momxmarebeli.ge

ბოლო ცვლილებები

ევროკავშირში აღმოჩენილი სახიფათო არასასურსათო პროდუქტები
მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდება
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის აპრილ-ივნისის კონტროლის შედეგები
ხილის წვენები და მსგავსი სასმელები
რას ნიშნავს „გმო“?
მომხმარებლის ძირითადი უფლებები
სურსათთან დაკავშირებული რისკის შეფასება
როგორ შევარჩიოთ სამომხმარებლო პროდუქცია?
ბეჭდური პუბლიკაციები
შაქრის ეტიკეტი

სულ ნიუსები: 21

მაკარონი ხორბლის გამომშრალი ცომია. პურთან შედარებით მაკარონის ნაწარმს უფრო მაღალი კვებითი ღირებულება აქვს, რადგან მზადდება უფრო მაღალი ხარისხის ფქვილისგან და ხორბალში არსებული საკვები ნივთიერებების დანაკარგი მისი წარმოების პროცესში ბევრად დაბალია. მაკარონი ამ მაჩვენებლით ბურღულეულსაც სჯობნის. გასაკვირი არ არის, რომ მაკარონი XX საუკუნის ერთ-ერთ ძირითად საკვებ პროდუქტად ითვლება. თავის სასარგებლო თვისებებს მაკარონი ხანგრძლივი (ერთ წლამდე) შენახვის შედეგადაც კი არ კარგავს.

როგორ ავირჩიოთ კარგი პროდუქტი?

  • დააკვირდით მაკარონის ზედაპირს. იგი უნდა იყოს იდეალურად გლუვი, ყოველგვარი ჩანართებისა და წერტილების გარეშე.
  • მაკარონის ფერი უნდა იყოს ერთგვაროვანი: ბეჟი (მაგარი ხორბლის უმაღლესი ხარისხის ფქვილისგან დამზადებული მაკარონი), სუფთა თეთრი (რბილი ხორბლის უმაღლესი ხარისხის ფქვილისგან დამზადებული) ან მორუხო თეთრი (რბილი ხორბლის ფქვილის მაკარონი), თუმცა არა კაშკაშა ყვითელი! ეს ფერი მიანიშნებს, რომ შესაძლოა მაკარონი დაბალი ხარისხის ფქვილისგან დაამზადეს და ამ ფაქტის დასამალავად დაუმატეს არც თუ უვნებელი ქიმიური საღებავი ტარტრაზინი. მოერიდეთ ასეთ მაკარონს.
  • პროდუქტს არ უნდა დაკრავდეს დამძაღების, სიმჟავის, ობის, ლპობის სუნი ან გემო.
  • მიაქციეთ ყურადღება, ჰერმეტულად შეფუთულ პროდუქტში არ იყოს წყლის წვეთები (ნამი) - ეს იმას ნიშნავს, რომ პროდუქტი ისე შეფუთეს, რომ სრულად გამომშრალი არ იყო და დიდია შანსი ის ამის გამო ამძაღებული ან დაობებული იყოს.

მაკარონი იხარშება მარილიან მდუღარე წყალში. ხარისხიანი მაკარონის ხარშვისას:

  • პროდუქტი სულ ცოტა ორჯერ იმატებს მოცულობაში;
  • ნახარში რჩება გამჭვირვალე;
  • მაკარონი ინარჩუნებს ფორმას, არ ეწებება ერთმანეთს, არ სკდება და არ იკოშტება.

თუ თქვენს მიერ შეძენილი მაკარონი ასეთი არ აღმოჩნდა, დაიმახსოვრეთ მწარმოებელი და მომავალში მის ნაწარმს მოერიდეთ.

შენახვის ვადა და პირობები

მაკარონის ნაწარმის ტენიანობა მხოლოდ 13 % ამიტომ ნორმალურ პირობებში შენახვისას მისი ხარისხი 1-1,5 წლის განმავლობაში არ იცვლება. ნუ შეინახავთ მაკარონს მძაფრი სუნის მქონე პროდუქტებთან ან მაღალი ტენიანობის პირობებში.




print version
12:04:18 2012-01-05

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge