ბოლო ცვლილებები

წარმატების ამბავი - მომხმარებლისათვის დაბრუნებული თანხა
მოგზაურობის ხარვეზები
პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საშუალებების შემოწმება
ბეჭდური პუბლიკაციები
კარფურში შეძენილი კარაქი „ვალიო“
სურსათის შემოწმება არასაკვებ საღებავებზე
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის მეორე კვარტლის კონტროლის შედეგები
საინფორმაციო შეხვედრები „სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი“, 2 აგვისტო 2019 წ.
ხილის წვენები და მსგავსი სასმელები
ეტიკეტირების ახალი წესები

იმერული სახაჭაპურე
ეტიკეტი, რძის ნაწარმი, ყველი,

2019 წლის 23 მაისს ანჯაფარიძის ქ. # 13-ში მდებარე „ფრესკო შოპინგ ცენტრში“ შევიძინეთ შპს „შირაქის“ წარმოებული პროდუქტი „იმერული სახაჭაპურე, რძის შემცველი პროდუქტი მცენარეული ცხიმით“.

როგორც დასახელებიდანაც ჩანს, პროდუქტი რძის ნაწარმს არ წარმოადგენს, არამედ არის „რძის შემცველი პროდუქტი“.  თუმცა, გამოიყურება, როგორც ყველი. შესაბამისად, დასახელებამ „იმერული სახაჭაპურე“ შესაძლოა მომხმარებელი შეცდომაში შეიყვანოს და აღნიშნული პროდუქტი ყველად აღიქვას. შესაბმისად, ჩავთვალეთ, რომ ირღვევა ქვეყანაში ამჟამად მოქმედი სურსათის ეტიკეტირების წესები და რეაგირებისათვის მივმართეთ სურსათის ეროვნულ სააგენტოს (სეს).

სეს-იდან მიღებული პასუხიდან ირკვევა, რომ სააგენტომ განახორციელა კონტროლი შპს ,,შირაქის“ რძისა და რძის პროდუქტების საწარმოში (თბილისი, სამგორის №6) და ბიზნესოპერატორს მისცა მითითება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად უზრუნველყოს სურსათის ეტიკეტირება. 

ამავე დროს, სეს-მა შპს „შირაქის“ საწარმოში შეამოწმა ჰიგიენურ/სანიტარული მდგომარეობა, ნედლეულისა და მზა სურსათის ვარგისიანობის ვადები, სურსათის ეტიკეტირება და პროდუქციის შენახვის პირობები. შემოწმებისას გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც მეწარმე დაჯარიმდა 1000 ლარით და შეუჩერდა საწარმოო პროცესი, კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე.




print version
11:48:06 2019-06-18

კომენტარის დამატება




ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge