ბოლო ცვლილებები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
პროდუქტი „იმერული“
სუნელების შემოწმება
სასმელი წყალი დიდუბიდან
კარფურში შეძენილი ტკბილეული
მომხმარებლის აზრი: სხვა საქონელი
მომხმარებლის აზრი: სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურება
მომხმარებლის აზრი: საზოგადოებრივი ტრანსპორტი
მომხმარებლის აზრი: დენი, გაზი, წყალი, დასუფთავება
მომხმარებლის დამცველი ორგანიზაციები ევროკავშირში

რა აწუხებს ქართველ მომხმარებლებს
პუბლიკაცია, მონაწილეობა,

2015 წლის მარტში ჩატარდა სოციოლოგიური კვლევა, რომლის მიზანი იყო გაგვერკვია, თუ რა აწუხებს ქართველ მომხმარებელს და რამდენად აქტიურია ის თავისი ინტერესების დაცვაში. კვლევამ მოიცვა სასურსათო და არასასურსათო საქონლით ვაჭრობის სფერო, კომუნალური და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურება.

კვლევის შედეგები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

კვლევის ძირითადი მიგნებები შემდეგია:

  • მომხმარებელთა უმრავლესობა აღნიშნავს სასურსათო მაღაზიების და კომუნალური მომსახურების ამა თუ იმ ნაკლოვანებას.
    • სურსათის სფეროში მომხმარებელი აღნიშნავს სანიტარულ-ჰიგიენი პირობების დარღვევას და ვადაგასულ პროდუქციას. სასურსათო ბაზრებში მომხმარებელი ხშირად ტყუვდება წონაში. ჰიპერმარკეტებში კი მთავარი წუხილია დიდი რიგები.
    • კომუნალურ სფეროში მომხმარებელი ძირითადად უკმაყოფილოა მომსახურების მაღალი ღირებულებით, მიწოდებული რესურსის ხარისხით და მიწოდების ხშირი და მოულოდნელი წყვეტით.
  • უკმაყოფილო მომხმარებლების რიცხვი შედარებით დაბალია არასასურსათო საქონლით ვაჭრობისა და სატრანსპორტო სფეროში.
    • არასასურსათო საქონლის სფეროში უკმაყოფილების ძირითადი მიზეზებია ბრენდის ფალსიფიკაცია და სერვის-ცენტრში შეკეთებული საქონლის ხელახალი გაფუჭება. წამლებთან დაკავშირებით მომხმარებელთა 2/3 აღნიშნავს გამოწერილის ნაცვლად სხვა წამლის მიყიდვის იძულების ფაქტებს, ხოლო წამლებსა და კოსმეტიკასთან დაკავშირებით - ვადაგასული პროდუქტის მიყიდვის ფაქტებს. საწვავთან დაკავშირებით მომხმარებლები აღნიშნავენ პროდუქციის მოცულობის ან ხარისხის ნაკლულობას;
    • სატრანსპორტო სფეროში უკმაყოფილების ძირითადი მიზეზებია სანიტარული ნორმების დაუცველობა და მგზავრთა გადაჭარბებული რაოდენობა. დამატებით სამარშრუტო ტაქსებში მომხმარებლები აღნიშნავენ წესრიგის დაუცველობას, მძღოლების არაპროფესიონალიზმს და მომსახურების სიძვირეს.
  • მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლები ხშირად ამჩნევენ დარღვევებს მომსახურებაში, თავის ინტერესებს ისინი იშვიათად იცავენ. სურსათის სფეროში თავის პრეტენზიებს განაცხადებს უკმაყოფილო მომხმარებელთა მხოლოდ 1/4, არასასურსათო საქონლის და კომუნალური მომსახურების სფეროში - 1/3, ტრანსპორტის სფეროში კი მხოლოდ 4%; დაბალი აქტივობის ძირითადი მიზეზია შედეგის მიღწევის უიმედობა.
  • მომხმარებელთა პრეტენზიებზე ყველაზე ოპერატიული რეაგირება აქვს სასურსათო და სამომხმარებლო საქონლით მოვაჭრე კერძო სექტორს (სურსათის შემთხვევაში პრეტენზიების 4/5 კმაყოფილდება, სხვა საქონლის შემთხვევაში კმაყოფილდება პრეტენზიათა ნახევარზე მეტი). მომხმარებელთა პრეტენზიები ნაკლებად შედეგიანია კომუნალურ სფეროში (კმაყოფილდება პრეტენზიათა 1/3) და სრულებით უშედეგოა ტრანსპორტის სფეროში.
  • შესაძენი პროდუქციის არჩევისას ქართველი მომხმარებელი ენდობა ძირითადად რეკლამას და ახლობლებს. მაღაზიის კონსულტანტის რჩევებს მასზე ნაკლები ზეგავლენა აქვს.
  • ევროპაში აკრძალული მარკეტინგული ხრიკებიდან საქართველოში ყველაზე ხშირად გამოიყენება პროდუქციის დაჟინებით შეთავაზება ტელეფონით, ელ-ფოსტით და სმს-ით იმ პირობებში, როდესაც მომხმარებელს ასეთი შეთავაზებების მიღების სურვილი არ გამოუთქვამს. ასეთი შეთავაზებები მიუღია გამოკითხულთა თითქმის ნახევარს.

შენიშვნა: გამოკითხულთა პასუხები შეეხება მათ ბოლო 5 წლის გამოცდილებას.

გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები. რამდენად ეთანხმებით კვლევის შედეგებს?

კვლევა ჩატარდა ევროკავშირის დაფინანსებით.




print version
11:46:45 2015-05-25

კომენტარის დამატება

მაკრინე   09:54:31 2015-06-02  უპასუხე   
მოგესალმებით. არ ვიცი რა და როგორ ადგილზე უნდა დავწერო,მაგრამ სუპერმარკეტი "ზღაპარი" ჯიქიას ქუჩაზე არის სრულიად უმსგავსო და უსაძაგლესი მაღაზია- თავისი ყველა ამობსონით! ძალიან გთხოვთ იქნება როგორმე მიაწვდინოთ ხმა მათ მესვეურებს. კოპნკრეტულად- არასოდეს 2 მოლარე არ ზის რაც უსაშველო რიგებს იწვევს, არასორეს ყველა პროდუქცია არ აქვს შეტანილი კომპიუტერში,რის გამოც შესაძლოა - პარკში ჩაგიყარონ რაიმე და უცებ გითხრან- უი, ვერ მოგყიდით,კომპიუტერში კოდი არ არის შეყვანილიო,ფასი შესაძლოა სხვა ეწეროს და სხვა იყოს სალაროსთან,მომსახურეობა ნულის ქვემოთ....


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge