ბოლო ცვლილებები

ავტომატური კომპენსაცია მომხმარებლებს
საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
პროდუქტი „იმერული“
სუნელების შემოწმება
სასმელი წყალი დიდუბიდან
კარფურში შეძენილი ტკბილეული
მომხმარებლის აზრი: სხვა საქონელი
მომხმარებლის აზრი: სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურება
მომხმარებლის აზრი: საზოგადოებრივი ტრანსპორტი
მომხმარებლის აზრი: დენი, გაზი, წყალი, დასუფთავება

სულ ნიუსები: 21
ერთობლივი შესყიდვები
წესები,

მეწარმეთა სურვილის შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია შესამოწმებელი სასურსათო პროდუქტის შესყიდვა მეწარმესთან ერთობლივად განვახორციელოთ. თუმცა ამ დროს დაცული უნდა იყოს შემდეგი პირობები:

  • შესასყიდი პროდუქტის არჩევის საფუძველს, როგორც წესი, წარმოადგენს მომხმარებლის დაფიქსირებული საჩივარი;
  • უნდა შემოწმდეს გაყიდვაში არსებული კონკრეტული ტიპის პროდუქტის ნებისმიერი (შემთხვევით არჩეული) ეკზემპლარი და არა ის ეკზემპლარი, რომელსაც მეწარმე მიგვითითებს;
  • კონკრეტული თარიღი, როდესაც შესყიდვა განხორციელდება, მეწარმეს წინასწარ არ ეცოდინება. მას ამის შესახებ მხოლოდ კონკრეტული შესყიდვის დილას ვაცნობებთ, შესყიდვამდე 2-3 საათით ადრე (შეიძლება ეს დრო გაიზარდოს წინასწარი შეთანხმება საფუძველზე, თუკი მეწარმის წარმომადგენელს ობიექტური მიზეზების გამო მეტი დრო სჭირდება შესყიდვის ადგილამდე მოსასვლელად);
  • როგორც წესი, მეწარმეს წინასწარ არც შესყიდვის ადგილმდებარეობა (ანუ კონკრეტული მაღაზია, სადაც შესყიდვა განხორციელდება) არ ეცოდინება. თუკი არსებობს მაღაზიის დაინტერესებულობის ეჭვი, მეწარმეს შერჩეული მაღაზიის შესახებ ეცნობება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენი წარმომადგენელი ამ მაღაზიაში მივა.
  • შესყიდული პროდუქტიდან სინჯის აღება და ლაბორატორიული შემოწმება განხორციელდება იმგვარად, რომ საგამოცდო ლაბორატორიას არ ჰქონდეს კონკრეტული სინჯ(ებ)ის წარმომავლობის იდენტიფიცირების შესაძლებლობა. ამისთვის, გარდა ძირითადი სინჯისა, გაზომვა ჩაუტარდება იდენტურ შეფუთვაში მოთავსებულ რამოდენიმე საკონტროლო სინჯს. იმისთვის რომ ძირითადი და საკონტროლო სინჯების გარჩევა შეუძლებელი იყოს,  გამოიყენება სინჯების ფარული ნომრებით დანომვრის მეთოდიკა (იხ. ქვემოთ). გარდა ამისა, თუ ეს შესაძლებელია, სინჯების გამოცდა განხორციელდება რამოდენიმე ლაბორატორიაში ერთდროულად.
  • ლაბორატორიაში სინჯების ჩაბარება და ასევე ლაბორატორიიდან პასუხის გამოტანა მოხდება მეწარმესთან ერთობლივად. ასევე ერთობლივად განხორიელდება სინჯების აღების ოქმში ფარული ნომრების გახსნა (ლაბორატორიული პასუხის მიღების შემდეგ). 
  • ერთობლივი შესყიდვის მთელი პროცედურა დაფიქსირდება ფოტო-ვიდეო გადაღების საშუალებით და შედეგები განთავსდება momxmarebeli.ge ვებ-პორტალზე. მომხმარებლების ან ჟურნალისტების ინტერესის შემთხვევაში შესყიდვის პროცედურას ისინიც დაესწრებიან.
  • ერთობლივი შესყიდვის შედეგები ყველა შემთხვევაში გადამოწმდება დამოუკიდებელი შესყიდვის საშუალებით, სულ ცოტა ორჯერ, მოულოდნელად, მეწარმის ინფორმირების ან გაფრთხილების გარეშე. შედეგები აგრეთვე განთავსდება momxmarebeli.ge ვებ-პორტალზე.

დაფარული ნომრებით სინჯების დანომვრა:

დაფარული ნომრები წარმოადგენს მცირე ზომის (დაახლოებით 1,5 სმX4 სმ), გაუმჭვირვალე პლასტიკის ფურცლებს, რომელსაც ერთი მხრიდან, ორივე ბოლოზე, პერმანენტური მარკერით აწერია ერთი და იგივე ნომერი:

ამ ფურცელს ზემოდან (ნომრების მხრიდან), ორმხრივი სკოჩით ეკვრება ამავე ზომის, შავი (ან სხვა) ფერის გაუმჭვირვალე პლასტიკის ფურცელი:

ასე გამზადებული სხვადასხვა ნომრები კარგად უნდა აირიოს. სინჯების აღებისას თითოეული ნომერი (შავი პლასტიკის მოშორების გარეშე) იჭრება შუაზე და მისი ერთი ნახევარი ეკვრება სინჯს, მეორე კი ჩაიკვრება სინჯის აღების ოქმში. სინჯზე დაკრული ნომრის გახსნა (ზედა პლასტიკის მოშორება) ხდება სინჯების ლაბორატორიისთვის ჩაბარებისას. სინჯების აღების ოქმში ჩაკრული ნომრები კი იხსნება მხოლოდ ლაბორატორიული შემოწმების პასუხის მიღების შემდგომ. ამ მომენტამდე სინჯის აღების ოქმი შეინახება საგულდაგულოდ დაბეჭდილ, გაუმჭვირვალე კონვერტში, მეწარმესთან წინასწარ შეთანხმებულ ადგილას.




print version
08:14:42 2012-04-17

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge