ბოლო ცვლილებები

ავტომატური კომპენსაცია მომხმარებლებს
საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
პროდუქტი „იმერული“
სუნელების შემოწმება
სასმელი წყალი დიდუბიდან
კარფურში შეძენილი ტკბილეული
მომხმარებლის აზრი: სხვა საქონელი
მომხმარებლის აზრი: სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურება
მომხმარებლის აზრი: საზოგადოებრივი ტრანსპორტი
მომხმარებლის აზრი: დენი, გაზი, წყალი, დასუფთავება

სულ ნიუსები: 21
როგორი დენი უნდა მოგვეწოდებოდეს?
კანონმდებლობა, განმარტებები,

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ჩვენთვის მოწოდებული ელექტროენერგია შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ ნორმებს და სტანდერტებს. ჩვენს მიერ გაიგზავნა მოთხოვნა ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში ელექტროენერგეტიკის სფეროში დღეს მოქმედი ნორმების და სახელმწიფო სტანდარტების სრული ჩამონათვალის მოთხოვნით. პასუხი არ მოვიდა. გავგზავნეთ მოთხოვნა ხელახლა. როგორც იქნა, პასუხი მოვიდა, სადაც განგვიმარტეს, რომ მომხმარებლისადმი მისაწოდებელი ელექტროენერგიის მახასიათებლების სახელმწიფო სტანდარტების დადგენა სტანდარტიზაციის სააგენტოს კომპეტენციაა და იმათ მიმართეთო. მივმართეთ. სააგენტომ გვიპასუხა, რომ ელექტროენერგიის ხარისხი და მისი გაზომვის საშუალებები არა ეროვნული, არამედ სახელმწიფოთაშორისი სტანდარტით დგინდება და ეს სტანდარტებიც მოგვაწოდა:

  • ელექტროენერგიის ხარისხი - ტერმინები და განმარტებები (გოსტ 23875-88);
  • ელექტროენერგიის ხარისხის ნორმები ზოგადი დანიშნულების ელექტრომომარაგების სისტემებში (გოსტ 13109-97);
  • ელექტროენერგიის მრიცხველები - მაჩვენებლების ნომენკლატურა (გოსტ 4.392-85);
  • მუდმივი დენის მრიცხველები, საერთო ტექნიკური პირობები (გოსტ 10287-83);
  • ცვლადი დენის სტატიკური მრიცხველები (გოსტ  8.584-2004);
  • ცვლადი დენის  აქტიური ენერგიის ვატ-საათის სტატიკური მრიცხველები, სიზუსტის კლასი 0,2S და 0,5S (გოსტ 30206-94);
  • ცვლადი დენის  აქტიური ენერგიის ვატ-საათის სტატიკური მრიცხველები, სიზუსტის კლასი 1 და 2 (გოსტ 30207-94).



print version
14:14:18 2011-09-19

კომენტარის დამატება

LAVRENTI   08:59:52 2015-04-19  უპასუხე   
17 სექტემბერს გაითიშა დენი რამოდენიმე საათით.როცა მოვიდა დააზიანა გათბობის ქვაბი ბოშის პლატა.რისი გაკეთებაც დამიჯდა 70 ლარი.მე როგორც მომხმარებელი დავზარალდი.ვის მოვთხოვო ზარალის ანაზღაურება ამ ქვეყანაში??

Lika   18:25:11 2009-11-30  უპასუხე   
სოფელში ისეთ დენს გვაწვდიან, ნათურა ძლივს ბჟუტავს. რა ნორმებზეა საუბარი


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge