ბოლო ცვლილებები

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელი ხაზი
სულგუნი ი.მ. ნოდარ ლაზარეშვილისგან
პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საშუალებების შემოწმება
კარფურში შეძენილი კარაქი „ვალიო“
ვადაგასული სურსათი „სპარში“/სულგუნ „შუამთის“ ეტიკეტი
ბიუ-ბიუს ფილე
სურსათის შემოწმება არასაკვებ საღებავებზე
ფორმალდეჰიდი პარფიუმერია-კოსმეტიკაში
იმერული სახაჭაპურე
სემინარი ჟურნალისტებისათვის

კარაქ „პრეზიდენტის“ შემოწმება
სურსათის ხარისხი, რძის ნაწარმი, კარაქი,

2018 წლის 3 აპრილს მომხმარებელმა კომენტარი დაგვიტოვა ფეისბუქის გვერდზე და გვთხოვა მაღაზია კარფურში გასაყიდი 1 კგ-იანი შეფუთვის კარაქ „პრეზიდენტის“ შემოწმება. მისი განმარტებით, კარაქს არასასიამოვნო სუნი და გემო აქვს.

 საჩივრის გადამოწმების მიზნით, თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე მდებარე მაღაზია „კარფურში“ 2018 წლის 12 აპრილს შევიძინეთ  აღნიშნული პროდუქტი და ჩავაბარეთ ლაბორატორიას ანალიზისათვის.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით, პროდუქტის ორგანოლეპტიკური პარამეტრები (ფერი, სუნი, გემო) შეესაბამება ამ პროდუქტის მახასიათებლებს. რაც შეეხება ცხიმის მჟავების შემცველობას, რიგ შემთხვევებში ნორმებთან შეუსაბამობა გამოვლინდა, რაც, ლაბორატორიის განმარტებით, შესაძლოა პროდუქტში რძის ცხიმის გარდა, სხვა ცხიმების არსებობაზე მიუთითებდეს. ლაბორატორიის პასუხი სურსათის ეროვნულ სააგენტოსაც გადაეგზავნა. სააგენტოდან მიღებული პასუხის მიხედვით, სააგენტო 2018 წლის კონტროლის პროგრამის ფარგლებში შეამოწმებს კარაქ „პრეზიდენტის“ ნიმუშს და ლაბორატორიული გამოცდის შედეგებს გვაცნობებს.

ვინაიდან ჩვენი დაკვეთით ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის შედეგად, რთული აღმოჩნდა იმის განსაზღვრა, იყო თუ არა პროდუქტი სრულად რძის ცხიმზე დამზადებული, ლაბორატორიამ პროდუქტის მასთან შენახული რეფერენტული ნიმუში გაგზავნა საფრანგეთის ერთ-ერთი ლაბორატორიის თურქულ ფილიალში. ლაბორატორიამ შეამოწმა როგორც ცხიმმჟავური შემცველობა ასევე იზოტოპური ანალიზი მოახდინა, იმის დასადგენად, აქვს თუ არა პროდუქტს, რძის ცხიმის გარდა, სხვა ცხიმი შერეული. მიღებული პასუხის მიხედვით, კარაქი სრულად შეესაბამება ამ პროდუქტისთვის დადგენილ ნორმებს.




print version
11:37:04 2018-06-04

კომენტარის დამატება

TAKO   15:05:39 2019-04-11  უპასუხე   
მინდა გიტხრატ რომ ანალოგიური შემთხვევა მაქვს მეც 2019 წლის 30 მარტს შევიძინე აკარაქი პრეზიდენტი. სახლში მიტანის თანავე აღმოვაჩინე ობი. თავიდან მეგონა ზევიდან ქონდა შემდეგ დავჭერი ნაწილებად და აღმოჩნდა დაახლოვებით 7 8 ადგილზე ობის ფერის შავი ჩანართები. ამაზრზენოა ეს კარფური. მე პირადად შთაბეჭდილება მრჩება რომ ამ მაღაზიაში ვადაგასული და უხარისხო პროდუქტია. ამჯერად საუბარი მაქვს 1 კგ შეფუთვაზე. ზაფხულში მატლებიანი ბრინჯი შევიძინე. დაფასოებული. მაღაზია მდებარეობს ცინცაძეზე
ვახტანგ, CSRDG   10:24:33 2019-04-12  უპასუხე   
მადლობა ყურადღებისათვის. მსგავს პროდუქტს თუ აღმოაჩენთ, მაშინვე მოგვმართეთ, თუ გნებავთ, რომ ჩვენც შევამოწმოთ.





ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge