
|
სულ ნიუსები: 20
 |
|
 |
|
| გამარჯობა!! გთხოვთ მიიღოთ ზომები - ბუზები მტვერი ანტისანიტარია (დიღომი ავტ 3 ნომერის ბოლო გაერებამდე ორი ნაბიჯი). მივეცი შენიშვნა- ერთი კვირა გავიდა მაგრამ არანაირი რეაგირება არ მოყვა მენეჯმენტის მხრიდან. წინასწარ გმადლობთ ყურადღებისთვის | |
 |
|
 |
|
| გამარჯობა ქ-ნ ირა, სამწუხაროდ ასეთ დროს ჩვენ ვერაფერს ვაკეთებთ რადგან არ ვართ მაკონტროლებელი ორგანო. აუცილებლად უნდა დარეკოთ სურსათის ეროვნულ სააგენტოში ნომერზე 1501, თუ გინდათ ამ მაღაზიას რამე ეშველოს. არ დაიზაროთ რა, დარეკეთდა ჩააწერინეთ საჩივარი. მივლენ და ყველაფერს სემოწმებენ მაღაზიის ჰიგიენურ-სანიტარული პირობებით დაწყებული პროდუქტის შენახვა ვარგისიანობით დამთავრებული | |
|
|
 |
|
 |
|
|
 |
|
 |
 |
|
 |
|
| გამარჯობათ, რამდენიმე დღის წინ,მაღაზია ევროპროდუქტში შევიძინე ჰიმალაის მარილი, რომლის მწარმოებელია შპს ჯდ თრეიდი. ინტერნეტში მოვიძიე ამ პროდუქტის
ნამდვილობის დამადასტურებელი მარტივი ტესტი(ნახავარ ჭიქა წყალში გახსენით ერთი ჩაის კოვზი ჰიმალაის მარილი), რომლის ჩატარებამაც ცხადყო, რომ პროდუქტი ყალბია,რადგან წყალი შეიმღვრა და ჭიქის ძირი დაიფარა წყალში უხსნადი ნივთიერებით,ხოლო ნამდვილი ჰიმალაის მარილის წყალში გახსნა არ იწვევს მის შემღვრევას და არც ნალექი ჩნდება ჭურჭლის ძირზე. გთხოვთ მიიღოთ ზომები პროდუქტის ქსელიდან ამოსაღებად. | |
 |
|
 |
|
| მოგესალმებით ბ-ნ ივანე, პროდუქტის გაყიდვიდან ამოღების თხოვნით უნდა მიმართოთ სურსათის ეროვნულ სააგენტოს, ან მეწარმეს, ან მაღაზიას- ჩვენ არასამათავრობო ორგანზაცია ვართ და პროდუქტის გაყიდვიდან ამოღების უფლება არ გვაქვს. ამ პროდუქტის შემოწმების თხოვნით ჩვენც მოგვმართა ადრე მომხმარებელმა, მაგრამ სამწუხაროდ ვერცერთი ლაბორატორია ვერ ადგენს არის თუ არა პროდუქტი ფალსიფიცირებული | |
|
|
 |
|
 |
|
|
 |
|
 |
 |
|
 |
|
| გამარჯობათ,ასეთი კითხვა მაქვს დაუშვათ ევროპიდან შემომაქ შამპუნი და მას ვყიდი საქართველოში აუცილებელია ქართული ეტიკეტი ჰქონდეს თუ არა ? | |
 |
|
 |
|
| დიახ, პროდუქტის უსაფრთხოების კოდექსის მე-12 მუხლის მიხედვით საქართველოს ბაზარზე გატანილ ყვველა პროდუქტს უნდა ჰქონდეს ქართული ეტიკეტი, რათა მომხმარებელმა გაიგოს, რას ყიდულობს. | |
|
|
 |
|
 |
|
|
 |
|
 |
 |
|
 |
|
| გამარჯობათ. პამიდორს რომ ვყიდულობთ, თითქმის უმრავლესობა გარედან წითელია და რომ გავჭრით შიგნით მწვანეა, რატომ არის ასე და მავნებელია ასეთი პამიდორი ორგანიზმისთვის? ძალიან მაინტერესებს და გთხოვთ მიპასუხოთ. | |
 |
|
 |
|
| ია ესეთი ფაქტი შეიძლება გამოწვეულია ან პომიდორის ჯიშით, ან პომიდორმა ვერ მოასწრო შიგნით დამწიფება. არის ჭორები რომ პომიდორის დამწიფება ხელოვნურად ხდება, თუმცა სამწუხაროდ ამის დამტკიცების საშუალებას არ გვაძლევენ ლაბორატორიები | |
|
|
 |
|
 |
|
|
 |
|
 |
 |
|
 |
|
| გამარჯობათ. სად შემიძლია შევამოწმო ბაზარში ნაყიდი ყველი და რძის ნაწარმი რისგანაა დამზადებული? ფასიანია შემოწმება? ნადუღი და ხაჭო რისგან შეიძლება დაამზადონ გარდა რძისა. | |
 |
|
 |
|
| ია ლაბორატორიულ შემოწმებებს კერძო და სახელმწიფო ლაბორატორიები აკეთებენ და მომსახურეობა ფასიანია. რაც შეეხება რისგან შეიძლება იყოს დამზადებული ნადუღი და ხაჭო კითხვას: შეიძლება რძის ფხვნილისგან დამზადდეს, რაც პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან რძის ფხვნილიც რძის პროდუქტად ითვლება. მნიშვნელოვანია ამ პროდუქტებში ცხიმის შემოწმება, რადგან ძალიან ხშირია შემთხვევები, როცა პროდუქტებში რძის ცხიმის გარდა მცენარეულ ცხიმს ამატებენ | |
 |
|
 |
|
| გმადლობთ, სად მდებარეობს ეს ლაბორატორიები | |
 |
|
 |
|
| გამარჯობა. ყველის შემოწმება მინდა ფხვნილისგან არის თუ არა დამზადებული და სად არის ლაბორატორია? მადლიბა. | |
 |
|
 |
|
| "ხარისხის ლაბორატორია" მის: წერეთლის 95ა, ტელ: 2147020 | |
|
|
 |
|
 |
|
|
 |
|
 |
|
|
 |
|
 |
|
|
 |
|
 |
|
|
 |
|
 |
 |
|
 |
|
| გამარჯობა, დღეს "ვენდისის"(რუსთაველის პრ)სადღესასწაულო ცენტრში გადავიხადე შვილიშვილის დაბადების დღე.ტორტი არ შემატანინეს, თუმცა მითხრეს, რომ კრემი იქნებოდა კარაქ "პრეზიდენტზე" დამზადებული. მენეჯერი დამატებით ჩავაყენე საქმის კურსში ბავშვების ასაკთან დაკავშირებით(2.3.4წ)მიუხედავად ამისა ტორტი მოიტანეს უცუდესი და რატომღაც ბოლომდე გაყინული,დანით ძლივს იჭრებოდა.მოვითხოვე მენეჯერი, დამაკავშირეს ტელეფონით.ყურებს არ დავუჯერე-მე ასეთ კრემს ჩემ შვილიშვილებს არ ვაჭმევო.გავარკვიე რომ კრემი დამზადებული იყო ე.წ. თხევადი ნაღებით,რომელზეც წვდომა ვერ მოვახერხე, დამიბარეს ორშაბათს(30.05.2016).წამოვიღე ერთი ნაჭერი ნიმუშად,დამიბრუნეს თანხა და მთხოვდნენ იმ ნაჭერსაც-ფულს გიბრუნებთ და ჩვენიაო. გთხოვთ დამაკავშიროთ კომპეტენტურ ლაბორატორიას, რომელიც შეძლებს სათანადო კვლევას და დასკვნის გაცემას. წინასწარ გიხდით მადლობას.დავიცვათ ჩვენი პატარები | |
|
|
 |
|
 |
 |
|
 |
|
| გამარჯობა,თუ შეიძლება კომპეტენტურმა პირმა მიპასუხოს, აქვს თუ არა უფლება წყლის კომპანიას დააჯარიმოს მეწარმე, იმისათვის რომ ობიექტზე საერთოდ არასოდეს ყოფილა წყლის მრიცხველი, გადასახდს იხდიდა სულადობრივად ქვითრის მიხედვით. მრიცხველის დაყენების შესახებ ინფორმირებულ არ ყოფილა. რითი ვუპასუხო ამ გარემოებას და როგორ დავიცვა ჩემი უფლებები? წინასწარ მადლობას გიხდით | |
 |
|
 |
|
| ელზა ამ საკითხში კომპეტენტურ პასუხს გაგცემენ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მომხმარებელთა უფლებების დამცველის ოფისში. მათი ნომერია 2420190 | |
 |
|
 |
|
| თამარ სამწუხაროდ იქ ვერაფერი გავარკვიე და ფიქრობენ მათი შდგენილი კანონო უნდა იცოდე, თორემ იმას არ კითხულობენ რომ ცნობადობა გაზარდონ და უფრო კარგი საინფორმაციო კომუნიკაცია შექმნან მომხმარებლებთან. სულ მცირე შატყობინონ რა უნდა გააკეთოს მომხმარებელმა. მადლობა | |
 |
|
 |
|
| შევეცდები თვითონ დავიკავშირდე და გავარკვიო რამე, ოღონდ ამისათვის მე თვითონ უნდა გავერკვე საკითხში: მეწარმე დააჯარიმეს იმისათვის რომ მას მრიცხველი არ ეყენა?
| |
 |
|
 |
|
| დიახ, უბრალოდ ის არ იყო ინფორმირებული ამის შესახებ და ასე მოულოდნელად ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე მოვიდნენ დააჯარიმეს, მეორე დღეს შეუდგინეს სამართალდარღვევის აქტი, ჩემი აზრით, არავინაა წინაამღდეგი იმისა , რომ თუ საჭიროა ქონდეს წყლის მრიცხველი უბრალოდ კომპანიამ ჯერ უნდა გააფრთხილოს და მერე თუ არ დააყენებს მაშინ მოთხოვოს პასუხი. იქ იმ ადგილას არც არასოდეს ყოფილა წყლის მრიცხველი და მიმდინარე გადასახდს იხდიდა სულადობრივად..მადლობა. | |
 |
|
 |
|
| ელზა როგორც კომინიკაციების ეროვნული კომისიის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ინსპექტორთან მიმოწერით გაირკვა, წყლის მომწოდებელი კომპანია არ იყო ვალდებული წინასწარ გაეფრთხილებინათ მეწარმე მრიცხველის საჭიროებაზე. აქედან გამომდინარე ჯარიმა კანონიერად ითვლება და კომპანიას პრეტენზიას ვერ წაუყენებთ | |
|
|
 |
|
 |
|
|
 |
|
 |
|
|
 |
|
 |
|
|
 |
|
 |
|
|
 |
|
 |
|
|
 |
|
 |
 |
|
 |
|
| გამარჯობათ,
თბილისში უამრავი ქართული თონეა, თუმცა უმეტესი მათგანი პურის საცხობად შეშის მაგივრად იყენებს ბუნებრივ აირს. მაინტერესებს რამდენად უსაფრთხოა ასეთი პური და ხომ არ მოქმედებს მასზე აირის ნამწვი?
წინასწარ მადლობა პასუხისათვის. | |
|
|
 |
|
 |
 |
|
 |
|
| გამარჯობა, სუპერმარკეტებში სადაც თვითმომსახურებაა ხშირად დახლზე მითითებული ფასი არ შეესაბამება სალაროს ფასს, ან საერთოდ არ არის მითითებული პროდუქტის ფასი. ეს ერთეული შემთხვევა არ არის და თვეების მანძილზე არ ასწორებენ ფასს. რეგიონის შემთხვევაში ვის შეიძლება მივმართო ამის თაობაზე. | |
 |
|
 |
|
| მაღაზიის მენეჯერებს, თუ მაღაზიიდან გამოსვლამდე დააფიქსირებთ ფასის განსხვავება, მაშინვე მოითხოვეთ მენეჯერი და მოთხოვეთ განსხვავების ანაზღაურება ან პროდუქტის უკან დაბრუნება. თუ მაღაზიიდან გამოსვლის შემდეგ მიხვდით რომ მოტყუვდით, პროცედურა იგივეა, უბრალოდ ქვითარი არის მთავარი ამ შემთხვევაში. | |
|
|
 |
|
 |
|
|
 |
|
 |
 |
|
 |
|
| გამარჯობა. სასკოლო წიგნების მაღაზიებს აქვთ უფლება, რომ წიგნების ფასები შეცვალონ? წიგნებზე დაწერილი ფასები კორექტორით არის გადახაზული და დაწებებული აქვთ 2-დან 5 ლარით მეტი ფასები. მაქვს თუ არა უფლება წიგნები უკან დავაბრუნო, თუკი ჩეკი შენახული მაქვს?
| |
|
|
 |
|
 |
 |
|
 |
|
| გამარჯოა,
მაინტერესებს სად და როგორ შეიძლება გავარკვიო რომელ ქვეყნებთან გვაქვს დაწესებული და პროდუქციის იმპორტი?
მაგალითან იაპონიიდან შემოსული ყველა სახის პროდუქციის იმპორტის ჩამონათვალი სად შეიძლება მოვიპოვო ან მოვითხოვო ხომ არ იცით? | |
 |
|
 |
|
| ბევრი ინფორმაციაა საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის საიტზე: http://geostat.ge
ინფორმაციის გამოთხოვა აგრეთვე შესაძლებელია საბაჟოდან ან ეკონომიკის სამინისტროდან. | |
|
|
 |
|
 |
|
|
 |
|
 |
 |
|
 |
|
| ერთ-ერთ მაღაზიაში ნივთის, კერძოდ,ქვაბის დათვალიერებისას მინის სახურავი,რომელსაც სახელური არ ჰქონდა მიმაგრებული, ამოტრიალებული ეხურა ქვაბს,რის გამოც აღების მომენტში ვერ შევნიშნე,გადასრიალდა და დაიმსხვრა. მენეჯერმა,ახალგაზრდა გოგონამ მომთხოვა აღნიშნული ქვაბის შეძენა. მე ამ მაღაზიის მომხმარებელი გახლავართ.გთხოვთ, გამარკვიოთ ჩემს უფლებებში. მადლობა წინასწარ. | |
 |
|
 |
|
| ირმა სამწუხაროდ მაღაზიის მოტხოვნა კანონიერია. ეს არ არის ის შემთხვევა როცა სტანდარტების დაუცველობის გამო მყიდველის გაუფრთხილებლობა საპატიებელია. იგი ნივთს შეეხო და ამ მომენტში დადგა გაუფრთხილებლობითი ზიანი. | |
|
|
 |
|
 |
 |
|
 |
|
| ირმა ვკიტხავთ იურისტს და მოგწერთ | |
|
|
 |
|
 |
|
|
 |
|
 |
 |
|
 |
|
| შევიძინე "ნატურალ+"-ის იოგურტი. სახლში გახსნისას უსიამოვნო სუნი ჰქონდა და უჩვეულოდ სქელიც იყო, რის გამოც მხოლოდ მაშინ დავინტერესდი გამოშვების თარიღით, მაგრამ არსად არ აწერია, როდის არის დამზადებული. არის თუ არა კომპანია ვალდებული, დააწეროს გამოშვების თარიღი და ვინ არის პასუხისმგებელი ამ დარღვევის გამო? | |
 |
|
 |
|
| ბ-ნ ვასილ ვალდებულება რომ სასურსათო პროდუქტს გამოშვების და ვარგისიანობის თარიღი ეწეროს შეფუთვაზე კანონით არის დადგენილი. ამ საკითხს სურსათის ეროვნული სააგენტო აკონტროლებს. შეგიძლიათ პირდაპირ მათ მიმართოთ ნომერზე 2919167, ან ჩვენ მოგვწეროთ სად შეიძIნეთ იოგურტი და როგორი შეფუთვით. ჩვენ შევამოწმებთ და დარღვევის შესახებ ჩვენვე ვაცნობებთ სურსათის ეროვნულ სააგენტოს | |
 |
|
 |
|
| იოგურტი შევიძნე "ვეჯინში" კახეთის გზატკეცილის 36 ნომერში. ეს იყო "ნატურალ+" ბოთლით. | |
|
|
 |
|
 |
|
|
 |
|
 |
|
|
 |
|
 |
 |
|
 |
|
| გამარჯობათ ქალბატონო ლია!!!
თქვენს საიტზე ჩვენი ტელეფონი რატომ გამოგრჩათ? ,ეტიკი"
პატივისცემით ამირან შენგელია | |
|
|
 |
|
 |
ყველა კომენტარის გამოჩენა
|
|


|