ბოლო ცვლილებები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
პროდუქტი „იმერული“
სუნელების შემოწმება
სასმელი წყალი დიდუბიდან
კარფურში შეძენილი ტკბილეული
მომხმარებლის აზრი: სხვა საქონელი
მომხმარებლის აზრი: სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურება
მომხმარებლის აზრი: საზოგადოებრივი ტრანსპორტი
მომხმარებლის აზრი: დენი, გაზი, წყალი, დასუფთავება
მომხმარებლის დამცველი ორგანიზაციები ევროკავშირში

სულ ნიუსები: 21

აქ მოხსენიებული სასურსათო პროდუქტების მწარმოებლებს და მაღაზიების მეპატრონეებს ვთხოვთ გაეცნონ ამ ინფორმაციას.

სურსათის ცხელ ხაზზე” შემოსული საჩივრის პასუხად 2011 წლის 16 სექტემბერს განხორციელდა კვერცხის შესყიდვა მომხმარებლის მიერ მითითებულ მაღაზიებში: სუპერმარკეტ ”უნიკორში” (ვაჟა-ფშაველას გამზ. 28) შევიძინეთ კვერცხი დასახელებით ”სავანეთი” და ”დილა”; ხოლო სუპერმარკეტ ”გრანდში” (ვაჟა-ფშაველას გამზ. 34)_ კვერცხი დასახელებით ”საგარეჯო” და ”სავანეთი”:

ყველა შეძენილ პროდუქტს ჰქონდა არასრულყოფილი წარწერა ეტიკეტზე/შეფუთვაზე. მთავარი ნაკლოვანება: არ იყო მითითებული პროდუქტის გამოშვების თარიღი. ”ვარგისიანობის ვადა 30 დღე” მითითებული იყო ყველა ეტიკეტზე, თუმცა როდის იწყება ან როდის მთავრდება ეს 30 დღე, არსად მითითებული არ იყო. კვერცხ ”სავანეთის” შეფუთვაზე საერთოდ არ იყო მითითებული მეწარმე, თუმცა დატანილი იყო ჩვენთვის უცნობი წარმომავლობის ”ხარისხის ნიშანი” და წარწერა ” I კატეგორია”.

საქართველოს კანონმდებლობით სურსათის დისტრიბუტორი (ანუ მაღაზია) ვალდებულია უზრუნველყოს, რომ მის სავაჭრო ტერიტორიაზე განთავსებული ნაწარმი ეტიკეტირებული იყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად .

ინფორმაცია აღმოჩენილი დარღვევების შესახებ გადაეგზავნათ შესყიდული კვერცხის მწარმოებლებს "დილის პროდუქტები” და ”საგარეჯო”(გარდა ”სავანეთისა”, რომლის მწარმოებლის დასახელება ეტიკეტზე მითითებული არ არის) და იმ მაღაზიებს, სადაც შევისყიდეთ კვერცხი ”გრანდი” და ”უნიკორი”.

_

20 სექტემბერს შემოვიდა ზარი სუპერმარკეტ ”გრანდიდან”, სადაც მეწარმემ გვაცნობა, რომ მან ჩვენი შეტყობინების მიღებისთანავე გაყიდვიდან ამოიღო შეფუთული კვერცხი, რომელსაც გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი არ აწერია და მომავალში მხოლოდ ისეთ შეფუთულ კვერცხს მიიღებს გასაყიდად, რომელზეც გამოშვების ან ვარგისიანობის თარიღი იქნება მითითებული (2012 წლის 25 იანვარს ჩვენ გადავამოწმეთ მაღაზია გრანდში გაყიდვაში არსებული კვერცხები და ყველა მათგანზე გამოშვების თარიღი მითითებული იყო).

ამ გვერდზე მომხმარებელთა დამატებითი კომენტარების საფუძველზე 2011 წლის 20 სექტემბერს შევისყიდეთ ზემოთ მოხსენიებული კვერცხები ”ნიკორას” და ”იოლის” მაღაზიათა ქსელებში. კერძოდ, ”ნიკორას” ერთ-ერთ მაღაზიაში (საბურთალოს ქ. 32) შევიძინეთ კვერცხი დასახელებით ”დილა” და ”სავანეთი”, ხოლო იოლის ქსელის ერთ-ერთ მაღაზიაში (ბახტრიონის ქ. 8) შევიძინეთ კვერცხი ”სავანეთი”-ს ორ სხვადასხვა ტიპის შეფუთვაში და აგრეთვე კვერცხი დასახელებით ”საგარეჯო”.

”ნიკორას” მაღაზიაში შეძენილ კვერცხ ”დილას” ეწერა გამოშვების თარიღი, ისევე როგორც ”იოლში” შეძენილ კვერცხ ”საგარეჯოს”:

”ნიკორაში” შეძენილი ”დილის” კვერცხის ეტიკეტი

”იოლში” შეძენილი ”საგარეჯოს” კვერცხის ეტიკეტი

რაც შეეხება კვერცხ ”სავანეთს”, ”ნიკორაში” შეძენილს ეწერა თარიღი 09.10.2011, რომელიც სავარაუდოდ არა გამოშვების, არამედ ვარგისობის თარიღი იყო, ხოლო ”იოლში” შეძენილ ორივე ტიპის ”სავანეთზე” რაიმე თარიღი მითითებული საერთოდ არ იყო. გარდა ამისა, ისევე როგორც სხვა შესწავლილ მაღაზიებში, არც ამ მაღაზიებში ეწერა  კვერცხ ”სავანეთს” მწარმოებლის დასახელება:

”ნიკორაში” ნაყიდი ”სავანეთი”

”იოლში” ნაყიდი ”სავანეთი”

”იოლში” ნაყიდი ”სავანეთი”

იმისთვის, რომ მომხმარებელს გამოშვების და ვარგისობის თარიღები ერთმანეთში არ აერიოს, საქართველოს კანონმდებლობა ითხოვს, რომ ვარგისობის თარიღის მითითებისას გაკეთდეს წარწერა: ”ვარგისია ...მდე”. გარდა ამისა, ყველა შემთხვევაში აუცილებელია სურსათის ეტიკეტზე გამოშვების  თარიღის მითითება და სურსათის მწარმოებლის მითითება.

ამდენად, შესყიდვის შედეგად დავასკვენით, რომ ”სავანეთის” კვერცხი არც ”ნიკორას” და ”იოლის” მაღაზიებში იყო ეტიკეტირებული სწორად. შესაბამისი შეტყობინებები გაეგზავნათ ”ნიკორას” და ”იოლის” შემოწმებულ მაღაზიებს.

ყველა ამ დარღვევაზე ინფორმაცია გადავუგზავნეთ სურსათის ეროვნულ სააგენტოს შემდგომი რეაგირებისათვის. სააგენტოდან მივიღეთ პასუხი.

---

2012 წლის 31 იანვარს ჩვენ ხელახლა შევისყიდეთ შეფუთული კვერცხი სუპერმარკეტ ”უნიკორში” - იმის შესამოწმებლად, აღმოიფხვრა თუ არა ჩვენს მიერ 2011 წლის  16 სექტემბერს აღმოჩენილი დარღვევები. აღმოჩნდა, რომ სუპერმარკეტში ერთადერთი დასახელების დაფასოებული კვერცხი იყიდებოდა _ ”სავანეთი”, რომელსაც ამჯერად მითითებული ჰქონდა ეტიკეტზე როგორც გამოშვების თარიღი, ასევე კვერცხის მწარმოებელი:

 

_______________________

ამ საკითხზე ფეისბუქის გვერდზე ახალი საჩივარი დაგვიწერეს

ვინაიდან სანზონაში კონკრეტული მაღაზია არ იყო მითითებული, მაღაზია გუდვილში წავედით საჩივრის შესამოწმებლად. საბურთალოზე გუდვილის სუპერმარკეტში დახლზე ვერ აღმოვაჩინეთ ვერცერთი კვერცხი, რომელსაც არ ჰქონდა ვადა მითითებული.

როგორც ხედავთ, კვერცხის ყველა შეფუთვაზე გამოშვების თარიღი მითითებულია. იმედია, სხვა მაღაზიებიც მიბაძავენ ამ მაგალითს და არ დაუშვებენ სარეალიზაციოდ ისეთ კვერცხს, რომელზეც გამოშვების ვადა მითითებული არ არის




print version
15:04:41 2012-06-19

კომენტარის დამატება

დავითი   23:49:37 2012-07-16  უპასუხე   
ვკითხულობ ამ კომენტარებს და მეცინება,თარიღი მითითებულიაო რომ წერთ,ამ თარიღს მაშინ აწერენ როდესაც ქსელში უშვებენ,სინამდვილეში შეიძლება ერთი თვის დადებული იყოს,უბრალოდ უნდა იცოდე გარჩევა ძველის და ახლის,ახლა ვრწუნდები რომ აუცილებელია ამ საიტის არსებობა და კიდევ ისეთი საიტის შექმნა რომელიც ასწავლის ხალხს კარგი და ცუდის გარჩევას.

xatuna   16:12:38 2012-01-13  უპასუხე   
ხშირ შემთხვევაში კვერცხი არის დაბზარული,რის გამოც მისი მოხარშვა შეუძლებელია.წეშით ასეთი კვერცხი არის წუნი,,ბრაკი,,.

salome   11:10:43 2011-11-05  უპასუხე   
9 თვის ორსული კვერცხით მოვიწამლე შედეგი ლამის სავალალო გამიხდა,არ მინდა ამ ქვეყანაში ცხოვრება,მთელი ცხრა თვე ვარ სტრესში რა საკვები მივიგო ქართულ ბაზარზე არ არსებობს პროდუქტი რომელიც შეილება შიშის გარეშე მიიღო,ვინმემ ხომ უნდა აგოს პასუხი დავიღალე
ლია, CSRDG   11:21:35 2011-11-05  უპასუხე   
სალომე, თუ შეიძლება დააკონკრეტეთ, სად შეიძინეთ კვერცხი, რომლითაც მოიწამლეთ და როდის? ხომ არ შეგიძლიათ აღწეროთ, როგორი კვერცხი იყო, რა ფირმის? რამე წარწერა ჰქონდა?

Anna   14:14:06 2011-09-23  უპასუხე   
მე ყოველთვის სავანეთს ვყიდულობ და არასდროს ყოფილა გაფუჭებული.
თამარ, CSRDG   16:06:50 2011-09-23  უპასუხე   
ანა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩვენ არ შეგვიმოწმებია კვერცხის ვარგისიანობა. ამაზე არ ყოფილა საჩივარი შემოსული. ჩვენ მაღაზიებში შევიძინეთ სხვადასხვა ფირმის(რომელზეც მომხმარებელმა მიგვითითა), მათ შორის სავანეთის კვერცხი, რომელზეც გამოშვების ვადა არ იყო მითითებული. ეს ფაქტი არ გულისხმობს კვერცხის გაფუჭებას ან არ გაფუჭებას. უბრალოდ საქართველოს კანონმდებლობა ითხოვს, რომ პროდუქტზე აუცილებლად იყოს მითითებული გამოშვების ვადა.

gela   14:57:45 2011-09-20  უპასუხე   
ძალიან კარგი, რომ ეს დარღვევა აღმოაჩინეთ. უკეთესი ხომ არ იქნებოდა თვითონ კვერცხიც შეგემოწმებინათ? იქნებ მართლა გაფუჭებულია და ხალხი იწამლება
ლია, CSRDG   15:34:00 2011-09-20  უპასუხე   
გელა, სურსათი ბაზარზე ძალიან ბევრია. რამენაირად ხომ უნდა ავირჩიოთ, რომელი გავზომოთ და რა პარამეტრზე? ამიტომ ჩვენი მუშაობის პრინციპი ასეთია: ირჩევს მომხმარებელი. ანუ მომხმარებელმა უნდა დაგვისახელოს კონკრეტული მაღაზია, კონკრეტული პროდუქტი და კონკრეტული პრეტენზია - რა არ მოსწონს და რატომ მიაჩნია, რომ გაზომვა საჭიროა. ამის შემდეგ ჩვენ შევიწყიდით ამ პროდუქტს და გავზომავთ.

ასეთ დაკონკრეტებულ ინფორმაციას თუ მოგვაწვდი კვერცხზე, აუცილებლად გავზომავთ.

sandro   22:49:01 2011-09-19  უპასუხე   
არ ვიცი, მე მაგალითად იგივე სავანეთს იოლის მაღაზიაში ვყიდულობ ხოლმე და ვადა ყოველთვის აწერია
ლია, CSRDG   07:40:05 2011-09-20  უპასუხე   
მადლობთ, გადავამოწმებთ
nino   10:49:41 2011-09-20  უპასუხე   
მეც ნიკორაში ვყიდულობ იგივე ფირმების კვერცხს და ვადა ნამდვილად აწერია. რა საინტერესო ფაქტია, იოლში, ნიკორაში ვადა ყველა კვერცხის შეფუთვას აწერია და სხვა არაქსელურ მაღაზიებში იმავე ფირმის კვერცხს ვადის წარწერის გარეშე ყიდიან. ვინ გვატყუებს საინტერესოა?? :)
ლია, CSRDG   1  11:22:17 2011-09-20  უპასუხე   
მადლობთ, გადავამოწმებთ ამ ინფორმაციასაც


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge