ბოლო ცვლილებები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
პროდუქტი „იმერული“
სუნელების შემოწმება
სასმელი წყალი დიდუბიდან
კარფურში შეძენილი ტკბილეული
მომხმარებლის აზრი: სხვა საქონელი
მომხმარებლის აზრი: სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურება
მომხმარებლის აზრი: საზოგადოებრივი ტრანსპორტი
მომხმარებლის აზრი: დენი, გაზი, წყალი, დასუფთავება
მომხმარებლის დამცველი ორგანიზაციები ევროკავშირში

სულ ნიუსები: 21
ქათმის ფილე და უძვლო ბარკლები დიღმის მასივის ერთერთ მაღაზიაში
ფრინველი, სურსათის შენახვა, სურსათის ჰიგიენა,

სტატიაში მითითებულ მეწარმეებს, ვთხოვთ გაეცნონ ამ ინფორმაციას.

2012 წლის 22 მარტს მომხმარებელმა ფეისბუქის გვერდზე დაგვიტოვა კომენტარი, რომლთაც გვატყობინებდა, რომ დიღმის მასივის მე-5 კვარტლის პირველ კორპუსში მდებარე მაღაზიაში ირღვევა სასურსათო პროდუქტების შენახვის პირობები, კერძოდ ქათმის ბარკლები, ფილე და თევზეული ღია მაცივარში ინახება და ასევე დილის საათებში შესვლისას მოხმარებელს არაერთხელ შეუმჩნევია, რომ მაღაზიას გათიშული ჰქონდა ეს მაცივრები.

შემოსული საჩივრის გადასამოწმებლად ჩვენ  26 მარტს, დიღმის მასივის მე-5 კვარტლის 1ა კორპუსის ქვეშ მდებარე მაღაზიაში შევიძინეთ ქათმის ფილე და ქათმის ბარკლები უძვლოდ, რომელიც სურსათის ექსპერტის მიერ, მაღაზიის შეფუთვიანად მოთავსდა სტერილურ პარკებში და შესყიდვიდან 8 წუთში ლაბორატორიაში მივიტანეთ იმის შესამოწმებლად, გაფუჭებული იყო ისინი თუ არა.

 

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით  ქათმის ფილეში არანაირი დარღვევა არ აღმოჩნდა, ხოლო ქათმის უძვლო ბარკლებში აღმოჩნდა მეზოფილურ აერობული და ფაკულტატურ ანაერობული მიკროორგანიზმების რაოდენობა ნორმასთან შედარებით მომატებული, რაც შეიძლება მიუთითებდეს, რომ მაღაზიაში პროდუქტის შენახვის პირობები მართლაც დარღვეული იყო.

 გაიგზავნა წერილი  მეწარმესთან და სურსათის ეროვნულ სააგენტოში.




print version
15:04:57 2012-06-12

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge