ბოლო ცვლილებები

პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საშუალებების შემოწმება
სულგუნი ი.მ. ნოდარ ლაზარეშვილისგან
კარფურში შეძენილი კარაქი „ვალიო“
ვადაგასული სურსათი „სპარში“/სულგუნ „შუამთის“ ეტიკეტი
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელი ხაზი
ბიუ-ბიუს ფილე
სურსათის შემოწმება არასაკვებ საღებავებზე
ფორმალდეჰიდი პარფიუმერია-კოსმეტიკაში
იმერული სახაჭაპურე
სემინარი ჟურნალისტებისათვის

სულ ნიუსები: 21
ვაკის ივერია სოსისი ”სპეცი”

სტატიაში მითითებულ მეწარმეებს, ვთხოვთ გაეცნონ ამ ინფორმაციას

2012  წლის 20 მარტს მომხმარებელმა ფეისბუქის საჩივრის შევსებული ფორმა გამოგვიგზავნა, სადაც გვატყობინებდა, რომ დიღმის მასივის მე-4 კვარტალის მე-5ა კორპუსის ქვეშ მდებარე  მაღაზიაში შეძენილი ვაკის ხორცპროდუქტების ივერია სოსისით მოიწამლა მისი ერთერთი ბავშვი.

 

 ჩვენ 22 მარტს იმავე მაღაზიაში (რომელიც  შპს ”ტვიქი”-ს  მაღაზია აღმოჩნდა) შევიძინეთ ივერია სოსისი სპეცი,  რომელიც მაღაზიის შეფუთვიანად მოვათავსეთ სტერილურ პარკში და შესამოწმებლად ლაბორატორიაში მივიტანეთ.

 

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით სოსისი აღმოჩნდა კოლიბაქტერიებით დაბინძურებული.

 გაიგზავნა წერილები მაღაზიაში, მეწარმესთან და სურსათის ეროვნულ სააგენტოში. სურსათის ეროვნული სააგენტოდან მოვიდა სტანდარტული არაფრისმთქმელი პასუხი.

--------------------------------------

აღნიშნული პროდუქტის უვნებლობის მახასიათებლების გაუმჯობესების შესამოწმებლად 2012 წლის 13 ივნისს ჩვენ განმეორებითი შესყიდვა განვახორციელეთ იმავე მაღაზიაში. ჩვენ დიღმის მასივის მე-4კვ, მე-5ა კორპუსის ქვეშ მდებარე შპს ”ტვიქის” მაღაზიაში (რომელსაც ”ვაკის ხორცპორდუქტების” ნიშანი აქვს), ივერია სოსისი სპეცი ვიყიდეთ, რომელიც კვების ექსპერტმა სტერილურ პოლიეთილენის პარკში მოათავსა, მიანიჭა პირობითი ნომერი 2 და შესამოწმებლად ლაბორატორიაში მივიტანეთ.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის თანახმად, სოსისში ისევ კოლიბაქტერიები აღმოჩნდა.

გაიგზავნა წერილები სურსათის ეროვნულ სააგენტოში და მაღაზიაში. აგრეთვე გაიგზავნა თხოვნა მთავრობაში, რათა აიძულონ სააგენტო რეაგირება იქონიოს. არც სააგენტოდან და არც მთავრობიდან პასუხი არ მიგვიღია. თუმცა 2012 წლის ნოემბერში სურსათის ეროვნული სააგენტოდან მიღებული დამატებითი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2012 წლის 15 ივლისს სააგენტომ განახორციელა ვაკის ხორცპროდუქტების ქარხნის არაგეგმური შემოწმება. საწარმოს  შემდეგი გადამოწმება 2013 წლის დასაწყისში იგეგმება. 




print version
14:08:01 2012-12-19

კომენტარის დამატება

natia   13:45:49 2012-04-03  უპასუხე   
თუ შეიძლება განგვიმარტოთ, როგორ შეიძლება მოხვედრილიყო კოლიბაქტერიები საკვებ პროდუქტში წარმოების დროსვე თუ სავაჭრო ობიექტზე შენახვის პირობების დარღვევის გამო?
თამარ, CSRDG   14:48:56 2012-04-03  უპასუხე   
ნათია თქვენს შეკითხვაში პასუხს ჩვენს სტატიაში იპოვით. გახსენით ეს ბმული


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge