ბოლო ცვლილებები

სურსათის შემოწმება არასაკვებ საღებავებზე
სულგუნი ი.მ. ნოდარ ლაზარეშვილისგან
„რძის შემცველი პროდუქტი“ თუ ყველი
წიწიბურა „კალო“
ბეჭდური პუბლიკაციები
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელი ხაზი
კარფურში შეძენილი კარაქი „ვალიო“
ვადაგასული სურსათი „სპარში“/სულგუნ „შუამთის“ ეტიკეტი
ბიუ-ბიუს ფილე
იმერული სახაჭაპურე

სულ ნიუსები: 21
არაჟნის შემოწმება, CSRDG, 2009 წლის მარტი

პროდუქცია შესყიდული იქნა 2009 წლის 23 მარტს, მაღაზია გუდვილში, არასამთავრობო ორგანიზაცია ”სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის” (CSRDG) მიერ. შესყიდული იქნა ყველა ტიპის არაჟანი, რაც იმ მომენტში მაღაზიაში იყიდებოდა.

შემოწმება ჩატარდა შპს ”ნორმას” ტესტირების ლაბორატორიაში. ტესტირების მეთოდი: ცხიმების გამოყოფა არაჟნიდან (ლაბორატორიის მიერ შერჩეული მეთოდით) და შემდგომ ამ ცხიმებში რძის ცხიმის შემცველობის დადგენა ”კოდექს ალიმენტარიუსის CODEX STAN 32-1981 სტანდარტში აღწერილი მეთოდით. ლაბორატორიას არ ჰქონდა შესაძლებლობა გაეგო, თუ რომელი კომპანიის ნაწარმს ამოწმებდა (პროდუქტი მოთავსდა დანომრილ ჭიქებში CSDRG მიერ). შემოწმების პასუხი ლაბორატორიამ გასცა 2009 წლის 7 აპრილს. შედეგების სიზუსტეა ±2%.

შემოწმების შედეგები:

# პროდუქტის დასახელება

რძის ცხიმის შემცველობა

პროდუქტის ცხიმებში

1 არაჟანი სანტე 30% 4%
2 არაჟანი Supernova (სანდო) 15% 25,4%
3 არაჟანი ეკოფუდი De Lux 30% 2,7%
4 არაჟანი ამალთეა 15% 79,4%
5 არაჟანი გუდვილი (ეკოფუდი) 15% 5%
6 არაჟანი ეკოფუდი 15% 2,1%
7 არაჟანი ჩვენი ფერმერი (ნიკორა) 20%  23,6%
8 არაჟანი ეკოფუდი 25% 29,3%

შემმოწმებელმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ამ შედეგებზე დაყრდნობით დაასკვნა, რომ არც ერთი შემოწმებული არაჟანი ნამდვილ არაჟანს არ წარმოედგენდა. ვინაიდან ნამდვილი არაჟნის ცხიმებში რძის ცხიმის შემცველობა 100%-ია.

ხშირად დასმული შეკითხვები:

კითხვა: ეს შედეგები ნიშნავს, რომ არაჟნებში ნაკლები ცხიმია, ვიდრე აწერია?

პასუხი: არა. ცხიმი არაჟნებში ალბათ იმდენია, რამდენიც აწერია _ ეს ჩვენ არ გაგვიზომია. მთავარია, რომ ეს ცხიმები რძის ცხიმები არაა, რაღაც სხვა (სავარაუდოდ მცენარეული) ცხიმები არის დამატებული.

კითხვა: რამდენი რძის ცხიმი უნდა იყოს მაგალითად ”სანტეს” არაჟანში და რამდენი აღმოჩნდა თქვენი გაზომვის შედეგად?

პასუხი: სანტეს არაჟანს ეწერა, რომ ის 30% ცხიმიანობისაა, ანუ ყოველ 100 გრამ პროდუქტში 30 გრამი ცხიმია. ნამდვილ არაჟანში ეს 30 გრამი რძის ცხიმი უნდა იყოს. ჩვენმა გაზომვებმა აჩვენა, რომ ”სანტეს არაჟნის ცხიმების მხოლოდ 4% იყო რძის ცხიმი, ანუ 1,2 გრამი. ანუ 100 გრამ სანტეს არაჟანში 1,2 გრამი რძის ცხიმია და 28,8 გრამი მცენარეული ცხიმი.

კითხვა: ”ამალთეას” არაჟანში ცხიმი 79%-ია? არადა აწერია 15%. ანუ იმაზე მეტია, ვიდრე უნდა იყოს?

პასუხი: არა. ეს გაზომვები აჩვენებს, რომ ამალთეას არაჟნის ცხიმების 79,4% რძის ცხიმებია. ანუ 100 გრამ ამალთეას არაჟანში 12 გრამი რძის ცხიმია, 3 გრამი კი _ მცენარეული ცხიმი. 

კითხვა: ეს შედეგები ნიშნავს, რომ არაჟნის მწარმოებლები კანონს არღვევენ?

პასუხი: არა, ფორმალურად არ არღვევენ, რადგან უმეტეს მათგანს სახელმწიფოსთან შეთანხმებული აქვს ე.წ. მეწარმე სუბიექტის სტანდარტი, რომლის მიხედვით უფლება აქვს არაჟანში მცენარეული ცხიმები დაუმატოს.

კითხვა: ანუ სახელმწიფომ მეწარმეებს ფალსიფიცირებული პროდუქტის წარმოების უფლება მისცა?

პასუხი: სახელმწიფომ მეწარმეებს მისცა უფლება აწარმოონ და გაყიდონ პროდუქტი, რომელსაც ერქმევა არაჟანი და რომელიც ამ დროს არ არის არაჟანი. ფაქტიურად ამით სახელმწიფომ მეწარმეებს მომხმარებლის შეცდომაში შემყვანი დასახელების გამოყენების უფლება მისცა.




print version
18:25:51 2010-02-08

კომენტარის დამატება

dito   03:15:54 2010-01-20  უპასუხე   
ძალიან მაკვირვებს ის ფაქტი რომ თქვენი შემოწმების შედეგებში ეკო-ფუდის ,,გუდვილის\ არაჟანს და ეკო-ფუდის ჩვეულებრივ 15% არაჟანს სხვადასხვა შედეგები აქვს, ეს ყველაფერი უბრალოდ მაცინებს რადგან ეკო-ფუდი ორივე ჭიქაში ჩვეულებრივ 15% არაჟანს ასხავს და შეუძლებელია სხვადასხვა შედეგი აჩვენოს :D:D:D:D სასაცილოა
ლია, CSRDG   08:28:11 2010-01-20  უპასუხე   
დიტო, ეკოფუდის წარმომადგენლებმა ეგ ადრეც გვითხრეს და სიმართლე გითხრა, მეც გამაკვირვა მაგან. მაგრამ ლაბორატორია თავს დებს თავის მონაცემებზე და რა ვიცი აბა! ერთადერთ ახსნას იმაში ვხედავ, რომ ეს არაჟნები სხვადასხვა დღის გამოშვებული იყო (დღემდე შენახული გვაქვს საყინულეში და ამას წინათ გადავამოწმეთ, ერთ-ერთი წინა დღისაა). ანუ სხვადასხვა პარტია იყო და ამიტომ არის განსხვავება მათ შემცველობაში.

ყველაზე კარგი იქნებოდა, იგივე ეკოფუდს თავად გაეკეთებინა ანალიზი და გამოექვეყნებინა ინფორმაცია, რამდენია რძის ცხიმი მის არაჟანში. იმ ჩვენ გაყინულ არაჟნებსაც მივაწვდიდით საანალიზოთ. კი ბატონო, გააკეთონ იმ ლაბორატორიაში, რომელსაც ენდობიან, იმ მეთოდით, რომელსაც ენდობიან. პარალელურად ჩვენც იგივეს ვიზამთ და მერე შევადაროთ მონაცემები...

ჰა?
ლია, CSRDG   08:34:53 2010-01-20  უპასუხე   
კიდევ ერთი მომენტი: ეკოფუდის 15%-იანი არაჟნისთვის რძის ცხიმის შემცველობა ლაბორატორიამ დაადგინა როგორც 2,1%. არადა მეთოდის სიზუსტე არის +-2%. ანუ ფაქტიურად ლაბორატორიის მონაცემები უნდა გავიგოთ, როგორც 0,1%-დან 4,1%-მდე. ასევე გუდვილის არაჟნისთვის ლაბორატორიის პასუხი უნდა გავიგოთ, როგორც 3%-დან 7%-მდე. ანუ ამ ორი არაჟნის შედეგებში კვეთა არის: 3%-დან 4,1%-მდე. ასე რომ ლაბორატორიას თავის სამართლებელი აქვს...


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge