ბოლო ცვლილებები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
პროდუქტი „იმერული“
სუნელების შემოწმება
სასმელი წყალი დიდუბიდან
კარფურში შეძენილი ტკბილეული
მომხმარებლის აზრი: სხვა საქონელი
მომხმარებლის აზრი: სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურება
მომხმარებლის აზრი: საზოგადოებრივი ტრანსპორტი
მომხმარებლის აზრი: დენი, გაზი, წყალი, დასუფთავება
მომხმარებლის დამცველი ორგანიზაციები ევროკავშირში

სულ ნიუსები: 21
შაურმა საბურთალოს ქუჩაზე
ხორცეული, მზა კერძები, სურსათის ჰიგიენა,

სტატიაში მითითებულ მეწარმეებს, ვთხოვთ გაეცნონ ამ ინფორმაციას.

2012 წლის 21 მაისს, მომხმარებელმა ფეისბუქის გვერდზე კომენტარი დაგვიტოვა:

30 მაისს შევიძინეთ საბურთალოს ქ. 3-ში მდებარე საშაურმეში (შპს ”ლინა”) შაურმა, რომელიც ექსპერტმა შეფუთვიანად მოათავსა სტერილურ პოლიეთილენის პარკში და შესამოწმებლად ლაბორატორიაში მივიტანეთ (ლაბორატორიას ჩაბარდა შესყიდვიდან 20 წუთში).

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით, შაურმა კოლიბაქტერიებით დაბინძურებული აღმოჩნდა. ასეთი პროდუქტის რეალიზაცია დაუშვებელია.

გაიგზავნა წერილები მეწარმესთან და სურსათის ეროვნულ სააგენტოში. სააგენტოდან მივიღეთ სტანდარტული არაფრისმთქმელი პასუხი, რომლიდანაც მხოლოდ ის შეიძლება დავასკვნათ, რომ სააგენტო მეწარმის არაგეგმურ შემოწმებას არ აპირებს. გაიგზავნა თხოვნა მთავრობაში, რათა ეიძულებინათ სააგენტო, რეაგირება ჰქონოდა. მთავრობიდან გამოხმაურება არ მიგვიღია. 2012 წლის ნოემბერში, სოფლის მეურნეობის სამინისტროდან და სურსათის ეროვნული სააგენტოდან მიღებული დამატებითი ინფორმაციებიდან გავარკვიეთ, რომ მეწარმე სააგენტოს მიერ შემოწმებული იყო 2012 წლის 28 თებერვალს, აღმოაჩნდა ე.წ. ”კრიტიკული შეუსაბამობა” და დაჯარიმდა 1000 ლარით. ამის შემდეგ იგი გადაამოწმეს 2012 წლის 5 მარტს. ჩვენს მიერ მიწოდებული ინფორმაციის პასუხად არც პროდუქტის და არც მეწარმის შემოწმება სააგენტოს არ განუხორციელებია. საშაურმის შემდეგი შემოწმება სააგენტოს 2012 წლის IV კვარტალში აქვს დაგეგმილი. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის მიხედვით სააგენტომ განმეორებითი შემოწმება განახორციელა შპს "ლინა"-ში 2013 წლის 15 თებერვალს და დააჯარიმა რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო.

------------------------

აღნიშნული პროდუქტის უვნებლობის მახასიათებლების გაუმჯობესების შესამოწმებლად  2013 წლის 5 თებერვალს განმეორებით შევიძინეთ  საბურთალოს ქუჩაზე  მდებარე  საშაურმის შაურმა ( შპს "ლინა") . პროდუქტი თავისივე შეფუთვიანად მოთავსდა სტერილურ პოლიეთილენის პარკში, მიენიჭა პირობითი ნომერი #3 და ჩაბარდა ლაბორატორიას ანალიზისათვის.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით  #3 შაურმა (შპს "ლინა") დაბინძურებულია კოლიბაქტერიებით.

გაიგზავნა წერილები შპს "ლინა"-ში და სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

-----------------------------

2013 წლის დასაწყისში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეამოწმა აღნიშნული პროდუქტი და დარღვევა არ აღმოჩნდა 




print version
15:36:54 2013-04-11

კომენტარის დამატება

goCha   17:19:27 2013-06-06  უპასუხე   
ჰააა აგეწვათ ერთი ადგილი? იმედია მალე მივალთ იმ დონემდე რომ სახელმწიფო აკრძალავს ასეთი ნაგავის გასაღებას. იყოს ჯანმთელი ხორცი და ღირდეს 5-ის მაგივრად 10!!!!!!!!!

tamuna   14:59:24 2013-02-21  უპასუხე   
იქნებ ერთხელ მაინც განმარტოთ კოლიბაქტერიები,ეშერეიხია კოლი ანუ E.coli წარმოადგენს პათოგენს, რომლის გარეშეც ხორც პროდუქტების წარმოება უბრალოს არ ხდება, მთავარი არის ის რომ არ აჭარბებდეს გარკვეულ ზღვარს თავად მისი არსებობა საფრთხეს არ უქმნის ჯანმრთელობას, თუკი დასაშვებ ფარგლებში, თუ ყველაფერი ასეთი მავნეა საინტერესოა დღეს ცოცხლები როგორ ვართ? ჯერ შეამოწმეთ პროდუქტში რამდენია მისი რაოდენობა და მერე წერეთ სტატიები და წერილები
ლია, CSRDG   21:52:48 2013-02-21  უპასუხე   
თამუნა, კოლიბაქტერიების შესახებ ინფორმაცია ამ სტატიაშია.

კოლიბაქტერია თავისთავად ე.წ. პირობითი პათოგენია. ანუ, ზოგიერთი მისი შტამი პათოგენურია, უმეტესი კი - არა. კოლიბაქტერიები ყველა ხორცპროდუქტში ნამდვილად არ არის. ხორცის წარმოება (განსაკუთრებით გატყავება-გამოშიგვნა) თუ ჰიგიენის დაცვით ხდება, კოლიბაქტერიებით ხორცი არ ბინძურდება. კოლიბაქტერიების არსებობა იმის მიმანიშნებელია, რომ პროდუქტის მომზადების რაღაც ეტაპზე ჰიგიენა ან სანიტარია დაირღვა და მოხდა პროდუქტის დაბინძურება ფეკალიებით. ეს დაბინძურება არ ნიშნავს, რომ ყველა, ვინც ამ პროდუქტს შეჭამს მაშინვე უნდა მოიწამლოს ან ავად გახდეს. გააჩნია პირობებს. მაგალითად: ეს ფეკალიები ჯანმრთელი ცხოველის ან ადამიანის იყო თუ არა, კოლიბაქტერიის გარდა რა მიკროორგანიზმები იყო მასში, რამდენი ხნის წინ მოხდა დაბინძურება, რა პირობებში ინახებოდა დაბინძურებული პროდუქტი (ანუ გამრავლების რა პირობები და დრო ჰქონდათ ფეკალურ მიკროორგანიზმებს ამ პროდუქტში) და ა.შ. საბედნიეროდ, თუკი დაბინძურებული პროდუქტი სითბოში მოხვდა და კოლიბაქტერია მნიშვნელოვნად გამრავლდა, პროდუქტს სუნი გაუფუჭდება და მას აღარავინ შეჭამს (თუ სუნის განეიტრალებაზე საგანგებოდ არ იზრუნა არაკეთილსინდისიერმა გამყიდველმა). ასევე საბედნიეროდ ფეკალური მიკროორგანიზმების დიდი ნაწილი პროდუქტის თერმული დამუშავებისას (მოხარშვა, შეწვა) იღუპება (თუმცა ყველა არა).

მოკლედ რომ ვთქვათ, კოლიბაქტერიებით პროდუქტის დაბინძურებულობა არ ნიშნავს, რომ მისი შეჭმისას აუცილებლად მოიწამლებით ან ავად გახდებით. ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ პროდუქტი უსუფთაოდ (სანიტარული-ჰიგიენური პირობების დარღვევით) არის მომზადებული და ამიტომ მისი უვნებლობა გარანტირებული არ არის. ჩვენ ამ ინფორმაციას ვავრცელებთ იმისათვის, რომ მომხმარებელმა იცოდეს, რომ ეს მაღალი რისკის პროდუქტია. მომხმარებელს ამის ცოდნის უფლება აქვს.

G.B.   14:10:06 2013-02-21  უპასუხე   
არ გინდათ რეალურად შეამოწმოთ 2ლულა, პიტა და მსგავსები? განსაკუთრებით 2 ლულას ხორცი და კარტოფილი? იმდენი ამბობს მოვიწამლეო 2 ლულაშიო, აღარ ვიცი. coffe in -იც განსაკუთრებით !!! მადლობა წინასწარ. ოღონდ პროდქტი იყიდეთ ანონიმურად, ისე კიარა თქვენი ხორცი მოგვეცით ხვალ უნდა შევამოწმოთ :D
თამარ, CSRDG   15:29:17 2013-02-21  უპასუხე   
ორ ლულაში რომელი პროდუქტის შემოწმება გაინტერესებთ? ასევე coffe in-ის პროდუქტიც დაგვიწერეთ და მისამართიც თუ შეიძლება


Matasi Vashakidze   14:09:54 2013-02-21  უპასუხე   
აჰაა ესეც მე ვარ კიდე? იმაზე ვცოფდები რომ გასაგებია ყველაფერი იდეალურად ვერ გექნება, მაგრამ როცა მიგითითებენ კი არ გაბრაზდე გაიგე რასაც გეუბნებიან და გამოასწორე რა!

xaTuna   17:42:41 2012-07-07  უპასუხე   
რავა ყველგან ეს კოლიბაქტერიები აღმოჩნდა - თუ გუდვილის ფარშში, თუ ნიკორას პელმენში, თუ საბურთალოს ქუჩის შაურმაში. ლაბორატორია ხომ არ ნერგავს თვითონ ამ ბაქტერიებს? თუ მის რეაქტივებს მხოლოდ კოლი-ზე აქვს მგრძნობელობა? დახოცილა აბა მთელი თბილისი და ეგ არის! მრავალი გაფრთხილების მიუხედავად, ჩემი შვილი ეზოში ბინძური ხელებით რომ შეჭამს რამეს (რაც არ უნდა იყოს), რომელ ერთს დავაბრალო? რა თქმა უნდა, ჭუჭყიან ხელებს. უმეტესად, ხალხი (განსაკუთრებით, ბავშვები) ასე იწამლებიან. მერე ეძებე დამნაშავე - ხორციო, ნაყინიო, წვენიო... თუმცა, ვინ იცის...

ლევანი   14:09:46 2012-07-02  უპასუხე   
საინტერესოა ეს ყველაფერი. ისეთი შეგრძნება მაქვს რომ სინდისი დაკარგა ქართველმა "ბიზნესმენმა" ზოგადად. იმის მაგივრად რომ გონს მოეგონ, აქეთ აქვთ რაღაც პრეტენზიები, რომ აქაოდა სულ სტერილურად და უმაღლესი ხარისხის ხორცით და პროდუქტებით ვაკეთებთო შაურმას და ეს როგორ გვაკადრეთო :))) კარგით რა. სტალინის დროს თქვენნაირ ****ბს ხვრეტდნენ და სწორედაც იქცეოდნენ... უკაცრავად თუ გაწყენინეთ და მე მაპატიეთ რომ ასეთი უკმაყოფილო ვარ ვადაგასული და გაურეცხავი პროდუქტებით და ხორცის ნარჩენებით(+ ამ ყველაფერს კოლიტბაქტერიებით გაძეძგილ) დამზადებულ შაურმას რომ ვყიდულობ თვქენგან და ფულს რომ გაძლევთ. :)

მაკო   12:33:14 2012-06-15  უპასუხე   
1. თქვენ არ ამბობდით სალათის ფოთოლს არ ვიყნებთო? შესაბამისად ეგ თეორია ვეღარ გაამართლებს ამ შემთხვევაში.
2. წინა პროდუქტებიდან დარჩენილი კოლიბაქტერიები რას ნიშნავს?
3. რამდენადაც ვიცი ყველა შესამოწმებელი პროდუქტი შესაბამისი წესით ინახება სანამ ლაბორატორიამდე მივა (იმისთვის რომ სწორი პასუხის დადგენა მოხდეს). ასე არ არის მომხმარებელი.გე ? ? ?
ლია, CSRDG   13:00:06 2012-06-15  უპასუხე   
ყველა შემთხვევაში, როდესაც პროდუქტს ბაქტერიული შემოწმებისთვის ვიძენთ, შესყიდვას ესწრება კვების ექსპერტი, რომელიც მაშინვე სტერილურ კონტეინერში ან პოლიეთილენის პარკში ატავსებს პროდუქტს (იმ შეფუთვიანად, რომლითაც ის მოგვყიდეს. ანუ იმ სახით, რა სახითაც პროდუქტს მომხმარებელი იღებს). ამის შემდეგ, პროდუქტი დაუყოვნებლივ (30-40 წუთში) ბარდება ლაბორატორიას. პროდუქტის შენახვა ლაბორატორიაში ჩაბარებამდე (ბაქტერიული შემოწმების შემთხვევაში) საერთოდ არ ხდება.

გარდა ამისა, ერთდროულად შეისყიდება იგივე პროდუქტის მეორე ცალი, რომელსაც ექსპერტი ათავსებს სტერილურ შეფუთვაში ლუქავს და ეს სინჯი ინახება ჩვენს ორგანიზაციაში სპეციალურად რეფერენტული ნიმუშებისთვის განკუთვნილ დაკეტილ საყინულე მაცივარში.

irina   19:23:30 2012-06-14  უპასუხე   
gaixaret Valeri!!!gmadlobt rom auxsenit zog zogiertebs,romlebic arc ki erkvevian ubralod gaugiat sityva kolibakteriebi)))))))mako tkven ertxel gkitxet vin brdzandebit,rom atchetebi gibarot?da saertod kanonittkven rom igebdit laboratoriashi,chvenc unda agvego,chven laboratoriashi da kidev ertxel geubnebit Mako,sisubtaves da xelebis dabanas nu gvascavlit!shventan obiektebze iseti sisuptavea zog zogiert kals saxlshi rom ar akvs!!!!!!!!

valeri   18:40:42 2012-06-14  უპასუხე   
ნებისმიერ დაწესებულებაში რომ მიხვიდეთ და იმ მეთოდით რომელითაც თქვენ შაურმას ამოწმებთ ყველგან აღმოჩნდება კოლიბაქტერიები. იმიტომ რომ არ ამოწმებთ იმ პირობებში რომელიც შეესაბამება ამ პროდუქტის შემოწმების სტანდარტებს. შემწვარი ხორცი და სალათი ერთად ზალიან მალე განიცდის დაშლას და ის უნდა იჭამოს მომზადებისთანავე, იმ მომენტში მას არანაირი კოლიბაქტერიები არ აქვს. რამოდენიმე საათის შემდეგ გაუჩნდება. თქვენ სანამ ლაბორატორიაში გადააგზავნით და სანამ სინჯებს აიღებენ და გამოიკვლევენ ამ პერიოდში დიდი დრო გადის და ამიტომაც ფიქსირდება კოლიბაქტერიები პროდუქტზე. თანაც შესაძლოა თქვენს ლაბორატორიაში ძველი გამოკვლეული პროდუქტიდანაც იყოს დარჩენილი კოლიბაქტერიები და აისახოს მიმდინარე გამოსაკვლევ პროდუქტზე.

mako   16:19:05 2012-06-14  უპასუხე   
მაშინ გამეცით პასუხი, საიდან აღმოჩნდა ეს უბედურება თქვენს შაურმაში.

irina   15:55:19 2012-06-14  უპასუხე   
Sheuracyopas Tamari me ak ver vxedav!ra saintereso paktebia xan shaurmit icamleba xan chisburgerit,me ubralod gestroenterologi vurchie)))))))

irina   14:43:55 2012-06-14  უპასუხე   
Gogcho,shveni shemotanili aris shaurma kalakshi!da davketavt tu ras vizavt sheni gadasacyveti ar aris!intrigano!chisburgeritac moicamle xo?jobia ekims mimarto,shen ragac problemebi gakvs kuchis da tvinis))))))))
თამარ, CSRDG   14:48:09 2012-06-14  უპასუხე   
ირინა ძალიან გთხოვთ თავი შეიკავოთ შეურაცხმყოფელი გამონათქვამებისგან

matasi   13:53:17 2012-06-14  უპასუხე   
ფაქტია რომ დაბინძUრებულია და ირინა გირჩევნია გამოასწოროთ აქეთ შემოდავებებს! ან თუ ვერ ასწორებთ დაიხურეთ საერთოდ!

irina   13:52:12 2012-06-14  უპასუხე   
და სალათის ფოთლებს ჩვენ არ ვხმარობთ!!!!!ჯერ გაარკვიეთ სად გიყიდიათ და მერე დაწერეთ!და კიდევ ერთხელ გეუბნებით ნუ ყიდულობთ, იყიდეთ ლობიანი და ხაჭაპური)))))))))))

irina   13:37:15 2012-06-14  უპასუხე   
ტკვენ უკაცრავად ვინ ბრდზანდებიტ?რომ ხელების დაბანას გვასცავლიტ))))))))))))

მაკო   12:51:47 2012-06-14  უპასუხე   
უსაბუთოდ რას ნიშნავს? პროდუქტი აიღეს და შეამოწმეს. მეტი რა საბუთი გინდათ? ხელი უნდა დაიბანონ სანამ შაურმას მოახვევენ ან უკეთესად გარეცხონ ხორცი იქნება ეს თუ სალათის ფოთოლი. არავის სიამოვნებს .... ნაფათურევი ხელებით მოხვეული შაურმის ჭამა (მაპატიეთ ასეთი პირდაპირი ნათქვამისთვის). სწორედაც რომ ყველაფერიუ უნდა შემოწმდეს რომ ადამიანებმა პასუხისმგებლობის გრძნობა გავიჩინოთ და კეთილსინდისიერად მოვექცეთ სხვებს!
თამარ, CSRDG   14:10:45 2012-06-14  უპასუხე   
მაკო ჩვენი საიტის წესები კრძალავს უცენზურო გამონათქვებს, აიტომ თქვენი კომენტარიდან ესეთი სიტყვა წავშალეთ.

irina   19:26:31 2012-06-13  უპასუხე   
im dges 300 kac uchamia da aravin ar moicamla!sad aris ekimis cnoba,rom shaurmit iyo mocamluli?da tkven vin mogcat upleba rom u sabutod aketebt antireklamas!
dima   15:43:28 2012-06-14  უპასუხე   
მგონი საბუტი მიმაგრებულია :) თუ რამე სხვა საბუთი გაქვთ გვაჩვენეთ...


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge