ბოლო ცვლილებები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
პროდუქტი „იმერული“
სუნელების შემოწმება
სასმელი წყალი დიდუბიდან
კარფურში შეძენილი ტკბილეული
მომხმარებლის აზრი: სხვა საქონელი
მომხმარებლის აზრი: სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურება
მომხმარებლის აზრი: საზოგადოებრივი ტრანსპორტი
მომხმარებლის აზრი: დენი, გაზი, წყალი, დასუფთავება
მომხმარებლის დამცველი ორგანიზაციები ევროკავშირში

 

თბილისელებს შევახსენებთ, რომ თბილისის მერიაში და თბილისის გამგეობებში ხელმისაწვდომია ადვოკატები (ე.წ. ”თბილისელების ადვოკატი”), რომლებიც საზოგადოებრივი ინტერესის სამოქალაქო საქმეებში მოქალაქეებს უფასოდ ეხმარებიან. გავესაუბრეთ მათ და გვითხრეს, რომ მომხმარებელთა უფლებების დარღვევაც შეიძლება ასეთ საქმეებში შევიდეს. ამიტომ გირჩევთ, გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა.

”თბილისელების ადვოკატის” ცენტრალური ოფისის ტელეფონია: 237-82-64.




print version
13:57:41 2013-01-28

კომენტარის დამატება

მიხეილ   13:51:10 2017-09-28  უპასუხე   
როგორ მოვიქცე თუ სუპერმარკეტში პროდუქტი გამიტყდა იმის გამო, რომ ცუდად იყო განთავსებული, თუ არის რამე კანონი ამის შესახებ.
თამარ, CSRDG   15:48:09 2017-09-28  უპასუხე   
არა მიხეილ ამის შესახებ კანონი არ არსებობს. შეიძლება მომხმარებელს დაეკისროს ან არ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება, დავას სასამართლო თუ განიხილავს. ამასთან ზიანის ანაზღაურება, ათანხის გადახდა სასამართლო დავის დასრულების შემდეგ ხფება, ანუ ამ ყველაფერზე მსჯელობს და გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ სასამართლო

larisa   20:52:24 2016-11-12  უპასუხე   
დოლიძეზე შევიძინე ბავშვის სათამაშო ავტომობილი,რომელიც სახლში მიტანის დროს აღმოჩნდა,რომ არასრულფასოვნად მუშაობდა,არ მიცვლიან და არ იბრუნებენ,როგორ მოვიქცე და ვის მივმართო,ასე დაუცველიაა მომხმარებელი?
თამარ, CSRDG   15:46:03 2016-11-14  უპასუხე   
ლარისა, ნაკლიანი ნივთის შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მუხლი 490 ამბობს: გამყიდველის მოვალეობანი ნაკლის მქონე ნივთის გაყიდვისას +
1. თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონეა, გამყიდველმა ან უნდა გამოასწოროს ეს ნაკლი, ან, თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი საამისოდ აუცილებელ ვადაში.
2. გამყიდველს ეკისრება ნაკლის გამოსწორებისათვის აუცილებელი ხარჯების ანაზღაურება, მათ შორის, ტრანსპორტირების, გზის, სამუშაოს შესრულების და მასალის ღირებულების ხარჯები.
3. გამყიდველს შეუძლია უარი თქვას როგორც ნაკლის გამოსწორებაზე, ასევე ნივთის შეცვლაზე, თუ ეს მოითხოვს შეუსაბამოდ დიდ ხარჯებს.
4. თუ გამყიდველი ნაკლის გამოსწორების მიზნით მყიდველს გადასცემს უნაკლო ნივთს, მაშინ მას შეუძლია მყიდველს მოსთხოვოს ნაკლის მქონე ნივთის უკან დაბრუნება."
სამწუხაროდ თუ მაღაზია არ დაგთანხმდათ ამ პირობების შესრულებაზე უნდა მიმართოთ სასამართლოს

თამილა   13:32:42 2016-06-06  უპასუხე   
ვაგზლის ,,პასაჟის,, 130-ე მაღაზიაში 75 ლარად შევიძინე ნაცრისფერი კაბა. ჩაცმამდე ჩევემჩნიე უმნიშვნელო ლაქა.ბავშვის საპნით ვცადე ამომერეცხა ძალიან ფრთხილად. საპნის შეხებისთანავე ლაქაც გაქრა და ქსოვილიც ამოთეთრდა.მაღაზიის მფლობელი გააფთრებულ უარზეა არამარტო დაბრუნებაზე, არამედ მის მიერ ე.წ.სწორად გარეცხვის შედეგის ნახვაზე. ,,პასაჟის,, ადმინისტრაციაც არაფერ შუაში ყოფილან. გთხოვთ , მირჩიეთ,როგორ მოვიქცე
თამარ, CSRDG   10:29:35 2016-06-09  უპასუხე   
თამილა უნდა მიმართოთ სასამართლოს. სხვა უწყება ამ საკითხზე არ არსებობს, ეს გადასარევად იციან მაღაზიებმა და ამით სარგებლობენ.

ანა   04:57:49 2016-05-29  უპასუხე   
ვარკეთილის 3 ის 2 მკ/რ ში შეამოწმეთ სასმელი წყალი,წყალს აქვს თევზის სუნი..

gia   13:50:57 2016-05-15  უპასუხე   
ძალიან მოიმატა უხარისხო პროდუქტებმა.ამას ემატება გარე ვაჭრობის გრანდიოზული ზრდა,უკვე ქუჩაში იყიდება ყველაფერი.გაყალბებული სასწორები. ერთად ერთი იმედია არასამთავრობოები, იქნებ ჩაერთოთ და დააყენოთ საკითხი.

joni   19:54:33 2016-04-11  უპასუხე   
საშინელი მდგომარეობაა ნავთლუღის ბაზარში-მეველი 5 დირ. ოთუირიძეა.სიბინძურის ბუდეა! ნუთუ სურსათის უვნებლობა არ ამოწმებს/?იქნებ თქვენ ისე მაინც დაათვალიეროთ!შემზარავი სურათი დაგხვდებათ!
თამარ, CSRDG   09:49:37 2016-04-12  უპასუხე   
ჯონი თქვენს საჩივარს ჩვენ გადავუგზავნით სურსათის ეროვნულ სააგენტოს და დაველოდებით რეაგირებას
joni   12:13:33 2017-01-07  უპასუხე   
დიდი მადლობა.5 იანვარს გავიარე და უარესი მდგომარეობაა!

Eka   14:06:56 2015-12-21  უპასუხე   
ეჭვი გვაქვს, რომ EMITY ECOLINE ACTIVE (20KG ყუთებში) შეიცავს გმო კომპონენტებს, რადგან ის ძალიან ცუდად მოქმედებს ჩვენს ოთხფეხა ცხოველზე. გთხოვთ შეამოწმოთ ეს პროდუქცია.

nini   19:11:34 2015-12-18  უპასუხე   
მაქვს წყლის გამაცხელებელი გრანდი 10 ლიტრიანი . ფუჭდება კვირაში ერთხელ, ფილტრი დაგვაყენებინეს, არ ეშველა . ახლა მეუბნება ხელოსანი რომ არ იცის რა ეშველება.
რისი ბრალია ვერც ამას მეუბნება
იურიდიულად პასუხისმგებელი პირი მოვითხოვე და გრანდ ელექტრონიქსიაო.
ჩინური კალონკა რომელშის 100 ლარი გადავიხადე მემსახურა 7 წელი, აისოს სერთიფიცირებული კალონკა 1 წელზე მეტს ვერ ძლებს?? მაინტერესებს რა შანსები მაქვს. ხო საგარანტიოში მიწერია 18 თვე, ოღონდ საგარანტიო ბლანკზე აღნიშნულია 12 თვე, 12 თვე გავიდა უკვე, 18 თვე კი შეცდომით წერიაო. არადა მე 18 თვიანი გარანტიით ვიყიდე))
თამარ, CSRDG   11:18:46 2015-12-21  უპასუხე   
ნინი გასაგებია რომ ყიდვისას გიტხრეს 18 თვიანი გარანტია იქნებაო და რეალურად 12 თვიანი ჩაწერეს, თუმცა რადგან 12 თვეზე გაქვთ შეცდომით ხელი მოწერილი ამაზე ვეღარ მიედავებით სამწუხაროდ. საგარანტიო მომსახურეობის გასვლის შემდეგ რა პირობებიც გიწერიათ ხელშეკრულებაში, თუ საერთოდ წერია რამე, ამის შესრულება მოსთხოვეთ

ქეთი   11:42:24 2015-12-02  უპასუხე   
გამარჯობათ. მყავს ოთხი თვის ბავშვი, ეს ოთხი თვე მოვიხმართ პამპერს პრემიუმს. იმის გამო რომ მას აქვს ბადე და მოკლედ კარგია. ერთი კვირის წინ ვარკეთილის მეტროსთან მდებარე ჯიპისიში ვიყიდე მცირე ზომის შეფუთვა, ახალ ზომაზე გადავდიოდით და მაინტერესებდა როგორ მოგვერგებოდა.
გარედან შეფუთვა წინა ზომების იდენტურია, მაგრამ თვითონ პამპერსი ბევრად სხვაა. აღარც ბადე აქვს, რაღაც უხეში მატერიისგანაა. ახლა ინტერნეტში ვეძებდი იქნებ გამერკვია რატომაა სხვაობა 3 და 4 ზომას შორის. 4 ზომას ყველაფერ ცუდთან ერთად აქვს საშIნელი სუნი. ვერაფერი ვერ ვნახე, გარდა რამოდენიმე პოსტისა მსგავსი საჩივრით.

თამუნა   18:52:43 2015-01-11  უპასუხე   
მოგესალმებით, დღეს შევიძინე შამპუნი ერთ-ერთ სააფთიაქო ქსელში სადაც იყო გადაშლილი ძველი ფასი და ეწერა ახალი ფასი (ფასდაკლებით). სამწუხაროდ როცა სალაროსთან მივიტანე ძველ ფასში მაყიდინეს და არც კი წამომყვა იქ სადაც ეს ფასი ეწერა რომ მეჩვენებინა თან ასე მითხრა ჩვენი აფთიაქის ბარათი რომ გქონოდა იქ გამოჩნდებოდაო ფასდაკლება...სრული აბსურდი. თანხა დიდი განსხვავებული არ არის უბრალოდ თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი, გთხოვთ ანიხსნათ ეს რამდენად არის შესაძლებელი. მადლობა წინასწარ

ლაშა   13:32:12 2014-11-08  უპასუხე   
მაღაცია "MI FA SI" შევიძინე გიტარა და დაახლოებით ორ კვირაში გიტარის პედაგოგს რომ ვაჩვენე მითხრა რომ ერთი ლადი აწეულია და ნოტი ბზუის იმ ადგილას რაც საკმაო წუნია 400 ლარიანი ესპანური გიტარისთვის.
იმ დღესვე დავრეკე და მითხრეს რომ მიმეტანა მაღაზიაში.
მაქსიმუმ ერთი თვის პერიოდში ჩავიტანე (რუსთავიდან) და დავტოვე, რომ ხელოსანს ენახა.
მეორე დღეს მირეკავენ და მეუბნებიან რომ თუ თანახმა ვარ 20 ლარად შეაკეთებენ.
როცა მოვთხოვე დაზუსტება მე უნდა გადამეხადა თუ მაღაზიას "დააზუსტეს" და რამდენიმე წუთში გადმომირეკეს და მითხრეს - თუ თანახმა ვარ 36 ლარად შეაკეთებენ!

სადაც 400 ლარი გადავიხადე იქ 20 ლარზე არაა საუბარი უბრალოდ შეურაცმყოფელია ასეთი რამ მაღაზიის მხრიდან.
ამ დღეებში ვაპირებ ჩასვლას წამოსაღებად და მენეჯერთან შესვლას.
თამარ, CSRDG   16:10:11 2014-11-10  უპასუხე   
ლაშა შეგიძლიათ დარეკოთ ჩვენს უფასო იურიდიული დახმარების ნომერზე და გაგიწევენ კონსულტაციას თქვენი უფლებების შესახებ 2424440

joni   20:19:41 2014-10-09  უპასუხე   
მთელ ბაზრებზე შეუმოწმებელ ქათმებს ყიდიან.. ასევე ნამცხვრის ფირფიტებს..გაიარეთ ვაგზლის მიმდებარედ..რეებს ყიდიან..დაიწამლა ხალხი..ახლა თქვენ დამისვამთ კითხვას დაგვიკონკრეტეთო--ყველგან ვაგზლის ბაზრის ტერიტორიაზე.მიიყვანეთ ტელევიზიები//გადაიღეთ რომ ხალხმა ინფორმაცია მიიყოს..უკუკითხვებს ნუ დამისვამთ როგორც გჩვევიათ ხოლმე.

dimitri   14:37:21 2014-10-09  უპასუხე   
მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსში", იოსებიძის 49-ში შევიძინე გლობუსი, შეფუთულ მდგომარეობაში (ანუ შეძენის მომენტში შეუძლებელი იყო ნაკლის ნახვა), როგორც კი გავხსენით აღმოვაჩინეთ, რომ საყრდენი რკალი გატეხილი ჰქონდა. გადასაცვლელად რომ მივედი, არა თუ არ გადამიცვალეს, ცილი დამწამეს, რომ თითქოს მე გავტეხე. ზარალის ასანაზღაურებლად 15%-იანი ფასდაკლება შემომთავაზეს. ვერ გავიგე, თუ მე გავტეხე ზარალს რატომ მინაზღაურებენ, და თუ მე არ გამიტეხავს, რატომ არ მიცვლიან ახალ ნივთში??? ადგილზე უნდა შეგემოწმებინაო, ანუ ბიბლუსში რომ რამეს ვიყიდი, კარგად უნდა შევამოწმო? მაგალითად, წიგნის ფურცლები დათვალო, შეფუთული გლობუსი ტრიალებს თუ არა შევამოწმო???
თამარ, CSRDG   12:14:35 2014-10-15  უპასუხე   
დიმიტრი, თვქენ ნაკლიანი პროდუქტი მოგყიდეს და მაღაზიას არ აქვს უფლება არ გამოგიცვალოთ ახლით ან არ აგინაზღაუროთ გადახდილი თანხა. დარეკეთ ნომერზე 242 4440 სადაც უფასოდ დაგეხმარებიან განაცხადის მომზადებაში რათა პრეტენზიით მიმართოთ მაღაზიას

natia   09:09:28 2014-09-26  უპასუხე   
სავაჭრო ქსელ დეაში მომხმარებლის ძარცვა ხდება შემდეგი წესებით .იყიდი ნივთს და აწერია ღირებულება მაგალითად 2.10 სალაროსთან გადაგახდევინებენ 2.70 თან სასწრაფოღ ჩეკს აგიფრიალებენ უკან ვეღარ დავდებთ დახლზეო, რაც მთავარია პასზე რომ შეეკამათები ეს ძველი პასია ტურმე და ახალი პასი კომპიუტერთან გამოჩნდება. Eსე

TEMURI   16:15:50 2014-07-17  უპასუხე   
ალტაში ვიყიდე სამსუნგის ლეპტოპი. 6 თვეში 2-ჯერ გავარემონტე სერვისცენტრში--ერთხელ კლავიატურა გამოცვალეს,მეორეჯერ შლეიფი (ორივეჯერ ქარხნული დეფექტის გამო).ალტამ თავი გაიგიჟა--მე არაფერ შუაში ვარო,სერვისცენტრს მიმარტეო.ასეა როცაბანძი ფირმიდან(ალტა) რამეს ყიდულობ....

lola   13:51:57 2014-04-27  უპასუხე   
დამცავი ფრაზა არ იკითხება ხოლმე რა უბედურებაა ანუ ცაკონტროლო რიცხვი
თამარ, CSRDG   11:12:44 2014-04-28  უპასუხე   
ლოლა რა პროდუქტზეა საუბარი და რა დამცავ ფრაზაზე იქნებ განმარტოთ
lola   12:07:28 2014-05-04  უპასუხე   
თქვენთან გამოსაგზავნი შტრიხი ხშირად არ იკითხება-რა ვერ გაიგეთ. იცილებთ პასუხის გაცემას
თამარ, CSRDG   07:34:15 2014-05-05  უპასუხე   
უკაცრავად ლოლა, ახლა გავიგე რასაც გულისხმობთ. გავასწორებთ

ალინა   23:45:50 2014-04-05  უპასუხე   
სავაჭრო ცენტრ საბაში, მაღაზია გალანტში შევიძინე პოლონური სამზარეულო, სახლში თვითონ წამოვიღეთ, აღმოჩნდა რომ არანაირი სახელური და არაფერი არ მოჰყვა, ვის უნდა მივმართო ან რა უნდა გავაკეთო საერთოდ? მაქვს მაღაზიის ქვითარი..
თამარ, CSRDG   12:29:24 2014-04-07  უპასუხე   
ალინა დარეკეთ ნომერზე 2252778, ლევან ჯორბენაძე - უფასო იურიდიული კონსულტაცია. დაგეხმარებათ კონსულტაციითაც და სხვა რაიმე სახის დახმარება თუ დაგჭირდებათ

Irine   10:25:17 2014-03-06  უპასუხე   
მაღაზია ენზა ჰოუმში შევიძინე მუხის საწოლები 4 თვეში ერთი საწოლი ჩატყდა მივმართე მაღაზიას დამპირდნენ რეაგირებას აგერ უკვე ერთი კვირაა არავინ შემხმიანებია გთხოვთ მიპასუხოთ შემდგომ როგორ მოვიქცე?
თამარ, CSRDG   11:48:11 2014-03-06  უპასუხე   
ირინე დაუკავშირდით ჩვენს იურისტს 2252778, ლევან ჯორბენაძე და ის გაგარკვევთ თქვენს უფლებებში. კონსულტაცია უფასოა

ტამარი   18:59:30 2014-01-01  უპასუხე   
შევიძინე ტყავის,უფრო სწორედ დერმატინის სამეული..ვიზუალურად არაუსავდა..ადგილობრივი წარმოების.იმავე დღეს ერთ სავარძელს გვერდი ჩატყდა..ვნახე მასალა (ქონსა პატარა ჭრილი დარჩენილი და ხელი შევყავი:)გავოგნდი..ხის მაგივრად გამოყენებულია სქელი მუყაო,რომელიც გადატყდა.დავრეკე და მიტხრეს რომ წაიღებენ და გააკეთებენ.არადა მას აღარ მინდა უკვე..რაც ვნახე რომ ფაქტიურად ქაღალდისაგანაა დამზადებული :(..მაქვს უფლება რომ პრეტენზია გამოვტქვა ამის გამო და დავაბრუნო?..გადახდილი მაქვს 850 ლ :(
თამარ, CSRDG   12:06:33 2014-01-03  უპასუხე   
თამარ მოგვწერეთ ფეისბუქის ჩვენს გვერდზე პირად შეტყობინებებში. იურისტის ნომერს მოგცემთ და ის დაგეხმარებათ.

levani   21:25:05 2013-08-04  უპასუხე   
როდის უნდა აღდგეს მომხმარებელთა კანონი? ეს უსაქმური პარლამენტარები ..... რომ იფხანენ!

auto   22:03:02 2013-07-25  უპასუხე   
ავტოდილერი GEOMOTORS-ი აყალბებს ზოგიერთი (რომელსაც განსაკუთრებულად დიდი გარბენი აქვს) მანქანის გარბენებს. აშშ-ში არსებული მონაცემების (VIN:JTDKB20U073214495) მიხედვით მანქანის გარბენია 179,096 მილი, საქართველოში ჩამოსვლისას მისმა გარბენმა 92000 მილი შეადგინა (იხილეთ myauto-ზე). VIN-ის მონაცემებით
auto   22:06:32 2013-07-25  უპასუხე   
და არამარტო ეს ფირმა, ამჯერად უბრალოდ ამ ფირმის მონაცემებზე დაყრდნობით მომიწია ფაქტის დაფიქსირება...

alexander   17:13:23 2013-05-28  უპასუხე   
გამარჯობა,

დღეს-დღეისობით ძალიან რთული გახდა ხარისხიანი და უხარისხო სამშენებლო მასალის ერთმანეთისაგან გარჩევა - განსაკუთრებით რთულადაა საქმე საღებავების სეგმენტში სადაც მოსახლეობას არ გვაქ საშუალება გავიგოთ თუ რამდენად უსაბრთხო და გამძლე იქნება ასა თუ ის საღებავი ან ლაქი. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე 2-3 ჯერ შეიძლება მოგიწიოს სახლის გადაგებვა თუ არასწორ საღებავს შეარჩევ , რაც საკმაოდ დიდი ხარჯთან და დროსთანაა დაკავშირებული, პლიუს ამ ყველაფრის მერე არც კი იცი ზუსტად თუ რამდენად უსაფრხოა შენს მიერ შერჩეული საღებავი :((

ნათია   12:38:37 2013-05-23  უპასუხე   
მოგესალმებით, ერთ-ერთ ბაზრობაზე ნაყიდი სანტექნიკის პატარა ნაწილი (რომელიც უხარისხო აღნოჩნდა) დაყენებიდან ძალიან მალე გატყდა, რომლის შედეგადაც (კერძო, ახალგარემონტებულ) სახლს მიადგა ათასობით ლარის ზარალი.
ვის უნდა მოვთოვო ზიანის ანაზღაურება, უბრალო ბაზრობის გამყიდველს?? თუ შემომტანს? ან იმ ქვეყნის ფირმას საიდანაც ის შემოვიდა? ან ღირს საერთოდ?? :(
ლია, CSRDG   14:16:35 2013-05-23  უპასუხე   
თუ პროდუქცია უსაფრთხო არ იყო და ამის გამო მოგადგათ ზიანი, მის ანაზრაურებაზე პასუხისმგებელია მწარმოებელი, ან თუ ის არ იძებნება - იმპორტიორი, დისტრიბუტორი, თუ ესენიც არ არსებობს - გამყიდველი. იხ. პროდუქციის უსაფრთხოების კოდექსის მე-5 და მე-6 მუხლები

Keti Kobiashvili   14:59:10 2013-04-05  უპასუხე   
ძალიან გთხოვთ დაინტერესდეთ საიტით იაფად.გი სადაც არიან თაგლითები, და არღვევენ მომხმარებელთა უფლებებს, იტყუებიან და ხალხს ვითომდა რაღაც პროდუქციაზე ახდევინებენ პულს და მერე იკარგებიან. დაგვეხმარეთ!
ლია, CSRDG   13:27:44 2013-04-08  უპასუხე   
ქეთი, ძალიან გთხოვთ, თაღლითობის ფაქტები აუცილებლად აცნობეთ პოლიციას! ან აქ მაინც აღწერეთ დეტალურად, რომ სხვები ფრთხილად იყონ.

ნინი   16:35:45 2013-01-26  უპასუხე   
შპს გალანტში, ავეჯის სახლი საბა, მაღაზია 7. შევიძინე პოლონური სამზარეულო 20 დეკემბერს.მოტანა და მონტაჟი მოხდა3 დღის შემდეგ, დიდი ნერვიულობის ფასად, რაშიც 70 ლარი დამატებით გადავიხადე და არანაირი ჩეკი არ მომცეს. სამზარეულო 755 ლარი დამიჯდა, ამის ჩეკი მაქვს. წინასაახალწლოდ რაიონში წავედით და 15 იანვარს ჩამოვედით. უკვე ერთი უჯრა და ორი კარი არ იკეტება წესიერად, საწყობის გამგის ნომერი მომცეს, ვრეკავ მაგრამ უშედეგოდ არავინ მოდის. რისი უფლება მაქვს და ვის მოვმართო, მირჩიეთ რამე , წინასწარ მადლობა.
ლია, CSRDG   14:28:26 2013-01-28  უპასუხე   
ნინი, ავეჯის მონტაჟი მაღაზიის მომსახურებაში შედიოდა?
ნინი   16:31:50 2013-02-02  უპასუხე   

მაღაზიის მომსახურეობაში შედიოდა რა თქმა უნდა. მაგრამ 70 ლარი დამატებით გადავიხადე.

თუ მხოლოდ მომიტანდნენ 50 ლარი უნდა გადამეხადა და თუ ამიწყობდნენ 30 ლარი.
ლია, CSRDG   21:10:41 2013-02-04  უპასუხე   
ქვითრის არ-მოცემა ძალზე საოცარია.

თქვენ გაქვთ მოთხოვნს უფლება მაღაზიის მიმართ. თუ გნებავთ მიგყვებით მენეჯერთან.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ყველა შემთხვევა, როდესაც ჩვენ მომხმარებელს მაღაზიაში მივყვებით, სრულად შუქდება ამ საიტზე (ტქვენი სახელი და გვარის გარდა)
ნინო   14:45:50 2013-07-04  უპასუხე   
მაღაზიამ გამომიგზავნა სხვა ხელოსანი, აქ უნახიათ ჩემი მესიჯი)) თუ არ მომიგვარებდნენ ამ პრობლემას, თქვენც წაგიყვანდით და ბოლომდე მივიყვანდი ამ საქმეს. მადლობა )

Rezi Butskhrikidze   21:05:13 2012-11-11  უპასუხე   
მაქვს გამათბობელი"ლონგვი: მეორე წლია. შუშიანები რომაა ისეტი და ეხლა შევამჩნიე რომ შიდა შუშა სადაც წვა ხდება აქვს ბზარივით ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს რომ ქარხნულია. თუ ვინმემ იცის ზუსტად ნამდვილად აქვს ან არ აქვს აებზარი გტხოვთ გამომეხმაუროთ.
წინასწარ მადლობა!!!

zura   16:09:34 2012-08-18  უპასუხე   
ავეჯის მაღაზია ემბაუტი იტყუებიან ფასდაკლების პროცენტზე რომ არაფერი ვთქვათ (რომელი ფორმულით ანგარიშობენ 25 % ს) საიტზე ასახული რეკლამა ავეჯის ხარისხზე ტყუილია. არ იყიდოთ თუ იყიდით მოითხოვეთ იმ მონაცემების დაკმაყოფილება რა რეკლამაც კეთდება- მაგალითად საწოლებზე მითითებულია ორთოპედიული მექანიზმი მოიტანეს ჩველებრივი ფიცარი როცა მოვითხოვე უკან დაბრუნება მივიღე უარი არ იყიდოთ არ ვარგა

Giorgi   21:40:20 2012-07-15  უპასუხე   
მოგესალმებით,

ასეთი შეკითხვა მაქვს, საქართველოში არც თუ იშვიათად წააწყდებით ავეჯის გამყიდველებს (კომპანიებს ვგულისხმობ, რომლებსაც შესაბამისი მაღაზიები აქვთ), რომლებიც გასაყიდ საქონელს ყიდიან (და აქტიურად უწევენ რეკლამას) როგორც "იტალიურს" ან "ბელგიურს", მაშინ როდესაც ხშირ შემთხვევაში ეს საქონელი იმპორტირებულია აზიიდან ან რომელიმე მესამე ქვეყნიდან და ზემოთხსენებულ ბელგიურ-იტალიურთან არაფერი საერთო არ აქვს. ამასთანა დაკავშირებით, ხომ არ აქვს ადგილი მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას და რას ითვალისწინებს კანონმდებლობა მომხმარებლის ინტერესის დაცვის შესახებ ან იგივე რეკლამის შესახებ?
ლია, CSRDG   15:22:14 2012-07-23  უპასუხე   
გიორგი, აქ ორი პრობლემატური საკითხია:
პირველი: სულაც რომ გერმანიაში იყოს წარმოებული ის ავეჯი, ნიშნავს ეს რომ ის გერმანულია? მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში დღემდე ვერ შეთანხმებულან საქონლის წარმოშობის ქვეყნის დადგენის ერთიან მეთოდოლოგიაზე. ზოგადი წესი ასეთია, რომ წარმოსობის ქვეყნად ითვლება ის ქვეყანა, რომელშიც პროდუქტმა მნიშვნელოვანი სახეცვლა განიცადა. თუმცა რას ნიშნავს ეს ”მნიშვნელოვანი სახეცვლა” - ამაზე კამატები არ სრულდება.

მეორე საკიტხი: აზიიდან არ შეიძლება ჩამოიტანო მაგალითად მეორადი ავეჯი, რომელიც ბელგიური წარმოშობისაა?
Giorgi   17:16:38 2012-07-23  უპასუხე   
დიდი მადლობა ლია პასუხისათვის.
რაც შეეხება თქვენს პასუხში ჩამოთვლილ მიზეზებს, როგორც მე გავარკვიე, იმ კონკრეტულ შემთხვევაში, რომელსაც მე წავაწყდი, არც ერთ ვარიანტს ადგილი არ აქვს.
კერძოდ, მივწერე მწარმოებელ კომპანიას, რომ მათი პარტნიორი საქართველოში ასაღებს საქონელს როგორც ერთობლივ საქონელს და ჰქონდათ თუ არა მათ ამის რაიმე საფუძველი?
პასუხად მივიღე ის, რომ ამ კომპანიის საქმიანობაში არ მონაწილოებენ გერმანული, იტალიური ან ბელგიური კომპანიები, მიუხედავად იმისა რომ ზემოაღნიშნული ქვეყნებისათვის ამზადებენ ავეჯს.
შესაბამისად, ვერც კაპიტალის მონაწილეობის კუთხით, ვერც კონტროლის კუთხით და ა.შ. ვერ ხერხდება ამ კომპანიის დაკავშირება "გერმანელებთან".
თქვენს პასუხში მოყვანილია ზიანის ანაზღაურება. ამასთან დაკავშირებით, იურიდიულად, რა ზიანის ანაზღაურებაზე შეიძლება იყოს საუბარი? ხარისხი რაც არის, ეგ არის, ანუ გერმანულს დავარქმევთ თუ ჩინურს, ამით არ იცვლება. როგორ უნდა იქნას დათვლილი ზიანი, თუკი საუბარია იმაზე, რომ მე როგორც მომხმარებელი შევყავარ შეცდომაში იმით რომ თითქოს ეს საქონელი გერმანული/იტალიური/ბელგიური მონაწილოებით არის შექმნილი, შესაბამისად მე მიჩნდება არასწორი შთაბეჭდილება იმაზე, რომ აქ მიმდინარეობდა ხარისხის კონტროლი და ა.შ.
ეს დაახლოებით იგივეა როგორც რძის თუ ნატურალური წვენის საკითხი, როდესაც მწარმოებელი არ უთითებს რომ არის ფხვნილისგან ან კონცენტრატისგან დამზადებული (ან პირიქით, შეგნებულად იტყუება და აცხადებს რომ ნატურალური რძისგან/წვენისგან არის დამზადებული). კითხვა მაქვს მარტივი, კონკრეტულად რა პასუხისმგბელობა ეკისრება გამყიდველს, როდესაც შეჰყავს შეცდომაში კლიენტი და ისეთ თვისებებს მიაწერს საქონელს, რომელიც მას არ გაააჩნია. წარმოიდგინეთ რომ შევიძინე "ბელგიური" ავეჯი და ვთქვათ 3 თვის მერე აღმოვაჩინე რომ დამზადებულია "ხონ გილ დონის" მიერ ჩინეთში და არანაირი კავშირი არ აქვს ბელგიასთან გარდა იმისა რომ ისარგებლა მათი კატალოგით. ვის რა უნდა მოვთხოვო?
ლია, CSRDG   17:29:57 2012-07-23  უპასუხე   
თუ რეალურად ზიანი მოგადგათ, უნდა მიმართოთ სასამართლოს, სამოქალაქო სარჩელით, და მოითხოვოთ საქონელი ან უკან დაიბრუნონ ან თუ ეს არ გაწყობთ - ზიანი აგინაზღაურონ. ზიანი ამ შემთხვევაში არის საბაზრო ფასის განსხვავება ჩინეთის წარმოებულ ამ ნივთსა და გერმანიის წარმოებულ იგივე ნივთს შორის. და, ნუ კიდევ სხვა დამატებითი ზიანი თუ მოგადგათ ამ ნივთის დაბალი ხარისხის გამო.

სარჩელში თქვენ უნდა მიუთითოთ, რომ ნივთის გერმანული წარმომავლობა არსებითი იყო თქვენს მიერ მისი შეძენის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას. ანუ, რომ გცოდნოდათ, რომ ჩინურია, არ შეიძანდით (ან ამ ფასად არ შეიძენდით). ანუ გადაწყვეტილება ნივთის შეძენის შესახებ მიგაღებინეს მოტყუილებით. სარჩელის კვალიფიციურად ჩამოსაყალიბებლად ცხადია ადვოკატი დაგჭირდებათ.

შეგიძლიათ აგრეთვე მიმართოთ პოლიციას, და მოითხოვოთ, რომ სისხლის სამართლის საქმე აღძრან მომხმარებლის მოტყუილების მუხლით.
Giorgi   17:43:50 2012-07-23  უპასუხე   
გასაგებია. გამოდის რომ ბევრი არაფრით არის დაცული მომხმარებელი და კიდევ დიდხანს ვნახავთ საქართველოში "ბელგიურ/იტალიურ" თუ სხვა "ორიგინალ" საქონელს.
Giorgi   17:27:04 2012-07-23  უპასუხე   
როდესაც შევეკამათე გამყიდველს იმაზე თუ რის საფუძველზე მიმტკიცებდა რომ ეს იყო გერმანული, გაღიზიანდა და მითხრა, თუ მოგწონს იყიდე, რა მნიშვნელობა აქვს გერმანულია თუ არა.
ნებისმიერ შემთხვევაში გამყიდველი ვალდებულია დაასაბუთოს საქონლის წარმომავლობა და ისიც, თუ რის საფუძველეა ის ერთობლივი. თუ ამის ვალდებულება მას არ ექნა, ფაქტიურად ნებისმიერი გამყიდველს ექმნება შესაძლებლობა რომ თავის საქონელს დაარქვას "გერმანული/იტალიური/ბელგიური/ფრანგული", თუნდაც ეს ავეჯი ჩხოროწყუში იყოს დამზადებული.
Giorgi   23:14:17 2012-07-15  უპასუხე   
ანუ დავაზუსტებ კითხვას: შემიძლია თუ არა რეკლამაში ფრაზა რომ რაღაც საქონელი არის მაგ. "რუსულ-გერმანული", მაშინ როდესაც საწარმო რუსეთშია და ამ შემთხვევაში საქართველოში წარმოდგენილმა გამყიდველმა რა საბუთი/დამადასტურებელი უნდა წარმოადგინოს რომ ეს საქონელი ასევე გერმანულია ან შეიძლება ასოცირდებოდეს გერმანიასთან? თუ ვერ ხერხდება ამ საქონლის გერმანულთან ასოცირებების გადამოწმება/დადასტურება, შეიძლება ითქვას თუ არა, რომ ადგილი აქვს მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას ან გამყიდველი არასწორ რეკლამას ეწევა?
ლია, CSRDG   15:42:26 2012-07-23  უპასუხე   
მოდით ვიმსჯელოთ, რა შეიძლება იგულისხმებოდეს როცა გვეუბნებიან, რომ ავეჯი ”გერმანულ-რუსულ” საწარმოში არის წარმოებული? ალბათ რამოდენიმე სხვადასხვა ვარიანტი, არა? ანუ, ავეჯი წარმოებულია:
1. გერმანული ფირმის ფილიალში, რომელიც რუსეთშია განთავსებული; ან
3. გერმანული ფირმის ფრენშაიზით მოქმედ რუსულ საწარმოში; ან
3. რუსულ საწარმოში, რომლის თანადამფუძნებელია გერმანული ფირმა, რომელიც ამის გამო ხარისხს აკონტროლებს; ან
4. რუსულ საწარმოში, რომელიც ფინანსდება გერმანული კაპიტალით, რომელიც ამის გამო ხარისხს აკონტროლებს;
5. რამე სხვა ვარიანტი, რომელიც მე პირადად ამწუთას თავში არ მომდის.
ყველა ამ შემთხვევაში, ჩემი აზრით, მომხმარებლის მოტყუილებას ადგილი არ აქვს - გარკვეული თვალსაზრისით საწარმო მართლაც რუსულ-გერმანულია - ერთ შემთხვევაში მენეჯმენტია გერმანული, მეორეში - ნოუ-ჰაუ, მესამეში - დამფუძნებლები და მეოთხეში - ფული. თუმცა, მნივნელოვანია, რომ მოხმარებელს სწორედ ესმოდეს ეს ”რუსულ-გერმანულობა” რას ნიშნავს.

თუკი მომხმარებელს საქონელზე არასწორი წარმოდგენა შეუქმნეს (ეს მარტო წარმომავლობას არ ეხება), ცხადია წარმოიშობა მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. გარდა ამისა, მომხმარებლის მოტყუილება (თუ ზარალი საქონლის ღირებულების 20%-ზე მეტია) სისხლის სამართლის დანაშაულია (სისხლ. სამართ. კოდექსის 219 მუხლი). რა თქმა უნდა, საკამათოა, არის თუ არა ტყუილი, თუკი მაგალითად, მომხმარებელს უთხრეს, რომ ეს ავეჯი გერმანული საწარმოს რუსულ ფილიალშია წარმოებული და სინამდვილეში კი ის რუსული საწარმო გერმანული ფრენშაიზით მოქმედებს მხოლოდ. არა მგონია ბევრ მომხმარებელს ესმოდეს, ფრენშაიზით მოქმედი ფირმისა და ფილიალს შორის განსხვავება.
ლია, CSRDG   12:34:55 2012-07-16  უპასუხე   
შევისწავლით საკითხს და გიპასუხებთ

ციური   23:04:36 2012-03-22  უპასუხე   
გამარჯობათ.ვიყიდე საქონელი და უვარგისი გამოდგა.უკან არ იბრუნებენ.გამყიდველი მეუბნება გადააგდეო თუ არ გჭირდება.
ვის უნდა მივმართო?
ზუგდიდი.




nino   11:06:04 2012-06-06  უპასუხე   
თუ არ არტყავენ სალაროს ჩეკს მაშინ რა ვქნათ? ჩვენთან ყველა მომხმარებლის მოტყუებაზეა განსაკუთრებით აღვნიშნავ ტექნოლუქსისა და ინტერტექნიკსის საგარანტიო სერვისს. გარანტიის ფურცლები გადაცემული აქვთ ინდმეწარმეებზე, რომლებიც საქონლის რეალიზაციისას არ არტყავენ ჩეკს, საგარანტიო სერვისს რომ ითხოვ ჩეკის უქონლობის გამო არ გემსახურებიან. რა მნიშვნელობა აქვს ჩეკის არსებობას საგარანტიო სერვისისათვის, უფასოდ ხომ არავის გამატანდა 1000 ლარიან ნივთს, მაგრამ ეს შეგნებულად ხდება, რომ არ მოემსახურონ მომხმარებელს. არადა 9 თვეა ნერვები დამაწყვიტეს ვიყიდე კონდეციონერი რომელიც ბრაკია და არ მიცვლიან!!!!!!!!!!!!!!!!!!!! არაფერი არ იყიდოთ ტექნოლუქსის საგარანტიოთი და ცაბაძის მაღაზიებიდან ი.მ ,,სალომე მზარეულიშვილისაგან" სამწუხაროდ მოტყუებულები დარჩებით
ლია, CSRDG   12:47:13 2012-05-04  უპასუხე   
ციური, გაყიდული საქონელი, რომელსაც ნაკლი აღმოაჩნდა, მაღაზიამ ან უნდა გამოგიცვალოთ, ან უნდა დაიბრუნოს. ამას ითხოვს კანონი. მაგრამ ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც ამ კანონის დაცვას გააკონტროლებდა, საქართველოში არ არსებობს. ამიტომ სამწუხაროდ არასამთავრობო ორგანიზაციების ან სასამართლოს მეტს ვერავის მიმართავთ.

ამიტომ არის ეს გვერდი შექმნილი - რომ თუკი თქვენიო უფლებების დაცვას ვერ ახერხთ, სხვა მომხმარებლებს მაინც აცნობოთ, თუ რომელი მაღაზია არღვევს კანონის მოთხოვნებს.

Kety Gujaraidze   19:07:53 2012-03-12  უპასუხე   
გამარჯობა ლიკა. ჩემი კითხვა პროდუქტს არ ეხება, მაგრამ იქნებ დამეხმარო: არსებობს თუ არა საცხოვრებელ სახლებთან ავტომობილების პარკირების / დგომის წესები? რა აქტით რეგულირდება ეს საკითხი? დიდი მადლობა წინასწარ!
ლია, CSRDG   13:00:28 2012-05-04  უპასუხე   
ქეთი, სამწუხაროდ ამ დრომდე ვერ აღმოვაჩინეთ ნორმატიული აქტი, რომელიც ამ საკითხს არეგულირებს. კიდევ გავარკვევთ.
ლია, CSRDG   12:17:53 2012-03-13  უპასუხე   
შევეცდებით გავარკვიოთ, ქეთი


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge