ბოლო ცვლილებები

პროდუქტი „იმერული“
სუნელების შემოწმება
სასმელი წყალი დიდუბიდან
კარფურში შეძენილი ტკბილეული
მომხმარებლის აზრი: სხვა საქონელი
მომხმარებლის აზრი: სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურება
მომხმარებლის აზრი: საზოგადოებრივი ტრანსპორტი
მომხმარებლის აზრი: დენი, გაზი, წყალი, დასუფთავება
მომხმარებლის დამცველი ორგანიზაციები ევროკავშირში
რკინის კარები

სულ ნიუსები: 21
ქართული კანონმდებლობა
კანონმდებლობა,

საქართველოში სამომხმარებლო სფეროს მარეგულირებელი კანონებია:

მომხმარებლებისთვის საჭირო სხვა, კანონმქვემდებარე აქტებია:

სურსათის საკითხებზე:

გაზმომარაგების საკითხებზე:

ელექტრომომარაგების საკითხებზე:

ნარჩენების მართვის და დაგვა-დასუფთავების საკითხებზე:

მგზავრობა-გადაზიდვები:

წყალმომარაგება:

სხვა ტექნიკური რეგლამენტები:




print version
16:29:50 2013-09-17

კომენტარის დამატება

teona   12:36:35 2015-09-10  უპასუხე   
გთხოვთ აუცილებლად მჭირდება კანონი სადაც საოჯახო ქიმიაზე და პარფიუმერიაზე იქნება მითითებული. ასევე ვალდებულებები დისტრიბუციაზე, რომელსაც შემოაქვს საქონელი და უწევს რეალიაციას. წინასწარ დიდი მადლობა.
თამარ, CSRDG   12:44:52 2015-09-10  უპასუხე   
პროდუქციის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

teona   11:10:35 2015-09-10  უპასუხე   
გამარჯობა სურსათის ეტიკეტირებაზე კანონს გავეცანი, მაგრამ არ წერია ეტიკეტირების აუცილებლობა პარფიუმერიაზე და საოჯახო ქიმიაზე. იქნებ დამეხმაროთ, რომ კანონს გავეცნო.
თამარ, CSRDG   12:49:23 2015-09-10  უპასუხე   
მუხლი 12. ინფორმაცია პროდუქტის შესახებ
1. მწარმოებელი/დისტრიბუტორი ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს
აუცილებელი, უტყუარი და სრული ინფორმაცია პროდუქტის შესახებ, რაც მას სწორი არჩევნის
შესაძლებლობას მისცემს.
2. მომხმარებელს პროდუქტის შესახებ უნდა მიეწოდოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) პროდუქტის დასახელება და სახე;
ბ) პროდუქტის დამამზადებლის საფირმო სახელწოდება და მისამართი, იმ ქვეყნის
დასახელება, სადაც დამზადებულია პროდუქტი;
გ) შესაბამის შემთხვევაში − იმ პროდუქტის ვარგისობის ვადა (პროდუქტის გამოყენების
ბოლო თარიღი ან დამზადების თარიღი და შენახვის ვადა), რომლის სამომხმარებლო
თვისებები დროთა განმავლობაში უარესდება;
დ) შესაბამის შემთხვევაში − პროდუქტის წონა ან/და მოცულობა;
ე) შესაბამის შემთხვევაში − პროდუქტის ძირითადი სამომხმარებლო თვისებების ნუსხა;
ვ) შესაბამის შემთხვევაში − პროდუქტის შედეგიანი და უსაფრთხო გამოყენების წესები
და პირობები, აგრეთვე შენახვის სპეციალური პირობები;
ზ) მწარმოებლის/დისტრიბუტორის მიერ დათქმის შემთხვევაში − საგარანტიო ვადა
ან/და სხვა ვალდებულებები;
თ) პროდუქტის ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ მომხმარებლის მიერ
განსახორციელებელი მოქმედებები და მათი განუხორციელებლობის შემთხვევაში
მოსალოდნელი შედეგები.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“−„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია
უნდა იყოს ქართულ ენაზე.
8
4. თუ საქართველოს კანონმდებლობით მომხმარებლისათვის ინფორმაციის მიწოდების
თაობაზე დადგენილია დამატებითი ან განსხვავებული მოთხოვნები, მოქმედებს შესაბამისი
აქტის მოთხოვნები.
5. მწარმოებელს/დისტრიბუტორს უფლება აქვს, თავისი სამეწარმეო მიზნებისათვის
მომხმარებელს მიაწოდოს უფრო მეტი ინფორმაცია, ვიდრე ეს გათვალისწინებულია ამ
მუხლით.
6. თუ მწარმოებელი პროდუქტს გარანტიით ყიდის, იგი ვალდებულია დაიცვას
გარანტიის პირობები, ხოლო მყიდველი უფლებამოსილია მოითხოვოს გარანტიის პირობების
შესრულება. პროდუქტზე გარანტია არ ათავისუფლებს პირს ზიანის მიყენებისათვის ამ
კოდექსით დადგენილი პასუხისმგებლობისაგან.
7. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე პროდუქტის შემადგენელ ნაწილებზე.

ნათია   16:31:06 2013-10-18  უპასუხე   
მოგესალმებით,

ახალ კანონმდებლობაში (მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონი) ვერ წავაწყდი პუნქტს სადაც იქნებოდა მინიმალური გარანტია ნაყიდ ელექტრონიკაზე. ადრე ეს პერიოდი განისაზღვრებოდა 6 თვით, თუ არ არსებობდა მწარმოებლის დამატებითი გარანტია. გთხოვთ დამეხმაროთ და მიპასუხოთ, წინასწარ დიდი მადლობა!
ლია, CSRDG   16:11:33 2013-10-21  უპასუხე   
ნათია, მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონი ამ ეტაპზე საქართველოს არ აქვს. ის 2012 წელს გააუქმა პარლამენტმა.

ძველი კანონი მართლაც ადგენდა ნაკლის უფასო გამოსწორების, ან ნაკლიანი საქონლის გამოცვლის ან დაბრუნების ვადად 6 თვეს (იხ. მუხლი 14, პუნქტი 1). თუმცა ეს ვერ ჩაითვლებოდა "გარანტიის მინიმალურ ვადად", რადგან ეს ვადა დადგენილია მხოლოდ იმ საქონლისთვის, რომელისთვისაც "საგარანტიო ვადები დადგენილი არ არის". ანუ, თუკი საქონელს თან სდევდა 3-თვიანი გარანტია, კანონით დადგენილი 6 თვე მასზე უკვე აღარ მოქმედებდა.

ევროკავშირში "კანონისმიერი გარანტიის" ხანგრძლივობა 2 წელია და ის ვრცელდება ყველა საქონელზე - როგორც გარანტიის მქონეზე, ასევე უგარანტიოზე. მისი შემცირება მეწარმეს ან გამყიდველს არ შეუძლია. მათ მიერ თანდართული გარანტია "კანონისმიერ გარანტიას" მხოლოდ ემატება. მსგავსი უფლება გვინდა შევიტანოთ საქართველოს ახალ კანონში. 2 წელი სესაძლოა ბევრი იყოს საწყის ეტაპზე, მაგრამ რაიმე მინიმალური ვადა თუ არ დადგინდა, 1-კვირიან გარანტიებზე გადავიდნენ უკვე მაღაზიები.

ეთერი   10:48:09 2012-08-09  უპასუხე   
ქალბატონო ლია, ეს კანონები ერთადთავმოყრილი ძალიან მეხმარება მუშაობაში,გ მ ა დ ლ ო ბ თ.


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge