
|
სულ ნიუსები: 21
გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება მაღაზიებთან დაკავშირებით: რომელ მაღაზიას ურჩევდით თქვენს ახლობელს და რომელს არა? რატომ? | |
print version
11:41:36 2013-07-12
 |
|
 |
|
| მაღაზიაში "ხაჭოს შოოკოლადი" ვიყიდე და როგავხსენი შიგ ობი დამხვდა , ვისდავუკავშირდე ამფაქტის შემთხვევაში ,
ჩემმა შვილმა შეჭამა ნახევარი მანქანაში და სახლში რომმივედი ვნახე რომ ობი ედო , დამეხმარეთ რათა ასეთი სხვასაც არშეემთხვეს | |
 |
|
 |
|
| სურსათის ეროვნულ სააგენტოს უნდა დაუკავშირდეთ ნომერზე 1501 | |
|
|
 |
|
 |
|
|
 |
|
 |
 |
|
 |
|
| ვაკის გუდვილში მომსახურების ხარისხი დღითიდღე უარესდება!დღეს კონსულტანტს ერთს ეტყვი და სხვა რამეს გაძლევს კონსულტანტი! თანაც დახურულ ქაღალდის შეფუთვაშია და დახლთან ვერ შამოწმებ, უნდა გახსნა მაშინ! | |
 |
|
 |
|
| მომსახურეობის ხარისხზე საკითხები თვითონ მაღაზიასთან უნდა გაარკვიოთ. არცერთი ნორმატიული აქტი არ არეგულირებს მომხმარებელსა და მაღაზიის პერსონალის ურთიერთობას | |
|
|
 |
|
 |
|
|
 |
|
 |
 |
|
 |
|
| დოლიძის ქუჩაზე დაათვალიერეთ მაღაზიები,ვადაგასულებს ყიდიან ყველგან!! | |
 |
|
 |
|
| ქ-ნ ნელი კარგი იქნება თუ კონკრეტულა მაღზიას და პროდუქტს მიგვითითებთ | |
|
|
 |
|
 |
|
|
 |
|
 |
 |
|
 |
|
| ერთი წელია საქართველოში 22 წლის შემდეგ დავბრუნდი და დავიწყე ბინის გარემონტება... ერთი წელია დავდივარ თითქმის ერთი და იგივე მაღაზია "დომინოში".
სამწუხაროდ, რაც ვიყიდე არაფერმა(90%) არ ივარგა. უნიტაზები ისეთი პატარაა რომ სტუმარი წონის მიხედვით უნდა შეარჩიო, თორემ 120 კილოიანი სტუმარი სულ ჩაგისვრის გარშემო.... წყალის ჩამრეცხიც ისეთი მცირეა რომ ერთი ჩარეცხვითაც ვერ ჩრაეცხავ, სამჯერ მაინც უნდა ჩაუშვა წყალი. მეტლახი და კაფელი უკვე იმტვრევა... კარებები ვიყიდე უკრაინის, ისე დაიბრიცა, ჩემი ძველი ხის კარ-ფანჯარაც კი არ იყო ასე დაბრეცილი. როგორც აღმოჩნდა ეს კარებები ნარჩენი სხვადასხვა ხის მასალისგან იყო აწყობილი და ერთმანეთზე გადაბმული.. ზოგან კუთხე ჩამოტყდა, ზოგან ჩარჩოსა და კარებს შორის სივრცე, ისე გაიზარდა რომ შიგნით ყველაფერი მოჩანს....რაც არ უნდა იყიდო " დომინოში " არაფერს არა აქვს გარანტია, თუნდაც 6 თვე.რომ ეკითხები გარანტიას- 14 დღის განმავლობაში შაეგიძლიათ დააბრუნოთო- და თანაც გაუხსნელი და დაუზიანებელიო.......გორგოლაჭებიანი ჩანთა ვიყიდე, 2 თვეში დაემტვრა გორგოლაჭები. ნაგვის ასაღები თავისი ცოცხით(ტარიანი) ვიყიდე და პირველივე დაგვაზე მოსძვრა, ტარს, ზედა სამაგრი, ....და ეს ყველაფერი ხდება მაშინ როდესაც ევროპისკენ ვიხედებით. იცით თუ არა რომ ევროპაში ყველაზე იაფასიან და უხარისხო საქონელზეც კი 6 თვიანი გარანტიაა შემოღებული. ხოლო დანარჩენ საქონელზე მინიმუმ 2 წელია გარანტია. სარეცხის(და არა "სარეცხი") მანქანებზე 3-5 წლიანი გარანტიებია.მე პირადად გერმანიიდან ჩამოტანილი სარეცხის მანქანა მაქვს რომელსაც, 8 წლიანი გარანტია აქვს.
ელექტროქურა ვიყიდე განვადებით, ჩავრთე თუ არა, იმ დღიდან სერვისის გამოძახებაში ვარ.
არ მუშაობს ნორმალურად: ერთ სიბრტყეს რომ ჩავრთავ, ცხელდება მის მოპირდაპირედ მდებარი სიბრტყეც ისე რომ, გარკვეული დროის მერე , იმ მეორე სიბრტყის ღილაკი მიჩვენებს H, ცხელიაო, თუმცა ეს მეორე არ არის ჩართული. გარდა ამისა თუ 2 საათი ვხარშე გადასართველი ღილაკების ადგილი ისე ცხელდება, თითსაც ვეღარ დააკარებ და მთლიანად თიშავს ქურას. მის ქვეშ არსებული ელკოლოფიც ისე ცხელდება რომ, დამწვრის სუნი ასდის. მოდიან სერვისიდან, ზომავენ რაღაცა ხელსაწყოებით და პასუხად ვიღებ რომ, ეს ყველაფერი ნორმის ფარგლებშია. თურმე ნორმალურია რომ ჩაურთველი ადგილი ცხედება, თურმე ნორმალურია რომ მარეგულირებელი ადგილიც ცხელდება და თურმე ნორმალურიე რომ დამწვრის სუნიც ასდის რომ თავისით ითიშება და ა. შ.. ალბათ რომ აფეთქდება ისიც ნორმალური იქნება....არადა გარანტია 1 წელი აქვს მე კი, სულ 5 თვეა რაც ვიყიდე და ასეთ დღეში ვარ...
ამით იმის თქმა მინდა რომ, მომხმარებელი ყველასგან და ყველაფრით "დაბოლილია". მომხმარებელი ყიდულობს და ყიდულობს, უხარისხო საქონელს ხოლო "ინვესტორ -ბიზნესმენები" ყველანაირი ნაგავის გასაღებით მდიდრდებიან.ამ დავიდარაბაში გარანტიის ვადაც გადის დაა შეგვრჩება დეფექტიანი საქონელი ხოლო შემომტანს და ბანკს კი, ჩვენი სიმწრით ნაშოვნი ფულები.
ბოლოს კი , ყველას პასუხი, გარანტიის გასვლისას ასეთია "მიმართეთ სასამართლოს"....
კარგი იქნებოდა რომ ნებისმიერ მაღაზიას სავალდებულო გაუხადონ მინიმუმ 6-თვიანი გარანტია, ნებისმიერ საქონელზე...პატივისცემით ქალბატონი ეთერი | |
 |
|
 |
|
| გეთანხმებით ქ-ნ ეთერ, მსგავსი ვალდებულება ნამდვილად უნდა არსებობდეს ქვეყანაში და კანონის სახით. ასეთი კანონი "მომხმარებლთა უფლებების დაცვის" მოვამზადეთ ექსპერტებთან ერთად ორი წლის წინ და მაშინდელმა პარლამენტმა ამ კანონის ინიცირებაც მოახდინა და პირველი მოსმენით მიიღეს კიდეც. თუმცა ამის შემდეგ საქმე წინ არ წასულა. იმედი გვქნდა ახალი პარლამენტი მაინც გააგრძელებდა ამ კანონზე მუშაობას, მაგრამ ერთი წელია ჯერ აარფერი გაკეთებულა. მუდმივად ვახსენებთ და ვწერთ, იმედია მოიცლიან მომხმარებლებისთვის და თუ მიიღებენ იმ ფორმით რაც შეტანილია, ჩათვალეთ რომ საგარანტიო ვადა მნიშვნელოვანდ იქნება გაზრდილი და არ ვიქნებით დამოკიდებული საგარანტიო ხელშლეკრულებების პირობებზე | |
|
|
 |
|
 |
|
|
 |
|
 |
 |
|
 |
|
| სანამ რაიმე სახის პროდუქციას შეიძენთ ეფლ სითიში დაფიქრდით APPLE CITY. მატყუარების და არაკვალიფიციულრი თანამშრომლების გუნდია. გაფრთხილებთ მართლა! 1900 ლარს რომ იხიდ ტელეფონში ნაკლი არ უნდა ქონდეს. იძლევიან მერე არასწორ დასკვნებს. ყველა მომხმარებელი ყკმაყოფილოა და ატყუებენ ხალხს ვითომ წელიწად ნახევარი აქვთ გარანტია. მტავარია, რომ შემოგაჩეჩონ მათი უხარისხო პროდუქცია | |
|
|
 |
|
 |
 |
|
 |
|
| პროდუქციას. ძალიან ძალიან ცუდსანამ რაიმე სახის პროდუქციას შეიძენთ ეფელ სითიში APPLE CITY - ში დაფიქრდით და გადამოოწმეთ და შეამოწმეთ კარგად. ძალიან უხარისხო პროდუქცია აქვთ და საშინელი სერვისი. ასევე მატყუარები არიან და არასწორ დასკვნებს გასცემენ. უზარმაზარი ფასიი ადევს ნაკლულ და დაწუნებულ ი მაღაზიაა საშინელი სერვისით. არ შეცდეთ და არ იყიდოთ მანდ არაფერი | |
|
|
 |
|
 |
 |
|
 |
|
| მოგესალმებით, ყურადღებით იყავით როდესაც ბევრ რამე ერთად ყიდულობთ. დღეს სუპერმარკეტების ქსელ უნივერსამის ერთ-ერთ ფილიალში მოლარემ 4.45 ლარიანი პროდუქტი (ძეხვი სალიამი) გამიტარა 7 ლარზე მეტად, რეალურად მე ყოველთვის შტრიხკოდებით ვამოწევ ფასებს, რადგან არასოდეს არ უდევს არც ერთ მაღაზიას ყველაფრის ფასები სწორად, ზოგი უნებლიედ ზოგიც შეგნებულად. მაგრამ სახლში მოსულმა ვნახე ჩეკში რომ არც აღნიშნული დასახელება და არც ფასი არ იყო, რეალურად სულ სხვა რამ აქვს გატარებული... ესეც არ მგონია უნებლიე, .ე.წ ძეხვის ქურდები ბევრი გამიგია მოლარეები და კონსულტანტები, რომლებიც ძვირიანს ჭამენ შესვენებაზე და კლიენტების გაბრიყვებით ახერხებენ ნაშთების კონტროლს და ცოტას გადახდას, მომხმარებლის არჩეულ იაფიან ვარუანტს თვითონ გადაიხდიან, ესეც მოსულა ყველგან დაწყებული გუდვილიდან ნიკორათი დამთავრებული.. აგერ მაგალითად ამას წინათ ნიკორაში მანდოლინა დავაჭრევინე და მახსოვს შესაფუთად რა დაბნეული დაატარებდა ეს გოგონა ამ დაჭრილ ნაჭრებს, რომ ავაწონინე თავიდან შეფუთული თავიდან წონა და ფასი არ დაემთხვა ნაკლები იყო და უი შემეშალაო არც კი გაწითლდა (( რომ არ მქონდეს გაგინილი მანდ რა ტრიალებს და რაებს კადრულობენ ეს ერთი ბეწო გოგოები არც გადავამოწმებინებდი.. ესეც დაბალი ანაზღაურებიდან გამომდინარე გამოუმუშავდათ ალბათ)) ნუ გაითვალისწინეთ, ფრთხილად იყავით ;) | |
|
|
 |
|
 |
 |
|
 |
|
| ვისარგებლე ონ ლაინ მაღაზიის http://wishlist.ge/ მომსახურებით და შევუკვეთე საქონელი 49 ლარის ღირებულებით. შეკვეთიდან მეორე დღეს დამიკავშირდა ოპერატორი და მაცნობა, რომ დღეს ვერ მოხერხდება ჩემი შეკვეთის მიწოდება, მაგრამ ხვალ აუცილებლად მოიტანენ . მეორე დღეს დამირეკეს და მითრეს რომ არსებული საქონელი არ არის. გამოდის - 2 დღე ტყუილად ველოდე, გადავიხადე, და წინა დღეს კიდევაც დამიდასტურეს ის რომ ჩემ შეკვეთას მივიღებ.
გუშინ 18:00 საათზე იყო მიწოდების ვადის ბოლო. ფაქტიურად მაღაზიამ არ შეასრულა ის რაზეც მაქვს გადახდილი, ვერ შევიძინე ნივთი და დაარღვიეს მიწოდების პირობები.
მთავაზობენ თანხის დაბრუნებას ან საქონლის სხვა მოდელი. ეს გასაგებია, მაგრამ პასუხისმგებლობის გრძნობა და კომპეტენცია ხომ უნდა ჰქონდეს.
სხვა ქვეყანაში სადაც მომხმარებლის უფლებები დაცულია, ჩივილიც შეიძლებოდა, ჩემი აზრით.
| |
|
|
 |
|
 |
 |
|
 |
|
| ვისარგებლე ონ ლაინ მაღაიზიის http://wishlist.ge/ მომსახურებით და შევუკვეთე საქონელი 49 ლარის ღირებულებით. შექვეთიდან მეორე დღეს დამიკავშირდა ოპერატორი და მაცნობა,რომ დღეს ვერ მოხერხდება ჩემი შექვეთის მიწოდება,მაგრამ ხვალ აუცილებლად მომითანებენ. მეორე დღეს დამირეკეს და მითრეს რომ არსებული საქონელი არ არის. გამოდის - 2 დღე თყუილად ველოდე,გადავიხადე,და წინა დღეს კიდევ დამიდასთურეს ის რომ ჩემ შექვეთას მივიღებ. | |
 |
|
 |
|
| ვისარგებლე ონ ლაინ მაღაზიის http://wishlist.ge/ მომსახურებით და შევუკვეთე საქონელი 49 ლარის ღირებულებით. შეკვეთიდან მეორე დღეს დამიკავშირდა ოპერატორი და მაცნობა, რომ დღეს ვერ მოხერხდება ჩემი შეკვეთის მიწოდება, მაგრამ ხვალ აუცილებლად მოიტანენ . მეორე დღეს დამირეკეს და მითრეს რომ არსებული საქონელი არ არის. გამოდის - 2 დღე ტყუილად ველოდე, გადავიხადე, და წინა დღეს კიდევაც დამიდასტურეს ის რომ ჩემ შეკვეთას მივიღებ.
გუშინ 18:00 საათზე იყო მიწოდების ვადის ბოლო. ფაქტიურად მაღაზიამ არ შეასრულა ის რაზეც მაქვს გადახდილი, ვერ შევიძინე ნივთი და დაარღვიეს მიწოდების პირობები.
მთავაზობენ თანხის დაბრუნებას ან საქონლის სხვა მოდელი. ეს გასაგებია, მაგრამ პასუხისმგებლობის გრძნობა და კომპეტენცია ხომ უნდა ჰქონდეს.
სხვა ქვეყანაში სადაც მომხმარებლის უფლებები დაცულია, ჩივილიც შეიძლებოდა, ჩემი აზრით.
| |
|
|
 |
|
 |
|
|
 |
|
 |
 |
|
 |
|
| გამარჯობა. ერთ-ერთ,ლიცენირებულ მაღაზიაში შევიძინე ორიგინალი ხარისხის კედები. სიტყვიერი გარანტიით რომ იყო ხარისხიანი და გაძლებდა დიდხნას. დახლოებით ერთი თვის შემდეგ,კედები ქუსლის ნაერთებში გაიხსნა. ასეთ შემთხვევაში მაქვს რაიმე სახის უფლება ? ვთქვათ, როგორც გერმანიაში არის თუ ფეხსაცმელი გარკვეული პერიოდი ვერ გაგიძლებს ან გადაიხსნება, ჩეკის წარდგენის შემთხვევაში გიცვლიან. ჩვენთან რა ხდება ? პრინციპის გამოც, არსებობს რაიმე მექანიზმი დავისთვის ? | |
 |
|
 |
|
| არა გიორგი ჩვენთან მხოლოდ შეძენისას თუ აღმოაჩნდება ნაკლი პროდუქტს ასეთ შემთხვევაში გაქვთ მისი გადაცვლის მოტხოვნს უფლება. სხვა სემთხვევაში ტქვენი უფლებები სასამართლოში უნდა დაიცვათ და დამტკიცოთ, რომ კედის გაფუჭება მისმა უხარისხობამ გამოიწვია | |
|
|
 |
|
 |
|
|
 |
|
 |
 |
|
 |
|
| რა მაინტერესებს. ერთ ცნობილ მაღაზიაში ერთი და იგივე პროდუქტს,აქვს განსხვავებული ფასი(შტრიხკოდი ორივესი ერთნაირია და საქონელიც ზუსტია) და ორივეს განსხვავებული ფასი უწერია,ერთგან დიდი,მეორეგან პატარა,მაგრამ მოლარეს უწერს დიდ ფასს. არის თუ არა ეს დარღვევა? შემოსავლების სამსახურს მივწერე მაგრამ სულ სხვა რამე მომწერეს,ეტყობა კითხვა ვერ გაიგეს. | |
|
|
 |
|
 |
 |
|
 |
|
| სალამი, რამოდენიმე დღის წინ ჰიპერემარკეტ ლიბრეში (აღმაშენებლის ხეივანი) რძის პროდუქტების უზარმაზარი მაცივარი უჩვენებდა 13 გრადუსს. პროდუქტი უბრალოდ გრილი იყო და არა ცივი. ვის უნდა მივმართო შენახვის პირობების ასეთი დარღვევის დროს? | |
 |
|
 |
|
| ნინელი, უნდა მიმართოთ სურსათის ეროვნულ სააგენტოს 2919167, მათ აქვთ სპეციალური ხელსაწყო რომელიც ზომავს მაცივარში ტემპერატურას | |
|
|
 |
|
 |
|
|
 |
|
 |
 |
|
 |
|
| ძალიან ცუდი მდგომარეობაა ავტო ნაწილების კუთხით,სულ ფალსიფიცირებული ნაწილები და ზეთები იყიდება,აკუმლიატორებზე ამბობენ,რომ დაბალი დონის გამძლეობაზე ბრენდების დასახელებებს აწებებენ,ვინ მიხედავს ამას? არასამთავრობოებმა ვინც იცავს მომხმარებელთა უფლებებს დაიწყეთ ამ საკითხებით დაინტერესება,ეს აუცილებელია | |
|
|
 |
|
 |
 |
|
 |
|
| რატომაა რომ სურსათის უვნებლობა არაფერზე არ რეაგირებს? ისევ თქვენ და საერთოდ არასამთავრობოები თუ იღებთ ხმას თორემ საშველი არააა! | |
 |
|
 |
|
| ნელი, იქნებ კონკრეტულად გვაცნობოთ, რაზე არ რეაგირებენ, რომ გადავამოწმოთ და მივაღწიოთ, რომ ჰქონდეთ რეაქცია? | |
 |
|
 |
|
| ნავთლუღში ბაზრებთან გარე ვაჭრობამ წალეკა ყველა ქუჩა,მეველის ქუჩაზე მანქანები ვეღარ მოძრაობენ უკვე ზედ მანქანის გზაზე ჯიხურები და დახლები ჩადგეს,იქნებ დააყენოთ საკითხი მერიაში თქვენ არასამთავრობოებს მეტ ყურადღებას გაქცევენ. | |
 |
|
 |
|
| რატომ გარე ვაჭრობაზე არ იღებთ ხმას,მიმართეთ როგორჩ არასამთავრობო ორგანიზაციამ მერიას!დაიწამლა ხალხი.ამბობთ წარამარა ნუ შეიძენთ, ნუ შეიძენთ,იცით რომ 60 % ტელევიზიას არ უყურებს და არ იცის რასთან ააქვს საქმე.ამოიღეთ ხმა, თუ არაპოპულარულია ეს საკითხი? | |
|
|
 |
|
 |
|
|
 |
|
 |
|
|
 |
|
 |
|
|
 |
|
 |
 |
|
 |
|
| კონკრეტულაი შეკითხვა მაქვს. ვალდებულია თუ არა მაღაზია უკან დაიბრუნოს საქონელი (ორი დღის მერე, ფეხსაცმელი, უხმარი, ჩეკიც სახეზეა) თუ ის წუნიანი აღმოჩნდა, ლურსმნებია ამოჩრილი ფეხსაცმელში, რაც ხელითაც ისინჯება. თუ ვალდებულია, როგორ ვაიძულოთ რომ თავისი ვალდებულება შეასრულოს ? | |
 |
|
 |
|
| უხმარი ფეხსაცმლის შემთხვევაში, როცა ჩეკიც გაქვთ და პროდუქციაც ნაკლიანია მაღაზია ვალდებულია გამოასწოროს ნაკლი, თუ არ სწორდება გადაცვალოს ახალ, უნაკლო იმავე პროდუქტში. ამის იძულება, თუ მაღAზია არ არის თანახმა, შეგიძლიათ სასამართლოს გზით | |
|
|
 |
|
 |
|
|
 |
|
 |
 |
|
 |
|
| უკაცრავად თამარ, მაგრამ თქვენს პასუხებს რომ ვკითხულობ ასე მგონია მომხმარებლის კიუ არა მამაძაღლი გამყიდველის ადვოკატი უფრო ბრძანდებით ... აქ სხვა საკითხია და არა ის თუ სად უნდა იყიდოს ამ ქალბატონმა ფეხსაცმელი და/ან როგორ უნდა შექმნას თურმე კონკურენბტყუნარიანი საქართველო... თქვენ მართლა ვერ ხვდებით პრობლემა რაშია თუ უბრალოდს თავიდან მოიშორეთ ამ თქვენი სრულიად არაადექვატური პასუხით? საქმე ისაა რომ უხარისხო საქონელი მიყიდეს და როცა ორ დღეში დაბრუნდა არავინ არ აიღო პასუხისმგებლობა, თორემ რა მნიშნველობა აქვს უპასუხისმგებლობა 300 ლარიან საქონელზე იქნება თუ 20 ლარიანზე ? ვერ ხვდებით რაზეა აქ ლაპარაკი ? | |
 |
|
 |
|
| ქ-ნ მაია მომხმარებელს ვაწოდებთ ინფორმაციას კანონმდებლობიდან გამომდინარე რისი უფლება აქვს და რისი არა. სამწუხაროდ ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში სადაც არ არსებობს მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონი. აქედან გამომდინარე არც მომხმარებელი არ არის დაცული. დღევანდელი კანონი ითვალისწინებს ნაკლიანი პროდუქტის შეკეთების, გაცვლის ან თუ არცერთი არ ხერხდება უკან დაბრუნების ვალდებულებას მაღაზიის მიმართ. როდესაც რაიმე პროდუქტს ყიდულობ და სახლში მისვლისას აღმოაჩენ, რომ პროდუქტი ნაკლიანია ასეთ შემტხვევაში აქვს მაღაზიას ვალდებულება გამოასწოროს ნაკლი, თუ არ ხერხდება გამოსწორება გადაცვალოს ახალ პროდუქტში და თუ ესეც შეუძლებელია დაუბრუნოს მომხმარებელს თანხა. ორი დღის სემდეგ, ჩანაცვამ ფეხსაცმელის ნაკლს კანონი არ იცნობს. ასეთ შემთხვევაში მომხმარებელმა უნდა ჩაატაროს ექსპერტიზა, ვიმეორებ მომხმარებელმა და არა მაღაზიამ, უნდა დაადგინოს რომ დაზიანება პროდუქტის უხარისხობამ გამოიწვია და არა ხმარებამ და მიმართოს სასამართლოს, რადგან არც სახელმწიფო სტრუქტურა არსებობს ჩვენს ქვეყანაში, რომელიც მომხმარებელთა უფლებებს დაიცავს. | |
|
|
 |
|
 |
|
|
 |
|
 |
 |
|
 |
|
| ოჯახისთვის მინდოდა საახალწლოდ სურპრიზი მომეწყო და 30 დეკემბერს მეტრომარტის ტექნიკის მაღაზიაში შევიძინე სარეცხის მანქანა,რომელიც უნდა მოეტანათ ბინაზე 31 დეკემბრის შუა დღისთვის,მაგრამ მომიტანეს ღამის 10 საათზე,მანქანა იყო ყუთის გარეშე,ვიზუალურად ერთი დათვალიერებით დეფექტი ვერ შევნიშნე,მაგრამ მერე შევამჩნიე რომ კორპუსის ძირზე(ძნელად შესამჩნევ ადგილას) საკმაო დაზიანება ჰქონდა,თანაც მუშაობის დროს გამოსცემს უცნაურ ხმაურს,მაინტერესებს რა შანსი არსებობს რომ შემიცვალონ ეს ნივთი. | |
|
|
 |
|
 |
 |
|
 |
|
| 40 ლარიანი საქმისთვის უნდა ვირბინო სასამართლოში და იქ 100 ლარზე მეტი საბაჟო უნდა ვიხადოო? ეს არის სამართლიანი ,რომ ჩემი უფლება სახელმწიფომ რომ უნდა დაიცვას მე ფული უნდა გადავიხადოო?ჩვენ არაფერი არასოდეს არ გვეშველება! | |
|
|
 |
|
 |
 |
|
 |
|
| ნავთლუხში კედარის ბაზარში ბოლოში ხელ მარჯვნივ არის სურსათის მაღაზია,სადაც ვადაგასული პროდუქტები იყიდება,აზერბაეჯანელი ეროვნების ქალბატონი ამბობს,რომ რასაც უნდა იმას გაყიდის! | |
 |
|
 |
|
| ლალი იქნებ უფრო კონკრეტულად მოგვწეროთ მაღაზიის მისამართი, სამწუხაროდ ნავთლუღის ტერიტორიას არ ვიცნობთ კარგად და ცოტა გაგვიჭირდება მაღაზიის პოვნა | |
|
|
 |
|
 |
|
|
 |
|
 |
 |
|
 |
|
| მაგაზია, GB მარტინი, რომლის დირექტორი ბრძანდება სალომე ბოჭორიშვილი, თუ გინდათ ჩემსავით დაკარგოთ ფული იყიდეთ მანდ ერთჯერადი ფეხსაცმელი, მე ვიყიდე 261 ლარად და 2 ჩაცმის შემდეგ დაიხა, სულ არ დაინტერესებულან, რომ ასეთი ზარალი მომაყენეს, დაიმალა პასუხისმგებელი პირი | |
|
|
 |
|
 |
 |
|
 |
|
| ფასებს უმატებენ გამყიდველები და გვატყუებენ კონკრეტულად ვარკეთილის მესამეში თხუთმეტი თეთრით ზედმეტს მახდევინებენ როცა მეორე მაღაზიაში იგივე პროდუქტი იაფია.თუ ერთიდაიგივე დღეს სხვადასხვა ფასები გაქვთ სხვადასხვა მაღაზიებში? | |
 |
|
 |
|
| მაკა მაღზია კერძოს აკუთრებაა და ფასებსაც თვითონ მაღაზია არეგულირებს. თუ იცით სხვა მაღაზია სადაც უფრო იაფია იგივე პროდუქტი იქ შეიძინეთ ტქვენს და იძულებული იქნება ეგ მაღზიაც რომ ფასები დაწიოს. კონკურენციაა მარტივი
| |
|
|
 |
|
 |
|
|
 |
|
 |
 |
|
 |
|
| ბორჯომის ვგზლის ბოლოში ანტისანიტარიაა | |
|
|
 |
|
 |
 |
|
 |
|
| კიდევ ერთი რამე გამახსენდა, პეკინზე რამდენიმე აფერისტი ვალუტის გადამცვლელი პუნქტია, აქვთ 9.5% საკომისიო ან/და კურსი სალაროსთან არ შეესაბამება კურსს რომელიც ქუჩაში განლაგებულ აბრაზეა. გადაცვლის შემდეგ, მომხმარებელს ვალუტას უკან აღარ აძლევენ. რამე საშველი არის ეგეთ აფერისტებზე?

| |
 |
|
 |
|
| არა გრიშა, კანონში წერია რომ გადამცვლელ პუნქტს აქვს ვალდებულება საკომისიოს დაწესების შემთხვევაში მომხმარებელს აცნობოს ამის შესახებ, თუმცა ეს შეუძლია ან სიტყვიერად გააკეთოს ან განცხადება გამოაკრას თავის ტერიტორიაზე | |
|
|
 |
|
 |
|
|
 |
|
 |
 |
|
 |
|
| მოგესალმებით, ვის უნდა მივმართო ტროტუარზე განლაგებული სურსათის კიოსკების სარეკლამო ბანერები სიარულს რომ უშლიან ხალხს და ჩეკებს რომ არ აძლევენ მყიდველებს? გმადლობთ. | |
 |
|
 |
|
| ტროტუარებზე განლაგების გამო მერიას უნდა მიმართოთ და ჩეკებზე შემოსავლის სამსახურს | |
|
|
 |
|
 |
|
|
 |
|
 |
 |
|
 |
|
| Gamarjobat, shokoladi gamoshvebulia 23.08.2015shi vada aqvs 23.08.2016 mde anu gasvlamde darchenilia 12 dge. Aris tu araa sashishii agnishnuli produqtis mirtmeva? | |
|
|
 |
|
 |
 |
|
 |
|
| გლდანის ფრესკოში ვიყიდეთ პომიდორი რომ გავჭერით ყველა იყო ესეთი
გთხოვთ გვითხრათ არის თუ არა ეს საშიში ჯანმრთელობისთვის

| |
 |
|
 |
|
| ამ პამიდვრის ჭამა მე გონი არ შეიძლება1 მაგრამ საკვირველი ის არის რომ არავინაა გამკიIხავი! გაყიდე რაც გინდა-პასუხს არავინ აგებს! | |
 |
|
 |
|
| ჯონი გაგიკვირდებათ მაგრამ ამ პომიდვრის ჭამა შეიძლება და ძალიან გემრიელიც ყოფილა რაც არ უნდა საოცრად ჟღერდეს. ეს ფაქტი დარღვევა არ არის და ამიტომ ვერ გვექნება რეაგირება. ეს არ არის მავნე, გაფუჭებული პომიდორი. უბრალოდ სითბოში დებისგან გაღვივდა | |
 |
|
 |
|
| ე ი გაღვივებული პამიდვრის ჭამა შეიძლებაა??თქვენ რა სპეციალობის ხართ? | |
 |
|
 |
|
| ჯონი ჩვენ გვყავს კვების ექსპერტები, რომლებთანაც გავდივართ კონსულტაციას სხვადასხვა საკითხზე, რომ მომხმარებელს სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ. ამ საკითხზე დამატებით ინტერნეტში უცხოურ საიტებზეც მოვიძიეთ ინფორმაცია .ზოგადად გაღვივებული თესლი ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს შეიცავს და მავნე არ არის. | |
|
|
 |
|
 |
|
|
 |
|
 |
|
|
 |
|
 |
|
|
 |
|
 |
|
|
 |
|
 |
 |
|
 |
|
| გამარჯობათ,ხორცის კონსერვში,ეგრეთ წოდებულ ტუშონკაში შეგვხვდა ეს,რა არის ხომ ვერ მეტყვით

| |
 |
|
 |
|
| სამწუხარო ფაქტია და ცოტა ძნელი გამოსაცნობია რა არის. ფეისბუქის გვერდზეც დაგიწერეთ რომ კარგი იქნება თუ სააგენტოს მიმართავთ. | |
|
|
 |
|
 |
|
|
 |
|
 |
 |
|
 |
|
| სულ რამდენიმე წუთის წინ ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტში "ზღაპარი" შევიძინე ჩიფსი, რომლის ფასიც დახლზე მიმაგრებული ფურცლის მიხედვით 1,70 ლარი იყო, სალაროსთან კი აღნიშნული პროდუქტის ფასი 1,73 ლარი აღმოჩნდა. ვიკითხე: "1,70 ლარი ეწერა და 1,72 რატომ უნდა გადაგიხადოთ-მეთქი?! (ჩემი ბარათი უკვე მოლარეს ეჭირა)". ასე ღირსო მიპასუხა, უტიფრად გაატარა, არ მომდევნო კითხვაზე მიპასუხა და განაგრძო შემდეგი კლიენტის მომსახურება.
აქვე განვმარტავ, 2 თეთრი აქ გადამწყვეტ როლს არ თამაშობს, უბრალოდ მაქვს უფლება ვიცოდე პროდუქტის რეალური ფასი ყიდვამდე. მსგავსი შემთხვევა მქონდა "ნიკორა"-ს და "სპარ"-ის ქსელებშიც, იქ მომიბოდიშეს, მითხრეს რომ ფასი შეიცვალა და დააზუსტეს მინდოდა თუ არა ამ ახალი ფასის გაახდა პროდუქტში.
ვის უნდა მივმართო მსგავს სიტუაციებში ადამიანური მომსახურების მისაღებად?

| |
 |
|
 |
|
| მაღაზიის მენეჯერს უნდა მიმართოთ, სამწუხაროდ მეტი სტრუქტურა არ არსებობს ქვეყანაში
| |
|
|
 |
|
 |
|
|
 |
|
 |
 |
|
 |
|
| ვეძებ ნიტრატების გასაზომ ხელსაწყოს, ხომ ვერ გამარკვევთ, რომელია უკეთესი და სად შეიძლება შევიძინო....წინასწარ მადლობა!
nonakhutsishvili5@gmail.com | |
|
|
 |
|
 |
 |
|
 |
|
| პ.ს. ეს არის ძველ ბაზარში | |
|
|
 |
|
 |
ყველა კომენტარის გამოჩენა
|
|


 |
|
 |
|
| |
 სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის თანამედროვე მეთოდი ასტრონავტებისათვის საკვების შემუშავების პროცესში იღებს
2013-09-29
|
| |
![]() ლიმონათს არ აწერია, რომ შეიცავს საკვებ საღებავებს. მეწარმემ განაცხადა, რომ
2012-10-10
|
| |
![]() ეს საკვებდანამატები საშიში არ არის
2013-03-01
|
| |
 კონკურსი მე-9 - მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის
2017-02-15
|
| |
 ყურადღება: გრინფისის სახელით არასწორი ინფორმაცია ვრცელდება!
2014-02-11
|
| |
 რისგან შეიძლება მომზადდეს ფარში და როგორი უნდა იყოს მისი შემცველობა?
2014-06-18
|
| |
 გამოვლინდა ოთხი გამარჯვებული
2016-03-07
|
| |
 ჩვენი პროგრამის მიერ გამოცემული პუბლიკაციები
2015-02-18
|
| |
 რა სავალდებულო ინფორმაციას უნდა შეიცავდეს ეტიკეტი?
2014-06-23
|
| |
 ევროკავშირის სურსათის ძირითადი კანონის შინაარსის აღწერა
2013-09-17
|
| |
 ევროპაში აკრძალული საკვებდანამატები
2014-06-09
|
| |
 მომხმარებელთა წუხილების და აქტიურობის კვლევის შედეგები
2015-05-25
|
| |
 შაქრის შემცველობა შედედებულ რძეში ნორმაშია. პროდუქტი არ შეიცავს შაქრის შემცვლელს
2014-05-21
|
| |
 პასუხები საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით შემოსულ კითხვებზე
2015-08-25
|
| |
 ევროკავშირში სურსათის მარეგულირებელი ძირითადი რეგულაციების ჩამონათვალი და ბმულები
2013-04-17
|
| |
 ევროკავშირში რძის პროდუქტის დასახელებით მხოლოდ ნამდვილი რძისგან დამზადებული პროდუქტები შეიძლება
2014-06-23
|
| |
 ოზურგეტში და თელავში სურსათის ეტიკეტირების საკანონმდბელო მოთხოვნები იქნა განხილული
2017-07-11
|
|
|
 |
|
 |
|