ბოლო ცვლილებები

ბეჭდური პუბლიკაციები
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის პირველი კვარტლის კონტროლის შედეგები
სურსათის უვნებლობის კონტროლის ზოგიერთი საკითხი
შვრიის ფანტელი HAHNE
კარფურში შეძენილი კარაქი „ვალიო“
კარფურში შეძენილი ასაწონი „ხაჭო 4%“
მომხმარებლის უფლებების მსოფლიო დღე
წარმატების ამბავი - სამკურნალო-ესთეტიკური ცენტრის ხელშეკრულება
მოსახლეობის ინფორმირება მავნე პროდუქტების შესახებ -- წერილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს
მუქი ქიშმიში

შაქრის ეტიკეტი
ეტიკეტი,

მიმდინარე წლის 21 ივნისს მომხმარებელმა მოგვიტანა ი.მ. „დალი ცირეკიძის“ მიერ წარმოებული/დაფასოებული შაქრის შეფუთვა წარწერით „ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი“. მთავრობის დადგენილებით „ბიოლოგიური წარმოების შესახებ“ აკრძალულია  ეტიკეტზე, ტერმინების „ბიოლოგიური“, „ეკოლოგიური“, „ეკოლოგიურად სუფთა“, „ბიო“, „ეკო“ და მსგავს სიტყვათა კომბინაციის მითითება, თუკი პროდუქტი ბიოწარმოების წესების შესაბამისად არ არის წარმოებული. ბიოწარმოების სერტიფიკატს იძლევა კერძო სასერტიფიკაციო ორგანო, რომლის მონაცემების ეტიკეტზე მითითებაც ასევე აუცილებელია. 

მოცემული შაქრის შეფუთვაზე სასერტიფიკაციო ორგანო არ იყო მითითებული. გაიგზავნა წერილები სურსათის ეროვნულ სააგენტოში და მეწარმესთან

---------

მეწარმესთან გაგზავნილი წერილი დაგვიბრუნდა. საწარმო არ მოიძებნა ეტიკეტზე მითითებულ მისამართზე. 

---------

18 ივლისს სურსათის ეროვნული სააგენტოდან მივიღეთ წერილი, რომლის მიხედვითაც სააგენტომ მოსთხოვა ბიზნესოპერატორს ბიოწარმოების სერტიფიკატის წარმოდგენა, რაც ამ უკანასკნელმა  ვერ შეძლო. ამის გამო მას აეკრძალა აღნიშნული სურსათის რეალიზაცია და დაჯარიმდა 600 ლარით. აღსანიშნავია, რომ დაჯარიმება მოხდა „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი“-ს 741 მუხლის ნაწილი 2-ით. ეს იმას ნიშნავს, რომ აღნიშნულ მეწარმეს ეტიკეტირების წესების დარღვევა 1 წლის განმავლობაში უკვე მეორედ დაუფიქსირდა.

 

 

 

 

 




print version
11:25:03 2018-06-27

კომენტარის დამატება

anna   12:34:09 2019-02-04  უპასუხე   
საინტერსოა ასეტ პროდუქტს რომლე სუპერმარკეტი ყიდის?! რატომ არ წერთ?
თამარ, CSRDG   12:03:50 2019-02-05  უპასუხე   
ანნა როგორც წესი ქვითარი თან ახლავს ხოლმე ჩვენს სტატიებს. უბრალოდ ეს იყო შემთხვევა როცა მომხმარებელმა მოგვაწოდა შეფუთვა და ჩვენ არ შეგვიძენია, ამიტომ არ ახლავს ქვითარი





ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge