ბოლო ცვლილებები

სურსათის შემოწმება არასაკვებ საღებავებზე
წარმატების ამბავი - არასაკვები საღებავები სურსათში
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის მე-3 კვარტლის კონტროლის შედეგები
სულგუნი ი.მ. ნოდარ ლაზარეშვილისგან
„რძის შემცველი პროდუქტი“ თუ ყველი
წიწიბურა „კალო“
ბეჭდური პუბლიკაციები
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელი ხაზი
კარფურში შეძენილი კარაქი „ვალიო“
ვადაგასული სურსათი „სპარში“/სულგუნ „შუამთის“ ეტიკეტი

სურსათის შემოწმება არასაკვებ საღებავებზე
არასასურველი ნივთიერებები სურსათში, საკმაზი, სუნელები,

სურსათის 6 ნიმუშში აღმოჩნდა საღებავები, რომლებიც არასაკვები დანიშნულებისაა! 

თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შევიძინეთ 42 დასახელების ტყემლის, პომიდვრის საწებლის, აჯიკისა და წითელი წიწაკის (დაფქვილი) ნიმუშები და გავაგზავნეთ გერმანიის ლაბორატორიაში არასაკვები საღებავების ჯგუფის (12 საღებავი) შემცველობაზე შესამოწმებლად. ქვემოთ გთხოვთ გაეცნოთ შემოწმების შედეგებს და არ მიირთვათ იმ პარტიის ნიმუშები, რომლებშიც არასაკვები საღებავები აღმოჩნდა!

ნიმუშის ნომერი ფოტო სურსათის დასახელება და მწარმოებელი ფირმა მწარმოებელი ქვეყანა

გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი შეძენის ადგილი ანალიზის შედეგი
1 ტომატ-პასტა, სუპრემო, Food Commerce SRL. იტალია 01.03.18/01.03.20 შპს „ერთობა“
გურამიშვილის 18
არ აღმოჩნდა
2 ტომატ პასტა, „როსანა“, Giaguaro S.p.A. იტალია 01.19/01.21 შპს „ერთობა“
გურამიშვილის 18
არ აღმოჩნდა
3 ტომატ პასტა „ფინალი“, ooo Azersun Kend Tesserufati Mehsullary აზერბაიჯანი 16.08.18/16.08.21 შპს „ერთობა“
გურამიშვილის 18
არ აღმოჩნდა
4 ტომატ პასტა „ჩვენი სუფრა“, ooo Azersun Kend Tesserufati Mehsullary აზერბაიჯანი 16.08.18/16.08.21 შპს „ერთობა“
გურამიშვილის 18
არ აღმოჩნდა
5

კანიანი პომიდორი გარატებული „კოპოლივა“,Giaguaro S.p.A.

იტალია 11.18/11.20 შპს „ერთობა“
გურამიშვილის 18
არ აღმოჩნდა
6 ტომატის პასტა „Kingtom“, Ege Assian Gida Sanayive Ticaret A.S. თურქეთი 11.18/11.21 შპს „ერთობა“
გურამიშვილის 18
არ აღმოჩნდა
7 ტომატის პასტა „TAT“, Gida San A.s. თურქეთი 01.03.20 შპს „ერთობა“
გურამიშვილის 18
არ აღმოჩნდა
8 ტომატ პასტა „მარნეული“, შპს მარნეულის სასურსათო ქარხანა საქართველო 08.08.18/24 თვე შპს „ერთობა“
გურამიშვილის 18
არ აღმოჩნდა
9 ტომატ პასტა „EDEKA“, Zentrale AF/G&Co.KG გერმანია 14.10.20 სს „ფუდმარტი“
ვაჟა- ფშაველას 48
არ აღმოჩნდა
10 ტომატ პასტა „ბარაქა“, დამზადებულია შპს „ალფასთვის“ ჩინეთი 06.11.18/05.11.20 სს „ფუდმარტი“
ვაჟა- ფშაველას 48
რ აღმოჩნდა
11 ტომატ პასტა „KIKNOS“, Greek Canning Company Co S.A. საბერძნეთი 09.09.18/30.09.20 სს „ფუდმარტი“
ვაჟა- ფშაველას 48
არ აღმოჩნდა
12 ტომატ პასტა „სპარ“, შპს "გემო" საქართველო 15.06.19/ 2 წელი სს „ფუდმარტი“
ვაჟა- ფშაველას 48
არ აღმოჩნდა
13 ტომატი „რეჯია“, REGGIA , PAP s.r.l. იტალია 04.18/04.20 შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრი“,
ანჯაფარიძის 13
არ აღმოჩნდა
14 ტომატ პასტა „CHUMAK“, JSC CHUMAK უკრაინა 02.12.17/02.12.19 შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრი“,
ანჯაფარიძის 13
არ აღმოჩნდა
15 ტომატ პასტა „ბებო გენაცვალოს“, სააქციო საზოგადოება LUCKFOODS უკრაინა 16.05.19/2 წელი ი.მ მალვინა დეისაძე, მაღაზია „ციცინათელა“,
ვაჟა-ფშაველას 54
არ აღმოჩნდა
16 ტომატ პასტა „SOLARIA“, Compagnia Mercantile DOlteremare S.r.L იტალია 27.02.17/27.08.19 ი.მ მალვინა დეისაძე, მაღაზია „ციცინათელა“,
ვაჟა-ფშაველას 54
არ აღმოჩნდა
17 ტომატი „ჯაკომო“, „ბემოკ“ ს.კ. საქართველო 19.07.19/18.07.21 ორი ნაბიჯი,
ვაჟა-ფშაველას მე-6 კვ. 4კ.
არ აღმოჩნდა
18 ქართული კეტჩუპი „სანსო“, შპს სანს ჯგუფი საქართველო 25.05.19/23.10.19 ორი ნაბიჯი,
ვაჟა-ფშაველას მე-6 კვ. 4კ.
არ აღმოჩნდა
19 ტყემალი, შპს GNP საქართველო 08.05.19/08.05.20 ორი ნაბიჯი,
ვაჟა-ფშაველას მე-6 კვ. 4კ.
არ აღმოჩნდა
20 ტყემალი წითელი, კლასიკური, შპს „გსქ კულა“ საქართველო 08.04.19/2 წელი შპს „ერთობა“
გურამიშვილის 18
აღმოჩნდა 53 მკგ/კგ სუდან 1
21 ტრადიციული წითელი ტყემალი, შპს მარნეულის სასურსათო ქარხანა საქართველო 21.06.18/24 თვე შპს „ერთობა“
გურამიშვილის 18
აღმოჩნდა 210 მკგ/კგ სუდან 1
22 წითელი ტყემალი „სუპრემო“,  შპს ფუდსერვისი საქართველო 12.06.19/24 თვე შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრი“,
ანჯაფარიძის 13
არ აღმოჩნდა
23 აჭარული წითელი ტყემალი, შპს კახეთის ტრადიციული მეღვინეობა აგრო-ქედა საქართველო 22.03.19/22.03.21 ნიკორა ტრეიდი,
ვაჟა-ფშაველას 52
არ აღმოჩნდა
24 ტომატის საწებელი, შპს მარნეულის სასურსათო ქარხანა საქართველო 26.08.18/24 თვე შპს „ერთობა“
გურამიშვილის 18
არ აღმოჩნდა
25 ტომატის საწებელი „ბებოს საწებელი“, შპს ტომატიკო საქართველო 22.06.19/12 თვე შპს „ერთობა“
გურამიშვილის 18
არ აღმოჩნდა
26 ტომატის საწებელი, შპს GNP საქართველო 24.06.19/24.12.20 სს „ფუდმარტი“
ვაჟა- ფშაველას 48
არ აღმოჩნდა
27 ტომატის საწებელი Supremo, შპს ფუდსერვისი საქართველო 04.03.19/3 წელი შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრი“,
ანჯაფარიძის 13
აღმოჩნდა 580 მკგ/კგ სუდან 1
28 აჯიკა „არტფუდი“, არტაშატის საკონსერვო ქარხანა სასომხეთი 10.09.18/10.09.20 შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრი“,
ანჯაფარიძის 13
არ აღმოჩნდა
29 აჯიკა ექსტრა, შპს „გსქ კულა“ საქართველო 12.12.18/1,5 წელი შპს „ერთობა“
გურამიშვილის 18
არ აღმოჩნდა
30 სამეფო აჯიკა, შპს რუა საქართველო 05.19/05.20 ნიკორა ტრეიდი,
ვაჟა-ფშაველას 52
არ აღმოჩნდა
31 აჯიკა, შპს „ივერია“ საქართველო 13.06.19/90 დღე შპს „ყაზბეგის 28“ ,
ყაზბეგის 28
არ აღმოჩნდა
32 აჯიკა „ოდა“, შპს GNP საქართველო 27.05.19/12 თვე შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრი“,
ანჯაფარიძის 13
არ აღმოჩნდა
33 მეგრული აჯიკა, შპს GNP საქართველო 03.06.19/03.06.20 შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრი“,
ანჯაფარიძის 13
არ აღმოჩნდა
34 ეს აჯიკა, შპს „ეს“ საქართველო 12.07.19/18 თვე შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრი“,
ანჯაფარიძის 13
აღმოჩნდა 250 მკგ/კგ სუდან 1
35 აფხაზური აჯიკა, შპს „დაბი“ საქართველო 17.07.19/17.01.20 შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრი“,
ანჯაფარიძის 13
არ აღმოჩნდა
36 მშრალი აჯიკა, ნანა ფალიანი საქართველო 01.07.19/12 თვე შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრი“,
ანჯაფარიძის 13
არ აღმოჩნდა
37 ჩილი სოუსი ცხარე, შპს Soledo  ვიეტნამი 15.03.19/15.03.21 შპს „ერთობა“
გურამიშვილის 18
აღმოჩნდა 84 მკგ/კგ სტაფილოსფერი 2 (Orange II)
38 წითელი წიწაკა დაფქვილი, შპს დაბი საქართველო 30.05.19/30.05.21 შპს „ერთობა“
გურამიშვილის 18
არ აღმოჩნდა
39

დაფქვილი წითელი წიწაკა, შპს იამუნა

უკრაინა 06.11.18/24 თვე ორი ნაბიჯი,
იონა ვაკელის 18
არ აღმოჩნდა
40

წითელი წიწაკა,

კენტი, Soyygit Group

თურქეთი 21.01.19/21.01.21 ი.მ მალვინა დეისაძე, მაღაზია „ციცინათელა“,
ვაჟა-ფშაველას 54
არ აღმოჩნდა
41 მშრალი აჯიკა, თეთნულდი საქართველო შენახვის ვადა 6 თვე ბემონი
ქავთარაძის 25
აღმოჩნდა 2000 მკგ/კგ-ზე მეტი სუდან 1 და 62 მკგ/კგ Para Red 
42

აჯიკა,

„მეგრული გემო“, ი.მ. ლევან სალია

საქართველო 10.07.19/8 თვე შპს „ერთობა“
გურამიშვილის 18
არ აღმოჩნდა

მართალია, არასაკვები საღებავები უმეტესად მცირე ოდენობითაა ზემოთ მითითებულ სურსათში აღმოჩენილი, მაგრამ ამ საღებავების სისტემატური მოხმარება ხელს უწყობს ან სიმსივნის წარმოქმნას ან გენების გადაგვარებას. 

„სუდანის“ ჯგუფის საღებავები გამოიყენება სურსათისათვის მოწითალო შეფერილობის მისაცემად. 2018-2019 წლებში, ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან შეტანილი სუნელების 3 პარტიაში გამოვლინდა საღებავი „სუდანი“. საქართველოში მოქმედ ლაბორატორიებს არ გააჩნიათ აკრედიტაცია სურსათში ზემოთ დასახელებული საღებავების საკვლევად. სურსათის ეროვნულ სააგენტოს 2019 წელს დაგეგმილი აქვს სურსათის 10 ნიმუშის შემოწმება „სუდანის“ ჯგუფის საღებავებზე. ნიმუშები საზღვარგარეთ უნდა გაიგზანოს. ჩავთვალეთ, რომ პრობლემის უკეთ გამოსაკვეთად სასარგებლო იქნებოდა მეტი რაოდენობის ნიმუშის კვლევა, რის გამოც მოცემული ინიციატივა განვახორციელეთ.

კვლევის შედეგების თაობაზე გაიგზავნა წერილები სურსათის ეროვნულ სააგენტოში და შესაბამის მეწარმეებთან, რომელთა იდენტიფიცირებაც მოხერხდა. ჩვენ თვალს მივადევნებთ იმას, თუ რა რეაგირება მოჰყვება ჩვენს მიმართვებსა და, ზოგადად, ამ პრობლემის მოგვარებას.

ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ფარგლებში „უსაფრთხო პროდუქტი ქართველ მომხმარებლებს“. 

-----------------

ჩვენი კვლევის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, 15 აგვისტოს, მარნეულის სასურსათო ქარხანამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც ქარხანა ყველა დამხმარე მასალას და ასევე, მზა პროდუქტს გააგზავნის საერთაშორისო, ევროპულ ლაბორატორიებში და შედეგებს აცნობებს მომხმარებელს. პასუხების მიღებამდე კი აჩერებს შესაბამისი პროდუქტის რეალიზაციას.

-----------------

ასევე, 15 აგვისტოს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც იგი ჩვენს მიერ გამოცხადებული შედეგების გადასამოწმებლად დამატებით ლაბორატორიულ კვლევებს ჩაატარებს.

 

-----------------

16 აგვისტოს, შპს გსქ კულამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც კომპანია გამორიცხავს თავისი პროდუქტის დაბინძურებას, აცხადებს, რომ ტყემლის აღნიშნულ სახეობას ყველა სუპერმარკეტიდან გამოიტანს და ექსპორტზე გაიტანს. ამავე დროს, 2019 წლის 1 სექტემბრამდე ჩაატარებს დამატებით გამოკვლევებს, ხელახლა გადახედავს თავის ყველა მომწოდებელს და ამის შემდეგ ქსელში დააბრუნებს ახლად წარმოებულ წითელ კლასიკურ ტყემალს.

კომპანია, ასევე, აცხადებს, რომ საწარმოში შემოწმებაზე შევიდა სურსათის ეროვნული სააგენტო, რომლის შედეგებსაც მოგვიანებით გვაცნობებენ.

ჩვენი მხრივ, მოვუწოდებთ შპს გსქ კულას, რომ საერთოდ უარი თქვას იმ პარტიის გაყიდვაზე, რომელშიც არასაკვები საღებავი აღმოვაჩინეთ, იმ დრომდე მაინც, სანამ თავად არ გადაამოწმებს პარტიის უვნებლობას, რათა საფრთხის ქვეშ არ დააყენოს სხვა ქვეყნების მოქალაქეთა ჯანმრთელობა!

ამ სიტუაციაში ჩვენს მოვალეობად ვთვლით მომხმარებელთა საერთაშორისო ორგანიზაციას (Consumers International) ვაცნობოთ ამ ფაქტის შესახებ, რათა მომხმარებლებმა რაც შეიძლება ბევრ ქვეყანაში გაიგონ ამ საფრთხის შემცველი პროდუქტის შესახებ და აღარ შეიძინონ იგი.

19 აგვისტოს გაიგზავნა წერილი Consumers International-ში.

-----------------

27 აგვისტოს სურსათის ეროვნული სააგენტოდან მივიღეთ წერილი, რომლის მიხედვითაც სააგენტომ განახორციელა მითითებული ბიზნესოპერატორების სახელმწიფო კონტროლი. ბიზნესოპერატორებს დაევალათ სურსათის იმ პარტიების ბაზარზე განთავსების აღკვეთა ან უკვე განთავსებულის ამოღება, რომლებშიც სუდანის ჯგუფის საღებავები აღმოჩნდა. როგორც ჩანს, სააგენტომ, ჩვენს მიერ გამოკვლეული პროდუქტების დაბინძურების სავარაუდო წყაროდ წითელი წიწაკა მიიჩნია, რომელიც ამ პროდუქტების ერთ-ერთი ინგრედიენტი იყო. მიკვლევადობით დადგინდა ბიზნესოპერატორების (მათ შორის, იმპორტიორების) რეკვიზიტები, რომლებიც ამ წარმოებებს წითელი წიწაკით ამარაგებენ. სუდანის ჯგუფის საღებავების კვლევის მიზნით, სააგენტომ აიღო წითელი წიწაკის ნიმუშები, რომლებსაც აკრედიტებული ლაბორატორია გამოიკვლევს. ლაბორატორიული გამოცდის შედეგებს და ამ შედეგებიდან გამომდინარე, შესაბამის გადაწყვეტილებებს სააგენტო დამატებით გვაცნობებს.

-----------------

20 სექტემბერს მარნეულის სასურსათო ქარხანამ გამოაქვეყნა მისი დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგები. კომპანიის განცხადებით, თავისი წარმოებული წითელი ტყემლის ნიმუშები გააგზავნა გერმანიის ერთ-ერთ ლაბორატორიაში არასაკვებ საღებავებზე გამოსაკვლევად.
კვლევის შედეგად ნიმუშებში არასაკვები საღებავები არ აღმოჩნდა.

თუმცა, მხოლოდ 2 პარტიის ნიმუშის კვლევის შედეგებია გამოქვეყნებული. გაურკვეველია მეტი პარტია იქნა გამოკველეული თუ არა.

რაც მთავარია, არ არის გამოქვეყნებული იმ პარტიის ნიმუშის კვლევის შედეგები, რომელშიც ჩვენმა კვლევამ არასაკვები საღებავები აღმოაჩინა, ეს იყო 21.06.18-ში წარმოებული პარტია.

-----------------

27 სექტემბერს გსქ „კულამ“ თავისი ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება. 

განცხადებას თან ერთვის გერმანიის ლაბორატორია „ევროფინსის“ კვლევის ოქმი, რომელიც „კულას“ მიერ მიწოდებულ წითელ ტყემალს ჩაუტარდა, ასევე იმ ნიმუშის ფოტო, რომელიც „კულამ“ ლაბორატორიაში გააგზავნა. 

ფოტოს თანახმად, ეს იგივე პარტიის ნიმუშია, რომელიც ჩვენ შევამოწმეთ და მასში სუდანი არ არის აღმოჩენილი. თუმცა, ლაბორატორიის ოქმში არ არის მითითებული იმ ნიმუშის გამოშვების თარიღი, რომელსაც ოქმი ეხება.

იმის დასადგენად, თუ გამოშვების რა თარიღი იყო მითითებული „ევროფინსის“ მიერ შემოწმებულ ნიმუშში, მივწერეთ ლაბორატორიას და ველით პასუხს. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ მთლიანად ქარხანაზეა დამოკიდებული, თუ რა თარიღის ეტიკეტს გაუკეთებს თავის პროდუქციას.

ჩვენ გვაქვს ჩვენს მიერ შემოწმებული პარტიის სათადარიგო ნიმუშიც და, საჭიროების შემთხვევაში, მისი შემოწმებაც შესაძლებელია.

სამწუხაროა, რომ საკითხში გარკვევის ნაცვლად, „კულა“ აგრძელებს ჩვენს წინააღმდეგ მცდარი ინფორმაციის გავრცელებას, თანაც ყოველგვარი დოკუმენტური დადასტურების გარეშე. ასეთ უსაფუძვლო ბრალდებებზე შეგვეძლო არც გვეპასუხა, თუმცა, საკითხისადმი საზოგადოების დიდი ინტერესის გამო, იმისათვის, რომ მოქალაქეთა, თუნდაც ნაწილი შეცდომაში არ შევიდეს, ვპასუხობთ „კულას“ ბრალდებებს:

1) სუდან 1 ყვითელი ფერის საღებავია და მისი წითელ ტყემალში გამოყენების საჭიროება არ იყო.
პასუხი: გთავაზობთ 2 ავტორიტეტულ წყაროს, სადაც პირდაპირაა მითითებული, რომ სუდანი წითელი საღებავია. ეს არის ჰონგ კონგის მთავრობის სურსათის უვნებლობის ცენტრის სტატია
https://www.cfs.gov.hk/english/programme/programme_rafs/programme_rafs_fc_02_01.html (ჩვენთვის საინტერესო ადგილი მონიშნულია ამ სურათში)
და ვილეის საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებული სტატია https://onlinelibrary.wiley.com/doi/10.1002/jrs.2876.

2) ჩვენ ვაცხადებთ, რომ კვლევა გერმანიაში ჩატარდა, მაგრამ სინამდვილეში თურქეთში ჩატარებულა.

პასუხი: ჩვენი კვლევის ანგარიშში ნახსენებია ევროფინსის თურქეთის წარმომადგენლობა, ვინაიდან ჩვენთან კომუნიკაცია თურქეთის წარმომადგენლობის მეშვეობით ხდებოდა. თუმცა, ლაბორატორიული კვლევის ოქმში პირდაპირ წერია, რომ კვლევა ევროფინსის გერმანიის ლაბორატორიაში ჩატარდა, ანუ იმავე ლაბორატორიაში, რომელშიც თავისი ნიმუში „კულამ“ გააგზავნა.

3) ჩვენი ნიმუში წესების დარღვევით იქნა აღებული.

პასუხი: არ არსებობს წესები, რომლებიც საზოგადოების წარმომადგენელსა, თუ მოქალაქეს განუსაზღვრავს, თუ როგორ აიღოს ნიმუში. ჩვენ ნიმუში ვიყიდეთ ისე, როგორც ნებისმიერი მომხმარებელი ყიდულობს მაღაზიაში. ოღონდ ნაცვლად იმისა, რომ მოგვეხმარა, ლაბორატორიაში გავაგზავნეთ. იმისათვის, რომ პროდუქტში საღებავის შემცველობა განისაზღვროს, რაიმე განსაკუთრებული მოთხოვნების დაცვა არ არის საჭირო არც ნიმუშის აღებისა და არც ტრანსპორტირების დროს. თუ პროდუქტი საღებავს არ შეიცავს, მაშინ ის იქ ვერ აღმოჩნდება, რა „წესებიც“ არ უნდა დაიცვა ნიმუშის აღებისას. 

-----------------

30 სექტემბერს ლაბორატორიისაგან მივიღეთ პასუხი, რომ მათ არა აქვთ უფლება მოგვაწოდონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ გამოშვების რომელი თარიღი იყო მითითებული „კულას“ მიერ მიწოდებულ ნიმუშზე.

ასე რომ, ჯერჯერობით, „კულას“ მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან არ დასტურდება, რომ „კულას“ მიერ ლაბორატორიისათვის მიწოდებულ ნიმუშზე ის თარიღი იყო მითითებული, რომელი პარტიის ნიმუშიც ჩვენ შევამოწმეთ.

-------------------

 

2 ნოემბერს შპს გსქ კულამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ამოაქვეყნა მის მიერ წარმოებული წითელი ტყემლის მორიგი ლაბორატორიული კვლევის ოქმი, რომლის მიხედვითაც, შემოწმებულ ნიმუშში, საღებავი სუდან 1 არ აღმოჩნდა. არც ამ კვლევის ოქმშია პარტიის ნომერი მითითებული. თუმცა, ცალკე გამოქვეყნებულ ტყემლის ფოტოებზე იკითხება იგივე პარტიის ნომერი, რომელიც ჩვენ შევამოწმეთ და, ლაბორატორიული დასკვნის თანახმად, სუდან 1 აღმოჩნდა. 

   

   

__________________

6 ნოემბერს მარნეულის სასურსათო ქარხანამაც თავის ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა  მის მიერ წარმოებული წითელი ტყემლის ლაბორატორიული კვლევის შედეგი, რომლის მიხედვითაც ნიმუშში არ აღმოჩნდა საღებავი სუდან 1. ამჯერად ოქმში მითითებულია იმავე პარტიის ნომერი, რომელშიც, ჩვენი კვლევის თანახმად, აღნიშნული საღებავი აღმოჩნდა.

     

ზოგადად, თავად მეწარმეების მიერ საკუთარი ნიმუშების შემოწმების შედეგები ობიექტურ მტკიცებულებად ვერ გამოდგება. აქედან გამომდინარე, ჩვენ არაერთხელ საჯაროდ განვაცხადეთ, რომ ჩვენთან ინახება „კულასა“ და მარნეულის სასურსათო ქარხნის იმ პარტიების პროდუქტების სათადარიგო (რეფერენტული) ნიმუშები, რომლებშიც, ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, სუდან 1 აღმოჩნდა. შესაბამისად, ჩვენ შევთავაზეთ აღნიშნული ნიმუშების ერთობლივად გაგზავნა ხელახალი ლაბორატორიული კვლევისათვის. თუმცა, ამ კომპანიებმა დღემდე არ ისურვეს ამის გაკეთება. 6 ნოემბერს ჩვენ კიდევ ერთხელ წერილობით მივმართეთ „კულასა“ და მარნეულის სასურსათო ქარხანას და შევთავაზეთ სათადარიგო ნიმუშების ერთობლივი გამოკვლევა. ველით პასუხს.

ამავე დროს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ (სეს) გამოაქვეყნა წითელი წიწაკის ნიმუშების სუდანის ჯგუფის საღებავების შემცველობაზე შემოწმების შედეგები, რომლის თანახმადაც შემოწმებული 10 ნიმუშიდან 9-ში აღნიშნული საღებავები აღმოჩნდა.

სეს-ის შემოწმება მოჰყვა ჩვენს მიერ სუდანის ჯგუფის საღებავების აღმოჩენას. როგორც სეს-ის 27 აგვისტოს წერილით იყო ცნობილი, სააგენტომ, ჩვენს მიერ გამოკვლეული პროდუქტების დაბინძურების სავარაუდო წყაროდ წითელი წიწაკა მიიჩნია, რომელიც ამ პროდუქტების ერთ-ერთი ინგრედიენტი იყო. დადგინდა ბიზნესოპერატორების რეკვიზიტები, რომლებიც ამ წარმოებებს წითელი წიწაკით ამარაგებენ და მათთან მოხდა ნიმუშების აღება.

სეს-ისგან ველოდებით დაწვრილებით ინფორმაციას, ამ შედეგებიდან გამომდინარე, მის მიერ განხორცილებული ღონისძიებების შესახებ. 

-----------------

7 ნოემბერს შევიტყვეთ, რომ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გამოსცა ბრძანება „საგანგებო ზომების მიღების შესახებ“ (N.61-1) „იმპორტირებულ წითელ წიწაკაში (დაფქული, დამსხვრეული) სუდანის ჯგუფის არასასურსათო საღებავების დიდი რაოდენობის აღმოჩენის გამო, რაც სერიოზულ რისკს წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობისთვის“. 

ამ ბრძანების შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე წითელი წიწაკის (დაფქული, დამსხვრეული) იმპორტისას (გარდა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან, ევროპის ეკონომიკური ზონის ქვეყნებიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, კანადიდან, ავსტრალიიდან, ახალი ზელანდიიდან, შვეიცარიიდან და ისრაელიდან იმპორტისას) თითოეულ პარტიას თან უნდა ახლდეს შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიის გამოცდის ოქმი, სუდანის ჯგუფის საღებავების შემცველობაზე უარყოფითი შედეგით. წინააღმდეგ შემთხვევაში სურსათის პარტია ქვეყნის ტერიტორიაზე არ დაიშვება.

-----------------

7 ნოემბერს მარნეულის სასურსათო ქარხნისაგან, ხოლო 9 ნოემბერს გსქ „კულასაგან“ მივიღეთ ქვემოთა პასუხები.

 

როგორც ზემოთა წერილებიდან ჩანს, ორივე საწარმომ უარი თქვა სათადარიგო ნიმუშების ერთობლივ შემოწმებაზე. ვაქვეყნებთ ჩვენი სათადარიგო ნიმუშების დამატებით ფოტოებს, საიდანაც ცხადად ჩანს, რომ ნიმუშები ქარხნულადაა დალუქული. გარდა ამისა, იმის დადგენა არის თუ არა ჩვენთან შენახულ ნიმუშებზე რაიმე ზემოქმედების კვალი, თავისუფლად შეიძლება ექსპერტიზის ორგანოს დასკვნითაც.

ასე რომ, შეფასებები მკითხველებისათვის მიგვინდვია.

-----------------

15 ნოემბერს გსქ კულამ გამოაქვეყნა თავისი ტყემლის ხელახალი ლაბორატორიული კვლევის ოქმი, რომლის მიხედვითაც ნიმუშში სუდანი არ აღმოჩნდა. ამ ოქმში უკვე მითითებულია პროდუქტის გამოშვების თარიღი, რომელიც ჩვენს მიერ შემოწმებულ ნიმუშს ემთხვევა.

თუმცა, როგორც ადრეც აღვნიშნეთ, თავად მეწარმეების მიერ საკუთარი ნიმუშების შემოწმების შედეგები ობიექტურ მტკიცებულებად ვერ გამოდგება, განსაკუთრებით კი ზემოთ აღწერილი მოვლენების შემდეგ. 




print version
10:26:43 2019-08-15

კომენტარის დამატება

ნუცა   13:35:36 2019-08-21  უპასუხე   
სურსათის ეროვნულ სააგენტოს თავისი ინიციატივით უნდა ჩაეტარებინა კვლევა, ხელფასებზე და ჯილდო-პრემიებზე ყოფნით ბიუჯეტის ფული, კვლევის საშუალებებზე-არა, ბიუჯეტის ვირთხები!

მიხეილი   13:11:10 2019-08-20  უპასუხე   
ეს ან ელემენტარული უცოდინარობაა ან ....
მოითხოვეთ სინჯის ქრომატომასსპექტროგრამა
მ.ლაბარტყავა, ქიმიის დოქტორი, ექსპერტი,ასოც. პროფესორი, ნივთიერებათა აღნაგობის კვლევის მეთოდების სპეციალისტი
ვახტანგ, CSRDG   11:44:04 2019-08-21  უპასუხე   
ბატონო მიხეილ, ჩვენს მიერ მითითებული წყაროები ნახეთ?

მიხეილი   19:45:20 2019-08-17  უპასუხე   
რა საღებავებია სურსათში აღმოჩენილი და რატომ არის საშიში ?
“სუდან 1” არის არასაკვები საღებავი, რომელიც აშშ-ის მედიცინის ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაცით ძირითადად საყოფაცხოვრებო ნივთების დამზადებისთვის გამოიყენება.

ის წითელი შეფერილობისაა და მახასიათებლებში მითითებულია, რომ საკვებში გამოყენება დაუშვებელია. მიზეზად კი სახელდება ის, რომ “ადამიანის დნმ-ზე ახდენს პირდაპირ გავლენას”. აქვე აღნიშნულია, რომ ცხოველებზე ჩატარებული კვლევების საფუძველზე "სუდან 1" კიბოს გამომწვევ ნივთიერებად არის მიჩნეული.
ეს ყველაფერი ხო, მაგრამ სუდან-1 რომ წითელი ფერის არ არის და ყვითელია?როგორ მოვიქცეთ?


sudan-1.docx
ზაზა   12:13:46 2019-09-28  უპასუხე   
პრაფესორ, ეს ნივთიერება არის orange-red მოყვითალო-მოწითალო.
Goga   11:33:49 2019-09-05  უპასუხე   
ბატონო მიხეილ. ვიკიპედიაზეც კი, წითელია ეს საღებავი. არაფერს ვამბობ, სხვა წყაროებზე. :)
ვახტანგ, CSRDG   15:10:33 2019-08-19  უპასუხე   
გმადლობთ ყურადღებისათვის. ტექნიკურ დეტალებში ღრმად ვერ შევალთ, თუმცა, სანდო წყაროებში სუდანი ნახსენებია როგორც „წითელი საღებავი“, იხ. https://onlinelibrary.wiley.com/doi/10.1002/jrs.2876; https://www.cfs.gov.hk/english/programme/programme_rafs/programme_rafs_fc_02_01.html





ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge