ბოლო ცვლილებები

სურსათის შემოწმება არასაკვებ საღებავებზე
საინფორმაციო შეხვედრები „სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი“, 2 აგვისტო 2019 წ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის მეორე კვარტლის კონტროლის შედეგები
ხილის წვენები და მსგავსი სასმელები
ბეჭდური პუბლიკაციები
ეტიკეტირების ახალი წესები
საინფორმაციო შეხვედრა "სურსათის სახელმწიფო კონტროლი" 18-19 ივლისი, 2019 წ.
ვადაგასული სურსათი „სპარში“/სულგუნ „შუამთის“ ეტიკეტი
კანონპროექტი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“
კარფურში შეძენილი კარაქი „ვალიო“

კარფურში შეძენილი ასაწონი „ხაჭო 4%“
რძის ნაწარმი, ცხიმები,

2019 წლის 10 თებერვალს მომხმარებელმა გვაცნობა რომ თბილისში, სავაჭრო ცენტრ „ქარვასლაში“ მდებარე მაღაზია „კარფურში“ შეძენილ ხაჭოს და ნადუღს არ ჰქონდა ამ პროდუქტებისათვის დამახასიათებელი გემო და კონსისტენცია. საჩივრის გადამოწმების მიზნით, 2019 წლის 15 თებერვალს  მაღაზია „კარფურში" (დადიანის ქ. 7) შევიძინეთ მომხმარებლის მიერ მითითებული ერთ-ერთი პროდუქტი - ასაწონი ხაჭო 4% და ჩავაბარეთ ლაბორატორიაში რძის ცხიმის სისუფთავის განსასაზღვრად.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით: „პროდუქტი რძის ცხიმის გარდა შეიცავს სხვა ცხიმების ნარევს, მათ შორის მცენარეულ ცხიმს“. ამგვარად, პროდუქტი ხაჭოდ არ შეიძლება ჩაითვალოს.

გაიგზავნა წერილები სურსათის ეროვნულ სააგენტოში და მაღაზიაში.

----------

26 თებერვალს სურსათის ეროვნული სააგენტოდან მივიღეთ პასუხი, საიდანაც ირკვევა, რომ სააგენტომ ვერ მოახერხა ჩვენს მიერ გამოვლენილ დარღვევაზე რეაგირება, ვინაიდან ამჟამად არა აქვს შესაბამის ლაბორატორიასთან ხელშეკრულება რძესა და რძის ნაწარმში მცენარეული ცხიმის აღმოჩენის შესახებ კვლევების ჩასატარებლად. 

მიგვაჩნია, რომ სააგენტოს, როგორც სურსათის სფეროში ქვეყნის მთავარ მაკონტროლებელ ორგანოს, ყოველთვის უნდა გააჩნდეს იმის ბერკეტები, რომ, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მომხმარებლის უფლებების დარღვევის ფაქტებზე დროული რეაგირება მოახდინოს. დაუშვებელია წლის განმავლობაში არსებობდეს ისეთი პერიოდები, როდესაც კანონდარღვევა დაუსჯელი დარჩება.

ამასთან დაკავშირებით, წერილობით მივმართეთ სააგენტოს და მოვუწოდეთ, რომ დაუყოვნებლივ გამოასწოროს ეს ორგანიზაციული ხარვეზი და შესაბამისი ზომები მიიღოს, რათა მომავალში ასეთი შემთხვევა აღარ განმეორდეს.

----------

8 აპრილს მორიგი წერილი მივიღეთ სურსათის ეროვნული სააგენტოდან, რომლის მიხედვითაც, 27 მარტს სააგენტოს თანამშრომლები მივიდნენ სავაჭრო ცენტრ „ქარვასლაში“ მდებარე მაღაზია „კარფურში“ ნიმუშის ასაღებად, მაგრამ „ხაჭო 4%“ აღარ იყიდებოდა. მაღაზიის მენეჯერის ინფორმაციით, აღნიშნულ პროდუქტს 26 თებერვლის შემდეგ აღარ იღებენ. ამის დასტურად მენეჯერმა სათანადო დოკუმენტაციაც წარმოადგინა. 




print version
14:06:26 2019-02-22

კომენტარის დამატება

ხატია   11:38:33 2019-02-28  უპასუხე   
ბატონო ვახტანგ თქვენ შეიძლება არ გაინტერესებდეტ რა მიირთმევთ და არაფერზე ამბობთ ალბათ უარს მაგრამ მე ნამდვილად მინდა ვიცოდე ხაჭოს ვყიდულობ თუ გაურკვეველ პროდუქტს. ხაჭო უნდა იყოს ხაჭო და არავის აქვს უფლება მომატყუოს. და ბოლოსდაბოლოს თუ გაითვალისწინებენ მხოლოდ სახელი შეიცვლება გემო არა და მიირთვით რა განერვიულებთ. თქვენთვის ხომ ხარისხს დდა რაობას მნიშვნელობა არ აქვს

გია   17:54:05 2019-02-27  უპასუხე   
ესე არ შეიძლება. კი, კარფურმა უნდა მიუთითოს, რომ ეს ხაჭო მცენარეულ ცხიმს შეიცავს, მაგრამ ამხელა ამბავი - ინტრიგნობაა. - რაც სპარში ხაჭოები ალაგია, ყველას აწერია დიდი ასოებით ეგ ინფო? - აღშფოთებულებს ვამშვიდებ- თქვენი გვარიშვილობა ჩემს თვალში არ დაზარალებულა და მეტი დარდი არ გქონდეთ.  - ჯერ-ჯერობით კარფურს მარკეტი არ სჯობია თბილისში.
ვახტანგ, CSRDG   10:02:12 2019-02-28  უპასუხე   
ბატონო გია, ხალხი ამ პროდუქტს ყიდულობს, როგორც ხაჭოს, მაგრამ სინამდვილეში ხაჭო არ არის. ანუ ხალხს ატყუებენ. დასკვნების გამოტანა თქვენთვის მოგვინდვია. მივესალმებით განსხვავებული აზრის გამოთქმას, თუმცა, კომენტარებში კორექტულობას გთხოვთ.





ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge