ბოლო ცვლილებები

პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საშუალებების შემოწმება
სულგუნი ი.მ. ნოდარ ლაზარეშვილისგან
კარფურში შეძენილი კარაქი „ვალიო“
ვადაგასული სურსათი „სპარში“/სულგუნ „შუამთის“ ეტიკეტი
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელი ხაზი
ბიუ-ბიუს ფილე
სურსათის შემოწმება არასაკვებ საღებავებზე
ფორმალდეჰიდი პარფიუმერია-კოსმეტიკაში
იმერული სახაჭაპურე
სემინარი ჟურნალისტებისათვის

სულ ნიუსები: 21
კარაქები ”სანტინო” და ”შატილი”

სტატიაში მოხსენიებულ მეწარმეებს ვთხოვთ გაეცნონ ამ ინფორმაციას.

2011 წლის 6 ოქტომბერს ცხელი ხაზის ტელეფონზე დარეკა მომხმარებელმა და გამოთქვა ეჭვი იმის თაობაზე, რომ კარაქი ”სანტინო”, რომელსაც აწერია ”ნატურალურია” სინამდვილეში ნატურალური არ არის. 13 ოქტომბერს კი სხვა მომხმარებელმა კარაქი ”შატილის” თაობაზე დაგვირეკა - ამბობენ ნატურალურია და ზედ კი არაფერი აწერია და არის თუ არა ნატურალურიო.

ამ ორივე ზარის გადამოწმების მიზნით 2011 წლის 13 ოქტომბერს ჩვენ შევიძინეთ კარაქები ”სანტინო” და ”შატილი”.

ორივე კარაქი ჩაბარდა ლაბორატორიას მათში რძის ცხიმის შემცველობის შესამოწმებლად. 19 ოქტომბერს მივიღეთ ლაბორატორიის პასუხი, რომლის მიხედვით:

  • კარაქ ”სანტინო 72,5%”-ში მართლაც 72,5% რძის ცხიმია;
  • კარაქ ”შატილის” საერთო ცხიმიანობა 82%-ია, რძის ცხიმის შემცველობა კი 40%.

ამ კარაქების შეფუთვები ასე გამოიყურებოდა:

წარწერები ”შატილის” ეტიკეტზე ბევრ კითხვებს ბადებდა: ეს პროდუქტი აშკარად არ იყო კარაქი, რაც მის ეტიკეტზე წვრილად მითითებულიც იყო. კერძოდ, ეტიკეტზე წვრილად ეწერა: ”მაღალცხიმიანი ნაღების მცენარეული სპრედი”, თუმცა ამ ფრაზის ზუსტი მნიშვნელობა ჩვენთვისაც უცნობია და სავარაუდოდ არც მომხმარებელს ესმის მისი შინაარსი.  გარდა ამისა, ეტიკეტზე წერია: ”ცხიმის მასური წილი 82,5%, მათ შორის რძის ცხიმის მასური წილი არა ნაკლებ 50%”. გაზომვამ აჩვენა, რომ ამ პროდუქტში რძის ცხიმის მასური წილი არა 50%, არამედ სულ 40%-ია. გარდა ამისა, საქართველოს კანონმდებლობა ითხოვს, რომ პროდუქტს უნდა ეწეროს შემადგენლობა - ანუ, რა ინგრედიენტების შერევით არის იგი მიღებული. ამ შემთხვევაში ამ პროდუქტს აუცილებლად უნდა ეწეროს, თუ კერძოდ რა ცხიმს შეიცავს იგი, გარდა რძის ცხიმისა.

 წერილები აღნიშნული ფაქტის შესაებ გაიგზავნა ”კარაქი შატილის” მწარმოებელთან და სურსათის უვნებლობის სააგენტოში.

მოვლენათა შემდგომი განვითარების შესახებ შატილის ”კარაქთან” დაკავშირებით გაეცანით ამ სტატიას.

___________

ამ შემოწმების შემდეგ სურსათის ცხელ ხაზზე ხშირად გვეკითხებოდნენ ”სანტინოს” კარაქის ხარისხის შესახებ. იმისათვის, რომ დარწმუნებული ვყფილიყავით რომ ჩვენი შემოწმების შემდეგ სანტინოს კარაქში რძის ცხიმის შემცველობა არ შეცვლილა, 2012 წლის 21 თებერვალს სხვა კარაქებთან ერთად სანტინოს 72,5% კარაქიც შევიძინეთ  (მაღაზია ”2 ნაბიჯი”, თამარაშვილის 15) და ლაბორატორიას მივუტანეთ შესამოწმებლად პირობითი ნომერით №2.

ლაბორატორიული დასკვნის მიხედვით, სანტინოს შეფუთვაზე მითითებული კარაქი 72,5% სინამდვილეს შეესაბამება და მასში მართლაც 99,3% რძის ცხიმია.




print version
13:47:08 2012-06-20

კომენტარის დამატება

ციცი   15:54:46 2015-10-27  უპასუხე   
ტრანს-ცხიმები

არავითარ შემთხვევაში არ მიირთვათ 72,5%-იანი კარაქი! ეს წყალბადით გაჯერებული დაბალი ხარისხის მცენარეული ცხიმია.

82,5%-ზე ნაკლებცხიმიანობის კარაქი არ არსებობს! თუ ასეთს სუპერმარკეტებში ვენ ნახავთ, მაშინ მცენარეული ცხიმი მიირთვით. ჯობია მიიღოთ 2 კოვზი ნატურალური ზეთი, ვიდრე მთელი პაკეტი ტრანს-ცხიმი.

Rusudani   17:11:36 2011-11-05  უპასუხე   
"სპრედი" ნიშნავს – მარგარინს.

manana   14:30:05 2011-11-05  უპასუხე   
სამწუხაროდ ნამდვილი კარაქი ძალიან ცოტაა, უმრავლესობა რომელსაც აწერია კარაქი არ არის კარგი კარაქი ან მარგარინსჰია არეული ან მარეგარინია, კარგ კარაქს ნახევარი საათი თუ დადებს მაცივრის გარეშე არ უნდა რბილდებოდეს ძალიან სწრაფად, მაგრამ ქართული კარაქი სწრაფად რბილდება და ცუდად ითქვეფება კრემის გაკეთების დროს.


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge