ბოლო ცვლილებები

ფასთა განსხვავება პროდუქტზე და სალაროში
შპს ბოკოლასა და ი/მ გიორგი ლონდარიძის პელმენების შემოწმება
ევროკავშირში აღმოჩენილი სახიფათო არასასურსათო პროდუქტები
შაქრის ეტიკეტი
პროდუქტის უსაფრთხოების კონტროლი
ინფორმაცია სამომხმარებლო პროდუქციის შესახებ
სემინარები თელავსა და ლაგოდეხში
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის იანვარ-მარტის კონტროლის შედეგები
კარაქ „პრეზიდენტის“ შემოწმება
გაყინული ხინკალი შპს „კამადან“

სულ ნიუსები: 21
ლიმონათი ”ზედაზენი” ტარხუნის
უალკოჰოლო სასმელები, ეტიკეტი,

სტატიაში მითითებულ მეწარმეებს ვთხოვთ გაეცნონ ამ ინფორმაციას.

2012 წლის 10 მაისს მომხმარებელმა ფეისბუქის გვერდზე დაგვიტოვა კომენტარი, რომელშიც გვთხოვდა შეგვემოწმებინა ტარხუნის ლომანათ ”ზედაზენში”  საღებავის შემცველობა, ვინაიდან ეტიკეტზე მწარმოებელს არ ჰქონდა მითითებული შეიცავს თუ არა პროდუქტი სინთეზურ საღებავებს.

2012 წლის 16 მაისს ჩვენ შევიძინეთ ტარხუნის ლიმონათი ”ზედაზენი” სუპერმარკეტ ”გუდვილი საბურთალოზე” და მასში სინთეზური საღებავების შემცველობის დასადგენად ლაბორატორიას მივმართეთ.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის თანახმად ლიმონათი მართლაც შეიცავს სინთეზურ საღებავებს ტარტრაზინს (E102) და დაპატენტებულ ლურჯს (E131). ორივე ამ საღებავის გამოყენება საკვები პროდუქტების წარმოებაში დაშვებულია, თუმცა პროდუქტის ეტიკეტზე ეს საღებავები მითითებული უნდა იყოს. ჩვენს მიერ შეძენილი ლიმონათის ეტიკეტზე ეს ინფორმაცია დატანილი არ იყო. უფრო მეტიც, ეტიკეტის მიხედვით პროდუქტი 100% ნატურალურია:

გაიგზავნა წერილები მეწარმესთან და სურსათის ეროვნულ სააგენტოში .

სს ქართული ლუდის კომპანიიდან მოვიდა საპასუხო წერილი, რომელშიც მეწარმე ირწმუნება, რომ მის პროდუქციაში მხოლოდ ნატურალური არომატიზატორების გამოყენებული:

მომხმარებელს განვუმარტავთ, რომ ჩვენს მიერ შესწავლილი იქნა არა პროდუქტში შემავალი არომატიზატორები, არამედ საღებავები. და ლაბორატორიულად აღმოჩნდა, რომ პროდუქტი ყვითელ და ლურჯ საკვებ სინთეზურ საღებავს შეიცავს.

სურსათის სეროვნული სააგენტოდან მივიღეთ ჩვეული არაფრისმთქმელი პასუხი.

--------------------------------

იმის გასარკვევად, გაითვალისწინა თუ არა სს ქართული ლუდის კომპანიიამ ჩვენი შენიშვნა, 2012 წლის 10 სექტემბერს მაღაზია ”გუდვილი საბურთალოზე” ხელახლა შევიძინეთ ლომანათი ზედაზენი ტარხუნა, 1 ლიტრიანი პლასტმასის ბოთლში, რომელსაც გამოშვების თარიღი 30/07/12 აქვს მითითებული.

ლიმონათის  ეტიკეტის შესწავლამ გვაჩვენა, რომ კომპანიამ პროდუქტის შემადგენლობაში კვლავ არ შეიტანა ლიმონათში შემავალი საკვები საღებავების დასახელება.

მზადდება წერილები მეწარმესთან და სურსათის ეროვნულ სააგენტოში გასაგზავნად.




print version
15:52:10 2012-09-14

კომენტარის დამატება

jenaro katuzo   17:26:15 2014-03-02  უპასუხე   
თუ დაისაჯა ვინმე,საერთოდ ??? კანონები რისთვის გვინდა? წერე და იკითხე !! ვაი სად ვცხოვრობ!!!!!!!(((((

xatuna   20:11:41 2012-09-13  უპასუხე   
არადა,ყველაზე მეტად ტარხუნის ლიმონათს ვენდობოდი.რატომღაც კველაზე ნატურალური მეგონა.

პეტრე   16:26:26 2012-09-13  უპასუხე   
საბოლოოდ მომხმარებლები ვრჩებით მოტყუებული დააწერე რა მართალი ეს სურსათის ეროვნულ სააგენტოს სულ ფეხზე კიდია კიდე ყველაფერი პროსტა არსებობენ და ყლაპავენ მუქთა ჰაერს

გელა   16:30:37 2012-07-29  უპასუხე   
დალოცვილ "ზედაზენს" არ ეყო ფულადი სახსრები რომ თავად ჩაეტარებინა ლაბორატორიული ექსპერტიზა? მარა იცოდა მან ძალიან კარგად რასაც ჰყიდდა და არგუმენტად ის უცხოელი მოჰყვს.
უსუსური არგუმენტია ზედაზენის მხრიდან

Irakli Machitidze   07:25:57 2012-06-16  უპასუხე   
უფრო საინტერესო ისაა, რომ "მწვანე ფერი" მიღებულია "ყვითელი+ლურჯისგან" და არა პირდაპირ მწვანე საღებავის დამატებით(E140—149 მწვანე ფერის საღებავებია).
საინტერესოა რატომ აკეთებენ ასე.

ჟორა   10:26:27 2012-06-15  უპასუხე   
სასაცილო პასუხია :)
ლაბორატორიული შემოწმება არაფერია, და ფირმა დოჰლერის წარმომადგენლის სიტყვა 100%-იანია :) მაშინ გამოდის, მომწოდებელი ზედაზენსაც ატყუებს და არასინდისიერად ექცევა.


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge