ბოლო ცვლილებები

იმერული სახაჭაპურე
საინფორმაციო შეხვედრა "სურსათის სახელმწიფო კონტროლი"
კარფურში შეძენილი კარაქი „ვალიო“
ხელშეკრულების სტანდარტული პირობები
მოსახლეობის ინფორმირება მავნე პროდუქტების შესახებ -- წერილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს
სურსათის უვნებლობის კონტროლის ზოგიერთი საკითხი
ბეჭდური პუბლიკაციები
შეუსაბამო ფასები ბარებსა და რესტორნებში - რჩევა უცხოელ ტურისტებს Overpricing in Bars and Restaurants - Advice to Foreign Tourists
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის პირველი კვარტლის კონტროლის შედეგები
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის კონტროლის შედეგები

კარფურში შეძენილი კარაქი „ვალიო“
კარაქი, რძის ნაწარმი,

2019 წლის 29 მარტს მომხმარებელმა ფეისბუქზე კომენტარით გვაცნობა, რომ სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთში“ მდებარე მაღაზია „კარფურში“ იყიდება კარაქი „ვალიო“, რომელსაც არაერთგვაროვანი შეფერილობა და ცუდი გემოს აქვს.

საჩივრის გადამოწმების მიზნით, 2019 წლის 1 აპრილს, მომხმარებლის მიერ მითითებულ მაღაზიაში შევიძინეთ კარაქი „ვალიო“ (დაფასოების თარიღი - 29.03.2019, ვარგისიანობის ვადა - 13.04.2019) და ჩავაბარეთ ლაბორატორიაში ორგანოლეპტიკური ანალიზისათვის. 

  ჩვენს მიერ შეძენილ ნიმუშსაც არაერთგვაროვანი შეფერილობა ჰქონდა.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით: „ექსპერტიზაზე წარმოდგენილი კარაქის ნიმუში (ეტიკეტზე წარწერით „კარაქი ვალიო“) გამოკვლეული ორგანოლეპტიკური მაჩვენებლებით (არაერთგვაროვანი შეფერილობა, გემო, სუნი) არ შეესაბამება ამ დასახელების პროდუქტისათვის სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს“, ასევე: „გარეთა, შედარებით მუქ ფენას დაჰკრავს სიმძაღის სუნი და გემო“.

გაიგზავნა წერილები სურსათის ეროვნულ სააგენტოში და მაღაზიაში.

------

2 მაისს მივიღეთ პასუხი სურსათის ეროვნული სააგენტოდან, რომ სააგენტომ ჰიპერმარკეტ „კარფურში“ აიღო „ვალიო“-ს 82% კარაქის ნიმუში და ლაბორატორიულად შეამოწმა შემდეგ მაჩვენებლებზე: სალმონელა და Listeria monocytogenes, რის შედეგადაც დარღვევა არ გამოვლინდა.

აღნიშნული დასახელების პროდუქტის ჩვენი დაკვეთით ჩატარებული ორგანოლეპტიკური ლაბორატორიული კვლევის შედეგად, გამოვლენილი იყო სიმძაღის სუნი და გემო, რაც, სავარაუდოდ, არასათანადო ტემპერატურულ რეჟიმში პროდუქტის შენახვასთან იყო დაკავშირებული. შესაბამისად, ჩვენთვის გაუგებარი დარჩა, თუ რატომ არ შემოწმდა პროდუქტის შენახვის პირობები ჰიპერმარკეტ „კარფურში“ და შენახვა-ტრანსპორტირების პირობები პროდუქტის სადისტრიბუციო კომპანიაში/ებში. ამის თაობაზე კვლავ მივმართეთ სააგენტოს.

------

3 ივნისს სააგენტოდან მივიღეთ პასუხი, რომლის მიხედვითაც, სააგენტომ შეამოწმა ჰიპერმარკეტ „კარფური“-ს კარაქით „ვალიო 82%“ მომმარაგებელი შპს ევროპროდუქტის სამაცივრე საწყობი და სატრანსპორტო საშუალებები. დარღვევები არ გამოვლინდა.

ჩვენი მიმართვის საფუძველზე, სეს-ის რეაგირება მისასალმებელია. თუმცა, კვლავ გაუგებარი რჩება, თუ რატომ არ შემოწმდა პროდუქტის შენახვის პირობები თავად ჰიპერმარკეტ „კარფურში“, სადაც კარაქის გაფუჭებული ნიმუში აღმოვაჩინეთ. ამის თაობაზე კვლავ მივწერეთ სააგენტოს.

------

11 ივნისს სააგენტოდან მივიღეთ მორიგი პასუხი, საიდანაც ირკვევა, რომ „კარფურში“ პროდუქტის შენახვის პირობები ჯერ კიდევ 15 აპრილს შემოწმებულა, მაშინ როდესაც ლაბორატორიული შემოწმებისათვის ნიმუშის აღება მოხდა. დარღვვები არ გამოვლენილა.

სამწუხაროა, რომ ჩვენი მხრიდან არაერთი მიმართვის მიუხედავად, სააგენტოში საკმარისი ყურადღებით მაინც არ ეკიდებიან საჯარო ინფორმაციის გაცემას და ელემენტარული ინფორმაციის მისაღებადაც კი საკმაოდ ხშირად გვჭირდება რამდენიმე წერილით მიმართვა. არაეფექტურად იხარჯება თავად სააგენტოს თანამშრომელთა დრო, საზოგადოებაში კი ღვივდება ეჭვები, რომ სააგენტო რაღაცას მალავს.




print version
10:29:17 2019-04-10

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge