ბოლო ცვლილებები

პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საშუალებების შემოწმება
სულგუნი ი.მ. ნოდარ ლაზარეშვილისგან
კარფურში შეძენილი კარაქი „ვალიო“
ვადაგასული სურსათი „სპარში“/სულგუნ „შუამთის“ ეტიკეტი
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელი ხაზი
ბიუ-ბიუს ფილე
სურსათის შემოწმება არასაკვებ საღებავებზე
ფორმალდეჰიდი პარფიუმერია-კოსმეტიკაში
იმერული სახაჭაპურე
სემინარი ჟურნალისტებისათვის

სულ ნიუსები: 21
სარდელი-სოსისი ”ახალ უნივერსამში”

სტატიაში მითითებულ მეწარმეებს, ვთხოვთ გაეცნონ ამ ინფორმაციას

2011 წლის 19 ოქტომბერს სურსათის ცხელ ხაზზე მომხმარებელმა დარეკა საჩივრით, რომლითაც გვატყობინებდა, რომ 16 ოქტომბერს თემქაზე მდებარე მაღაზია ”ახალ უნივერსამში” შეიძინა ”ნიკორას” ფირმის ასაწონი სარდელი, რომლითაც ოჯახის სამი წევრი მოიწამლა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი. მომხმარებელმა საჩივარში აღნიშნა, რომ აღნიშნულ სუპერმარკეტში ხშირად იყიდება ხორცპორდუქტები, რომელებიც გარეგნულად ცუდად გამოიყურება და რომ მისი აზრით ამ სუპერმარკეტში პროდუქტების შენახვის ჰიგიენური მოთხოვნები ირღვევა.

საჩივრის გადამოწმების მიზნით 2011 წლის 20 ოქტომბერს მითითებულ მაღაზიაში ჩვენ შევიძინეთ ”ნიკორას” წარმოების სარდელი და დამატებით, მომხმარებლის ეჭვების შემოწმების მიზნით, იმავე დახლ-მაცივარში განთავსებულ სხვადასხვა სოსისებიდან ერთ-ერთი _ ფირმა ”მითანას” სოსისი ივერია.

შესყიდვას ესწრებოდა კვების პროდუქტების ექსპერტი, რომელმაც პროდუქტები, მაღაზიის შეფუთვიანად, დაუყოვნებლივ მოათავსა სტერილურ თერმოსებში.

პროდუქტები ჩაბარდა ლაბორატორიას მიკრობიოლოგიური ანალიზისთვის. 2011 წლის 26 ოქტომბერს მივიღეთ ლაბორატორიის პასუხი (სარდელზე, სოსისზე) , საიდანაც ირკვევა, რომ აღნიშნული პროდუქტები დაბინძურებულია კოლიბაქტერიებით. ვინაიდან პროდუქტები ჰერმეტულად შეფუთული არ იყო, დაბინძურება შეიძლებოდა წარმოქმნილიყო როგორც მისი წარმოების, ასევე გადაზიდვის, შენახვის ან რეალიზაციის ფაზაზე.

კოლიბაქტერიები პირობით პათოგენად ითვლება და შესაძლებელია გარკვეულ პირობებში (განსაკუთრებით დასუსტებულ ორგანიზმში) გამოიწვიოს მოწამვლა. თუმცა ისინი საკმაოდ იოლად იხოცება თერმული დამუშავების დროს. ამიტომ მომხმარებელს ვურჩევთ გულდასმით მოხარშოს ან შეწვას ასაწონი სოსისები და სარდელები (სულ ცოტა 10-15 წუთი, თავდახურულ ჭურჭელში).

ინფორმაცია აღმოჩენილი დარღვევის შესახებ გაეგზავნა მეწარმეებს (ნიკორას, მითანას), მაღაზიას და სურსათის უვნებლობის სააგენტოს .

სურსათის ეროვნული სააგენტოდან მივიღეთ სტანდარტული წერილი. 2012 წლის იანვარში ჩვენ ხელახლა ჩავეკითხეთ სააგენტოს, განხორციელდა თუ არა არაგეგმური ინსპექტირება აღნიშნული ფაქტის საფუძველზე, რაზეც კვლავ ბუნდოვანი პასუხი მივიღეთ. გაიგზავნა თხოვნა მთავრობაში, რათა აიძულონ სააგენტო რეაგირება იქონიოს. მთავრობიდან გამოხმაურება არ მიგვიღია. თუმცა 2012 წლის ნოემბერში, სოფლის მეურნეობის სამინისტროდა და სურსათის ეროვნული სააგენტოდან მიღებული დამატებითი ინფორმაციიდან გავარკვიეთ, რომ სააგენტომ ”ახალი უნივერსამი” მხოლოდ 2012 წლის 5 აპრილს შეამოწმა. რაც შეეხება პროდუქტების მწარმოებლებს, შპს ”მითანა” სააგენტოს მიერ შემოწმდა 2011 წლის თებერვალში და ივლისში. მისი შემდეგი შემოწმება დაგეგმილია 2012 წლის IVკვარტალში. სს ”ნიკორას” შემოწმება კი განხორციელდა 2011 წლის თებერვალში, შემდეგ კი არაგეგმური ინსპექტირებები საწარმოში 2011 წლის 31 ოქტომბერს და 2012 წლის 15 ივლისს ჩატარდა.

2012 წლის 25 იანვარს, იმის გადასამოწმებლად, შეიცვალა თუ არა სიტუაცია, ჩვენ იმავე მაღაზიაში (”ახალ უნივერსამში”) შევიძინეთ იგივე პროდუქტები: ”ნიკორას” წარმოების სარდელი და ”მითანას” წარმოების სოსისი ივერია და მიკრობიოლოგიური ანალიზისათვის ლაბორატორიას ჩავაბარეთ.

ლაბორატორიიდან მოსული დასკვნის საფუძველზე ორივე პროდუქტის (სარდელი, ივერია სოსისი) მიკრობიოლოგიური მაჩვენებლები ნორმაშია.

--------------

სუსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით სააგენტომ შპს "მითანას გეგმიური ინსპეტირება 07-02-13ში განახორციელა




print version
13:58:29 2013-02-27

კომენტარის დამატება

inga   15:07:29 2011-11-09  უპასუხე   
10 წელია ნიკორას პროდუქტს ვყიდულობ და ჯერ არცერთხელ არ მოვწამლულვათ არც მე და არც ჩემი ოჯახის წევრები.

619   15:34:29 2011-11-06  უპასუხე   
დასაჭერები არიან ყველა ვინც ამნაირ რამეს ყიდის :@



alberti   11:42:34 2011-11-05  უპასუხე   
და საერთოდ ნიკორას საქონელი ბოლო დროს ძალიან გაპუჭდა ყველაფერი


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge