ბოლო ცვლილებები

ავტომატური კომპენსაცია მომხმარებლებს
საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
პროდუქტი „იმერული“
სუნელების შემოწმება
სასმელი წყალი დიდუბიდან
კარფურში შეძენილი ტკბილეული
მომხმარებლის აზრი: სხვა საქონელი
მომხმარებლის აზრი: სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურება
მომხმარებლის აზრი: საზოგადოებრივი ტრანსპორტი
მომხმარებლის აზრი: დენი, გაზი, წყალი, დასუფთავება

სულ ნიუსები: 21
საიტის წესები
წესები,

საიტის მომხმარებელთა მიერ გავრცელებული ინფორმაციის სისწორეზე საიტის ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს.  თითოეული მომხმარებელი თავად აგებს პასუხს მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე.

გთხოვთ თავი შეიკავოთ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან!

კომენტარი, რომელიც შეიცავს შემდეგი ტიპის გამონათქვამებს, წაიშლება:

  • ვისიმე პიროვნული შეურაცხყოფა, დაცინვა, დამცირება;
  • მუქარა, თავდასხმა;
  • უცენზურო ლექსიკა, პორნოგრაფიული სურათები ან ბმულები;

აგრეთვე წაიშლება კომენტარები, რომლებიც რაიმე ბიზნესის ან კომერციული საქმიანობის რეკლამას, ან მასში მომხმარებელთა ჩართვას ემსახურება.

ადმინისტრაციას უფლება აქვს კომენტარი სხვა, უფრო შესაფერის განყოფილებაში გადაიტანოს. კომენტარის წაშლისას ან სხვა განყოფილებაში გადატანისას მომხმარებელს მიუვა შეტყობინება მის მიერ მითითებული ელფოსტის მისამართზე.

გარდა ამისა, გთხოვთ გაითვალისწინოთ: ჰაკერული თავდასხმებისგან თავდაცვის მიზნით კომენტარებში დაშვებულია მხოლოდ ასოების, ციფრების და ძირითადი სასვენი ნიშნების გამოყენება (წერტილი, მძიმე, ორწერტილი, წერტილ-მძიმე, ტირე, ძახილის ნიშანი, კითხვის ნიშანი, ბრჭყალები). სხვა ნიშნების გამოყენების შემთხვევაში მომხმარებელი იბლოკება!




print version
14:04:34 2009-12-03

კომენტარის დამატება

frank martins   18:39:17 2017-10-18  უპასუხე   
გამარჯობა

თქვენ ეძებთ XMAS სესხის, პირადი სესხების, იპოთეკის, ავტო სესხების, სტუდენტური სესხების, ვალის კონსოლიდაციის სესხების, არაუზრუნველყოფილი სესხების, რისკის კაპიტალის და ა.შ. ... თქვენ ხართ სწორი ადგილი თქვენი სესხის გადაწყვეტილებები! მე ვარ კერძო კრედიტორი, რომელიც უშვებს ფიზიკურ პირებსა და ბიზნესებს დაბალი საპროცენტო განაკვეთით და 1% -იანი საპროცენტო განაკვეთი. დაგვიკავშირდით ელექტრონული ფოსტით: BLUETRUSTLOAN122@GMAIL.COM

სესხის გამოყენების ფორმა
**************************
თქვენი სრული სახელი:
ქვეყანა / სახელმწიფო:
სესხის თანხა:
ხანგრძლივობა
ტელეფონი:
ყოველთვიური შემოსავალი:
გართობის სახეობა:

თქვენი სწრაფი რეაგირების მოლოდინში.
ბატონო მარტინს

BLUETRUSTLOAN122@GMAIL.COM

ნანა   11:10:51 2017-08-18  უპასუხე   
გამარჯობათ

მაინტერსებს მომხმარებლის უფლებები სად ვნახო, საკვები პროდქტების ყიდვისას,ასევე მინდა გთოხვოთ გადაამოწომოთ კარფურში სანტინოს რძე,ვინაიდან რამდენჯერაც არ ვიყიდე დიდი თუ პატარა შეფუთვის სახლში მოტანისას, გახსნისტანავე ვადუღებ და აჭრილია, მოკლედ რძე მესმის რომ ნატურალურია მაგრამ შენახვის პირობები აქვს სავარაუდოდ დარღვეული ან ტრანსპორტირების.
მადლობა

ნანა
თამარ, CSRDG   14:24:12 2017-09-06  უპასუხე   
ნანა რა უფლებები გაინტერესებთ თუ დაგვიკონკრეტებთ შევეცდებით დაგეხმაროთ. რაც შეეხება აჭრილ რძეს, სამწუხაროდ ამის გადამოწმების საშუალება ჩვენ არ გვაქვს. სურსათის ეროვნულ სააგენტოს შეუძლია შენახვის და ტრანსპორტირების პირობების შემოწმება. მათი ნომერია 1501

ირინა   17:47:04 2017-08-09  უპასუხე   
ვისარგებლე ონ ლაინ მაღაზიის http://wishlist.ge/ მომსახურებით და შევუკვეთე საქონელი 49 ლარის ღირებულებით. შეკვეთიდან მეორე დღეს დამიკავშირდა ოპერატორი და მაცნობა, რომ დღეს ვერ მოხერხდება ჩემი შეკვეთის მიწოდება, მაგრამ ხვალ აუცილებლად მოიტანენ . მეორე დღეს დამირეკეს და მითრეს რომ არსებული საქონელი არ არის. გამოდის - 2 დღე ტყუილად ველოდე, გადავიხადე, და წინა დღეს კიდევაც დამიდასტურეს ის რომ ჩემ შეკვეთას მივიღებ.
გუშინ 18:00 საათზე იყო მიწოდების ვადის ბოლო. ფაქტიურად მაღაზიამ არ შეასრულა ის რაზეც მაქვს გადახდილი, ვერ შევიძინე ნივთი და დაარღვიეს მიწოდების პირობები.
მთავაზობენ თანხის დაბრუნებას ან საქონლის სხვა მოდელი. ეს გასაგებია, მაგრამ პასუხისმგებლობის გრძნობა და კომპეტენცია ხომ უნდა ჰქონდეს.
სხვა ქვეყანაში სადაც მომხმარებლის უფლებები დაცულია, ჩივილიც შეიძლებოდა, ჩემი აზრით.

natalia   20:12:32 2017-06-29  უპასუხე   
მაღაზია GB MARTIN-ში ზამთარში შევიძინე ბოტასი, 225 ლარად. იმავე სეზონზე, დაახლოებით 10 ჩაცმაზე გადატყა ძირზე ერთდროულად ორივე. მაღაზიას facebook-ზე გავუგზავნე სურათი და რა თქმა უნდა არც დაიბრუნეს არც გადამიცვალეს. არ მიკამათია, შევთანხმდით რომ ერთჯერად 50% ფასდაკლებას გამიკეთებდნენ ნებისმიერ ნივთზე. რამდენიმე დღის წინ მივმართე ფასდაკლებულ ნივთზე და ვთხოვე საწყისი ფასიდან კი არა ფასდაკლებულიდან გაეკეთებინათ შეთანხმებული შეღავათი. ამაზეც რა თქმა უნდა უარი მივიღე, ვუთხარი, რომ კომენტარის დადება მინდოდა მათ გვერდზე, რათა სხვა მომხმარებლების აზრი მაინტერესებდა მათ ხარისხზე და მეყიდა თუ არა ახალი ნივთი. მათ wall-ზე არაა არაფრის დადება გაზიარების საშუალება, დაბლოკილია ეს ყველაფერი და ამავდროულად მომენტალურად მოხდა ჩემი დაბლოკვა. ვურეკავ და რამდენიმე დღეა ვეუბნები რომ მოახდინონ ჩემი განბლოკვა, ხომ ვერ მეტყვით რას ნიშნავს მათი მხრიდან ეს დისკრიმინაცია და რა უნდა გავაკეთო რომ მართალია წინა სეზონის, მაგრამ ზარალი ზარალია ავინაზღაურო?


თამარ, CSRDG   12:26:39 2017-07-25  უპასუხე   
ნატალია, უკაცრავად დაგვიანებილი პასუხისათვის. კანონი იცნობს ნაკლიან პროდუქტს, ანუ შეძენისას როცა აღმოაჩნდება ნაკლი პროდუქცია, სახლში მიტანის შემდეგ. ასეთ შემთხვევაში გამყიდველი ვალდებულია გამოასწოროს ნაკლი, თუ არ ხერხდება გადაცვალოს იმავე ღირებულების სხვა პროდუქტში და ესეთ თუ შეუძლებელია დააბრუნოს უკან თანხა. თქვენს შემთვევაში მაღზიას არ ჰქონდა ვალდებულება უკან დაებრუნებინა ნახმარი პროდუქცია და არც ფასდაკლება გაეკეთებინა. დღევანდელი სავალალო მდგომარეობიდან გამომდინარე მაღაზიის ეს ქმედება კეთილი ნებაა და მომხმარებლის უფლებების დარღვევის ფაქტზე რეაგირება

მარიამი   12:26:57 2017-06-27  უპასუხე   
გამარჯობა, დიდუბის მეტროსთან მდებარე ვეტ. მაღაზიაში შევიძინე ძაღლის სატარებელი ქამარი. მაღაზიაში რომ.შევედი ვნახე და ვკითხე თუ რამდენ კილოზე იყო გათვლილი რაზეც ქალბატონმა მიპასუხა, რომ 25 კილოიან ძაღლს კარგად ექნებაო (თავიდანვე ვუთხარი რამდენი.კილო იყო ჩემი.ძაღლი ჯიში ასაკი,მოკლედ ყველა ის ინფორმაცია მივაწოდე რაც საჭირო იყო). ამ ქამართან ერთად ვიყიდე კიდევ სხვა წამლებიც, რა თქმა უნდა ჩეკი არავის მოუცია. სახლში რომ მივიტანე აღმოვაჩინე რომ ეს სატარებელი ჩემს ძაღლს ქონდა ძალიან დიდი მეორე დღესვე მივედი და ვუთხარი რომ გადაეცვალათ უფრო მცირე ზომაში ან დაებრუნებინათ, რაზეც როგორც ჩანს მეპატრონემ მითხრა რომ აი ერთ კვირაში გვექნება და გამოგვიარეო დავიტოვე ჩემი საკონტაქტო ინფოაცია და მოთხრეს დაგირეკავთ რომ მოგვიტანენო. გავიდა ერთი კვირა არავინ დამირეკა რათქმაუნდა, მივედი და მითხრეს კიდე ერთ კვირაში მოდიო, რაზეც რა თქმა უნდა გამოვხატე უკმაყოფილება და მოვთხოვე რომ დაებრუნებიათ საქონელი რაზც სავარაუდო მეპატრონემ განმიცხადა რომ მადლობელი უნდა იყო საერთოდ რომ დაგთანხმდი გადაცვლაზეო მოკლედ ბევრი კამათის შემდეგ წამოვედი. როგორ შემიიძლია ამ შემთხვევაში მოვიქცე, ვის უნდა მივმართო და საერთოდ მაქვს თუ არა სამართლებრივი საფუძველი გაცვლის ან დაბრუნების?
თამარ, CSRDG   12:31:16 2017-07-25  უპასუხე   
მარიამ სამწუხაროდ დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე მაღაზიის მეპატრონე მართალია და მომხმარებლის უფლევბების მსგავს დარღვევაზე როცა დაგვთანხმდებიან გადაგვიცვალონ ნივთი მადლობლები უნდა ვიყოთ მომხმარებლები. მხოლოდ ნაკლიანი პროდუქტის სემთხვევაში აქვს მაღზიას ნაკლის გამოსწორების, გამოცვლის ან დაბრუნების ვალდებუელბა (ზუსტად ამ თანმიმდევრობით)
მარიამი   13:27:01 2017-06-27  უპასუხე   
ეს არის ის პროდუქტი რაც შევიძინე

ირაკლი   22:22:55 2017-04-19  უპასუხე   
გამარჯობათ. აუზზე დავდივართ ხშირად - არენა I-ზე. შიგნით ძლიერი ქლორის და სხვა ქიმიური ნივთიერებების სუნი დგას ყოველთვის. გასაგებია რომ ჩვეულებრივი ამბავია ბასეინისთვის. მაგრამ მგონი ნამეტანია. შეგიძლიათ სინჯები აიღოთ წყლიდან და დაადგინოთ რამდენად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის ესეთ წყალში ცურვა.
თამარ, CSRDG   11:46:07 2017-04-20  უპასუხე   
არა ირაკლი, ბასეინიდან ჩვენ წყალს არავინ აგვაღებინებს. ამაზე ჯანდაცვის სამინისტროს მიმართეთ

Nina   19:26:24 2017-04-15  უპასუხე   
გამარჯობა,სუპერმარკეტ ფრესკოში შევიძინე ხორცი მოვითხოვე გატარება და გასარეცხს მიტარებდნენ.პრეტენზია რომ გამოვთქვი მითხრეს რომ არა აქვთ ისეთი პირობები რომ ხორცი გატარებამდე გარეცხონ.ეს არის თუ არა დარღვევა სანიტარული ნორმების.იქნებ შეამოწმონ ეს მარკეტები.
თამარ, CSRDG   11:22:13 2017-04-18  უპასუხე   
ნინა იქნებ სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიმართოთ, სამწუხაროდ სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დარღვევაზე ჩვენ რეაგირება არ შეგიძლია

გიორგი   13:36:36 2016-12-29  უპასუხე   
გამარჯობა, ხშირად ვყიდულობ ჰიმალაის ვარდისფერ მარილს,რადგნაც ვიცი რომ ძალიან სასარგებლოა,+არის იოდიზირებულიც, ვყიდულობ გუდვილში,შემოწმებული ხომ არ გაქვთ,?თუ არა იქნებ შეამოწმოთ,იმიტომ რომ აქტიურად უკეთდება რეკლამა როგორც ძალიან სასარგებლო პროდუქტს.

kristina   16:01:01 2016-12-28  უპასუხე   
გამარჯობათ.
გთხოვთ შეამოწმოთ ჭიქები ხამელეონები, რამდენად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის.
თამარ, CSRDG   12:48:19 2016-12-29  უპასუხე   
ქრისტინა სამწუხაროდ საქართველოში არცერთი ლაბორატორია არ აკეთებს მსგავს ანალიზს, ამიტომ გვიწევს საზღვარგარეთ გაგზავნა პროდუქციის. ჩავინიშნავთ ტქვენს ტხოვნას და ვეცდებით მოვიძიოთ ლაბორატორია საზრვარგარეთ

ირინე   12:39:20 2016-11-09  უპასუხე   
მოგესალმებით, ბანკებთან დაკავშირებული პრობლემები, ზოგადად, ახალი არ არის, ამის გამო მე პირადად უკვე გავაუქმე ყველა ანგარიში და ბარათი თიბისი ბანკში და პროკრედიტში. სამწუხაროდ, 21 საუკუნეში, მათ გარეშე წარმოუდგენელი გახდა ცხოვრება, ისე, როგორც მათთან ურთიერთობა პრობლემების გარეშე. ახლა თქვენ მოგმართავთ, იმედით, რომ დამეხმარებით იურიდიული თვალსაზრისით, სანამ სასამართლოს მივმართავ. საქმე შემდეგშია: ორი კვირის წინ ჩემს საბარათე ანგარიშზე ჩემმა დამ ქუთაისში შემიტანა 50 აშშ. დოლარი, რომელიც უნდა გამომეტანა აქ, თბილისში (მე აქ ვცხოვრობ). ორი კვირაა დავდივარ ფილიალიდან ფილიალში დაუშედეგოდ ვცდილობ ამ თანხის გამოტანას ბანკომატიდან, მაგრამ ყველგან მხოლოდ 100 დოლარიანი კუპიურები უდევთ. ვიცი, რომ შესაძლებელია ოპერატორიდან გამოტანა, მაგრამ პრინციპულად არ ვაპირებ ასე მოქცევას, ვინაიდან ამ მომსახურებაში მიაქვთ ბევრად მეტი პროცენტი, ვიდრე ბანკომატიდან...გუშინ საჩივრის დაწერასაც ვაპირებდი საქ.ბანკის საბურთალოს ქუჩის დასაწყისზე მდებარე ფილიალში, თუმცა იქაურმა მენეჯერმა, ვინმე ოქსანამ მომცა მისამართი ვაჟას 41 -ში მდებარე ფილიალის, სადაც, მისი თქმით, არის 50$-ანი კუპიურები. მიხვდებით, რითაც დამთავრდა ეს ყველაფერი. ცხადია,იქაც მხოლოდ 100$ კუპიურები ჰქონდათ მხოლოდ. ზუსტად ვიცი, რომ ეს არის ჩემი, როგორც კლიენტის უფლებების უხეში დარღვევა: 1. არ მაძლევენ საკუთარი ფულის ჩემს ნებაზე გამოტანის და განკარგვის შესაძლებლობას; 2. მაიძულებენ ზედმეტი გადავიხადო იმ მომსახურებაში, რომლის მიღებაც კატეგორიულად არ მსურს, 3. მათი უპასუხისმგებლო ქმედებების შედეგად ვკარგავ ჩემითვის ძალიან ძვირფას დროს და კიდევ უფრო ძვირფას ნერვებს.... დიდი იმედით დაველოდები თქვენი იურისტების კვალიფიციურ პასუხს...ნებისმიერ შემთხვევაში, ვაპირებ მივმართო სასამართლოს. დიდი მადლობა წინასწარ. ირინე

maka   20:46:58 2016-10-26  უპასუხე   
მაგაზიაში GB მარტინი შევიძინე ფეხსაცმელი 261 ლარად, 6 ოქტომბერს, რომელიც მეცვა რამოდენიმეჯერ, დაიხა, მივიტანე 25 ოქტომბერს და მიპასუხეს, ვერაფერს ზომას ვერ მიიგებენ და უარი მიტხრეს გაცვლაზეც და ტანხის დაბრუნებაზეც, აი ასეტი მაგაზიების მფლობელები არიან საქარტველოსჰი, კიდიან უხარისხოს და მაგალი ფასიტ, არანაირი პასუხისმგებლობიტ

goga   16:29:43 2016-10-09  უპასუხე   
200 200 ფირმის ტაქსმა გაგვაწამა გუშინ ესეთი რამ მარტო საქართველოში თუ მოხდება ჯერ დაგვირეკეს რო მოვიდა მანქანა რო გავედიტ არც მანქანა მოსულა და აღარც ოპერატრმა გვიპასუხა მერე სხვა ოპერატორტან დავრეკეტ და იმანაც გაგვითიშა ტელეფონი ტაქსის ფირმა კი არა სუფტა კანტორაა და ისე გირჩევტ ტავი შეიკავოთ მაგ ფირმის მომსახურებისგან

Aleksey Movchan   17:58:31 2016-09-22  უპასუხე   


Здравствуйте.
Прошу прощения за русский язык, грузинского к сожалению пока изучить не успел. По началу я не был уверен, что стоит писать, но решил все таки поделиться тем, с чем столкнулся сегодня, 22.09.16, в магазине Goodwill (Батуми, Чавчавадзе, 3). Простоял в очереди 30 минут и, имея в кармане 15 лари, попытался купить 2 банки "Икра трески" на кассе. Продавец "пробила" товар и я заметил, что икра стоит дороже, чем написано на ценнике на самой банке (!). Меня это немного удивило и шокировало, т.к. больше денег с собой не было. Я попросил позвать администратора, чтобы описать ему ситуацию, а вместо этого пришла другой кассир, забрала банки и сказала, что если я не хочу покупать, то могу уходить.
Для меня это абсолютно неприемлемая ситуация, которая происходит впервые в жизни. Если бы меня так пытались обмануть в Украине, то я бы мог пожаловаться в государственное общество защиты прав потребителей, а в Грузии я не знаю ни языка, ни адреса, куда я мог бы написать по поводу случившегося. У меня имеется фотография продукта с ценником и его код, а так же я оставил отзыв в книге отзывов, но не думаю, что это что-то изменит.
В любом случае, надеюсь что кто-то прочтет мой отзыв и сделает выводы или будет тщательней проверять свои чеки. Спасибо. Мой телефон 593-63-04-17, если кому-то нужно будет подтвердить правдивость этой истории.
თამარ, CSRDG   10:05:18 2016-09-23  უპასუხე   
здраствуите Алексей, к сожалению в Грузии пока нету такого Гос органа каторый зашишает права потребителей и вы поступили правильно когда решили позвать администратора, потамучто ваш случай нарушение и исправить его должен магазин. Вам должны били продать по цене написанной на продукте, или вернуть вам деньги но культурно и с обяснениями и извинениями.

nona   01:08:26 2016-07-03  უპასუხე   
მოგესალმებით, პალიტრა L-მა მიმდინარე ევროპის ჩემპიონატისათვის გამოსცა ე.წ. სტიკერების ალბომი, წარწერა, რომელიც ამ ჟურნალის ბოლოშია მითითებული გთავაზობთ სურათზე... უკვე ორი თვეა ვყიდულობთ სტიკერებს, სადაც ძირითადად ერთნაირები ამოდის და როგორღაც მივაღწიეთ სწორედ იმას, რომ გვაკლია 18 სტიკერი. პალიტრა L-მა კი უარი გვითხრა, ვებ-გვერდიდან სტიკერების შესყიდვაზე. არის თუ არა ეს მომხმარებლის მოტყუება? უამრავი პატარა ბავშვი მოუთმენლად ელოდებოდა, რომ უფროსები შეასრულებდნენ იმას, რასაც დაჰპირდნენ.


თამარ, CSRDG   13:52:27 2016-07-04  უპასუხე   
ნონა ამ შემთხვევაზე უკვე მოგვწერა მომხმარებელმა და ჩვენმა იურისტმა ასეთი პასუხი გასცა:არასათანადო (შეცდომაში შემყვანი) რეკლამის განთავსება (გავრცელება) საქართველოს ადმინისტრაციულ სამარტალდარღვევათა კოდექსის 159 პრიმა მუხლით დასჯადი ქმედებაა და იწვევს დამრღვევი ფიზიკური პირის დაჯარიმებას განთავსებული (გავრცელებული) რეკლამის სრული ღირებულების ოთხმაგი ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში - განთავსებული (გავრცელებული) რეკლამის სრული ღირებულების შვიდმაგი ოდენობით. ამასთან, ამავე კოდექსის 239-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად ამ სამართალდარღვევაზე ოქმის შედგენის კომპეტენცია მინიჭებული აქვს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ უფლებამოსილი პირებს. ოქმის საფუძველზე კი სანქციის/დაჯარიმების გადაწყვეტილებას იღებს რაიონული/საქალაქო სასამართლო, კოდექსის 208-ე მუხლის შესაბამისად.

ucha   11:04:26 2016-06-14  უპასუხე   
გამარჯობა, ბავშვებისთვის სისტემატურად ვყიდულობ კარაქს "ვალიო: ფინლანდია", გთხოვთ მიპასუხოთ თუ გაქვთ ეს პროდუქტი შემოწმებული და რამდენად უსაფრთხოა იგი. მაინტერესებს აგრეთვე მისი შემადგენლობა, რამდენი პროცენტია რძის შემცველობა და რამდენი მცენარეული, ერთი სიტყვით ყველაფერი ამ კარაქზე :) დიდი მადლობა წინასწარ.
თამარ, CSRDG   12:13:20 2016-06-14  უპასუხე   
უჩა ვალიოს კარაქი არაერთხელ გვაქვს შემოწმებული როგორც დაფასოებული ასევე ასაწონი და ყოველ ჯერზე ანალიზმა აჩვენა რომ პროდუქტი მთლიანად რძის ცხიმისგან არის დამზადებული

ეთერი   23:29:50 2016-04-08  უპასუხე   
მაინტერესებს ეს დანამატები საიდან ჩნდება, ჩვენი ოჯახი 70 წელია მეფუტკრეობას მისდევს, და არასდროს არ შეუშლია ხელი ფუტკრებისთვის -დაემზადებინათ თაფლი. არც არასდროს მოგვსლია აზრად ,რომ ნამდვილობა დაგვედგინა, ეს ისედაც ცხადია. იქნებ დაეხმაროთ მეფუტკრეებს, სკაში ბოროტად ცხვირის ჩაყოფის მაგიერ, რომ ქართული თაფლი საზღვარგარეთ გავიდეს და ღირსეულად დაფასდეს მეფუტკრის შრომა

მარიამი   10:49:40 2016-04-05  უპასუხე   
მეც ვიყავი ამ პროცედურაზე,გავიკეთე კარგი სახის წმენდა და წამოვედი:)რა არ მელაპარაკეს რომ დავერწმუნებინე,თუმცა მაინც არ ვიყიდე მოვატყუე ბანკში გაშავებული ვართქო და ამის გარდა ბევრი კრედიტი მაქვსთქო და ვერ გადავიხდითქო და დამანებეს თავი(გაფრთხილებული ვიყავი მეგობრისგან რომ არ მეყიდა),ეს ყველამ უნდა წაიკითხოს რომ მახეში არ გაებან,მიბრძანდით კიბატონო ჩაიტარეთ სახის წმენდა,მაგრამ ცდუნება ისეთი დიდია შეიძლება შემოგეყიდოს,ამიტომ ჯობია საერთოდ არ მიხვიდეთ

Qeto Rusadze   12:42:43 2015-12-07  უპასუხე   
გამარჯობათ! გუშინ საღამოს შევიძინე თბილისის ერთ-ერთ მაღაზია ,,დი ოჯჯი" -ში ფეხსაცმელი არც ისე დაბალ ფასად სახლში მიტანის შემდეგ აღმოვაჩინე წუნი, რომელიც სამწუხაროდ იქ არ შემიმჩნევია დღეს დილიდან გაიხსნა თუ არა მაღაზია მივედი, საბედნიეროდ მიცნეს, მიცნეს იმიტომ ვაბობ, რომ აღმოვაჩინე, რომ ქვითარიც არ ჩაუდიათ შენაძენში, როგორც ყველა დანარჩენ მაღაზიაში ხდება. თავი გადააქნიეს კი მაგრამ ხომ ჩაიზომეთ, როგორ ვერ შეამჩნიეთო? კონსულტანტიც მოიყვანეს, ვინც გუშინ მომემსახური, ასეთი გაყიდეო? მან შეიცხადა არაფერი არ ჭირდა მგონიო. დათვალიერების შემდეგ ისიც განაცხადეს დანით გაჭრილს გავსო, შეიძლება ქარხნული წუნიაო, მაგრამ ეხლა პასუხისმგებელი პირი არ არისო, დღეს ისვენებს და ვერც ვუკავშირდებითო, ტელეფონს არ პასუხობსო, ჩვენ კი ამას ვერ გადავწყვიტავთო. ჩაიწერეს ჩემი ნომერი და მითხრეს რომ დღეს ან ხვალ დამიკავშირდებიან და გადაწყვეტილებას შემატყობინებენ. ისე მესაუბრებოდნენ რომ მივხვდი საქმე ჩემ სასარგებლოდ არ გადაწყდება. იქნებ მირჩიოთ რა უფლებები მაქვს ან რა მოვიმოქმედო თუ უარი მივიღე მათგან ნივთის უკან დაბრუნების შემთხვევაში. მადლობა

keti   22:03:21 2015-10-01  უპასუხე   
Gamarjobat. Chem paliashvilis 90gaxsnes samrecxao chem korpushi romelic gverde mdebareobs mteli dxe xamis ganmalobashi sashineli pxvnilis suni modis. Mteli dxe korpusi guxunebs es samrecxao rom icyeba mushaobs. Mainteresebs sheizleba korpushi amxela samrecxaos gaxsna. Aivanze ver gaxval panjaras ver gaaxeb sashineli suni shemodis.
თამარ, CSRDG   15:23:40 2015-10-05  უპასუხე   
ქეთი მიმართეთ თბილისის მერიას

Tamuna Keller   10:02:59 2015-09-21  უპასუხე   
რამდენიმე კვირის წინ კოლმეურნოების მოედანზე მდებარე კარფურში შევიძინე მზა ქათმის სალათა და შიგნით აღმოვაჩინე თმა. მივწერე კარფურის ადმინისტრაციას ფეისბუკის გვერდზე რათა მიეხედათ სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობისათვის. რამდენიმე დღის წინ კი შევიძინე მდნარი ყველი პრეზიდენტი რომელსაც ეტიკეტზე მითითებული ვადა არ ქონდა ამოწურული, მაგრამ შიგნით იყო გაფუჭებული. ძალიან გთხოვთ იქნებ მიხედოთ ამ საკმაოდ დიდ ქსელს, რომელიც ამ ბოლო დროს აშკარად აღარ იცავს მომხმარებლის ინტერესებს და სთავაზობს მას უხარისხო, და მაპატიეთ არაჰიგიენურ პირობებში მომზადებულ პრდუქციას. დიდი მადლობა. სალათის ფოტოები რათქმაუნდა არ მაქვს, გაწვდით გაფუჭებული ყველის ფოტოებს.



rusa   20:29:32 2015-03-10  უპასუხე   
ძალიან გთხოვთ, იქნებ შეამოწმოთ თბილისში ჩიქოვანის 24 ა ში მდებარე "რეიხების საცხობში" იგივე "მზარეულოში" გამომცხვარი თეთრი უსაფუარო პური. მაინტერესებს არის თუ არა ის ნამდვილად საფუარის გარეშე დამზადებული და რამდენად ნორმაშია მისი მიკრობიოლოგიური მაჩვენებლები.
უღრმესი მადლობა წინასწარ.
თამარ, CSRDG   12:25:01 2015-03-11  უპასუხე   
რუსა საფუარი არის თუ არა პურში გამოყენებული ამას ლაბორატორიები ვერ იგებენ

თამუნა   13:39:11 2015-02-09  უპასუხე   
გუშინ, 8 თებერვალს თბილისი მოლში, კარფურში ვიყიდე ფინიკი, სახლში მისვლისას შევჭამე ერთი ცალი და მეორე როცა გავხლიჩე შიგნით აღმოჩნდა 6-7 მკვდარი პატარა მწერი მოშავო-მოყავისფრო.იქნებ რამე მოიმოქმედოთ!
თამარ, CSRDG   12:18:19 2015-02-10  უპასუხე   
თამუნა ფინიკი ასაწონი იყიდეთ თუ დაფასოებული? ზუსტად აგვიღწერეთ პროდუქტი რომ იგივე ვიყიდოთ ჩვენც და შევამოწმოთ
თამუნა   18:25:07 2015-02-24  უპასუხე   
ასაწონი ფინიკი, რაღაც დიდ მგონი ყავისფერ კონტეინერში იყო

ბორის   13:24:22 2015-02-01  უპასუხე   
213 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით, მე და ჩემი ოჯახის წევრები, დაზღვეული ვიყავით კერძო სადაზღვევო კომპანიაში, როგორც სამხედრო მოსამსახურის ოჯახი. 2014 წლის ივნისიდან დათხოვნილი ვარ შეიარაღებული ძალებიდან, ზღვრეული ასაკის შესრულების გამო.
გთხოვთ განმიმარტოთ დაზღვევის რა პაკეტით შეგვიძლია ვისარგებლოთ მე და ჩემი ოჯახის წევრებმა და რას მოიცავს ეს პაკეტი.

თამარ, CSRDG   11:01:54 2015-02-03  უპასუხე   
ბორის საყოველთაო ჯანდაცვის საკითხებზე უნდა მიმართოთ ჯანდაცვის სამინისტროს ნომერზე 1505

გია   14:42:19 2014-12-26  უპასუხე   
ელიტელექტრონიქსი საგარანტიო მოსახურების დროს ვიზიტის და დიგნოსტიკის საფასურს (15 ლარს)ითხოვს
რამდენად კანონიერია მისი მოთხოვნა.
ხეშეკრულებაში ამის შესახებ აღნისნული არ არის.

გრიშა   21:00:45 2014-12-18  უპასუხე   
შემადგენლობა: ნატურალური რძე, შაქარი (43.5%), რძის შაქარი. მეტი არაფერი.
თამარ, CSRDG   12:07:48 2014-12-19  უპასუხე   
კარგით გრიშა შევამოწმებთ

გრიშა   13:27:32 2014-12-17  უპასუხე   
ქ. თბილისი - მეველეს ქ. 20 "ჯიბე" ვიყიდე OMKA ფირმის ნატურალური შესქელებული რძე 970გ. ფერით ცოტა მუქია და გემოთიც განსხვავდება. თუ შეგიძლიათ შეამოწმოთ ნამდვილად არის რძის პროდუქტი თუ მცენარეული ცხიმის შემცვლელია.
თამარ, CSRDG   20:11:50 2014-12-18  უპასუხე   
გრიშა იქნებ წაიკითხოთ პროდუტის ეტიკეტზე შემდგენლობაში უნდა ეწეროს რის ცხიმს შეიცავს. თუ არ აწერია მოგვწერეთ და ჩვენ შევიძენთ და შევამოწმებთ
გრიშა   21:02:53 2014-12-18  უპასუხე   
შემადგენლობა: ნატურალური რძე, შაქარი (43.5%), რძის შაქარი. მეტი არაფერი.
თამარ, CSRDG   17:24:16 2015-01-30  უპასუხე   
ბ-ნ გრიშა უკაცრავად დაგვიანებული პასუხისათვის. შევამოწმეთ ომკას სგუშონი და ნამდვილად რძის პროდუქტი აღმოჩნდა. ეტიკეტი არ იტყუება

nana52   20:14:39 2014-11-21  უპასუხე   
მაღაზია 2 ნაბიჯში ნურაფერს ნუ შეიძენთ! ბაზარზე ჯობია იყიდოთ ვიდრე მანდ. ბახტრიონის 26 ვირთხები მოასუქეს იმდენს აჭმევენ ძეხვს სოსის და ასე შემდეგ. ამ ვირთხის ნარბენ პროდუქტს ყიდულობს ხალხი. ვადაგასულ პროდუქტებს ვადას უსწორებენ და შემდეგ ჰყიდიან :)


დიანა   19:05:34 2016-12-02  უპასუხე   
მეც გუშინ ვიყიდე თევზი,ძველი იყო

ლიკა   12:01:38 2014-11-05  უპასუხე   
ჩემი დისშვილი სტუდენტია მინდა გავუკეთო სისხლისა და შარდის ანალიზები რომელ კლინაკას მივმართო

Tatuli   16:12:52 2014-09-29  უპასუხე   
http://foodbabe.com/2014/09/02/drink-starbucks-wake-up-and-smell-the-chemicals/#more-17871
საინტერესოა ჩვენს ყავახანებში რა ხდება, ლუკა პოლარე, ლავაცა, სტარბაქსი. იქნებ ჩატაროთ მსგავსი გამოძიება. წინასწარ მადლობა. თათული.

dimitri   12:24:46 2014-07-29  უპასუხე   
გამარჯობა. პირველ რიგში მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ასეთ კარგ სამსახურს უწევთ ხალხს.

გთხოვთ თუ შესაძლებელია შეამოწმოთ მადლიანი+-ის წარმოებული პურის რამოდენიმე სახეობა. ახლახანს ვიყიდე მათი ე.წ. უსაფუარო პური, მაგრამ როგორც ჩანს ამ პურში უმეტესი ნაწილი საფუარია. ჩემის აზრით აშკარად არ შეესაბამება მათი პურის ეტიკეტზე მითთითებული ინფორმაცია სიმართლეს. გმადლობთ.

აი მათი მონაცემები რისი მოძიაებაც შევძელი:
მადლიანი+

მისამართი: თბილისი, Khizanishvili St
ელ-ფოსტა: nkukhaleishvili@mail.ru
ტელ: 2 58 66 55

აღწერა

ქართული პურის ნაირსახეობა , ყოველგვარი ქიმიკატების და მინარევების გარეშე, ეკოლოგიურად სუფთა ,უგემრიელესი; ‘მართლა პური,მადლიანი,კოლხური,რაჭული,ქვაზე გამომცხვარი პური და რუხი პური“ -მოიკითხეთ მარკეტებში და დააგემოვნეთ! პური მადლიანი,მართლაც მადლიანია.



მამუკა   11:47:07 2016-06-03  უპასუხე   
აქცევს ვინმე ყურადღებას რეკლამების სლოგანთა უზნეო სტილისტიკას - "ჩვენ ვმუშაობთ თქვენთვის", "საქართველოს სამსახურში" და ამგვარი ფსევდო კეთილშობილურ მარკეტინგულ ხრიკებს - ჩაიხედეთ ამ კომერსანტთა წესდებებში (კანონმდებლობაზე რომ არაფერი ვთქვათ) - მთავარი მიზანია მოგების მიღება - ეს ირიბი ინტერპრეტაციები მომხმარებლის შეცდომაში შეყვანასაც უწყობს ხელს.
თამარ, CSRDG   14:43:07 2014-07-29  უპასუხე   
დიმიტრი სამწუხაროდ საფუარის შემცველობას ვერ გვიდგენენ ლაბორატორიები და ამიტომ ვერ ვამოწმებთ
dimitri   11:28:12 2014-07-30  უპასუხე   
გასაგებია. პურის შემოწმებისას რას ამოწმებთ ხოლმე? იქნეგ ეგ პარამეტრები მაინც შეამოწმოთ?
თამარ, CSRDG   10:16:39 2014-07-31  უპასუხე   
დიმიტრი ვამოწმებთ იმ პარამეტრს რასაც მომხარებლის საჩივარი ითხოვს. ჩვენი ინიციატივით პროდუქტს არ ვამოწებთ


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge