ბოლო ცვლილებები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
პროდუქტი „იმერული“
სუნელების შემოწმება
სასმელი წყალი დიდუბიდან
კარფურში შეძენილი ტკბილეული
მომხმარებლის აზრი: სხვა საქონელი
მომხმარებლის აზრი: სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურება
მომხმარებლის აზრი: საზოგადოებრივი ტრანსპორტი
მომხმარებლის აზრი: დენი, გაზი, წყალი, დასუფთავება
მომხმარებლის დამცველი ორგანიზაციები ევროკავშირში

სულ ნიუსები: 21

კოლიბაქტერიების ანუ ნაწლავის ჩხირის ჯგუფი (იგივე კოლიფორმები) აერთიანებს მიკროორგანიზმების 100-მდე სახეობას, რომლებიც წარმოადგენენ ადამიანის, ცხოველებისა და ფრინველების ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის შემადგენელ ნაწილს. მათ პირობითად პათოგენური მიკროორგანიზმები ეწოდებათ, ვინაიდან მოწამვლა ვითარდება მხოლოდ გარკვეულ პირობებში, კერძოდ, როდესაც ნაწლავის ჩხირი ადამიანის ორგანიზმში ხვდება საკვებთან ან წყალთან ერთად.

კოლიბაქტერიების ერთ-ერთი წარმომადგენელი, Escherichia coli (ნაწლავის ჩხირი) ადამიანის ნაწლავებში ჩნდება დაბადებიდან პირველსავე დღეებში და ნარჩუნდება მთელი ცხოვრების განმავლობაში, მართალია მათი რაოდენობა ნაწლავის საერთო მიკროფლორაში არ აღემატება 1%, მაგრამ ისინი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობაში. ნაწლავის ჩხირი შთანთქავს ნაწლავებში არსებულ ჟანგბადს, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ბიფიდო- და ლაქტობექტერიებზე, გამოიმუშავებს B ჯგუფისა და K ვიტამინებს, მონაწილეობას ღებულობს ქოლესტერინის, ბილირუბინის, ქოლინის, ნაღვლისა და ცხიმოვანი მჟავების ცვლაზე, გავლენას ახდენს რკინისა და კალციუმის შეწოვაზე.

ადამიანის ან ცხოველის ორგანიზმის გარეთ კოლიბაქტერიები ძირითადად ფეკალურ მასებში არსებობენ. ისინი ხასიათდებიან მაღალი გამძლეობით არახელსაყრელი პირობების მიმართ (ყინვა, მჟავე არე), შეუძლიათ დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნონ სიცოცხლისუნარიანობა წყალში, ნიადაგსა და სხვადასხვა ნივთებზე. ნაწლავის ჩხირის ბაქტერიები მრავლდებიან, როგორ აერობულ ასევე ანაერობულ პირობებში, განსაკუთრებით ინტენსიურად ვითარდებიან 37გრადუს C-ზე, მაგრამ მშვენივრად გრძნობენ თავს ოთახის ტემპერატურაზეც. თუმცა ამ ბაქტერიების განადგურება საკმაოდ იოლია _ საკმარისია პროდუქტის (წყლის) 15 წუთით 60ºC-ზე გაცხელება.

სასურსათო პროდუქტების დაბინძურება კოლიბაქტერიებით შეიძლება მოხდეს შემდეგი დარღვევებისას:

  • პროდუქტი (ხორცი, რძე, კვერცხი) შეხებაში მოვიდა ფეკალურ მასებთან;
  • ფეკალური მასებიდან (მაგალითად, საპირფარეშოდან) დაბინძურდა მიწისქვეშა წყლები (ჭა, წყარო), რომელიც გამოიყენეს სურსათის მოსამზადებლად ან ჭურჭლის ან ტარის გასარეცხად;
  • სურსათის მომზადებაში ან დაფასოებაში მონაწილე პერსონალი არ იცავს პირად ჰიგიენას და სურსათი ბინძურდება მათი ხელებიდან;
  • შენახვისას ან გადაზიდვისას სასურსათო პროდუქტი შეხებაში მოვიდა სხვა, დაბინძურებულ სურსათთან;
  • დაბინძურება მოხდა მწერების ან მღრღნელების საშუალებით.

საკვებ პროდუქტში მოხვედრისას, თუ ტემპერატურული პირობებიც ხელშემწყობია, კოლიბაქტერიები ძალიან სწრაფად მრავლდება. კოლიბაქტერიების ინტენსიური გამრავლებისას ადგილი აქვს პროდუქტის სუნისა და გემოს მკვეთრ გაუარესებას. გარდა ამისა, პროდუქტში გროვდება ბაქტერიის მიერ გამომუშავებული ტოქსინი, რომელიც მაღალ ტემპერატურაზე დამუშავების შემდეგაც კი შეიძლება მომწამვლელი იყოს ადამიანისთვის.

კოლიბაქტერიებით ან მათ მიერ გამომუშავებული ტოქსინებით დაბინძურებული საკვების ან წყლის მოხმარებამ შეიძლება სხვადასხვა დაავადებები გამოიწვიოს _ ნაწლავური ინფექციები, შარდსადენი გზებისა და სასქესო ორგანოების დაზიანება, ბაქტერიემია, მენინგიტი და სხვა. შესაბამისად ნაწლავის ჩხირით გამოწვეული მოწამვლა შესაძლებელია ხასიათდებოდეს სხვადასხვა სიმპტომებით _ გულისრევით, მუცლის ტკივილით, ტემპერატურის აწევით, სისუსტით ან უმადობით. მძიმე შემთხვევების დროს შესაძლებელია განვითარდეს სეფსისიც.

სახლის პირობებში კოლიბაქტერიების მოშორება პროდუქტიდან შესაძლებელია მისი ინტენსიური და საგულდაგულო გარეცხვით (თუ კოლიბაქტერიები პროდუქტის ზედაპირზეა) ან თერმული დამუშავებით (მოხარშვით, შეწვით). თუმცა, ვიმეორებთ, თერმული დამუშავებით პროდუქტს არ შორდება კოლიბაქტერიების მიერ გამომუშავებული ტოქსინები. ამიტომ, თუკი ეჭვი გაქვთ, რომ კოლიბაქტერიებით პროდუქტი არა მხოლოდ დაბინძურდა, არამედ ისინი მასში გამრავლდნენ კიდეც (მაგალითად, თუკი დაბინძურებული პროდუქტი დიდხანს იდო სითბოში) _ მოერიდეთ ასეთი პროდუქტის მოხმარებას.

საგულისხმოა, რომ კოლიბაქტერიის არსებობა სასურსათო პროდუქტებში პროდუქტის ფეკალური დაბინძურების  ინდიკატორად არის მიჩნეული - მათი აღმოჩენა იმას ნიშნავს, რომ ამ პროდუქტში სხვა ფეკალური მიკრობები, ვირუსები, პარაზიტებიც შეიძლება იყოს. სურსათის/სასმელის ფეკალური დაბინძურება კი ადამიანის შემდეგი დაავადებების მიზეზი შეიძლება გახდეს:

ამიტომ მომხმარებელს დაბეჯითებით ვურჩევთ: მოერიდეთ კოლიბაქტერიებით დაბინძურებული სურსათს!




print version
15:47:57 2012-09-05

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge