ბოლო ცვლილებები

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელი ხაზი
სულგუნი ი.მ. ნოდარ ლაზარეშვილისგან
პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საშუალებების შემოწმება
კარფურში შეძენილი კარაქი „ვალიო“
ვადაგასული სურსათი „სპარში“/სულგუნ „შუამთის“ ეტიკეტი
ბიუ-ბიუს ფილე
სურსათის შემოწმება არასაკვებ საღებავებზე
ფორმალდეჰიდი პარფიუმერია-კოსმეტიკაში
იმერული სახაჭაპურე
სემინარი ჟურნალისტებისათვის

სულ ნიუსები: 21
ასაწონი კარაქები

სტატიაში მითითებულ მეწარმეებს, ვთხოვთ გაეცნონ ამ ინფორმაციას

2012 წლის 11 აპრილს მომხმარებელმა ფეისბუქის გვერდზე დაგვიწერა კომენტარი და გვთხოვა გაგვერკვია, რამდენად უსაფრთხოა მაღაზიაში ნაყიდი ასაწონი კარაქი. მაღაზია, რომელშიც მომხმარებელი კარაქს ყიდულობს ბათუმში აღმოჩნდა, პუშკინის ქუჩაზე.

მომხმარებელთან დეტალების დაზუსტების შემდეგ, 20 აპრილს გავემგზავრეთ ქალაქ ბათუმში კარაქის შესასყიდად და შესამოწმებლად. მომხმარებელმა მაღაზიის  ზუსტი დასახელება ვერ მიგვითითა, მხოლოდ 4 სართულიანი სახლის ქვეშ მდებარე მაღაზია იყო ჩვენი ორიენტირი, ხოლო ასეთი 4 სართულიანი სახლი პუშკინის ქუჩაზე, რომლის ქვეშაც მაღაზია იყო ერთი აღმოჩნდა. ამიტომ ამ მაღაზიაში არსებული ასაწონი კარაქები შევიძინეთ. გამყიდველმა ვერ შეძლო კარაქების მწარმოებლის დასახელება. უბრალოდ გვითხრა, რომ კარაქები უკრაინულია. ჩვენ ვიყიდეთ 2 სახეობის სხვადასხვა ღირებულების კარაქი: 6 ლარიანი და 9 ლარიანი. ორივე მოთავსდა სტერილურ პოლიეთილენის პარკებში, მიენიჭა პირობითი ნომრები და რამდენიმე წუთში ბათუმში მდებარე ლაბორატორიას ჩაბარდა მიკრობიოლოგიური პარამეტრების შესამოწმებლად. იმავე კარაქების სინჯები კი თბილისში წამოვიღეთ, მათში რძის ცხიმის შემცველობის განსასაზღვრად.

ლაბორატოებიებიდან მიღებული პასუხების თანახმად #1 (6 ლარიანი) და #2 (9 ლარიანი) კარაქების მიკრობიოლოგიური მაჩვენებლები ნორმაში იყო. ხოლო რაც შეეხება მათში რძის ცხიმის შემცველობას, #1 ნიმუშში ის ცხიმოვანი ფაზის 11.23% აღმოჩნდა, ხოლო #2 ნიმუშში  - 11.18 %, რაც იმას ნიშნავს რომ არც ერთი ეს პროდუქტი კარაქი არ არის. ორივე პროდუქტი შერეული სპრედია.

გაიგზავნა წერილები მაღაზიაში და სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

_____________________________________

2012 წლის 14 მაისს დაგვირეკა შპს ”გეთა XXI”-ს წარმომადგენელმა და გვაცნობა, რომ მაღაზიამ ჩვენს მიერ შემოწმებული ასაწონი კარაქები გაყიდვიდან ამოიღო და მათ ნაცვლად სხვა კარაქის გაყიდვა დაიწყო. და რომ მაღაზია მზად არის განმეორებითი შემოწმებისათვის.




print version
14:13:07 2012-06-19

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge