ბოლო ცვლილებები

კარაქ ვალიოს ეტიკეტი
ევროკავშირში აღმოჩენილი სახიფათო არასასურსათო პროდუქტები
სურსათთან დაკავშირებული რისკის შეფასება
ანტიმიკრობული რეზისტენტობა
მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდება
ბეჭდური პუბლიკაციები
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის აპრილ-ივნისის კონტროლის შედეგები
ხილის წვენები და მსგავსი სასმელები
რას ნიშნავს „გმო“?
მომხმარებლის ძირითადი უფლებები

სახიფათო პროდუქტები ევროკავშირის ბაზარზე
ევროკავშირში, სათამაშოები, პროდუქციის ხარისხი,

ევროკომისიამ სახიფათო (არასასურსათო) პროდუქტების შესახებ სწრაფი განგაშის სისტემის (RAPEX) 2017 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. 2017 წლის მანძილზე სისტემაში 2 200 შეტყობინება დაფიქსირდა, რასაც პროდუქტის ბაზრიდან გამოთხოვის 4 000-მდე შემთხვევა მოჰყვა. სახიფათო პროდუქტების სიის თავში აღმოჩნდა:

·         სათამაშოები - შემთხვევების 29%;

·         ავტომობილები/მოტოციკლები - შემთხვევების 20%;

·         ტანსაცმელი/ტექსტილი/მოდის აქსესუარები - შემთხვევების 12%.

გამოვლენილი რისკების სათავეშია:

·         ფიზიკური დაზიანების საფრთხე - შემთხვევების 28%;

·         სახიფათო ქიმიური ნივთიერების ზემოქმედება - შემთხვევების 22%;

·         დახრჩობის საფრთხე - შემთხვევების 17%.

სწრაფი განგაშის სისტემაში მონაცემები შეაქვთ ევროკავშირის სახელმწიფო მაკონტროლებელ უწყებებსა და მეწარმეებს. ევროკავშირის ყველა ქვეყნის შესაბამისი მაკონტროლებელი უწყება ვალდებულია შეტყობინების შესაბამისი რეაგირება მოახდინოს და არ დაუშვას საფრთხის შემცველი პროდუქტის გაყიდვა.

ანგარიშში ახალი საფრთხეებიცაა აღწერილი. 2017 წელს ძალზე პოპულარული გახდა ახალი სათამაშო -- სპინერი. თუმცა, სპინერების ზოგიერთი მოდელი ადვილად იშლება და იყო შემთხვევები, რომ ბავშვებმა ამ სათამაშოს ბატარიები, ან მისი სხვა ნაწილები ჩაყლაპეს. სწრაფი განგაშის სისტემის მეშვეობით არაერთი ასეთი სათამაშო გამოვლინდა, განადგურდა, ან არ დაიშვა ბაზარზე.

ევროკავშირის მაკონტროლებელი სტრუქტურების კიდევ ერთ ახალ გამოწვევას ონლაინ გაყიდვები წარმოადგენს, რისი გაკონტროლებაც რთულია. ამიტომაც, ამ მიმართულებით ევროკავშირში  კონტროლის დამატებითი მექანიზმები მუშავდება და მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს.

სამწუხაროდ, საქართველოში რამდენიმე სახეობის პროდუქტის გარდა, უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლი არ ხორციელდება, მათ შორის, ისეთ პროდუქტებზე, როგორებიცაა სათამაშოები, ტანსაცმელი და ტექსტილი. 




print version
09:55:54 2018-04-02

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge