ბოლო ცვლილებები

იმერული სახაჭაპურე
საინფორმაციო შეხვედრა "სურსათის სახელმწიფო კონტროლი"
კარფურში შეძენილი კარაქი „ვალიო“
ხელშეკრულების სტანდარტული პირობები
მოსახლეობის ინფორმირება მავნე პროდუქტების შესახებ -- წერილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს
სურსათის უვნებლობის კონტროლის ზოგიერთი საკითხი
ბეჭდური პუბლიკაციები
შეუსაბამო ფასები ბარებსა და რესტორნებში - რჩევა უცხოელ ტურისტებს Overpricing in Bars and Restaurants - Advice to Foreign Tourists
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის პირველი კვარტლის კონტროლის შედეგები
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის კონტროლის შედეგები

სურსათის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის მე-3 კვარტლის კონტროლის შედეგები
არასასურველი ნივთიერებები სურსათში, სურსათის ხარისხი,

დიდი დაგვიანების შემდეგ, 29 ნოემბერს, ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ (სეს) გამოგვიგზავნა მესამე კვარტალში მის მიერ განხორციელებული კონტროლის შედეგები (სეს-ის წერილი). როგორც თითქმის ყოველთვის, ეს მონაცემები სრულყოფილი არ არის, იკვეთება არაერთი უზუსტობა და დამატებით გვჭირდება ინფორმაციის გამოთხოვა. მიუხედავად ამისა, საკმაოდ ბევრი ინფორმაციაა მოწოდებული და შეგიძლიათ ნახოთ თქვენთვის საინტერესო საწარმოებისა და პროდუქტების შემოწმების შედეგები:  

1. მესამე კვარტლის ზოგადი ანგარიში

2. საწარმოთა ინსპექტირება

3. სურსათის ლაბორატორიული კვლევები

4. დოკუმენტური შემოწმება

5. ზედამხედველობა

6. ვეტერინარული კონტროლი - ზოგადი ანგარიში

7. ვეტერინარული პრეპარატები, ბიზნესოპერატორების კონტროლის შედეგები

8. პესტიციდები და აგროქიმიკატები

ამ მონაცემებიდან, ისევე როგორც ადრე, განსაკუთრებით თვალშისაცემია რეგიონებში სასმელი წყლის დაბინძურება (შემოწმებული ნიმუშების თითქმის ნახევარში), ცხოველური წარმოშობის სურსათში ვეტერინარული პრეპარატებისა და სხვა დამაბინძურებლების ნარჩენი ნივთიერებების სიჭარბე (შემოწმებული ნიმუშების მესამედი). საყურადღებოა ისიც, რომ მცენარეული ცხიმების შემცველობაზე შემოწმებული 12 რძის პროდუქტის ნიმუშიდან, 10-ში მცენარეული ცხიმები გამოვლინდა. ეს იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული პროდუქტები რძის პროდუქტებს არ წარმოადგენენ და მეწარმეები მათ ასეთებად მოტყუებით ასაღებდნენ.

დანარჩენ ინფორმაციას მათი მიღებისთანავე გამოვაქვეყნებთ. 

------------

5 დეკემბერს სეს-იდან ის მონაცემები გამოვითხოვეთ, რომლებიც არ მოგვაწოდეს. სამწუხაროდ, სეს-მა არც ამჯერად უღალატა „ტრადიციას“, 24 დეკემბერს, დაგვიანებით მოგვაწოდა ჩვენს მიერ მოთხოვნილი მონაცემების მცირე ნაწილი. ესენია:

- საწარმოთა ინსპექტირების შედეგები, სადაც მითითებულია, თუ რომელ საწარმოებში გამოვლინდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები.

- იმ ყველის ნიმუშის მონაცემები, რომელშიც, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით, რძის ფხვნილი აღმოჩნდა. ამ ყველის მწარმოებელი აღმოჩნდა თბილისში მდებარე საწარმო შპს „რესპუბლიკა“.

სეს-ისაგან კვლავ ველით დარჩენილ მონაცემებს. ამავე დროს, ვინაიდან საჯარო ინფორმაციის დაგვიანებით და არასრულად მოწოდება სეს-ის მხრიდან უკვე ძალიან ხშირია, პრობლემის გამოსასწორებლად მივმართეთ სეს-ის ზემდგომ უწყებას - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტს.

------------

26 დეკემბერს სეს-მა მოგვაწოდა მის მიერ კონტროლის ერთ-ერთი მექანიზმის „ზედამხედველობის“ განხორციელების შედეგები. ზედამხედველობის დროს ხორციელდება ბიზნესოპერატორის შემდეგ საქმიანობაზე დაკვირვება:

ა) სურსათის განადგურება;
ბ) ბიზნესოპერატორის მიერ სურსათის ბაზარზე განთავსების აღკვეთა, ბაზრიდან და მომხმარებლისგან გამოთხოვა;
გ) ბიზნესოპერატორის მიერ სააგენტოს მითითებების შესრულება.

ამჯერად უკვე მონაცემებში მითითებულია, თუ რომელმა საწარმოებმა შეასრულეს, ან არ შეასრულეს სეს-ის მითითებები, სად გამოვლინდა ვადაგასული, ან მავნე სურსათი და სხვა. 

------------

სეს-ის მხრიდან საჯარო ინფორმაციის დაგვიანებით და არასრულად მოწოდებასთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტისადმი მიმართვის პასუხად, 2019 წ. 6 თებერვალს მივიღეთ წერილი, რომლის მიხედვითაც აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლა საკითხი, შესაბამის სამსახურს მისცა მითითებები და დაავალა საჯარო ინფორმაციის გაცემის პროცესის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა.




print version
16:50:28 2018-11-29

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge