ბოლო ცვლილებები

საინფორმაციო შეხვედრა რუსთავსა და მარნეულში
იმერული სახაჭაპურე
საინფორმაციო შეხვედრა "სურსათის სახელმწიფო კონტროლი"
კარფურში შეძენილი კარაქი „ვალიო“
ხელშეკრულების სტანდარტული პირობები
მოსახლეობის ინფორმირება მავნე პროდუქტების შესახებ -- წერილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს
სურსათის უვნებლობის კონტროლის ზოგიერთი საკითხი
ბეჭდური პუბლიკაციები
შეუსაბამო ფასები ბარებსა და რესტორნებში - რჩევა უცხოელ ტურისტებს Overpricing in Bars and Restaurants - Advice to Foreign Tourists
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის პირველი კვარტლის კონტროლის შედეგები

შვრიის ფანტელი HAHNE
ეტიკეტი, ბურღულეული,

2018 წლის 19 ოქტომბერს, მომხმარებელმა გვაცნობა, რომ მის მიერ თბილისში, მაღაზია „ორი ნაბიჯის“ ერთ-ერთ ფილიალში  (ნუცუბიძის ქ. 221, კორპ. 4) შეძენილ ფირმა ჰანეს (HAHNE) შვრიის ფანტელში აღმოჩნდა მატლები.

საჩივრის გადამოწმების მიზნით, იმავე დღეს მითითებულ მაღაზიაში  შევიძინეთ  შვრიის ფანტელის ორი ნიმუში. ჩვენს მიერ შეძენილ ნიმუშებში მატლები არ აღმოჩნდა. თუმცა, პროდუქტების ეტიკეტებზე გამოშვების თარიღი არ არის დატანილი. ამავე დროს, დამაბნეველია რუსულენოვანი ეტიკეტებიც, სადაც პროდუქტების ვარგისიანობის ვადად გამოშვებიდან 13 თვეა  მითითებული.

   

ვთვლით, რომ აღნიშნული პროდუქტის გაყიდვით ირღვევა სურსათის ეტიკეტირების მოთხოვნები. გაიგზავნა წერილები სურსათის ეროვნულ სააგენტოში და მაღაზიაში.

-----------

7 ნოემბერს მივიღეთ პასუხი სურსათის ეროვნული სააგენტოდან (სეს), რომლის მიხედვითაც, სეს-მა 23 ოქტომბერს შეამოწმა მაღაზია, ხოლო 6 ნოემბერს პროდუქტის დისტრიბუტორი კომპანია შპს ლორგო. შემოწმების შედეგად შენახვის პირობების ან ეტიკეტირების წესების დარღვევა არ გამოვლენილა. თუმცა, შპს ლორგოში სეს-მა  ხუთი არაკრიტიკული შეუსაბამობა აღმოაჩინა. მეწარმეს მიეცა მითითებები და გონივრული ვადა მათ შესასრულებლად.

-----------

დარღვევის გადამოწმების მიზნით, 2019 წლის 29 იანვარს ხელახლა შევიძინეთ ფირმა „ჰანე“-ს შვრიის ფანტელი, ზემოაღნიშნულ მაღაზიაში. პროდუქტის ეტიკეტზე კვლავ არ არის მითითებული გამოშვების თარიღი, ხოლო რუსულენოვან ეტიკეტზე კვლავ მითითებულია, რომ პროდუქტი ვარგისია გამოშვებიდან 13 თვე. გარდა ამისა, ქართულენოვან ეტიკეტზე აღნიშნულია, რომ პროდუქტი დამზადებულია „ეკოლოგიურად სუფთა“ მარცვლისაგან.

        

მთავრობის დადგენილებით „ბიოლოგიური წარმოების შესახებ“ აკრძალულია ეტიკეტზე, ტერმინების „ბიოლოგიური“, „ეკოლოგიური“, „ეკოლოგიურად სუფთა“, „ბიო“, „ეკო“ და მსგავს სიტყვათა კომბინაციის მითითება, თუკი პროდუქტი ბიოწარმოების წესების შესაბამისად არ არის წარმოებული. ბიოწარმოების სერტიფიკატს იძლევა კერძო სასერტიფიკაციო ორგანო, რომლის მონაცემების ეტიკეტზე მითითებაც ასევე აუცილებელია. თუმცა, ჩვენს მიერ შეძენილი შვრიის ფანტელის შეფუთვაზე არ არის აღნიშნული სასერტიფიკაციო ორგანოს დასახლება, საიდენტიფიკაციო კოდი და/ან ლოგო.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვასკვნით, რომ პროდუქტის გაყიდვით კვლავ ირღვევა სურსათის ეტიკეტირების მოთხოვნები. გავაგზავნეთ წერილები სურსათის ეროვნულ სააგენტოში და მაღაზიაში.

-----------

14 თებერვალს მივიღეთ პასუხი სურსათის ეროვნული სააგენტოდან, რომლის მიხედვითაც, სააგენტომ შეამოწმა პროდუქტის დისტრიბუტორი შპს ლორგო, დაადგინა, რომ არ არის დაცული სურსათის (შვრიის ფანტელი „ჰანე“) ეტიკეტირების მოთხოვნები და ბიზნესოპერატორი დააჯარიმა 400 ლარით. შპს ლორგოს, ასევე, მიეცა მითითება ბაზარზე განთავსებული შვრიის ფანტელ „ჰანე“-ს ეტიკეტირება მოახდინოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.

-----------

დარღვევის გადამოწმების მიზნით, 11 აპრილს მაღაზია „ორ ნაბიჯში“ (ნუცუბიძის ქ. 221, კორპ. 4) კვლავ შევიძინეთ შვრიის ფანტელი „ჰანე“. პროდუქტის ეტიკეტზე სიტყვა „ეკოლოგიური“ აღარ არის დატანილი. 

რაც შეეხება დამზადების თარიღს, იგი კვლავ არ არის მითითებული. თუმცა, 2019 წლის 1 მარტიდან საქართველოში ამოქმედდა ახალი ტექნიკური რეგლამენტი „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“, რომლის მიხედვითაც სურსათის ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს დამზადების თარიღი, ან პარტიის ნომერი. ამ შემთხვევაში პარტიის ნომერია მითითებული, ასე რომ, ამ კუთხით, დარღვევა აღარ ფიქსირდება.




print version
15:57:24 2018-10-22

კომენტარის დამატება

12345@gmail.com   00:13:47 2019-03-31  უპასუხე   
400 ლარი რაამბავია , ალბათ ძალიან დაზარალდებოდნენ





ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge