ბოლო ცვლილებები

ავტომატური კომპენსაცია მომხმარებლებს
საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
პროდუქტი „იმერული“
სუნელების შემოწმება
სასმელი წყალი დიდუბიდან
კარფურში შეძენილი ტკბილეული
მომხმარებლის აზრი: სხვა საქონელი
მომხმარებლის აზრი: სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურება
მომხმარებლის აზრი: საზოგადოებრივი ტრანსპორტი
მომხმარებლის აზრი: დენი, გაზი, წყალი, დასუფთავება

სულ ნიუსები: 21
თევზის სასარგებლო თვისებები
თევზეული, ჯანსაღი კვება, რჩევები,

თევზი განსაკუთრებით მაღალი კვებითი ღირებულების სასურსათო პროდუქტია, რომელიც ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ვიტამინების, მინერალური ნივთიერებებისა და წყლის განსაკუთრებით დაბალანსებული შემცველობით ხასიათდება (ჩანართი: ცილების შემცველობა დაახლოებით 16-20%, ცხიმის საშუალო შემცველობაა 2-10%, წყალი 48-85%) და თან თევზის ხორცში შემავალი ცილები ადამიანის ორგანიზმისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელია. შესაბამისად მაღალია თევზის ცილების ათვისება ადამიანის ორგანიზმის მიერ.

აგრეთვე მაღალი ბიოლოგიური ღირებულებისაა თვეზის ქონიც. იგი წარმოადგენს A, D და K ვიტამინების, აგრეთვე ადამიანისთვის მნიშვნელოვანი ცხიმოვანი მჟავების უმნიშვნელოვანეს წყაროს, ქოლესტერინის შემცველობა კი მასში შედარებით დაბალია. ამიტომ თევზის ქონი შეუცვლელია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისათვის. კვირაში სამჯერ "თევზის" სადილი ან მხოლოდ 30გ თევზი დღეში 50%-ით ამცირებს ინფაქტის წარმოქმნის რისკს, ხოლო თევზის კვირაში ერთხელ მიღება მნიშვნელოვნად ამცირებს ალცჰეიმერის დაავადების წარმოქმნის შესაძლებლობას.

გარდა ზემოდ აღნიშნულისა, თევზის ხორცი მდიდარია მინერალური ნივთიერებებით. იგი დიდი დიდი რაოდენობით შეიცავს კალციუმს, კალიუმს, ფოსფორს, გოგირდს, ქლორს, ნატრიუმს, მაგნიუმს. მასში უხვადაა აგრეთვე მიკროელემენტებიც: იოდი, კობალტი, მოლიბდენი, მანგანუმი, თუთია, ბრომი, ფტორი და სხვა. აღსანიშნავია, რომ იოდისა და სელენის შემცველობის მიხედვით თევზს არც ერთი საკვები პროდუქტი არ შეედრება. ეს ორი ელემენტი აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური მუშაობისათვის. გარდა ამისა, თევზის მინერალური შემადგენლობა ხელს უწყობს ადამიანის აქტიურ გონებრივ და ფიზიკურ მუშაობას, კარგ გუნება-განწყობასა და სიმხნევეს.

ადამიანისთვის თევზის მოხმარების წლიური ფიზიოლოგიური ნორმა დაახლოებით 17 კილოგრამია.




print version
15:09:01 2011-09-16

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge