momxmarebeli.ge

ბოლო ცვლილებები

ევროკავშირში აღმოჩენილი სახიფათო არასასურსათო პროდუქტები
მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდება
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის აპრილ-ივნისის კონტროლის შედეგები
ხილის წვენები და მსგავსი სასმელები
რას ნიშნავს „გმო“?
მომხმარებლის ძირითადი უფლებები
სურსათთან დაკავშირებული რისკის შეფასება
როგორ შევარჩიოთ სამომხმარებლო პროდუქცია?
ბეჭდური პუბლიკაციები
შაქრის ეტიკეტი

სულ ნიუსები: 21
თუ მაღაზიაში უვარგის სურსათს წააწყდით
რჩევები,

ბაზარზე განთავსებული სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს.გასაყიდად გამოტანილი სურსათი უვნებელი უნდა იყოს.

სურსათის დისტრიბუტორები (მაღაზიები, ბაზრები, რესტორნები, კაფეები და სხვა) ვალდებულნი არიან უზრუნველყონ, რომ მომხმარებლისთვის მიწოდებული სურსათი უვნებელი იყოს . ეს იმას ნიშნავს, რომ უვარგისი სურსათი არათუ არ უნდა მოგყიდონ, არამედ ასეთი სურსათი სუპერმარკეტის თაროზე ან ბაზრის დახლზე საერთოდ არ უნდა მოხვდეს.

თუკი ეს მაინც მოხდა, ანუ თუკი თქვენ მაღაზიაში აღმოაჩინეთ ვადაგასული, გაფუჭებული ან სხვა მხრივ უვარგისი სურსათი, ან ასეთი სურსათი მოგყიდეს, ან მოგიტანეს რესტორანში ან კაფეში:

  • პირველ რიგში გაუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობას: არ მიირთვათ სურსათი, რომლის უვნებლობაშიც ეჭვი გეპარებათ;
  • აცნობეთ უვარგისი სურსათის შესახებ მაღაზიის, რესტორნის პერსონალს. არ არის გამორიცხული, რომ მათ ამის შესახებ უბრალოდ არ იცოდნენ და დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები მდგომარეობის გამოსასწორებლად;
  • თუკი უვარგისი სურსათი ამ მაღაზიაში პირველად არ შეგხვდათ, თქვენი მოქალაქეობრივი ვალია აცნობოთ ამის შესახებ სურსათის ეროვნულ სააგენტოს ცხელ ხაზზე 15 01,რათა მან სასწრაფოდ შეამოწმოს ეს ობიექტი. ამით თქვენ ამ მაღაზიისა, თუ კაფის მომავალ მომხმარებლებს მოწამვლას გადაარჩენთ. არ დაიზაროთ. თუნდაც უბრალოდ აღწერეთ, რა შეგემთხვათ აქ, კომენტარებში. ჩვენ მივიღებთ ზომებს, რომ უვარგისი სურსათი რაც შეიძლება მალე იქნეს ამოღებული გაყიდვიდან.

რაც შეეხება სურსათში გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას, ეს ყოველთვის იოლი არ არის. სურსათი ხომ ძალზე მალფუჭებადი პროდუქტია. თუ იგი თქვენ მაღაზიიდან გაიტანეთ, ზოგჯერ საკმაოდ რთულია დაამტკიცოთ, რომ იგი თქვენს ხელში არ გაფუჭდა. სტანდარტული პროდუქტების შემთხვევაში, ასევე, ხშირად რთულია იმის დამტკიცება, რომ ეს კონკრეტული პროდუქტი თქვენ სწორედ ამ მაღაზიაში შეიძინეთ (გვერდით მაღაზიაში ხშირად ზუსტად ასეთივე შეფუთვის პროდუქტი იყიდება).  თუმცა გონიერი მეწარმე, კლიენტის შენარჩუნების მიზნით, მას უვარგის სურსათში გადახდილ ფულსაც დაუბრუნებს და ბოდიშსაც მოუხდის. თუ იგი ასე არ მოიქცა, უბრალოდ ნუღარ შეხვალთ ამ მაღაზიაში თუ რესტორანში. თქვენს ნაცნობებსაც იგივე ურჩიეთ. 

და, რა თქმა უნდა, ყველაფერი ამის შესახებ დაწერეთ აქ. აღწერეთ რა შეგემთხვათ, სად, როდის. გაუზიარეთ თქვენი გამოცდილება სხვებს. ურჩიეთ, რომელ მაღაზიაში ღირს შესვლა და რომელში - არა. რომელ რესტორანში იყო საღი საჭმელი და რომელში - საეჭვო. რაც ნაკლები ადამიანი მოტყუვდება, მით უფრო ჯანსაღი გახდება კონკურენცია სასურსათო ბაზარზე. ამის შედეგად კი გასაყიდი სურსათის ხარისხიც თანდათან ყველგან გაუმჯობესდება. შეიტანეთ თქვენი წვლილი ამ პროცესში!




print version
10:32:53 2012-06-12

კომენტარის დამატება

inga gurgenidze   12:54:47 2014-04-03  უპასუხე   
ძალიან გთხოვთ მომაწოდოთ ინფორმაცია იოგურტების შესახებ, რომელი იოგურტია სასარგებლო და რომელი შევიძინო ბავშვისთვის.
თამარ, CSRDG   12:40:46 2014-04-04  უპასუხე   
ინგა იოგურტის სარგებლეზე ამ სტატიაში წაიკითხავთ. აქ მოცემული ინფორმაციით შეარჩიეთ ბავშვისათვის ეს პროდუქტი. სხვა ინფორმაცია რომელი იუგურტია სასარგებლო და რომელი არა ჩვენ არ გვაქვს. ერთადერთი იუგურტი რომელიც შევამოწმეთ ბიფიდობაქტერიების არსებობაზე იყო დანონის აქტივია. სტატია ბმულზე ამ ნახეთ

Tamari   13:41:41 2014-03-29  უპასუხე   
ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველიაო. ძველი სანეპიდსადგურის გამოცდილებას არ იზიარებთ? მომწოდებლებ-დამამზადებლების რევიზია უფრო "ეკონომიური" ბრძოლა არ იქნება ვიდრე ქსელის მოწმება?

ინგა   17:17:46 2013-02-28  უპასუხე   
არა ჩემო კარგო,ქალბატონი ლია თოდუა იყო ტელე კომპანია კავკასიის ეთერში,და გადაცემის მსვლელობის დროს გავიდა ტიტრებში ინფორმაცია ზემოთ ხსენებულ ობიექტზე.
ლია, CSRDG   21:40:39 2013-02-28  უპასუხე   
ინგა, მოგეხსენებათ, გადაცემის სტუმარმა არ იცის რა გადის ტიტრებში და ვერ აგებს პასუხს მის შინაარსზე. ჩვენთვის უცნობია, რას ეყრდნობოდა ტიტრებში გასული ეს ინფორმაცია.

inga   23:38:20 2013-02-26  უპასუხე   
გავრცელებული ინფორმაცია, იმის შესახებ ,რომ შპს ‘’ხორცისა და თევზის სამყარო’’
აწარმოებს ხორცის რეალიზაციას შემოწმების გარეშე არ შეესაბამება სინამდვილეს,რადგან მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაციამ ჩაატარა მონიტორინგი და გაირკვა, რომ იქ ყველა სანიტარული ნორმა შემოწმების არის დაცული. ადგილზე ხელშეკრულებით მუშაობს ვეტექიმი, რომელიც ადგილზე აწარმოებს დამატებით პროდუქტის შემოწმებას. აქ შეძენილი პროდუქტი ნამდვილად უსაფრთხოა მომხმარებლისთვის.



თამარ, CSRDG   12:12:31 2013-02-28  უპასუხე   
სად გავრცელდა ინგა ეს ინფორმაცია- ჩვენს საიტზე?

ekaterine   22:57:25 2012-07-15  უპასუხე   
დღეს გადაცემაში ფერმერის საათი პირველ რადიოზე დარეკა მომხმარებელმა და გაგვიზიარა წუხილი, რომ ნუცუბიძეზე არსებულ პურის საცხობში არის ძალიან ცუდი ხარისხის პური, თუ შესაძლებელია გადაამოწმეთ
ლია, CSRDG   12:35:54 2012-07-16  უპასუხე   
გასაგებია. შევამოწმებთ

mariami   22:09:15 2012-05-03  უპასუხე   
ქ.თბილისში,03.05.2012 ხომლელის ქ.#1 ში ნიკორას მაღაზიაში შევიძინე შებოლილი ნეკნი და სახლში მიტანის შემდეგ აღმოვაჩინე რომ ჰქონდა მჟავე სუნი და მოლურჯო ფერი დაკრავდა
თამარ, CSRDG   12:45:27 2012-05-04  უპასუხე   
მარიამ, იქნებ დაგვიკონკრეტოთ ნეკნები შეფუთული იყო თუ ასაწონი? და რა ფასიანი? ზუსტად იგივე პროდუქტი რომ შევიძინოთ
mariami   18:23:37 2012-05-04  უპასუხე   
ორი სხვადასხვა ნაჭერი ვიყიდეთ ორივე 6ლარიანი ასაწონი ნეკნი, თუმცა ერთი გაფუჭებული იყო და მეორე არა
თამარ, CSRDG   13:08:06 2012-05-14  უპასუხე   
მარიამ შევამოწმეთ თქვენს მიერ მითითებული ასაწონი შებოლილი ნეკნი 6 ლარიანი და ანალიზის პასუხების თანახმად ის აკმაყოფილებს მიკრობიოლოგიურ მაჩვენებლებს. აი ლაბორატორიის დასკვნა
თამარ, CSRDG   15:56:40 2012-05-14  უპასუხე   
შემოწმებაზე ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge