ბოლო ცვლილებები

წარმატების ამბავი - არასაკვები საღებავები სურსათში
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის მე-3 კვარტლის კონტროლის შედეგები
სურსათის შემოწმება არასაკვებ საღებავებზე
სულგუნი ი.მ. ნოდარ ლაზარეშვილისგან
„რძის შემცველი პროდუქტი“ თუ ყველი
წიწიბურა „კალო“
ბეჭდური პუბლიკაციები
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელი ხაზი
კარფურში შეძენილი კარაქი „ვალიო“
ვადაგასული სურსათი „სპარში“/სულგუნ „შუამთის“ ეტიკეტი

სურსათის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის პირველი კვარტლის კონტროლის შედეგები
სურსათის ჰიგიენა,

ვაგრძელებთ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული კონტროლის შედეგების გამოქვეყნებას. ამჯერად ვაქვეყნებთ 2019 წლის პირველ კვარტალში დაჯარიმებული მეწარმეებისა და ლაბორატორიულად შემოწმებული სურსათის (ხორცის სახეობრივი კვლევის) სიებს.

გარდა ამისა, სააგენტომ საკუთარ საიტზე გამოაქვეყნა 2019 წელს განხორციელებული კონტროლის სხვა შედეგები.

შეგიძლიათ გაეცნოთ თქვენთვის საინტერესო საწარმოებისა და პროდუქციის შემოწმების შედეგებს და გაითვალისწინოთ ისინი სურსათის შეძენისას.

მოხარულები ვართ, რომ სააგენტომ გაითვალისწინა ჩვენი რეკომენდაციები და კვარტლის გასვლის შემდეგ, დროულად გამოაქვეყნა კონტროლის დეტალური შედეგები.

თუმცა, უკეთესი იქნებოდა ლაბორატორიულად შემოწმებული სურსათის სიაც გამოექვეყნებინა და საკუთარ საიტსა და ფეისბუქის სიახლეებშიც განეთავსებინა ამის შესახებ ინფორმაცია.  

---------

13 მაისს სააგენტოდან მიღებული ინფორმაციით, ორ მეწარმეს ნაწილობრივ დაუკმაყოფილდა საჩივარი სააგენტოს მიერ დაკისრებულ სანქციებთან დაკავშირებით, კერძოდ:

1. ინდმეწარმე ,,დიმიტრი ვაშალომიძე“ დაჯარიმებული იყო ბაზარზე ხორცის ვეტერინარული ზედამხედველობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე განთავსებისა და ეტიკეტირების წესის დარღვევის გამო. სააგენტოს გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და საჯარიმო ქვითარი ძალაში დარჩა ეტიკეტირების წესის დარღვევის ნაწილში;
2. შპს ,,ლოკალინო“ დაჯარიმებული იყო ეტიკეტირების წესის დარღვევისა და არაკრიტიკული შეუსაბამობების დაფიქსირების გამო. სააგენტოს გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და საჯარიმო ქვითარი ძალაში დარჩა არაკრიტიკული შეუსაბამობების ნაწილში. 




print version
11:59:25 2019-04-18

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge