ბოლო ცვლილებები

პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საშუალებების შემოწმება
სულგუნი ი.მ. ნოდარ ლაზარეშვილისგან
კარფურში შეძენილი კარაქი „ვალიო“
ვადაგასული სურსათი „სპარში“/სულგუნ „შუამთის“ ეტიკეტი
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელი ხაზი
ბიუ-ბიუს ფილე
სურსათის შემოწმება არასაკვებ საღებავებზე
ფორმალდეჰიდი პარფიუმერია-კოსმეტიკაში
იმერული სახაჭაპურე
სემინარი ჟურნალისტებისათვის

სულ ნიუსები: 21
პოპულის ძეხვები

სტატიაში მითითებულ მეწარმეებს, ვთხოვთ გაეცნონ ამ ინფორმაციას

21 ოქტომბერს შემოვიდა საჩივარი: გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტ ”პოპული”-ში შეძენილ პროდუქტებთან დაკავშირებით. კერძოდ, მოქალაქე იტყობინებოდა, რომ მან შეიძინა ავსტრიული წარმოების ”მონადირის ძეხვი” ”კაბანოსი”, ჰერმეტულ შეფუთვაში და იტალიური წარმოების მოხარშულ ძეხვ ”მორტადელა”. მოქალაქ იტყობინებოდა, რომ გახსნისთანავე ორივე ძეხვს ქონდა არასასიამოვნო სუნი და სავარაუდოდ გაფუჭებული იყო.

საჩივრის გადამოწმების მიზნით 21 ოქტომბერს მითითებულ მაღაზიაში ჩვენ შევიძინეთ შებოლილი ძეხვი ”კაბანოსი”, ჰერმეტულ შეფუთვაში, და მოხარშული ძეხვი ”მორტადელა”, მაღაზიის მიერ დაფასოებული, პოლიეთილენის არაჰერმეტულ შეფუთვაში. მიუხედავად შეფუთვისა, ჩვენს მიერ შეძენილი მოხარშული ძეხვის ნაჭერს მართლაც ჰქონდა არასასიამოვნო სუნი.

შეძენილი პროდუქტებშეძენიდან 30 წუთში ჩაბარდა ლაბორატორიას მიკრობიოლოგიური ანალიზისთვის.

27 ოქტომბერს მივიღეთ ლაბორატორიის პასუხები, საიდანაც ირკვევა, რომ შებოლილი ძეხვის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლები ნორმაშია, ხოლო მოხარშული ძეხვი დაბინძურებულია კოლიბაქტერიებით. ვინაიდან მოხარშული ძეხვი ჰერმეტულად შეფუთული არ იყო, დაბინძურება შეიძლებოდა წარმოქმნილიყო როგორც მისი წარმოების, ასევე მისი დაფასოების ან რეალიზაციის ფაზაზე. აერობულ პირობებში გამრავლებისას კოლიბაქტერიები მძაფრ არასასიამოვნო სუნს გამოსცემს, რომლითაც შესაძლოა ყოფილიყო განპირობებული პროდუქტის არასასიამოვნო სუნი.

კოლიბაქტერიები პირობით პათოგენად ითვლება და შესაძლებელია გარკვეულ პირობებში (განსაკუთრებით დასუსტებულ ორგანიზმში) გამოიწვიოს მოწამვლა. ამიტომ, თერმული დამუშავების გარეშე კოლიბაქტერიებით დაბინძურებული პროდუქტის მოხმარება არ შეიძლება. მოხარშული ძეხვის არასასიამოვნო სუნის შემჩნევისას მომხმარებელს ვურჩევთ თავი შეიკავოს ასეთი პროდუქტის მოხმარებისგან და შეეცადოს დაუბრუნოს იგი მაღაზიას. ზოგადად, თუ მოხარშული ძეხვის სისაღეში ეჭვი გეპარებათ, გირჩევთ იგი ხელახლა მოხარშოთ ან შეწვათ და მხოლოდ ამის შემდეგ მოიხმაროთ.

ინფორმაცია აღმოჩენილი დარღვევის შესახებ გაეგზავნა მაღაზიას  და სურსათის უვნებლობის სააგენტოს. სააგენტოდან მოვიდა სტანდარტული გაუგებარი პასუხი. 2012 წლის იანვარში ჩვენ ხელახლა ჩავეკითხეთ სააგენტოს, განხორციელდა თუ არა არაგეგმური ინსპექტირება აღნიშნული ფაქტის საფუძველზე, რაზეც კვლავ ბუნდოვანი პასუხი მივიღეთ. გაიგზავნა თხოვნა მთავრობაში, რათა აიძულონ სააგენტო რეაგირება იქონიოს. მთავრობიდან გამოხმაურება არ მიგვიღია. 2012 წლის ნოემბერში სოფლის მეურნეობის სამინისტროდან და სურსათის ეროვნული სააგენტოდან მიღებული დამატებითი ინფორმაციიდან გავარკვიეთ, რომ ჩვენს მიერ მითითებული პროდუქტი სააგენტოს არ გადაუმოწმებია. სს ”პოპულის” გეგმური ინსპექტირება სააგენტოს 2011 წლის 17-18 აგვისტოს ჰქონდა ჩატარებული და ამის შემდეგ მისი არაგეგმური ინსპექტირება მხოლოდ  2012 წლის 6 მარტს განახორციელა. პოპულის შემდეგი ინსპექტირება სააგენტოს 2012 წლის IV კვარტალში აქვს დაგეგმილი.

----

იმის გასარკვევად, გამოსწორდა თუ არა მდგომარეობა, 2012 წლის 25 იანვარს ჩვენ ხელახლა ვეწვიეთ გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტ პოპულის. აღმოჩნდა, რომ სუპერმარკეტში აღარ იყო დახლზე მოხარშული ძეხვი ”მორტადელა”.

სს პოპულის გეგმიური ინსპექტირება სააგენტომ 2013 წლის 08 თებერვალს განახორციელა, სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით.




print version
13:47:11 2013-02-27

კომენტარის დამატება

zura site:barcagundi.my1.ru   20:19:56 2011-11-09  უპასუხე   
სანამ იყიდით შეამოწმეთ ვადა და ისე იყიდეთ ყველაფერი

თამუნა კაკულია   1  13:06:55 2011-11-01  უპასუხე   
დიდი მადლობა მომხმარებელს აქტიურობისთვის. დიდი მადლობა თქვენს ორგანიზაციას რეაგირებისთვის. სულმოუთქმელად ველოდები შედეგებს. ”პოპულის” ფილიალი გოგებაშვილზე მკაცრ კონტროლს იმსახურებს!!!

Mikheil Kalandadze   1  11:25:24 2011-11-01  უპასუხე   
ეგ პოპული ხშირად არის ეგეთ რამეებში შემჩნეული.

სულმოუთქმელად უცდი შემოწმების შედეგებს
Lukiane   01:18:35 2011-11-16  უპასუხე   
გეთანხმებით, ადრე მეც მქონდა მცდელობა მოლარე გოგონას დახრჩობის.


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge