ბოლო ცვლილებები

როშენის შოკოლადი „ქენდი ნათსი“
სუნელების შემოწმება
კარფურში შეძენილი ტკბილეული
ბეჭდური პუბლიკაციები
თევზი ხეკი ნიკორადან
ზუთხი მაღაზია უნივერსამიდან
სარჩელი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის წინააღმდეგ
ხორცის ათი ნიმუშის შემოწმება ტყვიის შემცველობაზე
ბილეთების ონლაინ შეძენა
დააფინანსე გაზომვა სურსათის უვნებლობისათვის!

სულ ნიუსები: 21
თუ მოგატყუეს
რჩევები,

თუ მიგაჩნიათ, რომ გამყიდველმა ან მომსახურების გამწევმა მოგატყუილათ, გირჩევთ მოიქცეთ შემდეგი მიმდევრობით:

  1. არ მოგერიდოთ, არ დაგეზაროთ: საკმაოდ ხშირად მომხმარებელი იჩაგრება იმის გამო, რომ მას პრეტენზიის განცხადება ეუხერხულება, სცხვენია ("მეპაზორება", "ინტრიგანი ხომ არ ვარ"), ეშინია, ან უბრალოდ ეზარება. ხშირად უნიათო მომსხურე პერსონალსაც სწორედ მომხმარებლის ამ თვისებების იმედი აქვს. თუკი რომელიმე მომხმარებელი ხმას ამოიღებს, მომსახურე პერსონალი მის გაჩუმებას აგრესიული თავდასხმებით, დაცინვით, სხვა მომხმარებლებთან დაპირისპირებით ცდილობს. ნუ შეუშინდებით ამას.  იცოდეთ, თქვენ გაქვთ უფლებები და მათი დაცვით სასარგებლო საქმეს აკეთებთ!
  2. გამოთქვით თქვენი პრეტენზია და მოითხოვეთ ზეპირი განმარტებები. მიუხედავად იმისა, დაგაკმაყოფილებთ თუ არა ისინი, კარგად მოისმინეთ და შეეცადეთ დაიმახსოვროთ (ეს თქვენ შემდეგ ეტაპზე გამოგადგებათ):
    • მიმართეთ გამყიდველს (მომსახურე პერსონალს) რომელმაც მოგატყუილათ. აუხსენით მას, თუ რატომ მიგაჩნიათ თავი მოტყუებულად. შესაძლოა, თქვენს შორის უბრალო გაუგებრობა მოხდა და იგი იოლად აღმოიფხვრება;
    • მიმართეთ მაღაზიის ან მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელობას. შეეცადეთ მათ დეტალურად აუხსნათ, თუ რა მოხდა. იმ შემთხვევასიც კი, თუ თქვენ ბოლომდე მართალი არ ხართ, შესაძლოა მათ არ ისურვონ კლიენტის მომდურება და აღმოფხვრან კონფლიქტი;
    • გაარკვიეთ სად და როგორ უნდა შეიტანოთ წერილობითი პრეტენზია.
    • შეინახეთ ყველა ის დამამტკიცებელი საბუთი, რაც შეიძლება თქვენი პრეტენზიის გასამაგრებლად გამოგადგეთ (ქვითარი, ნაკლიანი პროდუქტი, სხვა).
  3. აღწერეთ სიტუაცია წერილობით, წარუდგინეთ ობიექტის ხელმძღვანელობას და მოითხოვეთ წერილობითი განმარტებები. გაითვალისწინეთ:
    • იმისთვის, რომ თქვენი განცხადება არ "გაქრეს", რაიმე საშუალებით დააფიქსირეთ მისი ჩაბარება ობიექტის მომსახურე პერსონალისადმი (მოითხოვეთ ხელმოწერა განცხადების ასლზე, გადაუღეთ სურათი, თუ როგორ იბარებენ თქვენს განცხადებას და სხვა);
    • გირჩევთ განცხადება დაწეროთ არა კონკრეტული ადამიანის, არამედ ორგანიზაციის სახელზე, რათა მიღებულია პასუხი (მიუხედავად იმისა, ვისი ხელმოწერილი იქნება ის) შემდგომ ეტაპზე ორგანიზაციის ოფიციალურ პასუხად გამოიყენოთ. 
  4. მიღებული განმარტებების საფუძველზე ჩამოაყალიბეთ თქვენი პრეტენზია წერილობით. დაურთეთ მას დამამტკიცებელი საბუთები და მიღებული წერილობითი განმარტებები. ჩააბარეთ პრეტენზია იმ ორგანიზაციაში, რომლისადმიც გაქვთ პრეტენზია (აუცილებლად შეინახეთ ასლი და ჩაბარების დამამტკიცებელი საბუთი). დაელოდეთ პასუხს 1-2 კვირა. თუ პასუხი არ არის, პრეტენზია წარუდგინეთ შემდეგ ადრესატებს:
    • ამ ორგანიზაციის სათავო ოფისს;
    • შესაბამისი პროდუქციის მწარმოებელს. აცნობეთ მას, რომ გაქვთ პრეტენზიები იმ დისტრიბუტორთან, რომელიც მის პროდუქციას ყიდის;
    • ზოგიერთ სამომხმარებლო სფეროს ჰყავს მომხმარებლების უფლებების დამცველი ოფიციალური პირები. მიმართეთ მათ. 
  5. გახადეთ საკითხი საჯარო. ეს საიტი ერთ-ერთი საშუალებაა ამისთვის. შესაფერისი გვერდის კომენტარში დეტალურად აღწერეთ, თუ რომელმა მეწარმემ მოგატყუილათ და კერძოდ რა მოხდა. შეეცადეთ იყოთ ზუსტი და ობიექტური. ნურაფერს გააზვიადებთ ან შეალამაზებთ.  არ იცრუოთ! შეძლებისდაგვარად საჯაროდ განათავსეთ დამამტკიცებელი საბუთებიც (ხელშეკრულების ან ქვითრის ასლი ან ფოტო, შეძენილი საქონლის ფოტო და სხვა).  შეეცადეთ საიტის მკითხველები თქვენს სიმართლეში დაარწმუნოთ, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა აღარ ისარგებლოს იმ მეწარმის მომსახურებით, რომელმაც თქვენი მოტყუილებით იხეირა.
  6. მიმართეთ მომხმარებელთა დაცვის ფედერაციას. ცხელი ხაზი: 997 857.
  7. მიმართეთ სასამართლოს.

ჩვენი რჩევაა თქვენი უკმაყოფილება თუ პრეტენზია საჯარო გახადოთ თავიდანვე, ამ საიტზე. ამ შემთხვევაში ჩვენ და ამ საიტის მომხმარებლები დაგეხმარებით სიტუაციაში გარკვევაში, წერილობითი მიმართვების ჩამოყალიბებაში, და თან "გაგიმაგრებთ ზურგს". სცადეთ!




print version
21:48:22 2012-10-12

კომენტარის დამატება

rusudani   11:29:48 2014-12-08  უპასუხე   
ჩვენი იტალიური ეზო ტურგენევის ქ.7-ში და საცხოვრებელი ბინები ესაზღვრება ჩუღურეთში, ჩიქობავას N22 მდებარე სუპერმარკეტ „ფრესკოს, რომელმაც ფუნქციონირება დაიწყო 27.11.2014 წელს და მას შემდეგ ჩვენს ეზოში მცხოვრებ 13 ოჯახს კოშმარში გვიხდება ცხოვრება. კერძოდ:
1. გენგეგმის მიხედვით სავაჭრო ცენტრის სამეურნეო ეზო დებარკადერებით, სატრანსფორმატორო სადგურითა და რაც მთავარია ნაგავსაყრელებით ჩვენი ეზოს მიმდებარედ ტურგენევის ქუჩიდან შესვლით არის დაპროექტებული. დებარკადერი და ნაგავსაყრელი პირდაპირ ჩვენი სამეზობლო ნაკვეთის მხარეს გაჭრილი ფანჯრების წინაა განთავსებული, მცირე ნაკვეთზე სატვირთო მანქანა ვერც კი ტრიალდება, რაც სანიტარული ნორმების სრული უგულვებელყოფაა. აქვეა სატრანსფორმატორო სადგურიც, რომელიც იმდენად ახლოსაა სახლის სარკმელებთან დადგმული, რომ სიმაღლის გამოინსოლაციის ნორმებს არღვევს. აქამდე დარწმუნებული ვიყავით, რომ აღნიშნული სათავსები ჩიქობავას ქუჩის მხრიდან ჩასვლით მოწყობილ მიწისქვეშა ავტოსადგომებში, ცოკოლის სართულში იქნებოდა განთავსებული;
2. წითელი ხაზის გასწვრივ განთავსებულ საცხოვრებელი ბინების კედელთან მოასფალტირებული წყალსარინის ნაცვლად გამწვანების ზოლი მოეწყო. რის გამოც ისედაც დაზიანებულ საძირკვლებში ჩაედინება წყალი და დონეთა სხვაობის გამო ზიანდებაჩვენი ავარიული საცხოვრებელი ბინების კედლები, რომლებიც ათეული წლებია არ შეკეთებულა.
3. განსაკუთრებით დიდ ზიანს გვაყენებს რამდენიმე ათასი კვ.მ–ის სავაჭრო ცენტრის ე.წ. ტექნიკური ტერასის განთავსება ჩვენი წითელი ხაზის მიმდებარედ მიჯნის ზონაში, სადაც დადგმულია მძლავრი სავენტილაციო, გათბობა–გაცივების საკონდინციონერო დანადგარები და სამაცივრო აგრეგატები, რომელთა 24 საათიანი უწყვეტი აუტანელი ხმაურის, ვიბრაციის და გაძლიერებული გამონაბოლქვების გამო, მოქმედი ნორმების გაბარიტების დარღვევებით გამოწვეული ზიანისგანჩვენი ეზოს მაცხოვრებლების ავარიულად დაზიანებული ბინების საძირკვლების და კელდების დაცვა არავისუფიქრია. უკვე რამდენიმე დღეა ჩვენი ეზოს მაცხოვრებლებს, მათ შორის არასრულწლოვან ბავშვებს (16 მოსწავლე)ხანდაზმულ, ინვალიდ და დამსახურებულ ადამიანებს ნორმალურად ღამეც ვეღარ დაუსვენიათ. გაუგებარია რამდენიმე ათასი კვ.მ–ი ფართის სათავსოს სახურავზე, როგორ ვერ დაგეგმარდა და დაიდგათანამედროვე ეკოლოგიურად უსაფრთხოდ მომუშავე დანადგარები, შესაბამისი ნორმების დაცვით, საცხოვრებელი ზონიდან და ბინებიდანმოშორებით.

სამწუხაროდ გავიდა ერთ კვირაზე მეტი და არანაირი რეაგირება არ მომხდარა, იქნებ თქვენი საშუალებით დაჩქარდეს პროცესი და დაგვეხმაროთ ამ პრობლემის გადაჭრაში, თუნდაც გვერდზე დგომით
თამარ, CSRDG   14:15:51 2014-12-16  უპასუხე   
რუსუდან იურისტისგან მივირეთ შემდეგი განმარტება თქვენს საჩივართან დაკავშრებით : მოქალაქემ (ებმა) უნდა მიმართოს თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს და მოითხოვოს (ა) საპროექტო დოკუმენტაციისა და აშენებული ნაგებობებისა თუ კონსტრუქციების შესაბამისობის შემოწმება; (ბ) დანადგარებისა თუ სუნის ზემოქმედების შესწავლა-შეფასება (უშუალოდ სამსახურის ან ექსპერტიზის ბიუროს მიერ) და დარღვევის შემთხვევაში სანქციების გატარება.

alexandre pachuashvili   12:48:09 2012-12-01  უპასუხე   
28.11.2012 შ.პ.ს. "გუდვილში" შევიძინე ნაძვის ხის სათამაშო ბურთულები N140295 კოდი 8717427550859 (ყავისფერი, 20 ცალი, კოლოფში, ჩინური წარმოების). თაროზე ფასი არ ეწერა, თვითონ კოლოფზე დაკრულ წითელ ქაღალდზე აწერია "8.40". საფასური გადავიხადე მოლარე N374 გარაყანიძე ქეთევანთან. ამობეჭდილ ქვითარზე N89279 მითითებულია ფასი "15.95". ეს განსხვავება აღმოვაჩინე სახლში(რადგან ნაყიდი მქონდა 11 დასახელების ნივთი და ადგილზე ყურადღება არ მივაქციე).ვინაიდან ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც "გუდვილში" საქონლის ფასი, მითითებული ადგილზე (თაროზე ან საქონელზე) ნაკლებია კომპიუტერში გადასახდელ ფასთან, გთხოვთ დაგვეხმაროთ, რომ არ ხდებოდეს მომხმარებლის მოტყუება. პატივისცემით ა.ფაჩუშვილი ტელ.599162919
თამარ, CSRDG   14:14:14 2014-12-16  უპასუხე   
ბ-ნ ალექსანდრე იურისტმა მოგვცა შემდეგი განმარტება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი განსაზღვრავს პირობებს, რომლებიც უნდა დაიცვან იმ პირებმა რომლებიც საკუთარ პროდუქრსა თუ მომსახურებას საჯაროდ, პირთა განისაზღვრელ წრეს სთავაზობს. ამ პირობებს ხელშეკრულების სტანდარტულ პირობები ეწოდება. ეს პირობები მხოლოდ მაშინ იქცევა ხელშეკრულების ნაწილად თუკი გამყიდველი თვალსაჩინო წარწერას გააკეთებს და მიუთითებს ამ პირობებზე, აგრეთვე თუკი მყიდველს მხარეს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ამ პირობების შინაარსს და, თუ თანახმაა, მიიღოს ეს პირობები. პროდუქტის ფასი და ფასის შესახებ მკაფიო ინფორმაციაც უნდა განთავსდეს საჯაროდ, პროდუქტის განთავსების ადგილზე.
თუკი ეს პირობები არ არის დაცული მყიდველს (თუკი მას შენახული აქვს დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება ნივთის ყიდვა) შეუძლია სადავო გახადოს ეს გარიგება (ნასყიდობა) სხვადასხვა საფუძვლით (დამოკიდებულია კონკრეტულ შემთხვევაზე) მოითხოვოს მისი მოშლა ან ბათილობა, გადახდილი თანხის დაბრუნება ან ნივთის შეცვლა.
განსახილველ შემთხვევაში, შესაძლოა დავა არ იყოს სამართლებრივად წარმატებული, რადგან ნასყიდობიდან გასულია დროის გარკვეული პერიოდი, შესაძლოა პროდუქტის განთავსების ადგილზე (დახლზე) ფასის მანიშნებელი უკვე იყოს განთავსებული.
გასათვალისწინებელია, რომ თუკი არ არის დაცული ხელშეკრულების სტანდარტულიპირობებისათვის დადგენილი ზემოაღნიშნული მოთხოვნები, დავისა და პრეტენზიის გაცხადებისთვის, გარიგების მოშლისა თუ ბათილობისთვის დადგენილია ვადები, რომელიც განსხვავდება კონკრეტული შემთხვევის მიხედვით. ეს ვადა არის 1 თვე ან 1 წელი, იმის მიხედვით მყიდველი მოატყუეს თუ ადგილი აქვს შეცდომას.
აქედან გამომდინარე მომხმარებელს შეუძლია იდავოს, მაგრამ უნდა დაამტკიცოს, რომ იმ დროს როცა იყიდა სათამაშო დახლზე ფასი მართლაც არ ეწერა, რაც დღეს მეტად რთულია, შეუძლებელი თუ არა". თქვენი წერილიდან გასაგებია, რომ ჩვენს კომენტარს არ ელოდებით, თუმცა ჩვენ მაინც ვალდებულად ჩავთვალეთ თავი იურისტის კონსულტაცია თქვენთვისაც გაგვეზირებინა
თამარ, CSRDG   14:49:37 2014-12-08  უპასუხე   
უკაცრავად ბ-ნ ალექსანდრე დაგვიანებული პასუხისათვის, რატომღაც გამოგვრჩა თქვენი საჩივარი. სამწუხაროდ, დღეისათვის საქართველოში არ მოქმედებს მომხარებელთა უფლებების დაცვის კანონი არც ორგანო არსებობს რომელსაც შეიძება მიმართოთ თქვენი უფლებების დარღვევის შემთხვევაში. ამიტომ ამ და სხვა საჩივრებთან დაკავშირებით იურისტებს სხვადასხვა, მოქმედი კანონებიდან უხდებათ შესაბამისი მუხლების მოძიება. ასეთი მოტყუების ფაქტი ძალიან ხშირია დრეს საქართველოს დიდ და მცირე მარკეტებში - დახლზე ერთი ფასი და სალაროსთან მეორე. გავუგზავნეთ იურისტს ეს ინფორმაცია და პასუხს მოგწერთ. შეიძლება ამ ეტაპზე უკვე დაგვიანებულია ჩვენი რეაგირება, მაგრამ შემდგომში მაინც გეცოდინებათ მსგავს შემთხვევებში როგორ უნდა მოიქცეთ

matsi   12:30:31 2012-08-03  უპასუხე   
გამარჯობა ადმინისტრაციავ :)
მე რეგულარულად ვადევნებ თვალს თქვენს საიტს და ძლიერ კმაყოფილი ვარ თქვენი მუშაობით და საერთოდ იდეით :)
ჰოდა გადავიწყვიტე მეც მომემართა, ვინაიდან მღრღნის ჭია :) ,,ბაკურიანის წყაროს წყლის" ,,შეფუთვაზე", ანუ როგორ არის დახურული :)
ჩემი (და არამარტო ჩემი, არამედ ბევრს ვკითხე და მათი აზრითაც :D) აზრით სიტყვაზე მაღაზიის გამყიდველმა რომ შეიწუხოს თავი და ,,ბაკურიანის წყაროს წყლის" (ერთადერთი წყალი რომლის მიცემა სიტყვაზე ჩვილი ბავშვებისთვის შეიძლება, სერთიფიკატი ქონია სამინისტროსგან თუ რაღაც მსგავსი :)) - ნაცვლად ჩაასხას ონკანიდან მოშვებული წყალი...- გავიგებთ რამეს რო?
ვერაფერს :) რადგან წყალი წყალია და საუკეთესო დეგუსტატორი უნდა იყო, განასხვავო
სიტყვა გამიგრძელდა და მოგმართავთ თქვენ, ონკანის წყალი რომ შეადაროთ ბაკურიანის წყაროს წყალს :)
არის ბაკურიანის წყაროს წყალში მითითებული მინერალები.
მადლობა წინასწარ.
პ.ს. ამ წყაროს გამომშვებს იქნებ ეფიქრა და ბოთლები ,,უკეთესად" დაეხურა, რომ ეჭვი ასეთი ეჭვები არ გაჩდნეს :)
ლია, CSRDG   13:44:21 2012-08-03  უპასუხე   
თუ შეიძლება, მაღაზიაც მიგვითითეთ, სად ყიდულობთ ამ წყალს, ჩვენც იქ ვიყიდით.
matsi   20:39:03 2012-08-03  უპასუხე   
მადლობა გამოხმაურებისთვის
ვყიდულობ მარჯანიშვილზე, ,,იოლში", 1.5 ლიტრიანებს :)


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge