენ შევიძინეთ ბარამბოს ნაყინები შოკოლადის (ვაფლის ჭიქაში, გამოშვების თარიღი: 10.06) და ვანილის (ვაფლის ჭიქაში, გამოშვების თარიღი 29.05), თოლიას ნაყინები ვანილის და შოკოლადის  (ვაფლის ჭიქაში, გამოშვების თარიღი: 21.06) და ვანილის (ვაფლის ჭიქაში, გამოშვების თარიღი: 22.06) და გურჯაანის ნაყინი საამო (ვაფლის ჭიქაში, გამოშვების თარიღი: 08.06).

ხუთივე დასახელების ნაყინი კვების ექსპერტმა თავისი შეფუთვიანად მოათავსა სტერილურ პოლიეთილენის პარკებში, მათ მივანიჭეთ პირობითი ნომრები და სპეციალური მაცივარ-კონტეინერით მივიტანეთ ლაბორატორიაში შესამოწმებლად.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხების თანახმად #1 ნიმუშში - გურჯაანის ნაყინი საამო და #4 ნიმუშში - თოლიას ვანილის და შოკოლადის ნაყინი აღმოჩნდა მიკრობიოლოგიური დაბინძურება. დანარჩენი ნაყინები მიკრობიოლოგიურად სუფთა იყო : #2 ნიმუში - ბარამბოს ვანილის; #3 ნიმუში - ბარამბო შოკოლადის და #5 ნიმუში - თოლია ვანილის.

გაიგზავნა წერილები მეწარმეებთან (შპს ”ქართუ უნივერსალი”; შპს ”აისი”) და სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

სააგენტოდან მივიღეთ სტანდარტული არაფრისმთქმელი პასუხი. 2012 წლის ნოემბერში სააგენტოდან მივიღეთ დამატებითი ინფორმაცია, საიდანაც ირკვევა, რომ 2012 წლის 16 ივლისს სააგენტომ მითითებული ნაყინები შეისყიდა და შეამოწმა, თუმცა დაბინძურება ვერ აღმოაჩინა.

------------------------

ამავე კომენტარში 14 ივნისს, მომხმარებელი გვთხოვდა შეგვემოწმებინა ნაყინები ”გურჯაანი ჯოკერი” და ჭიქის ნაყინი ”გურჯაანი მარწყვის”.

2012 წლის 12 ივლისს დიღმის მასივის მე-6 კვარტლის  6ა კორპუსში მდებარე მაღაზია შპს ”ანა”-ში შევიძინეთ გურჯაანის ნაყინი   ” საამო ჯემით”, ხოლო ნუცუბიძის 19-ში მდებარე მაღაზია ი/მ ”ლაშა კაპანაძე”-ში შევიძინეთ გურჯაანის ნაყინი ”ესკიმო ჯოკერი”. ორივე ნაყინი სურსათის ექსპერტმა თავისივე შეფუთვიანად მოათავსა პოლიეთილენის სტერილურ პარკებში, მიანიჭა პირობითი ნომრები (#1 ნაყინი ”ჯოკერი” და #2 ”ნაყინი ჯემით”) და მაცივარ/კონტეინერით მივიტანეთ ლაბორატორიაში მიკრობიოლოგიური ანალიზისათვის.

(ფოტოზე გადაღებულია შესყიდული ნაყინების რეფერენტული ნიმუშები, რომელიც შეგვიძლია მეწარმეს მივაწოდოთ, პრეტენზიის შემთხვევაში)

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხების მიხედვით ორივე ნაყინი (#1 & #2) დაბინძურებულია მიკრობიოლოგიურად.

გაიგზავნა წერილები მეწარმესთან და სურსათის ეროვნულ საგენტოში. სააგენტოდან მივიღეთ სტანდარტული არაფრისმთქმელი პასუხი. 2012 წლის ნოემბერში სააგენტოდან მივიღეთ დამატებითი ინფორმაცია, საიდანაც ირკვევა, რომ მიღებული ინფორმაციის პასუხად სააგენტომ შეისყიდა და შეამოწმა მხოლოდ გურჯაანის ნაყინი საამო ჯემით, თუმცა დაბინძურება მასში ვერ აღმოაჩინა.

---------------------

2012 წლის 24 ივლისს კომპანია გურჯაანის ნაყინის პრეს-სამსახურის უფროსმა, ქალბატონმა დალი ფრიდონაშვილმა გამოგვიგზავნა 08.06-ში გამოშვებული ჭიქის ნაყინი ”საამოს” მიკრობიოლოგიური ანალიზის შედეგი, რომელიც კომპანიამ ჩვენი ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, გადამოწმების მიზნით შეუკვეთა:

ამავე დღეს ”ქართუ-უნივერსალის” წარმომადგენელმა, ბატონმა ირაკლი კანკიამ გამოგვიგზავნა ამონარიდი 21 და 22 ივნისს გამოშვებული თოლიას ნაყინების ორგანოლეპტიკური, ფიზიკო-ქიმიური და მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების ანალიზების ჟურნალიდან: 

ორივე შემთხვევაში ნაყინები მიკრობიოლოგიურად სუფთა იყო. ჩვენი აზრით, არ არის გამორიცხული, მაღაზიაში შეძენილ იგივე ნაყინებში აღმოჩენილი მიკრობიოლოგიური დაბინძურება პროდუქტების ვაკუუმ-შეფუთვის დარღვევით ყოფილიყო გამოწვეული - პროდუქტის შესყიდვისას ჩვენ საკმაოდ გაგვიჭირდა მაღაზიაში ისეთი პროდუქტის არჩევა, სადაც შეფუთვა გახეული არ იქნებოდა. გურჯაანის ნაყინის კომპანიის მიერ დაკვეთილი ანალიზის შედეგშიც მითითებულია, რომ თავად კომპანიის მიერ ჩაბარებული ნაყინებიდან ერთ-ერთის შეფუთვა დარღვეული იყო.

იმისთვის, რომ ნაყინების შეფუთვის დაზიანების გამო მათი დაბინძურება გამოგვერიცხა, ჩვენ გადავწყვიტეთ შეგვემოწმებინა იგივე ფირმის ნაყინები, რომელიც პლასტმასის ჰერმეტულ ყუთებშია დაფასოებული. ამ მიზნით 2012 წლის 27 ივლისს  გიორგი ბრწინვალის 31 ნომერში განთავსებულ მაღაზიაში შევიძინეთ გურჯაანის ”ვანილის პლომბირი” 500 გრამიანი და თოლიას ”პლომბირი საოჯახო ვანილი” 500 გრამიანი:

ნაყინებს მიენიჭა პირობითი ნომრები ( #1- გურჯაანი, #2 - თოლია) და ჩაბარდა ლაბორატორიას კოლიბაქტერიების არსებობის შესამოწმებლად. ლაბორატორიული დასკვნის მიხედვით თოლიას ნაყინში კოლიბაქტერიები არ აღმოჩნდა, ხოლო გურჯაანის ნაყინი კვლავ დაბინძურებულია.

გაიგზავნა შეტყობინებები მეწარმესთან და სურსათის ეროვნულ სააგენტოში. სააგენტოდან მივიღეთ სტანდარტული არაფრისმთქმელი პასუხი. თუმცა 2012 წლის ნოემბერში სააგენტოდან მიღებული დამატებითი ინფორმაციდან ირკვევა, რომ ჩვენი შეტყობინების პასუხად 2012 წლის 14 აგვისტოს სააგენტომ შეისყიდა და შეამოწმა გურჯაანის პლომბირი და დარღვევა აღმოაჩინა. თუმცა საწარმოს ინსპექტირება არ განხორციელებულა - იგი 2013 წელს ნაყინების წარმოების განახლების პერიოდისთვის გადაიდო.

2012 წლის სექტემბერში ამ ნაყინების სისუფთავე ჩვენს მიერ კვლავ შემოწმდა. დეტალები იხილეთ ამ სტატიაში.




print version
14:45:37 2012-12-14

კომენტარის დამატება

ლამზირა ბარბაქაძე   1  11:05:28 2015-06-22  უპასუხე   
მინდა სანაყინე რომლიდანაც ნაყინს კოვზით მოვჭრი და ისე გავყიდი გალფსტორის აქ და დზაან მომწონს რომელი მწარმოებელი დამიდგავს ასეთ მაცივარს ხომ ვერ მეტყვით? მითხრეს ალგიდას აქცსო მაგრამ თუ ტოლიას ან გურჯაანს ექნება სიამოვნებით დავიდგავ თქვენს სანაყინეს გამდლობთ ცინასცარ
თამარ, CSRDG   17:47:15 2015-06-22  უპასუხე   
ლამზირა ამ გვერდზე პასუხს ვერ გაგცემთ. ჩვენ არ გვაქვს ასეთი ინფორმაცია

gvanca   12:30:53 2013-04-27  უპასუხე   
როგორი შავი პიარიც არ უნდა ააგორონ ქართულ ბაზარზე გურჯაანის ნაყინი ყველაზე საუკეთესოა!!!

dali   1  18:10:55 2012-07-25  უპასუხე   
დღეს,ბაქრაძის ქუჩაზე ერთ პატარა მარკეტში გურჯაანის ნაყინი მოვითხოვე,
ქებული"მინდოდა-თუმცა იმდენად შელახული,ფორმადაკარგული დაჯღანული"იყო რომ მისი შეძენა გადავიფიქრე-ვიკითხე, კომპანიამ მოგაწოდათ ასეთი-თქო?არა,ჩვენ შუქი ჩაგვიქრა და დადნაო-აღიარა კიდევ კარგი გამყიდველმა-არა მგონია ეს ნაყინი საჭმელად ვარგისი ყოფილიყო-თუმცა მაღაზიას მაინც ეწყო დახლ მაცივარში-ვის მოეთხოვება ასეთ დროს პასუხი?ლაბორატორიაში კარგად შეფუთულიც რომ წაიღოთ-მეეჭვება შიგთავსი სტანდარტებს შეესაბამებოდეს-ვფიქრობ უნდა გაითვალისწინოთ მსგავსი შემთხვევები

dali   18:16:44 2012-07-24  უპასუხე   
გურჯაანის ნაყინის განმეორებითი ექსპერტიზის დასკვნა გვ.3-ნაყინი უსაფრთხოა სრულიად-ყველა ნორმა დაცულიააა



dali   18:14:51 2012-07-24  უპასუხე   
გურჯაანის ნაყინის განმეორებითი ექსპერტიზის დასკვნა გვ.2-ნაყინი უსაფრთხოა სრულიად-ყველა ნორმა დაცულიააა



dali   18:13:14 2012-07-24  უპასუხე   
გურჯაანის ნაყინის განმეორებითი ექსპერტიზის დასკვნა -ნაყინი უსაფრთხოა სრულიად-ყველა ნორმა დაცულია



dali   18:10:44 2012-07-24  უპასუხე   
გურჯაანის ნაყინის კომპანიამ განმეორებითი ექსპერტიზა ჩაატარა-გაეცანით დასკვნას



თამუნა   14:50:41 2012-07-17  უპასუხე   
მაკდონალდსის და თოლიას ჩამოსასხმელი ნაყინი თუ შეგიმოწმებიათ? რძის მაღალი შემცველობის არსებობა ამ პროდუქტებში უკვე მეორე ხარისხოვანია,მთავარია ბაქტერიულად დაბინძურებული არ იყოს!

qeTi   1  09:56:45 2012-07-11  უპასუხე   
რა გინდათ რას ებრძვით გურჯაანის ნაყინს მაინც ვერაფერს დააკლებთ მაგაზე გემრიელი ნაყინი არცერთი არ არიისს

rusudani   1  09:52:21 2012-07-11  უპასუხე   
შარშანდელმა კვლევებმა საპირისპირო აჩვენა გურჯაანი მიკრობიოლოგიურად ყველაზე სუფთა იყო ბარამბო კი ბოლო პოზიციას იკავებდა თავისი ხარისხიდან გამომდინარე...
რა გჭირთ ხალხო რას გადაეკიდეთ ამ მართლა ყველაზე გემრიელ და ხარისხიან ნაყინს
ნია   17:00:12 2013-01-15  უპასუხე   
მაგ გემრიელმა და "ხარისხიანიმა" ნაყინმა მომწამლა მე პირადად. არც "ბარამბოა" რამით უკეთესი.

Irakli Machitidze   01:47:43 2012-07-10  უპასუხე   
ჩვენ უფრო ის უნდა გვაინტერესებდეს საერთოდ არის თუ არა ნაყინები ის კიარა, Eკოლი იქნება თუ არა შიგნი, იმდენშია უკვე რომ მემგონი მიჩვეულია ორგანიზმი :D :D

ტანია   12:22:31 2012-07-09  უპასუხე   
თუ შეიძლება, იოლის ნაყინებიც შეამოწმეთ
თამარ, CSRDG   16:19:15 2012-07-09  უპასუხე   
რომელი დასახელების ნაყინი იქნებ დაგვიკონკრეტოთ
ტანია   17:01:19 2012-07-09  უპასუხე   
თუნდაც ჩვეულებრივი ჭიქის ნაყინი, თეთრი

Irakli Machitidze   1  01:31:17 2012-07-09  უპასუხე   
მანამდე ამ გადაცემას უყურეთ

http://sreda-tv.ru/catalog_video/item/69/
Mikheil Kalandadze   19:22:46 2012-07-09  უპასუხე   
ბმული მომეწონა ძალია. მემგონი კარგი იქნებოდა ჩევენებსაც ეგეთი რამეები რომ გაეკეთებინათ. ოღონდ ისე არა როგოც ადრე გააკეთეს ცარიელი რაკლამა რომ იყო.

Irakli Machitidze   01:30:25 2012-07-09  უპასუხე   
მე გთავაზობთ ასეთ ტესტს, ვიყიდოთ სხვადასხვა ფირმის ფანილის ჭიქის ნაყინი, გავხსნათ და დავდოთ თეფშზე ცალ-ცალკე, რომელი როგორ რამდენ ხანში გადნება და რა მოუვა ერთად ვნახოთ და გადავიღოთ...

Irakli Machitidze   01:28:37 2012-07-09  უპასუხე   
ზოგადად რომელ ნაყინშიც მცენარეული ცხიმია ის ნამდვილი ნაყინი არ არის.

ხათუნა   17:21:39 2012-07-07  უპასუხე   
ხო რა! გადაეკიდნენ ამ გურჯაანს! მე არც ერთი ფირმის დამცველად არ გამოვდივარ, მაგრამ, მგონია, ყველაფერი კონკურენციის ხრიკებია. ხშირად მაღაზიები ცოდავს - შენახვის პირობებს ვგულისხმობ. ყოფილა, მიყიდია ნაყინი და არ ყოფილა კარგად გაყინული, ხელში რბილად მომხვედრია. ისე, გემოვნებაზე არ დაობენ, მაგრამ მე თოლია და გურჯაანი მირჩევნია თეთრი (ვანილის) და ბარამბო შოკოლადის (ჯოხზე).
თამარ, CSRDG   16:25:38 2012-07-09  უპასუხე   
ხათუნა, ყველა ნაყინი ლაბორატორიაში თავისი შეფუთვიანად მივიტანეთ. არცერთი არ გახსნილა

Dali Pridonashvili   14:30:55 2012-07-07  უპასუხე   
მინდა ჩემი მოსაზრება გავაჟღერო საჯაროდ. მათ ვინც ნაყინის დამზადების ტექნოლოგია არ იცის,მინდა მარტივად ავუხსნა ერთი ჭეშმარიტება..ნაყინი ერთ დიდ რეზერვუარში იხარშება და მზადდება,მხოლოდ შემდეგ ემატება მას ვანილი,ან კაკაო....თუ მიკრობიოლოგიურად ბინძურდება,მაშინ მთლიანი რეზერვუარის მთელი პარტია იქნება დაბინძურებული,შეუძლებელია,იქიდან ერთი ნაყინი დაბინძურებული აღმოჩნდეს,მეორე კი არა,ასე რომ ასეთი დასკვნა გაუგებარია.
აღმაშფოთებელია გურჯაანის ნაყინისადმი ამდენი წლის მანძილზე ერთიდაიგივე აბსურდული ბრალდებები,რომელიც განმეორებითი ლაბორატორიული ექსპერტიზის შედეგებით იქვე ბათილდებოდა ყოველთვის და ახლაც დარწმუნებული ვარ ვერ შელახავენ ჩვენი მომხმარებლის უსაზღვრო სიყვარულსა და ამხელა მოთხოვნას გურჯაანის უგემრიელესი და უსუფთავესი ნაყინებისადმი..დარწმუნებული ვარ ჩემს აზრს უამრავი ადამიანი გაიზიარებს
P.S.
ორშაბათს გურჯაანის ნაყინის კომპანია კომპეტენტენტურ ორგანიზაციებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად აპირებს ახალი საფუძვლიანი კვლევის ჩატარებას..
gio   15:07:50 2012-07-25  უპასუხე   
და ხომ შეიძლება დაბინძურება მაგალითად კაკაოს შერევის პროცესში მოხდეს? ან სულაც კაკაო იყოს დაბინძურებული და დააბინძუროს ნაყინიც.
Giorgi   12:29:31 2012-07-16  უპასუხე   
როგორც თქვენმა პოტენციურმა მომხმარებელმა, შემიძლია გითხრათ რომ ეს რეაქცია "რა გინდათ რას ერჩით გურჯაანის ნაყინს" წამგებიანია და პირიქით ეჭვს უფრო აძლიერებს. გაცილებით მარტივი იქნება ჩაატარებინოთ რამდენიმე დამოუკიდებელ ლაბორატორიას კვლევა (ოღონდ ისე რომ ნამდვილად ობიექტური იყოს) და მიღებული დასკვნა წარმოადგინოთ. სხვა შემთხვევაში, ის რომ თავად დაინტერესებული მხარე არადამაკმაყოფილებელ შედეგს არ აღიარებს, ეს გასაკვირი არ არის.

Dali Pridonashvili   14:27:41 2012-07-07  უპასუხე   
მინდა ჩემი მოსაზრება გავაჟღერო საჯაროდ. მათ ვინც ნაყინის დამზადების ტექნოლოგია არ იცის,მინდა მარტივად ავუხსნა ერთი ჭეშმარიტება..ნაყინი ერთ დიდ რეზერვუარში იხარშება და მზადდება,მხოლოდ შემდეგ ემატება მას ვანილი,ან კაკაო....თუ მიკრობიოლოგიურად ბინძურდება,მაშინ მთლიანი რეზერვუარის მთელი პარტია იქნება დაბინძურებული,შეუძლებელია,იქიდან ერთი ნაყინი დაბინძურებული აღმოჩნდეს,მეორე კი არა,ასე რომ ასეთი დასკვნა გაუგებარია.
აღმაშფოთებელია გურჯაანის ნაყინისადმი ამდენი წლის მანძილზე ერთიდაიგივე აბსურდული ბრალდებები,რომელიც განმეორებითი ლაბორატორიული ექსპერტიზის შედეგებით იქვე ბათილდებოდა ყოველთვის და ახლაც დარწმუნებული ვარ ვერ შელახავენ ჩვენი მომხმარებლის უსაზღვრო სიყვარულსა და ამხელა მოთხოვნას გურჯაანის უგემრიელესი და უსუფთავესი ნაყინებისადმი..დარწმუნებული ვარ ჩემს აზრს უამრავი ადამიანი გაიზიარებს
P.S.
ორშაბათს გურჯაანის ნაყინის კომპანია კომპეტენტენტურ ორგანიზაციებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად აპირებს ახალი საფუძვლიანი კვლევის ჩატარებას..

yoze   12:27:12 2012-07-07  უპასუხე   
ჯიგრები ხართ, გენდობით, ასე გააგრძელეთ და ის სურსათის უვნებლობის სამსახური ეგებ გაუქმდეს საერთოდ, ონანისტების ჯგროა სხვა არაფერი!

სოფო   19:08:23 2012-07-06  უპასუხე   
ბოდიშს გიხდით წინასწარ,მაგრამ აქ მე ერთი უზუსტობა აღმოვაჩინე.როგორც თქვენ ამბობთ თოლიას(ვანილის)#5 არის სუფთა და თოლიას#4არის დაბინძურებული.როგორ გავიგო?რომელი თოლია არის კარგი.და კიდევ ბარამბოს პროდუქციაზე ეჭვი არ მეპარებოდა,მაგრამ რატომღაც ნაყინი სხვა ფირმებს უფრო გემრიელი აქვთ.
თამარ, CSRDG   16:20:49 2012-07-09  უპასუხე   
სოფო, სტატიში მითითებულია, რომ #4 არის თოლიას ვანილის და შოკოლადის ნაყინი, ხოლო #5 არის თოლიას ვანილის ნაყინი

ირაკლი   18:39:04 2012-07-06  უპასუხე   
მოგესალმებით
მოგახსენებთ, რომ თქვენმა წერილმა ერთობ შემაშფოთა, რამდენადაც უკვე მეორე წელია წარმოებაში ვნერგავთ, ჩვენის აზით წარმატებულად, HACCP-ის სისტემას. ამჟამად მთლიანად აწყობილია მიკვლევადობის სისტემა და ყველა პროდუქტზე დატანილია შესაბამისი პარტიის ნომერი, ამასთან ყველა პარტია მოწმდება საწარმოო ლაბორატორიის მიერ და მხოლოდ მათი დასკვნის შემდეგ გადის ქსელში. თუ თქვენ მოგვაწვდით, თქვენს მიერ შემოწმებული პროდუქტის ეტიკეტზე მითითებულ პარტიის ნომერს, ჩვენ დავდებდით ჩვენს მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგებს.
მიუხედავად ამისა ჩვენ აუცილებლად მოვახდენთ უკვე დანერგილი წინასწარი მოსამზადებელი პროგრამებისა და HACCP-ის გეგმის ვერიფიკაციას.
პატივისცემით შპს "ქართუ-უნივერსალის" წარმოების უფროსი ირაკლი კანკია
თამარ, CSRDG   15:36:56 2012-07-09  უპასუხე   
ბ-ნ ირაკლი ამ ბმულებზე შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს მიერ შეძენილი და ლაბორატორიაში მიტანილი ნაყინების შეფუთვის დასკანერებული სურათები: #4 #4 ვანილის&შოკოლადის ნაყინი და #5 ვანილის ნაყინი.
ლია, CSRDG   14:30:26 2012-07-09  უპასუხე   
ირაკლი,
სააგენტოში გაგზავნილ წერილზე დანართად მიბმულია ნიმუშების აღების აქტი, სადაც აღნიშნულია პროდუქტის გამოშვების თარიღი (შოკოლადი-ვანილი 21 ივნისის გამოშვებაა, ვანილი - 22 ივნისის).

ცოტა ხანში დავასკანერებთ რეფერენტული ნიმუშების ეტიკეტს და აგრეთვე დავდებთ. იქ მკრთალად ჩანს პარტიის ნომერიც
ირაკლი   18:24:24 2012-07-24  უპასუხე   
გიგზავნით ჩვენი ლაბორატორიის მიერ ჩატარებულ ანალიზის პასუხებს ამ კონკრეტული პარტიებისთვის.
Tolia 21.06-22.06.doc
გიორგი   17:18:48 2012-07-07  უპასუხე   
ირაკლი, შენც კარგად იცი რომ ეს შეკვეთილი ამბავია... ძალიან ნუ შეიწუხებ თავს მტკიცებით, ვინც თქვენ ნაყინს ჭამს იცის რაც და როგორიცაა. წარმატებებს გისურვებ.

გიორგი ექვთიმიშვილი
ირაკლი   12:11:46 2012-07-09  უპასუხე   
მადლობთ გიორგი ნდობისთვის.


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge