ბოლო ცვლილებები

ბეჭდური პუბლიკაციები
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელი ხაზის მუშაობა
სურსათის შემოწმება არასაკვებ საღებავებზე
ბიჟუტერიის შემოწმება
საინფორმაციო შეხვედრა ლაგოდეხში
საინფორმაციო შეხვედრები ბოლნისსა და დმანისში
საინფორმაციო შეხვედრები სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის შესახებ
შეცდომაში შემყვანი ეტიკეტი სუპერმარკეტ „ლიბრეში“
წარმატების ამბავი - არასაკვები საღებავები სურსათში
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის მე-3 კვარტლის კონტროლის შედეგები

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელი ხაზის მუშაობა
მწერები სურსათში,

მოქალაქე ნინა გაბრიჩიძემ გვაცნობა, რომ მიმართა სურსათის ეროვნულ სააგენტოს (სეს) მეწარმის მიერ სურსათის უვნებლობის პირობების დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით, თუმცა, ამას რეაგირება არ მოჰყოლია.

კერძოდ, მოქალაქის ინფორმაციით, მან საცხობში შეიძინა სენდვიჩი, რომელშიც მწერები აღმოაჩინა. ამის თაობაზე ცდილობდა დაკავშირებოდა ცხელ ხაზს 1501, მაგრამ ზარებს არ უპასუხეს. ამის შემდეგ 6 ნოემბერს მოქალაქე სეს-ს ფეისბუქის გვერდის მეშვეობით დაუკავშირდა, სადაც ისევ ცხელ ხაზზე გადაამისამართეს და უთხრეს, რომ დაუკავშირდებოდნენ, მაგრამ ამაოდ.

ამ შემთხვევასთან დაკავშირებით წერილით მივმართეთ სურსათის ეროვნულ სააგენტოს, ვთხოვეთ რეაგირების მოხდენა და შესაბამისი ზომების მიღება, რათა სეს-ის ცხელმა ხაზმა სერიოზული ხარვეზების გარეშე იმუშავოს.

-------

6 დეკემბერს მივიღეთ წერილი სურსათის ეროვნული სააგენტოდან (სეს), რომლითაც გვთხოვეს მიგვეწოდებინა შემდეგი ინფორმაცია: მოქალაქის ტელეფონი, დრო, როცა იგი ცხელ ხაზს უკავშირდებოდა და დარღვევა, რის გამოც სურდა სეს-ისათვის მიემართა. 9 დეკემბერს ეს ინფორმაცია გადავუგზავნეთ სეს-ს. იმავე დღესვე მოგვწერა ქალბატონმა ნინა გაბრიჩიძემ, რომ სეს-იდან დაუკავშირდნენ, შეპირდნენ რეაგირებას და შედეგების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.




print version
16:16:58 2019-11-27

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge