ბოლო ცვლილებები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
პროდუქტი „იმერული“
სუნელების შემოწმება
სასმელი წყალი დიდუბიდან
კარფურში შეძენილი ტკბილეული
მომხმარებლის აზრი: სხვა საქონელი
მომხმარებლის აზრი: სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურება
მომხმარებლის აზრი: საზოგადოებრივი ტრანსპორტი
მომხმარებლის აზრი: დენი, გაზი, წყალი, დასუფთავება
მომხმარებლის დამცველი ორგანიზაციები ევროკავშირში

ბოლო დროს გახშირდა მომხმარებელთა მომართვები რიგი კოსმეტიკური ფირმების მიერ გამოყენებულ მარკეტინგის აგრესიულ მეთოდებთან დაკავშირებით.

ასე მაგალითად, 2015 წლის 14 იანვარს დახმარება გვთხოვა მომხმარებელმა, რომელიც ფირმა "დეშელის" აგრესიული მარკეტინგის მსხვერპლი გახდა. კერძოდ, როგორც მომხმარებელმა გვიამბო, მას მობილურზე დაურეკა ამ ფირმის წარმომადგენელმა და შესთავაზა სახის გაწმენდის უფასო პროცედურა. საუბრისას მომხმარებელს საგანგებოდ განუმარტეს, რომ ეს აქცია ფირმის კეთილი ნება იყო და მომხმარებლის მხრიდან არავითარ ვალდებულებას არ ითვალისწინებდა. მომხარებელიც დაეთანხმა და 2015 წლის 12 იანვარს მივიდა მითითებულ ადგილას: კოსტავას ქუჩაზე, "გრატო პასაჟში" მდებარე შპს  "Luxury Cosmetics"-ში. მას მართლაც ჩაუტარეს შეპირებული კოსმეტიკური პროცედურა. პროცედურების შემდეგ მომხმარებელს პროცედურისას გამოყენებული კოსმეტიკის შეძენა შესთავაზეს, რაზეც მან უარი განაცხადა. ფირმის წარმომადგენლებმა აცნობეს, რომ მას სთავაზობენ "უპრეცედენტო ფასდაკლებას": მას შეეძლო 2800 ლარად შეეძინა კოსმეტიკის კომპლექტი, რომელიც 4000 ლარი ღირდა. მომხმარებელმა ამ შეთავაზებაზეც უარი განაცხადა, ფინანსური შესაძლებლობიდან გამომდინარე. საპასუხოდ კომპანიის წარმომადგენლებმა განვადების შესაძლებლობა შესთავაზეს, მაგრამ მომხარებელმა ამაზეც უარი სთქვა - ვერ გადავიხდიო. შემდგომი მოლაპარაკება ფირმის სხვა თანამშრომელმა გააგრძელა, რომელმაც საბოლოოდ მომხმარებლის დარწმუნება მოახერხა, რის შედეგადაც მომხმარებელმა ადგილზევე ხელი მოაწერა ხელშეკრულებას როგორც თავად ფირმასთან, აგრეთვე საკრედიტო ხელშეკრულებას საქართველოს ბანკთან. დოკუმენტების გაფორმების შემდეგ მომხმარებელს გადასცეს კოსმეტიკური პროდუქციის კომპლექტი სავაჭრო ნიშნით "დეშელი", ხაზი "Diamond Treasures" და სახლში გამოისტუმრეს.

ფირმის ოფისიდან გამოსვლისთანავე მომხმარებელი გონს მოეგო და თავი მოტყუებულად იგრძნო. მეორე დღეს მომხარებლის შვილი მივიდა ფირმაში ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით, თუმცა ფირმამ იგი მტკიცე უარით გამოისტუმრა. ამის შემდეგ მომხარებელი დახმარებისთვის ჩვენ დაგვიკავშირდა.

ჩვენ მომხარებელს ვურჩიეთ დაუყოვნებლივ წარედგინა თავისი პრეტენზიები (წერილობით!) როგორც კოსმეტიკურ ფირმაში, ასევე ბანკში და ამ განცხადებების მომზადებაში დავეხმარეთ (განცხადება დეშელს, განცხადება საქართველოს ბანკს). საბედნიეროდ, მომხმარებლის სწრაფი მოქმედების გამო, განცხადების შეტანის მომენტისთვის ბანკიდან კრედიტის თანხა კოსმეტიკურ ფირმაში ჯერ გადარიცხულიც კი არ იყო, ამიტომ ხელშეკრულებების გაუქმება საკმაოდ იოლად მოხერხდა.

რჩევა მომხმარებელს: თუ თქვენ დაგიდეს გარიგება ისეთ პირობებში, როცა არ გაგაჩნდათ შესაძლებლობა სრულად გაგეაზრებინათ მისი შინაარსი, საქართველოს კანონმდებლობა იძლევა საშუალებას გარიგება სადავო გახადოთ (ანუ მოითხოვოთ მისი გაუქმება). ასეთ შემთხვევებში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეტენზია დააფიქსიროთ წერილობით და რაც შეიძლება მალე! სასურველია იმავე, ან შემდეგ დღეს. გამოიყენეთ მაგალითისთვის ეს განცხადებები: განცხადება ფირმასგანცხადება ბანკს.

განცხადების ჩაბარებისას შეეცადეთ გქონდეთ მისი ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი. მაგალითად ასე: მოამზადეთ განცხადების ასლი და განცხადების ჩაბარებისას მიმღებ პირს მოსთხოვეთ ასლზე მიაწეროს: "ჩავიბარე (თარიღი)" და ხელი მოგიწეროთ. თუ მეორე მხარემ განცხადების ასეთ ჩაბარებაზე უარი განაცხადა, გაუგზავნეთ იგი მას დაზღვეული საფოსტო წერილი "შეტყობინებით".




print version
17:22:02 2015-01-16

კომენტარის დამატება

ნატო   17:47:04 2016-09-03  უპასუხე   
გამარჯობათ, სამწუხაროდ დეშელის მსხვერპლი გახდა გუშინ დედაჩემიც, როგორ მოახერხა ამხელა აჟიოტაჟის შემდეგ, რომ მაინც დათანხმებოდა მათ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას ვერ გეტყვით, მაგრამ სასწრაფოდ მესაჭიროება თქვენი დახმარება. ქალბატონო თამარ, როგორ შეიძლება თქვენთან პირადად დაკავშირება დეტალების უკეთ გასაცნობად? წინასწარ გიხდით მადლობას
თამარ, CSRDG   14:43:12 2016-09-04  უპასუხე   
ნატო ჩვენი დახმარება სტატიაში რაც წერია ესაა მხოლოდ. თუ თქვენი შემთხვევაც აღწრილის ანალოგიურია მოიქეცით ისე, როგოც სტატიაშია
ნატო   15:20:58 2016-09-04  უპასუხე   
არა, ანალოგიური არ არის ოდნავ განსხვავებულია.

123   11:36:00 2016-08-21  უპასუხე   
გუშინ დამირეკეს და ჩემთან ათანხმებდნენ კლინიკა ,,რე-ნესანს"-ში ჩემს მისვლას. დამითანხმეს და ძალიან ბედნიერები იყვნენ. მერე შევედი გუგლში და იუთუბზე ვიპოვე ვიდეო მათი თაღლითობის შესახებ: https://www.youtube.com/watch?v=nJO5uQwFZT4

qeti   19:19:47 2016-01-15  უპასუხე   
გამარჯობათ.ამ მახეში მეც გავები,ამა წლის 12 იანვარს,მეორე დღესვე მივედი და ხელშეკრულების გაუქმება მოვითხოვე,მაგრამ ამაოდ ,იქნებ მირჩიოთ რამე თუ არის გამოსავალი რამე,1500ლარი გადანაწილებული მაქვს 12 თვეზე საქ,ბანკში და თიბისი ბანკში.გთხოვთ მირჩიოთ როგორ მოვიქცე
თამარ, CSRDG   16:15:15 2016-01-18  უპასუხე   
ქეთი ჩვენი რჩევები სტატიაშივე წერია. ოღონდ მთავარი ფაქტორი ასეთ შემთხვევაში დროა, რამდენ ხანში წარუდგენთ კომპანიებს განცხადებას

sofia   20:21:29 2016-01-05  უპასუხე   
გამარჯობათ.
დეშელის მსხვერპლი გავხდი მეც, სანამ ხელშეკრულებაზე არ დამიყოლიეს არ გამომიშვეს რასაც ჰქვია, ჯერ კოსმეტოლოი, შემდეგ მენეჯერი, მერე ისევ კოსმეტოლოგი გვერდიდან არ მომცილებიან განვადებაზე ხელის მოწერამდე, პროდუქციის შეძენაზე ვერაფრით დამიყოლიეს, რომ ვთქვი მოფიქრება მჭირდება და სწრაფად ვერ გადავწყვეთ თქო, არც შემოსავალი მაქვს ყოველთვიური, არსად არ მერიცხება ხელფასი ოფიციალურად,მერე დამიწყეს შებმა იქ რომ მეარა პროცედურებზე და სახის მოვლის პროცედურებზე გამაბეს მახეში, რომელიც 18 თვის მანძილზე უნდა გადავიხადო 1100 ლარი, ეს ყველაფერი ესთეტიკის ცენტრ რე-ნესანსში გაფორმდა, ნამდვილად არ ვიცოდი რომ არსებობდა რამე გამოსავალი, პირიქით ვიცოდი რომ განვადების გაუქმებისას მომიწევდა ჯარიმის გადახდა და შეიძლება გავეშავებინე კიდეც ბანკში, ამიტომ აღარ მიმიკითხავს არავისთვის, ვინაიდან გადახდა მიჭირს დღეს ბანკში მივედი და მითხრეს ამ საიტის შესახებ, 4 პროცედურაზე ვიყავი სულ 10 მაქვს ჩასატარებელი, კიდევ რაღაც საჭუქარი პროცედურები მაქვს რომელიც არ გამომიყენებია და არც სხვა მიწვევებზე დავთანხმებივარ, რა გამოსავალი არსებობს ჩემთვის, რომ შევწყვიტო არსებული განვადება ისე რომ ბანკში პრობლემებიც არ შემექმნას სამომავლოდ.
შესაძლებელია ამ განვადების გაუქმება?
რომელიც გამიფორმეს 2015 წლის ოქტომბერში

sofia   20:17:55 2016-01-05  უპასუხე   
გამარჯობათ.
დეშელის მსხვერპლი გავხდი მეც, სანამ ხელშეკრულებაზე არ დამიყოლიეს არ გამომიშვეს რასაც ჰქვია, ჯერ კოსმეტოლოი, შემდეგ მენეჯერი, მერე ისევ კოსმეტოლოგი გვერდიდან არ მომცილებიან განვადებაზე ხელის მოწერამდე, პროდუქციის შეძენაზე ვერაფრით დამიყოლიეს, რომ ვთქვი მოფიქრება მჭირდება და სწრაფად ვერ გადავწყვეთ თქო, არც შემოსავალი მაქვს ყოველთვიური, არსად არ მერიცხება ხელფასი ოფიციალურად,მერე დამიწყეს შებმა იქ რომ მეარა პროცედურებზე და სახის მოვლის პროცედურებზე გამაბეს მახეში, რომელიც 18 თვის მანძილზე უნდა გადავიხადო 1100 ლარი, ეს ყველაფერი ესთეტიკის ცენტრ რე-ნესანსში გაფორმდა, ნამდვილად არ ვიცოდი რომ არსებობდა რამე გამოსავალი, პირიქით ვიცოდი რომ განვადების გაუქმებისას მომიწევდა ჯარიმის გადახდა და შეიძლება გავეშავებინე კიდეც ბანკში, ამიტომ აღარ მიმიკითხავს არავისთვის, ვინაიდან გადახდა მიჭირს დღეს ბანკში მივედი და მითხრეს ამ საიტის შესახებ, 4 პროცედურაზე ვიყავი სულ 10 მაქვს ჩასატარებელი, კიდევ რაღაც საჭუქარი პროცედურები მაქვს რომელიც არ გამომიყენებია და არც სხვა მიწვევებზე დავთანხმებივარ, რა გამოსავალი არსებობს ჩემთვის, რომ შევწყვიტო არსებული განვადება ისე რომ ბანკში პრობლემებიც არ შემექმნას სამომავლოდ.
შესაძლებელია ამ განვადების გაუქმება?

სოფო   15:32:57 2016-01-03  უპასუხე   
დეშელის ხელშეკრულებას ხელი მოვაწერე 2.12.2014-ში.
უახლოეს საათებში მივხვდი რომ დიდი სისულელე ჩავიდინე. ორი მცირეწლოვანი შვილი და 400 ლ. შემოსავალი მაქვს, ხოლო თვიურად 121ლ.განვადებას მიაქვს.
მეორე დღესვე მივაკითხე ჩემოდნით და დიდი ხვეწნა-მუდარით... უარი!
პანიკაში ვიყავი...
ბავშვები ფაქტიურად მშივრები მრცებოდნენდა ეს ყოველივე ავუხსენი.ისევ უარი!
ერთი კვირისშემდეგ იგივე თხივნით მივედი.ისევ უარი.
ვიყავი ახალგაზრდა იურისტებთანაც იმათმაც თავი გააქნიეს ვერაფერს იზამო...
მევ ვეგუები. ერთი წელია განვადებას ვიხდი 2900 ლარზე.
ამჟამად თუ არის შესაძლებელი რაიმე მოვიმოქმედო, გთხოვთ მიპასუხოთ.
თამარ,CSRDG   17:22:54 2016-01-04  უპასუხე   
სოფო სამწუხაროდ არაფრის გაკეთება აღარ არის შესაძლებელი
სოფო   11:36:32 2016-01-07  უპასუხე   
გმადლობ თამარ პასუხისთვის :)
ძალიან დამეხმარეთ.

Pink.ge   17:17:30 2015-10-05  უპასუხე   
მეგობრებო, ეს არის ერთ-ერთი დაზარალებულის წერილი თავისი გამოცდილების შესახებ: http://pink.ge/important/desheli-story/

ასევე ჩვენ წამოვიწყეთ პეტიცია ბანკების მისამართით და კარგი იქნება ხელს თუ მოაწერთ ყველა: http://chn.ge/1jJxXDg

eka   21:43:25 2015-09-27  უპასუხე   
მოგესალმებით ველა დაზარალებულს, სამწუხაროდ მეც ერთ ერთი მსხვერპლი ვაარ, ზუსტად მეც მეორე დღესვე მივიტანე დასაბრუნებლად მაგრამ არ დაიბრუნეს, იმ იმედით გამომისტუმრეს მთავარ უფროს გავაცნობთ შენს სიტუაციასო და დაგირეკავთო, მერე ისევ მე დავურეკე და პასუხი უარყოფითიაო, ანუ ვერ დავიბრუნებთო, რას არ მივმართე როგორ არ ვიბრძოლე მაგრამ უშედეგოდ :(
file_791202.docx

Nana Papava   22:31:31 2015-09-20  უპასუხე   
Salami megobrebo,shemakvs sarcheli da mchirdeba 5 adamiani,shevgrovdet aucileblad ! Visac gaqvt survili an am nomze shemexmianet an shemodit fbze deshelisagan dazaralebulta gaertianeba

nankaaaa28@gmail.com   17:40:53 2015-09-17  უპასუხე   
ხალხო გავერთიანდეთ.ჩვენ ყველა მსხვერპლი ვართ ..მაგათ აქციები ჭირდებათ და ტელევიზიით უნდა გახმაურდეს ეს ყველაფერი .მეცოდება ამდენი ხალხი გავხდით მსხვერპლი ხალხს ტანსაცმლის პული არა ქვთ და რამდენს აუბედურებეენ ..ვინც იქ მუშაობს არაადამიანებიბარიან .რომლებიც ისე არიან დაქოქოლები აგიპნოზებენ ხალხს
Nana Papava   22:51:46 2015-09-20  უპასუხე   
558 25 88 89 nana shemexmianet ra chivils vaporeb da ramodenime adamiani mchirdeba
Nana Papava   22:51:40 2015-09-20  უპასუხე   
558 25 88 89 nana shemexmianet ra chivils vaporeb da ramodenime adamiani mchirdeba
Nana Papava   22:51:22 2015-09-20  უპასუხე   
558 25 88 89 nana shemexmianet ra chivils vaporeb da ramodenime adamiani mchirdeba
Nana Papava   22:51:14 2015-09-20  უპასუხე   
558 25 88 89 nana shemexmianet ra chivils vaporeb da ramodenime adamiani mchirdeba
Nana Papava   22:49:35 2015-09-20  უპასუხე   
558 25 88 89 nana shemexmianet ra chivils vaporeb da ramodenime adamiani mchirdeba

ინგა   11:11:21 2015-09-14  უპასუხე   
დეშელისაგან დაზარალებულებს ვთხოვ გაეცნონ ამ კითხვარს და თუ სურვილი გექნებათ ამ კითხვარის შევსებისა, მომწერეთ ტელეფონზე 5 74 55 57 47 მადლობას გიხდით წინასწარ, ინგა

კითხვარი.docx

ინგა ციმაკურიძე   21:58:05 2015-09-08  უპასუხე   
ხელშეკრულების გაფორმებიდან მე-2 დღეს მივმართე კომპანიას ხელშეკრულების გაუქმებაზე განცხადებით(ტექსტი თვითონ დამაწერინეს). პასუხი დღეს მითხრეს უარყოფითი, მოვითხოვე წერილობითი პასუხი. უარი არ უთქვამთ - მიიღებთ წერილობით პასუხსო, მაგრამ როდის და რა ფორმით არ დამიკონკრეტა ქ-მა ირმამ -მე მხოლოდ შუამავალი ვარ თქვენსა და კომპანიას შორისო და მე არ მეხება წერილობითი პასუხის გაცემაო. მე დავტოვე მეორე განცხადება, უკვე ჩემს მიერ დაწერილი, რომელშიც ვითხოვ წერილობით პასუხს კანონით დადგენილ ვადებში. არ მინდა დროის დაკარგვა და ვაპირებ მივმართო სასამართლოს. თქვენ რას მირჩევთ?
თამარ, CSRDG   14:13:22 2015-09-09  უპასუხე   
ინგა თუ თქვენ კანონმდებლობით გეკუთვნით ხელშეკრულების გაუქმება და ამაზე კომპანია არ გთანხმებათ, შემდეგი გზა სასამართლოა

tako23   12:32:47 2015-09-08  უპასუხე   
გამარჯობა
თქვენს საიტზე ვნახე სტატია დეშელის კოსმეტიკასთან დაკავშირებით და დაზარელებულების კომენტარებიც წავიკითხე. დედაჩემიც ერთ-ერთი მათგანია, თუმცა სამწუხაროდ ძალიან გვიან გამოფხიზლდა. 6 იანვარს დაიბარეს უფასო სახის გამწმენდ პროცედურაზე, სადაც მეც გავყევი თუმცა არ შემიშვეს. რამდენიმე საათის შემდეგ დედაჩემი ამ ჩემოდნით დაბრუნდა სახლში, ამბობდა რომ აქციაში გაიმარჯვა და კოსმეტიკასთან ერთად უფასო გამაჯანსაღებელი პროცედურებიც ეკუთვნოდა, რითაც მეც შემეძლო მესარგებლა. იქიდან გამომდინარე რომ დედაჩემს ძალიან ბევრი საქმე აქვს და თავის მოვლისთვის დრო არასდროს რჩებოდა ვიფიქრე რომ კარგი იქნებოდა ახლა მაინც თუ მიხედავდა თავს და მიუხედავად იმისა რომ ვიცოდი ეს იაფი არ იყო, მისთვის არაფერი მითქვამს. (თუმცა ამხელა თანხას ვერც წარმოვიდგენდი) . დაახლოებით ორი კვირის შემდეგ წავედი თმის გამაჯანსაღებელ პროცედურაზე (თმის ცვენა მაწუხებს), სადაც უბრალოდ შამპუნით დამბანეს, დამვარცხნეს და გამომიშვეს. რამდენიმე დღის შემდეგ ამ კოსმეტიკიდან სახის დასაბანი ქაფი გამოვიყენე რამაც საშინელი შედეგი გამოიწვია - წვა, ქავილი და გამოშრობა.
თავად დედაჩემს იმის დროც არ ჰქონდა რომ ეს კოსმეტიკა რეგულარულად გამოეყენებინა. კვირაში ერთხელაც ვერ ახერხებდა კრემების წასმას. თუმცა ყოველი წასმის შემდეგ ვხვდებოდი რომ კმაყოფილი არ იყო, მაგრამ მე არაფერს მეუბნებოდა. ამავე პერიოდში მე გავემგზავრე უცხოეთში სასწავლებლად და ერთხელაც სკაიპით საუბრისას დედაჩემი გამომიტყდა რომ საშინელი შეცდომა დაუშვა, ზეწოლას ვერ გაუძლო და ამიტომ დათანხმდა პროდუქციის შეძენაზე. თავად კოსმეტიკა არანაირ დადებით ეფექტს არ ახდენდა კანზე, პირიქით, რამდენიმე გამოყენების შემდეგ არც კი უფიქრია მიკარებოდა. როდესაც დეშელში მივიდა პროცედურების ჩასატარებლად რათქმაუნდა ვერ დაარწმუნა ისინი რომ უკმაყოფილო იყო. რამდენჯერმა ესაუბრა მენეჯერს თუმცა ვერაფერს გახდა. კოსმეტიკის ჩემოდანი აგერ უკვე რამდენიმე თვეა ხელშეუხებლად დევს.
მაინტერესებს არის თუ არა შანსი რომ პროდუქცია უკან დავაბრუნოთ და შეწყდეს განვადების გადახდა... გთხოვთ დაგვეხმაროთ
თამარ, CSRDG   13:19:28 2015-09-08  უპასუხე   
თაკო პასუხი ფეისბუქის გვერდზე მოგწერეთ

ინგა   22:04:48 2015-09-04  უპასუხე   
ლიზი, თქვენ იურისტებმა დაგიბარეს? მე ერთ იურისტთან დავტოვე განცხადება - ირმა ჰქვია. და ახლა მასთან აღარ შემახვედრეს. თვითონ დაგირეკავთო, მითხრეს და არ ვაპირებ ლოდინს. იქნებ მირჩიოთ ვისთან მოვითხოვო შეხვედრა?

ლიზი   15:41:12 2015-08-21  უპასუხე   
გამარჯობათ,მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ,ვინც დეშელის აგრესიული მარკეტინგის მსხვერპლი გავხდი.
მაგრამ პროდუქცია დავაბრუნეეეეეთ....!!
ამისთვის უდიდესი მადლობა Momxmarebeli.ge-ს და ქ.თამარს, ნამდვილად იმსახეურებს ეს ხალხი ჩვენგან უდიდეს მადლობას...!
მოკლედ ასე, ნუ დაიბნევით, პირველ რიგში ჩემოტვირთეთ განცხადების ფორმები,(განცხადება დეშელს, განცხადება ბანკს).შემდეგ შეავსეთ და მეორე დღესვე მიდით საქართველოს ფოსტაში და გაუგზავნეთ ეს განცხადება დეშელს(არ მიხვიდეთ დეშელში განცხადებას მაინც არ ჩაიბარებენ), და აუცილებლად ბანკის ერ-ერთ ფილიალში ამ განცხადების ჩასაბარებლად, რომელიც ბანკისთვის შეავსეთ, მოუყევით ბანკს რომ არ გსურთ ეს პროდუქცია და სესხის დამტკიცება და თანხის ტრანზაქცია შეგიჩერონ.! შემდეგ დაგიბარებენ დეშელის იურისტები და მათ უნდა დაუმტკიცოთ რომ ვერ და არ გადაიხდით ამ თანხას და დაინრუნონ პროდუქცია.!
არ შეგამჩნიონ უკან დახევა და შიში..! საკმაოდ მკაცრად აუხსენით, რომ ხელშეკრულება ჯეროვნად ვერ გაიაზრეთ, ხელი ისე მოგაწერინეს.! გისურვებთ წარმატებებს...
ინგა   22:05:42 2015-09-04  უპასუხე   
ლიზი, თქვენ იურისტებმა დაგიბარეს? მე ერთ იურისტთან დავტოვე განცხადება - ირმა ჰქვია. და ახლა მასთან აღარ შემახვედრეს. თვითონ დაგირეკავთო, მითხრეს და არ ვაპირებ ლოდინს. იქნებ მირჩიოთ ვისთან მოვითხოვო შეხვედრა?

nini   10:25:43 2015-07-10  უპასუხე   
ხომ ვერავინ მირჩევს იურისტს, რომელიც ადამიანურ ფასად ჩემს მაგივრად იურტიერთებს კომპანიასთან? მე ამათი ცინიზმის მშვიდად ატანის ნებისყოფა არ მქვას. მზადა ვარ ბედს შევურიგდე მაგრამ არ მინდა თაღლითებს ბოლომდე მშვიდად შერჩედ ყველაფერი.

tika   23:38:06 2015-07-06  უპასუხე   
არ შეიძლება ბოლო მოეღოს დეშელის აგრესიულ მოპყრობას მომხმარებლების მიმართ ? ასე ხომ არ შეიძლება, სულ დაკარგეს ადამიანობა, ღმერთო ჩემო, ისედაც გამწარებულ ხალხს რა დღეში აგდებენ, ძალიან მინდა გამოჩნდეს ისეთი ადამიანი ვინც ბოლოს მოუღებს მათ ასეთ საქციელს, რათქმაუნდა ღმერთი ხედავს ყველაფერს და მათ, ასეთი საქმიანობიდან აღებული ფული არაფერში შეერგებათ და გული მწყდება ამას რომ ვერ ხვდებიან.
Nata   12:17:56 2015-08-19  უპასუხე   
+995 598695581 ამ ქალბატონს დაუკავშირდით.. დეშელის მომჩIვანები დღესვე.. ინგა
nini   11:23:40 2015-07-07  უპასუხე   
იქნებ დრო დადგა გავერთიანდეთ და საერთო ძალით ვუჩივლოთ? თორემ ყველა იასე ამოფარებული ამ ფირმას და ამ ისრაელის პარტნიეროებს თითქოს თვითონ თბილისში არ ცხვოროენ? მარტო ყველას უჭირს რაღაც ნაბიჯების გადადგმა და აღიარება რომ როგორც ბავშვები გაგვაცუცურაკეს და რომ დავინახავთ რომ ბევრი ვართ იქნებ საერთ ძალებით ვუჩივლოთ?
tika   21:17:22 2015-07-07  უპასუხე   
დიახ ნამდვილად დრო დადგა ყველა ერთად გავერთიანდეთ, ყოვლეგვარ საზღვრებს გაცდა მათი ქმედებები, სხვის ჯიბეში ისე ყოფენ ხელს და იღებენ ფულს რომ აქეთ გლანძღავენ და შეურაგცყოფენ ისე როგორც არაფერი, ცხოვრების წესად იქციეს ასეთი ქმედება და თავი მოაქვთ, რომ როგორი "მაგრები" არიან,ძლიერი გუნდი ვართო, მე დავამატებდი ძლიერი აფერისტების გუნდი ხართ,სირცხვილია სირცხვილი, ჩვენს ქვეყანას თქვენნაირი ხალხი ნამდვილად არ ჭირდება,აშინებენ ხალხს ებრაელი პარტნიორებით, არადა რა შუაშია, თავისი ტყუილების თვითონაც ჯერათ. ფეისბუქ გვერდზე წარამარა შლიან უარყოფით კომენტარებს, აქ იმედი მაქვს ხელი ვერ მიუწვდებათ.

nini   12:33:01 2015-07-06  უპასუხე   
მეც ერთ ერთი თქვენგანი ვარ.ისე გავს თქვენი ისტორიები ჩემსას, რომ მგონია ვინმემ ხომ არ მომისმინათქო. ვისარგებლე საიტის რჩევებით, მეორე დღესვე გავაკეთე განაცხადი როგორც კომპანიაში, ასევე ბანკში, მაგრამ ბანკს დაბრუნების შეახებ არანაირი ცნობა არ მიუღია და როგორც ვატყობ კომპანია არც აპირებს ამის გაკეთებას. სხვათა შორის, როდესაც განცადება მივიტანე კომპანიის იურისტმა განმიცხადა რომ უნდა დავისაჯო ამ საიტის რჩევებით სარგებლობის გამო. რომ ყველა დაბრუნებული შემთხვევა კომპანიის კეთილი ნების გამოხატვა იყო და არა სამართებლივი ქმედება. როგორ ფიქრობთ კიდევ რამის გაკეთება შემიძლია თუ დავიწყო თანხის შეგროვება? მიუხედავად იმისა, რომ პროდუქცია მე აღარ მაქვს?

nini   06:33:57 2015-07-06  უპასუხე   
მეც მოტყუებული კლიენტი ვარ. სიმართლე გითხრათ არც კი ვიცი როგორ მოხდა რომ ყველა საბუთზე ხელი მოვაწერე, როგორც დაგიპნოზებულმა. სახლში როდესაც აზრზე მოვედი, მივხვდი რომ თანხის გადახდის რესურსი არ მაქვს და გამოსვალის ძებნაში გადავაწყდი ამ ბმუს. როგორც თქვენ მირჩიეთ მეორე დღესვე გავაკეთე განცხადება როგორც ფირმაში ასევე ბანკში. ფირმაში იურისტმა განმიცხადა, რომ მე უნდა დავისაჯო როგორც თვენი საიტის მომხმარებელი, რადგან დაბრუნების ყველა შემთხვევა მათი კეთილი ნება იყო და არა სამართლებლივი ქმედების შედეგი.იმდენად გამაოცა და აღმაშფოთა ცინიზმა, რომ პროდუქცია დავტოვე. როგორც ბანკიში განმიცხადეს სანამ კომპანიიდან არ მიიღებენ წერილს პროდუქციის დაბრუნების შესახებ, არანაირ ქმედებას არ აწარმოებენ. ხომ არ შეგიძლიათ მირჩიოთ მაქვს თუ არა რაიმეს გაკეთების საშუალება?
თამარ, CSRDG   16:18:59 2015-07-06  უპასუხე   
ნინო თუ თქვენ დეშელში და ბანკში ოფიციალურად გაქვთ განცხადება ჩაბარებული და ამის დამადასტურებელი დოკუმენტი გაქვთ (დეშელის და ბანკის წარმომადგენლის ხელმოწერა განცხადების ჩაბარებაზე ან ფოსტით გაგზავნის შემთხვევაში ფოსტამ უნდა მოგცეთ დოკუმენტი რომელიც ადასტურებს რომ მათ ჩააბარეს ტქვენი გზავნილი ადრესატს) და დეშელი უარს გეუბნებათ ხელშეკრულების გაუქმებაზე მოსთხოვეთ წერილობით მოგცენ უარი, რის საფუძველზეც მიმართავთ სასამართლოს. თუ ასეთს არ მოგცემენ, ან შეეცდებიან დრო გაწელონ, განმეორებითი წერილით უნდა მიმართოთ ფირმას.

თამილა   21:29:44 2015-06-26  უპასუხე   
მინდა ეს წერილი ყველამ ნახოს!!!!!!ტყუილია აქ რასაც წერთ, მე მეორე წელია დეშელის ვხმარობ და ამაზე მაგარი კომპანია საქართველოში არაა შვილებს ვფიცავარ, რასაც აქ ვკითხულობ აშკარაა შეკვეთილია და ვიღაცის ინტერესია. ვიღაცა აქ ფულს შოულობს, მაგალითად დაქირავებული იურისტი არასამთავროების მუსაობა მე კარგად ვიცი, ისინი სპეციალურად ეძებენ ასეთ თებემს და იღებენ გრანტებს. ხალხს და აქ დაწერილს ნუ უსმენთ ხალხნო, ღმერთს ვფიცავარ ხომ ადამიანი ვარ ნაოჭები ამილაგა და მომსახურებით უზომოდ კმაყოფილი ვარ. რამ გაგაბოროტათ და როგორ კადრულობთ ამდენ ტყუილს???მარკეტინგი რა მოხდა მერე რა, შეთავაზება აქვთ ასეთი. არ გცხვენიათ?
ANI   20:48:25 2015-10-24  უპასუხე   
რა შეთავაზება აქვთ ასეთი ქ-ნ თამილა, აფერისტების ბანდაა, მართლა რკინის ნერვები უნდა გქონდეს ადამიანს მათი სიცრუის აბლაბუდიდან თავი რომ დააღწიო. შემოთავაზებაზე არ არის აქ საუბარი, ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ გამყოფებენ და ოღონდ იმ შენობიდან გამოაღწიო მართლა მზად ხარ სესხის ასაღებად
nini   12:39:15 2015-07-06  უპასუხე   
ქალბატონო თამილა ძალიან მიხრია თქვენ რომ კმაყოფილი ბრძანდებით, მაგრამ ძალით კოსმეტიკის გამოყენება როგრ ფიქრობ რამდენად სასიამოვნოა. დავუშვად და მე ვცდები, გადასარევი პროდუქციაა და სასწაულებს ახდენს, და თუ უბრალოდ არ მინდა? როგორც კომპანიაში მითრეს 6 ათასი მომხმარებელი ყავთ, მიხარია მათი წარმატება, მაგრამ რაში ჭირდებათ ძალით დაკავება? გამიშვი დალოცვილო ჩემს მცდარ გზაზე? თუ თქვენ როგორც მომხმარებელი თავს კმაყოფილად გრძნობთ რომ ვიღაცას ამ პრდუქციის მოხმარებას აძალებენ? მაგრამ როგორც ვათყობ არც ისე წარმატებულია, ეს კომპანია მოტყუებით თუ ჭირდება კლიენტის მოზიდვა. ისე ებრაელმა პარტიორებმა ამ სქემის შესახებ საინტერესოა რამე იციან?

Nino Mumladze   22:47:05 2015-06-25  უპასუხე   
ვცდილობ დაგიკავშირდეთ ცხელ ხაზზე, თუმცა ოპერატორი ამბობს, რომ ნომერი იუწვდომელია. როგორ შეიძლება თქვენთან დაკავშირება? ძალიან მჭირდება თქვენი დახმარება
nini   12:41:53 2015-07-06  უპასუხე   
მეც ვცდილობ თქვენტან დაკავშირებას. როგორ შემიძლია რჩევა გკითხოთ?
თამარ, CSRDG   16:21:29 2015-07-06  უპასუხე   
ჩვენი ნომერი არის ინტერნეტ ტელეფონი და სამწუხაროდ ხარვეზებით მუშაობს, რისთვისაც ბოდიშს გიხდით. აქ შეგიძლიათ მოგვწეროთ რა გაინტერესებთ და აქვე გაგიწევთ კონსულტაციას

Tamari   22:39:51 2015-06-19  უპასუხე   
მოგესალმებით , მეც მსგავს სიტუაციაში აღმოვჩნდი , ოღონდ ქეისი არ წამიღია მითხრეს 3 დღეში იქნებაო და ამასობაში მე რომ კარგად ფხიზელ გონებაზე დავფიკრდი მივხვდი ,რომ ეს ყველაფერი საერთოდ არ მჭირდება და არც საშუალება მაქვს მაგის გადახდის , რადგანაც ისედაცძალიან ბევრი საბანკო ვალდებულებები გამაჩნია , და საერთოდ ისიც მიკვირს სესხი 3000 ლარზე როგორ დამიმტკიცეს , როდესაც 2 თვის წინ 700 ლარიან განვადებასაც არ მიკეტებდნენ :) შესაბამისად მივმართე ჩემს კონსულტანტს და ვთხოვე გაეუკმებინა განვადება, მაგრამ თავიდან უარი განაცხადა , მერე კი მე შევთავაზე ოღონდ
ეგ განვადება გამიუქმე თქო და თანახმა ვარ ჯარიმაც გადავიხადო , ამაზე დამთანხმდნენ და ჯარიმა მითხრეს 800 ლარი , რის საფუზველზე , მეუბნებიან , რომ თურმე ვინმე ებრაელი დამფუძნებელი ადგენს ამ ჯარიმას და არა თვიტონ კონსულტანტი.და მეუბნებიან არ ღირს ჯარიმის გადახდა და ჯობია ისევ პროდუქცია მოიხმაროთო .ასევე მე არც მიღება -ჩაბარებაზე მომიწერია ხელი , და არც კრედიტის გადახდა არ დამიწყია 18.07.15-ში მაქვს პირველი გადახდა .და მანამდე მინდა რომ როგორღაც გავაუქმებინო , ძალიან დიდი თხოვნა მაქვს ვინმემ მირჩიეთ როგორ მოვიქცე ამ შემთხვევაში ?
ხატია   15:51:51 2015-06-23  უპასუხე   
ძალიან მეცინება, აქ კი ვიღაცეები წერენ არ არის მახეო. უკვე 800 ლარზე ავიდნენ. რაში ახდევინებენ, როცა არსად არაფერი არ წერია და ადამიანს არანაირი ზარალი არ მიუყენებია, პროდუქცია არც კი უნახავს თვალით. ეს არის უნამუსობა და ხალხის მოტყუება. უთხარით რომ არ გადაიხდით ჯარიმას, იმიტომ რომ არსად არ წერია ასეთი რამ და არ აქვთ უფლება მოგთხოვონ. ბანკში გაარკვიეთ კარგად და იკიტხეთ რამე არის თუ არა გადასახდელი. ბანკ რესპუბლიკაში ზუსტად ვიცი რომ არ არის და არ ქმნიან პრობლემას. მგონია რომ სხვა ბანკებშიც ეგრე იქნება. უბრალოდ კომპანია გატყუებთ და ცდილობს მომხმარებლების "გაწეწვას" და "დაგოიმებას". პატიოსნების ზენიტია მახე კი არა:))
თამარ, CSRDG   17:43:13 2015-06-22  უპასუხე   
თამარ ვკითხავთ იურისტს და მოგწერთ
Tamari   17:58:15 2015-06-22  უპასუხე   
მადლობა თამარ ველი თქვენს პასუხს .ხვალ ვაპირებ ისე ფოსტით გაუგზავნო განცხადება რადგან არ ვარ თბილისში ყაზბეგში ვიმყოფები .
თამარ, CSRDG   21:19:44 2015-06-25  უპასუხე   
მაპატიეთ თამარ გადვიანებული პასუხისათვის. როგორც იურისტმა მითხრა ბანკსაც და ფირმასაც განცხადებით უნდა მიმართოთ. თუ უარს გეტყვიან დაბრუნებაზე სასამართლოა შემდეგი გზა
tamari   16:20:40 2015-06-26  უპასუხე   
მადლობა თამარ , ზუსტად დგეს დამირეკეს ფირმიდან და უარი თქვეს არც კი განიხილეს როგორც მივხვდი , და სად სჰეიზლება კარგი იურისტი ვნახო ? ხომ ვერ დამეხმარებით ?

ირინოლა   16:32:20 2015-06-10  უპასუხე   
გამარჯობა მეც ვიყენებ დეშელის კოსმეტიკას უკვე ერთი წელია, ძალიან კმაყოფილი ვარ როგორც კოსმეტიკით ისე მათი სერვისით და მომსახურებით, უცნაურია რომ ამდენი ნეგატივი წავიკითხე აქ, შეთავაზება მეც მასეთი მქონდა დაახლოვებით რაც აქ წერია მაგრამ ვერაფერს ცუდს ვერ ვხედავ ამაში, ქეისში იმდენი რამე ალაგია, ერთი წელია ვიყენებ და ჯერ ნახევრამდეც ვერ დავცალე, ჩემი კანი კი სუნთქავს და ჯანსაღად გამოიყურება, ეს შედეგი ბრმა უნდა ვიყო რომ ვერ შევამჩნიო, მახეში გაბმულის რა მეტყობა, მშვენივრად ვიყენებ ხარისხიან პროდუქციას და ვუვლი თავს, ამას ეძახით მახეში გაბმას?

nina   12:29:17 2015-06-05  უპასუხე   
გამარჯობათ, მე დეშელის კლიენტი ვარ უკვე 1 წელია ახლა შემთხვევით ვნახე ეს სტატია და კომენტარები და სიმართლე გითხრათ არასდროს რომ არ მქონია სურვილი დაბრუნების და კმაყოფილი ვარ ძალიან პროდუქციით და მომსახურეობით, თუმცა შევშინდი აქ ისეთი რამეები წერია და ხალხნო არ ხართ თქვენ მართალი, როგორც ჩანს კომპანია აქ არ აკეთებს კომანტარს, ვიღაცა იურისტები კი ფულს აკეთებენ, აყოლილხართ ერთმანეთს და წერთ ძალიან ბევრ ტყუილს, ვინ რა მოგატყუათ, ზედ მყვებიან და უმადური უნდა ვიყო და უნამუსო მე ეს არ დავინახო და ასევე პროდუქციამ მოლოდინს გადააჭარბა, სტატიიდანვე ჩანს მიკერძოება სტატიის ავტორის და სურვიული რომ არ გქონდეს ადამიანს, რომ წაიკითხავ მოტყუებული გეგონება თავი, ხალხი ბრბოა. ნეტა მართლა საქმეს მიხედოთ ქვეყანაში და ბოროტებას და ცილისწამებას შეეშვათ! ტყუილია რაც აქ წერია, მანახეთ მომხმარებლების აზრი და არა იმათი, ვინც იყიდა და ამ სტატიის წაკითხვის მერე თავი აფიორის მსხვერპლი ჰგოია, თქვენიუ აზრი გქონდეთ ჯობია და ნუ იმეორებთ ბრმად სისულელეებს.
ნია   1  17:36:25 2015-06-10  უპასუხე   
ჯერ ერთი, გადახედეთ "დეშელის" ფასებს ამაზონზე და ნახავთ, რომ ფასები გაბერილი აქვთ. მაგრამ, ეს ჯანდაბას, როგორც უნდათ ისე გაყიდონ. აი აგრესიულ მარკეტინგს რაც შეეხება, ასეა. არ გიშვებენ, ცდილობენ შემოგტენონ. თქვენ ალბათ ამ კომპანიის წარმომადგენელი ხართ და ამიტომ ხართ ასეთი "კმაყოფილი".
კლიენტი   18:04:46 2015-06-08  უპასუხე   
პირველ რიგში თავი შეიკავეთ შეურაცხყოფის მიყენებისგან, თქვენ რატომ აძლევთ თავს უფლებას რომ ამდენ ხალხს მატყუარა და ბრბო უწოდოთ?! თქვენ თუ არანაირი პრეტენზია არ გაგაჩნიათ, კმაყოფილი ხართ და მიზანშეწონილად მიგაჩნიათ ამ კოსმეტიკაში 3000 ლარის გადახდა, იმას არ ნიშნავს რომ ადამიანები არ დაზარალდნენ დეშელის აგრესიული გაყიდვების შედეგად. მე პირადად არანაირი სურვილი არ მაქვს საქმე მქონდეს ისეთ კომპანიასთან, რომელიც ტყუილით იწყებს ურთიერთობას. თქვენ რა გგონიათ რომ კანონდარღვევას რომ არ ქონდეს ადგილი მართლა კეთილი ნებით დაიბრუნებდნენ პროდუქციას?! ვინ იურისტი აკეთებს ფულს და რაში? უსასყიდლოდ დევს რეკომენდაციები საიტზე. სასამართლომდე ხშირ შემთხვევაში არ მიდის საქმე, ისე იყრისტსაც გადავუხდიდი საჭირო რომ გამხდარიყო და მაგ კომპანიას თავს არ მოვატყუებინებდი.

keti   17:47:18 2015-06-04  უპასუხე   
mivitane gancxadeba orivegan da deshelis iuristma xval dilit damibara.neta ra unda mitxras an me ra unda vytxra imaze meti rac davwere.rame rchevas xo ar momcemt?
ხატია   18:11:33 2015-06-04  უპასუხე   
მხოლოდ განცხადების მიტანას, თუ ხელი არ მოგიწერეს ჩაბარებაზე, აზრი არ აქვს, რადგან გატარებენ, დროს გაგიწელავენ და ბოლოს გეტყვიან კი დავიბრუნებთ მაგრამ 14 დღე გავიდაო და ზარალი უნდა აანაზღაუროთოო. ასე რომ დაზღვეული ფოსტით გააგზავნეთ განცხადება. იურისტთან დიდი გარჩევები გელით. წარმატებებს გისურვებთ.

თამუნა   06:58:03 2015-06-03  უპასუხე   
მარიამმა რომ მოყვა მეგომა ჩემზე ყვებოდა :) მეც დაახლოებით მსგავს სიცუაციაში ავღმოვჩნდი. უბრალოდ მე ვიკითხე ბიო პროდუქცია თუ იყო რაზეც დადებითი პასუხი მივიღე. მარიამ მაგაშიც გეთანხმებით, რომ თანამშრომლები მაგარი დატრეინინგებულები ყავთ, მაგრამ რამდენიმეს ეტყობა მაინც სინდის-ნამუსიც გააჩნია:)ერთ-ერთმა თანამშრომელმა, სახელს შეგნებულად არ დავასახელებ , მომატყუა , რომ კონკრეტულად იმ დღეს დაემთხვა ძალიან დიდი ფასდაკლება და რომ მე ვიყავი ძალიან იღბლინი და ძალიან აიფად სულ რაგაც 3000 ლარად შემეძლო შემეძინა მათი პროდუქცია:) მეც ცდუნებას ვერ გავუძელი , ძარმოვიდგინე როგორი ბედნიერი ვიყავი :) . სამწუხაროდ ალერგია მომცა და ბიო პროდუქციაც არ გამოდგა. შემთხვევით გავიგე ამ საიტის არსებობა. მინდა ვისარგებლო და ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ თამარ თქვენ. როგორც დამაკვალიანეს ისე მოვიქეცი და გამიუქმეს ხელშეკრულება. მინდა აქვე მადლობა გადავუხადო მაგათ იურისტს ქ-ნ ირმას რომელმაც ესე ვთქვთ დამეხმარა, და აღარ დამჭირდა სხვა ოქგანოებისთვის მიმემართა რათა ხელშეკრულება გამეუქმებინა.
უბრალოდ მინდა ყველას გირჩიოთ კარგად წაიკითხოთ და გაარკვიოთ რას გთავაზობენ და რეალობა რაა... მადლობა
ხატია   18:08:56 2015-06-04  უპასუხე   
თქვენ "გაგიმართლათ" რომ ალერგია მოგცათ, და ზუსტად მაგიტომ ადვილად დაიბრუნეს. თორემ სხვა შემთხვევაში ზუსტად მაგ. ქ-ნ ირმასთან მოგიხდებოდათ კონფლიქტში შესვლა, რომელსაც მადლობას უხდით! ის კი არ დაგეხმარათ, უბრალოდ სხვა გზა და არც უფლება არ ქონდა :)

mariami   13:47:02 2015-05-31  უპასუხე   
2 კვირის განმავლობაში მირეკავდა გოგონა,ამ დეშელის კომპანიიდან,თან მეუბნება რომ რეკომენდაციით მოვხვდი და ყველას არ აქვს თურმე ასეთი პატივი:))მერიდებოდა ასე კატეგორიულად თავიდან მომეშორებინა,რადგან ძალიან ზრდილობიანად მთხოვდა მისვლას.მოკლედ დამკერა:))ისიც იმიტომ,რომ შემოთავაზებით კი არ დავინტერესდი,პირადად ამ გოგონასი მომერიდა:) მივედი..ნუ საკმაოდ ძვირადღირებული რემონტით დამხვდა სალონი..როგორც მივხვდი დიდი ფართიც ეკავათ..მიმიწვიეს ოთახში და დაიწყოო..ნუ ერთი რამ ფაქტია,რომ ძალიან მაგრად ჰყავთ დატრეინინგებულები თანამშრომლები..თავიდანვე მითხრა ამ "კოსმეტოლოგმა" რომ მხოლოდ ნახევარ სახეზე მომემსახურებოდა რომ სახის მეორე ნაწილი მე თვითონ დამესრულებინა ანუ მასწავლიდა თან (!):)) გამომკითხა ტექნიკურად ჩემი პროფესია,საქმიანობა,ძალიან გაუხარდა რომ ბანკში ვმუშაობდი,(მერე მივხვდი რატომაც:))ასე გავიდა დრო..ნელნელა შემომაპარა ამ კოსმეტიკის ფასების სიააა..თან თვალს მარიდებს..მეღიმება..და ვეუბნები რომ მე ამის საშუალება არ მაქვსთქო..მოიყვანა ვიღაც გოგონა ხელშეკრულების ფურცლებით და ფაქტიურად ნამუსზე მაგდებენ..რომ რადგან ბანკში ვარ თან,უფრო ადვილია ჩემთვის გადახდა,კიდევ დამიკლეს ფასი იქვე ჩემს თვალწინ,ვითომ მე მქონდა ასეთი ექსკლუზივი:))ძალიან აგრესიულად მტენიან ამ ყველაფერს..გარცხვენენ ფაქტიურად..დამნაშავედ გაგრძნობინებენ თავს..თან მინდა ავღნიშნო რომ მხოლოდ ნახევარი სახე მაქვს გაკეთებული:))და არც არავინ მთავაზობს დასრულებას..ამ კოსმეტოლოგს მივუბრუნდი და ვეკითხები,რა ვუყო სახის მეორე ნახევარს? აქ მისი თავაზიანობა დასრულდა..და მეუბნება,ხომ გახსოვს როგორ ვაკეთებდი და მაწვდის ფლაკონებს:))დავასრულე ჩემით(!) და ისეთი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ჩამაგდეს რომ მე უარი განვაცხადე,რომ რამდენი დრო დახარჯეს დამაყვედრეს..და კი მაგრამ ხომ თქვენ დამაძალეთ ფაქტიურად რომ აქ მომიყვანეთთქო..თქვენი მოპატიჟებით მოვედითქო..უკვე ძაან გავბრაზდი ჩემს თავზეც,მათზეც,მაგრამ თავი შევიკავე,რადგან ან დიდი სკანდალი უნდა მომეწყო..ან გავრთხილებოდი ნერვებს და დროზე დამეტოვებინა ეს სალონი.მოკლედ გამოვიქეცი და მერე გავიგე რამდენი შეაცდინეს და ფაქტიურად შეტენეს პროდუქცია...თან კაციშვილმა არ იცის რას წარმოადგენს მათი კოსმეტიკა ხარისხით. არადა მაქვს უძვირესი უმაგრესი იაპონური "შისეიდოს" კრემები და მიმტკიცევდა მაგას დეშელი ჯობიაოო..:)) მე გადავრჩი..ჩემი რჩევაა არც გაეკაროთ ამ სალონს და თქვით კატეგორიული უარი!!!!!: ახლა კი მეცინება მაგრამ ძაან გამამწარეს:))

Natia   17:26:47 2015-05-28  უპასუხე   
ჩვენც გავხდით ამ კომპანიის მსხვერპლი - წავიკითხეთ თქვენი ინსტრუქციები და გავგზავნეთ დაზღვეული წერილი როგორც მაგათ აგრეთვე ბანკში შევიტანეთ განცხადება. ბანკმა საკმაოდ ოპერატიულად დაგვირეკა და გამოგვკითხა სიტუაცია. ხელშეკრულების ხელმოწერიდან 24 საათში გავაკეთეთ ეს ყველაფერი - ეხლა კი ველით - იმედია მოვახერხებთ თავის დაღწევას ამ მახიდან

tamuna   18:11:29 2015-05-25  უპასუხე   
ხათუნა ძალიან დიდი მადლობა, გეხვეწები რომ ვიცოდე ეს IOS სერტიფიკატი რა არის? რა ვუთხრა?
ხატია   18:05:51 2015-06-04  უპასუხე   
IOS სერტიფიკატი არის საერთაშორისოდ აღიარებული ხარისხის სერტიფიკატი. ათას სხვა სწერტიფიკატს გაჩვენებენ მაგრამ ეს არ მაინტერესებს-თქო უთხარით. ასევე ბიო პროდუქცია არისო თუ თქვეს, ესეც დიდი ტყუილია, რადგან არც მაგის დამადასტურებელი საბუთი აქვთ.

tamuna   13:23:34 2015-05-25  უპასუხე   
მეც დეშელის მსხვერპლი გახლავართ, განაცხადები ხელშეკრულების გაუქმებაზე დაზღვეული ფოსტით გავაგზავნე კომპანიაშიც და ბანკებშიც სადაც განვადება გამიკეთეს. თვითონ კეისი ვინც დამიბარა და გადმომცა იმ გოგოს მივუტანე და დავტოვე თუმცა არ იტოვებდა და არც არაფერი დოკუმენტი მოუცია რომ დავტოვე. დზალიან შეშინებული ვარ. მირჩიეთ როგორ მოვიქცე
ხათუნა   13:38:19 2015-05-25  უპასუხე   
სავარაუდოდ დაგიბარებენ იურისტთან გასაუბრებაზე, რომელიც ეცდება რომ ყველანაირად დაგარწმუნოთ და დრო გაიყვანოს. შეშინება არ დაანახოთ. დაბრუნების უფლება გაქვთ იმ მოტივით, რომ ხელშეკრულებას გაუაზრებლად მოაწერეთ ხელი და არ გაგაცნეს ინფორმაცია გასაყიდ პროდუქტე, არ გაჩვენეს სერტიფიკატები და ა.შ. ახლა გაჩვენებენ მაგრამ IOS სერტიფიკატი მოითხოვეთ, რომელიც არ აქვთ. თუ დაითანხმეთ დაბრუნებაზე, შემდეგ დაგიწყებენ ზარალის ანაზღაურებაზე საუბარს. ბანკთან კარგად გაარკვიეთ მართლა არის თუ არა რაიმე ჯარიმა გადასახდელი, თუ არა, მაშინ კატეგორიულად უთხარით რომ არაფრის გადახდას არ აპირებთ. არანაირი თანხის მოთხოვნის უფლება არ აქვთ. წარმატებებს გისურვებთ.


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge