ბოლო ცვლილებები

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელი ხაზი
სულგუნი ი.მ. ნოდარ ლაზარეშვილისგან
პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საშუალებების შემოწმება
კარფურში შეძენილი კარაქი „ვალიო“
ვადაგასული სურსათი „სპარში“/სულგუნ „შუამთის“ ეტიკეტი
ბიუ-ბიუს ფილე
სურსათის შემოწმება არასაკვებ საღებავებზე
ფორმალდეჰიდი პარფიუმერია-კოსმეტიკაში
იმერული სახაჭაპურე
სემინარი ჟურნალისტებისათვის

სულ ნიუსები: 21
შატილის კარაქი

2011 წლის 20 ოქტომბერს ”სურსათის ცხელი ხაზის” ტელეფონზე დაგვირეკა მოქალაქემ საჩივრით იმის თაობაზე, რომ მაღაზია გუდვილში იგი რეგულარულად ყიდულობს კარაქ ”შატილს” და მხოლოდ ეხლა შეამჩნია, რომ მას წვრილად აწერია სიტყვა ”სპრედი”. მომხმარებელმა არ იცოდა ეს სიტყვა რას ნიშნავს და მიმართა გამყიდველს, რომელმაც აუხსნა, რომ ეს ნიშნავს, რომ მარგარინია დამატებულიო. მომხმარებლის აზრით ”კარაქის” დასახელების ხმარება პროდუქტზე, რომელიც თურმე მარგარინს შეიცავს, მომხმარებლის მოტყუებაა. მითუმეტეს, რომ სიტყვა ”სპრედის” მნიშვნელობა არავინ იცის საქართველოში და ეს სიტყვაც წვრილად და საკმაოდ შეუმჩნევლად აწერია პროდუქტს.

იმისთვის რომ მომხმარებლის საჩივარი შეგვემოწმებინა, ჩვენ შევიძინეთ კარაქი ”შატილი”. მისი ეტიკეტი ასე გამოიყურებოდა:

მართლაც, ეტიკეტზე წარწერა ”სპრედი” საკმაოდ მცირე და შეუმჩნეველია. თან ”სპრედი” აშკარად არაქართული სიტყვაა, რომლის მნიშვნელობა სპეციალისტების გარდა საქართველოში არავინ იცის. დასახელება ”კარაქი” კი მომხმარებელს ატყუილებს.

 წერილები გაიგზავნა მეწარმესთან და სურსათის ეროვნულ სააგენტოში. სააგენტოდან მივიღეთ სტანდარტული, არაფრისმთქმელი პასუხი.

2011 წლის 30 ნოემბერს მივიღეთ შეტყობინება პროდუქტის მწარმოებლისგან იმის თაობაზე, რომ ჩვენი რეკომენდაციები გათვალისწინებულია.

ჩვენ 2012 წლის 26 იანვარს გადავამოწმეთ ეს ინფორმაცია და შევისყიდეთ იგივე პროდუქტი:

როგორც ხედავთ, აღმოჩნდა, რომ მწარმოებელმა მართლაც გაითვალისწინა ჩვენი რეკომენდაციები და პროდუტის შეფუთვა შეცვალა.

ამავე შესყიდვისას მაღაზიაში აღმოვაჩინეთ შატილის ახალი ტიპის პროდუქტი: ”ნაღების კარაქი 82%-იანი”, რომელიც აგრეთვე შევისყიდეთ, იმის გადასამოწმებლად - არის თუ არა ეს პროდუქტი ნამდვილად ”კარაქი”, თუ ისევ მომხმარებლის მოტყუებასთან გვქონდა საქმე.

პროდუქტში რძის ცხიმების შემცველობის ლაბორატორიულმა შემოწმებამ (სინჯი #2), აჩვენა რომ მასში 83% რძის ცხიმია. ანუ ეს პროდუქტი მართლაც ნამდვილი კარაქია.




print version
13:50:59 2012-06-20

კომენტარის დამატება

პაატა   10:52:21 2015-10-14  უპასუხე   
ვერ გამიგია,ამ ქვეყანას სურსათისა და კვების ხარისხის მაკონტროლებელი ორგანო არ ყავს? რა,საერთოდ ბანანის ქვეყანაში ვცხოვრობთ, რას ნიშნავს ეს? კარაქს თუ მისთვის განკუთვნილი ცხიმიანობა არა აქვს, აწერია ერთი,სინამდვილეში კი მარგარინია და ეს ქსელში იყიდება? ამის მაგვარი მასიური მოხმარების პროდუქტი მარკეტებში გაშვებული კიდევ რამდენია, ვინ მოთვლის. რას აკეთებს ეს მთავრობა ან რისი მაქნისია შესაბამისი უწყება,რომ ამდაგვარ პრობლემას არ აგვარებს. საინტერესოა, როდემდე უნდა გაგრძელდეს ესეთი თავხედობა?
ლია, CSRDG   14:39:37 2015-10-15  უპასუხე   
ალბათ შეამჩნიეთ, რომ ეს სტატია არქივშია, ვინაიდან 2011 წლის ინფორმაციას შეიცავს. 2015 წლის 1 აგვისტოდან ასეთი პროდუქციის კარაქის დასახელებით გაყიდვა საქართველოში უკვე აიკრძალა. სხვებთან ერთად ჩვენი საიტის აქტივობამაც შეუწყო ამას ხელი.

ჩხიკვი ზაქარია   17:42:52 2015-06-07  უპასუხე   
ნაღები უკაცრავად

ჩხიკვი ზაქარია   17:41:48 2015-06-07  უპასუხე   
დღეს კარაქი "შატილი" სპრედი შევიძინე და მას ასე აწერია: მაღალცხიმიანი მცენარეული-ყაღები სპრედი "შატილი" ცხიმის მასური წილი 82,5%, მათ შორის რძის ცხიმი 40%.
ესეიგი გამოდის არა 80 არამედ 40% აქვს რძის ცხიმი და არ ყოფილა ნამდვილი კარაქი ასეა ეს?
თამარ, CSRDG   21:20:25 2015-06-30  უპასუხე   
უკაცრავად გამომრჩა თქვენი კომენტარი. კი ნამდვილად მაგას ნიშნავს, რომ არ არის ნამდვილი კარაქი. საერთო ცხიმის რაოდენობა პროდუქტში 82,5% და აქედან რძის ცხიმი მხოლოდ 40%-ია

Maia Kartvelishvili   23:53:32 2011-11-04  უპასუხე   
ძალიან სამწუხაროა ასეთი რამის გაგება, ვინაიდან ეს კარაქი ყველაზე მეტი პოპულარობით სარგებლობს მომხმარებელში, ხშირად მას ბავშვებს აჭმევენ. "სფრედ" ინგლისურად ნიშნავს იოლად წასასმელს კარაქთან და მარგარინთან მიმართებაში, თუმცა, შესაძლოა "შატილი სფრედი" მარგარინიც იყოს და მწარმოებელი ვალდებულია ეს მიუთითოს, ვინაიდან ფალსიფიცირებული პროდუქცია არა მხოლოდ ქუჩაში და ბაზრებში იყიდება, არამედ მარკეტებსა და სუპერმარკეტებშში, რომლებიც ვითომდა უფრო სანდოა, თუნდაც, იგივე კარაქი "შატილი სფრედი" ყველგან იყიდება.
მალხაზ   10:24:04 2015-02-04  უპასუხე   
სპრედი აწერია იმ კარაქებს რომელიც ნაწილობრივ შეიცავ მცენარეულ ცხიმს ცხოველურ ცხიმთან ერთად,და არა მარგანინს...


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge