ბოლო ცვლილებები

პროდუქტი „იმერული“
სუნელების შემოწმება
სასმელი წყალი დიდუბიდან
კარფურში შეძენილი ტკბილეული
მომხმარებლის აზრი: სხვა საქონელი
მომხმარებლის აზრი: სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურება
მომხმარებლის აზრი: საზოგადოებრივი ტრანსპორტი
მომხმარებლის აზრი: დენი, გაზი, წყალი, დასუფთავება
მომხმარებლის დამცველი ორგანიზაციები ევროკავშირში
რკინის კარები

სულ ნიუსები: 21

2011 წლის 4 ნოემბერს სურსათის ცხელ ხაზზე შემოვიდა საჩივარი იმის თაობაზე, რომ მომხმარებელი მოიწამლა ფენოვანი ხაჭაპურით, რომელიც ქუჩაში, მცირე საცხობში შეიძინა და მიირთვა. 

ჩვენი ექსპერტების აზრით, მოწამვლის მიზეზი ამ პროდუქტების დამზადებისას გამოყენებული უხარისხო ან დაძველებული ცხიმი შეიძლება იყოს. ჩვენ გამოვიკვლიეთ მავნე ტრანს-ცხიმების შემცველობა რამოდენიმე ტიპის მარგარინსა და სპრედში, რომელიც ასეთ საცხობებში გამოიყენება.

აგრეთვე გთავაზობთ ჩვენი ექსპერტების მიერ მომზადებულ რჩევებს, რომელიც გამოგადგებათ, თუკი თქვენ ხშირად გიხდებათ კვება ”სწრაფი კვების” ობიექტებში:

ცხოვრების ტემპის ზრდასთან ერთად ჩვენთან სულ უფრო მტკიცედ მკვიდრდება ე.წ. “დასავლური ცხოვრების წესთან” დაკავშირებული კვებითი ჩვევები. მათ შორის ე.წ. “სწრაფი კვების” პრინციპი. მართლაც, როდესაც გშია, სახლში ჯერ კიდევ ვერ მიდიხარ და თანაც იქამდე შორია, ძნელია აუარო გვერდი ხაჭაპურის, ფუნთუშებისა და ღვეზელებით სავსე თაროებს, შაურმის სასიამოვნო სუნს და ა.შ.

მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ექიმები კარგა ხანია მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ სწრაფი კვების პროდუქტების ანუ ე.წ. ”ქუჩის პროდუქტების” რეგულარული მოხმარება ზიანს აყენებს ჩვენს ორგანიზმს. რასაკვირველია თანამედროვე ადამიანისათვის ძნელია მთლიანად აკრძალოს “ქუჩის საკვების” გამოყენება, მაგრამ მისი ძირითად კვებად დანერგვა ნიშნავს გაწიროთ თავი ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემებისათვის. თუ თქვენ “ქუჩის პროდუქტებს” თვეში ერთხელ ან ორჯერ მიირთმევთ, ეს თქვენს ჯანმრთელობაზე სერიოზულად არ აისახება,თუმცა მოწამვლა ერთ ჯერზეც შესაძლებელია.

პირველ რიგში ამ პროდუქტების ხშირი მოხმარება იწვევს წონის მატებას, ვინაიდან ამ ტიპის საკვებით ადამიანის ორგანიზმი ჭარბად იღებს რაფინირებულ ნახშირწყლებს (აღნიშნულ საკვებში ცომეულის და შაქრების ჭარბად არსებობის გამო) და ცხიმებს. ეს პროდუქტები ძალიან ღარიბია მინერალებით, ვიტამინებით და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით. ჩვენ მხოლოდ დროებით ვაჩერებთ შიმშილის გრძნობას, რომელიც ნახევარ საათში ისევ გვიბრუნდება.

როგორც წესი სწრაფი კვების პროდუქტებს მივირთმევთ ფეხზე, სიჩქარეში, მოკლე შესვენების დროს. ამის გამო ლუკმების დაღეჭვას წესიერად ვერ ვახერხებთ და საკვები კუჭში ხვდება დაუღეჭავად დიდი ნაჭრების სახით. კუჭის ასეთ არასწორ მუშაობას მივყავართ სერიოზულ დაავადებებამდე, როგორიცაა პანკრეატიტი, გასტრიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული.

განსაკუთრებით დიდ ზიანს ორგანიზმს აყენებენ ის მავნე ნივთიერებები, რომლებითაც “მდიდარია” ეს პროდუქტები. განსაკუთრებით კი ცხიმები - ზეთები და მარგარინი, რომელსაც ამ პროდუქტების მომზადებისას იყენებენ.

სამწუხაროდ ძალზე ხშირად სწრაფი კვების ობიექტებში მხოლოდ 2-3 დღეში ერთხელ (ან უფრო იშვიათად) ცვლიან ზეთს, რომელშიც წვავენ სხვადასხვა პროდუქტს (ღვეზელებს, პონჩიკებს და სხვა). მრავალჯერ და დიდი პერიოდის განმავლობაში გაცხელების შედეგად მცენარეულ ზეთებში წარმოიქმნება არა მარტო ტოკსიკური, არამედ კანცეროგენული თვისებების მქონე ნივთიერებები (აკრილამიდი, ჰეტეროციკლური ამინები, პეროქსიდები), რომლებიც საკმაოდ ბევრი დაავადების მიზეზი შეიძლება გახდნენენ _ ქოლესტერინის დონის მომატება, გულ-სისხლძარღვთა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, გულის იშემიური დაავადებები, ონკოლოგიური, ნერვული სისტემის პრობლემები, უშვილობა, შაქრის დიაბეტი. ეს მავნე ნივთიერებები ზეთიდან გადადის პროდუქტში, რომელიც ამ ზეთში იწვება. ბუნებრივია, ასეთ პროდუქტს სერიოზული ზიანი მოაქვს ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

“ქუჩის პროდუქტების” კიდევ ერთი პრობლემაა მარგარინი, რომელიც გამოიყენება საკმაოდ ფართო ასორტიმენტის (ფენოვანი ხაჭაპურების, ლობიანების, ნამცხვრების და სხვ.) მოსამზადებლად. სამწუხაროდ, როგორც წესი გამოიყენება ძალზე იაფიანი მარგარინი, რომელშიც მაღალია ადამიანისთვის საკმაოდ მავნე ნივთიერების - ე.წ. ტრანს-ცხიმების შემცველობა. ტრანს-ცხიმები ხელს უშლის საკვების ნორმალურ მონელებას და შეთვისებას, ხელს უწყობს მთელი რიგი პათოლოგიების განვითარებას. სამწუხაროდ ჩვენთან ტრანსცხიმების შემცველობა პროდუქტში საერთოდ არ რეგულირდება და მოსალოდნელია, რომ იყიდებოდეს ტრანს-ცხიმებით გაჯერებული მარგარინი, რომელიც დაბალი ხარისხის გამო იაფია და საცხობებში ფართოდ გამოიყენება.

თუ თქვენ მაინც გიწევთ “ქუჩის პროდუქტების” მოხმარება, გაითვალისწინეთ:

  • ეცადეთ არ იკვებოთ მაღალ ცხიმიანი პროდუქტები. ზეთში შემწვარ ღვეზელებს ამჯობინეთ ღუმელში გამომცხვარი ღვეზელი, ფენოვან ხაჭაპურს - იმერული, ვინაიდან მათში ცხიმის შემცველობა ბევრად უფრო დაბალია;
  • ყურადღება მიაქციეთ კვების ობიექტის სანიტარულ მდგომარეობას, დარწმუნდით რომ საკვებს შესაბამის პირობებში ამზადებენ და ინახავენ;
  • ხშირად არც თუ ისე კარგი ხარისხის დასაფარავად “ქუჩის საკვები” უხვად არის გაჯერებული სანელებლებით, მაიონეზით, კეტჩუბითა და სხვა განსხვავებული სოუზებით, იყავით ფრთხილი ასეთი შეზავებული საკვებისადმი;
  • ნებისმიერი საკვები კარგად უნდა დაღეჭოთ, განსაკუთრებით “ქუჩის პროდუქტები”, ამით თქვენ ოდნავ მაინც შეუმსუბუქებთ მდგომარეობას თქვენს საჭმლის მომნელებელ სისტემას;



print version
16:59:06 2012-06-27

კომენტარის დამატება

natia   01:16:36 2011-12-16  უპასუხე   
ქუთაისის ქუჩის კუთხეში,გადამკვეთი ყიფიანის ქუჩაზე,შუქნიშანთან სარდაფში არის სასადილო.ნუთუ არ არსებობს კრიტერიუმები, რითაც უნდა განისაზღვროს კვების ობიექტების ადგილმდებარეობა და პირობები??? როგორ შეიძლება არსებობდეს სარდაფში საშინელ ანტისანიტარიაში კვების ობიექტი???


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge