ბოლო ცვლილებები

წარმატების ამბავი - მომხმარებლისათვის დაბრუნებული თანხა
მოგზაურობის ხარვეზები
პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საშუალებების შემოწმება
ბეჭდური პუბლიკაციები
კარფურში შეძენილი კარაქი „ვალიო“
სურსათის შემოწმება არასაკვებ საღებავებზე
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის მეორე კვარტლის კონტროლის შედეგები
საინფორმაციო შეხვედრები „სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი“, 2 აგვისტო 2019 წ.
ხილის წვენები და მსგავსი სასმელები
ეტიკეტირების ახალი წესები

წარმატების ამბავი - მომხმარებლისათვის დაბრუნებული თანხა
კანონმდებლობა, წესები,

2019 წლის ივლისში იურიდიული კონსულტაციისათვის მოქალაქე გალინა ქაცანაშვილმა მოგვმართა. აღმოჩნდა, რომ მას თბილისში, ავეჯის ერთ-ერთ მაღაზიაში შეუძენია ე.წ. სამეული, რომელიც, მისი თქმით, 1 კვირაში გაფუჭდა.

მომხმარებელმა მაღაზიას ავეჯის შეკეთება, ან დაბრუნება მოსთხოვა. თუმცა, მაღაზია ნაკლს არ აღიარებდა. რამდენიმე კვირიანი უშედეგო და რთული მოლაპარაკებების შემდეგ, მომხმარებელმა იურიდიული კონსულტაციისათვის ჩვენ მოგვმართა.

მომხმარებლის მომართვის საფუძველზე, შევადგინეთ წერილი, სადაც მითითებული იყო პროდუქტის ნაკლზე და ჩამოყალიბებული იყო მომხმარებლის მოთხოვნა. წერილის გაგზავნას შედეგი არ მოჰყოლია.

ბოლოს ჩვენ ვურჩიეთ მომხმარებელს გამოეძახებინა პატრული, მასთან ერთად მისულიყო მაღაზიაში და საკუთარი მოთხოვნა დაეფიქსირებინა. მოქალაქემ გაითვალისწინა ჩვენი რჩევა, რის შედეგადაც მაღაზია დათანხმდა ავეჯის დაბრუნებაზე, ქალბატონ გალინას კი სრულად დაუბრუნა მის მიერ გადახდილი თანხა.




print version
17:27:19 2019-09-12

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge