ბოლო ცვლილებები

ევროკავშირში აღმოჩენილი სახიფათო არასასურსათო პროდუქტები
სურსათთან დაკავშირებული რისკის შეფასება
ანტიმიკრობული რეზისტენტობა
კარაქ ვალიოს ეტიკეტი
მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდება
ბეჭდური პუბლიკაციები
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის აპრილ-ივნისის კონტროლის შედეგები
ხილის წვენები და მსგავსი სასმელები
რას ნიშნავს „გმო“?
მომხმარებლის ძირითადი უფლებები

გაყინული ხინკალი შპს „კამადან“
ნახევარფაბრიკატები, სურსათის ჰიგიენა, ხორცეული,

2017 წლის 25 ივლისს მომხმარებელმა ტელეფონზე დაგვირეკა და გვთხოვა რუსთავში, მე-16 მ/რ-ის მიმდებარე ტეროტრიაზე მდებარე საწარმო-მაღაზია „კამას“ გაყინული ხინკალი შეგვემოწმებინა. მომხმარებლის ცნობით, ხინკალმა მის ოჯახში ოთხი ადამიანი მოწამლა.

2017 წლის 1 აგვისტოს მომხმარებლის მიერ მითითებულ მაღაზიაში (მეწარმე „ომარი ჟღენტი“) შევიძინეთ გაყინული ხინკალი ცალობით. პროდუქტი მაღაზიის შეფუთვიანად მოთავსდა სტერილურ პოლიეთილენის პარკში და ჩაბარდა ლაბორატორიაში მიკრობიოლოგიური ანალიზისათვის.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით, პროდუქტში აღმოჩნდა ნორმების გადაჭარბება შემდეგ მაჩვენებლებზე:

  • მეზოფილურ აერობული და ფაკულტატურ-ანაერობული მიკროორგანიზმები;
  • E.coli (ფეკალური დაბინძურების მაჩვენებელი).

ამ შედეგის მიხედვით პროდუქტი მავნედ ვერ ჩაითვლება, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ მის მოხმარებამდე მოხარშვაა გათვალისწინებული. თუმცა, შესაძლოა წარმოების პროცესში ჰიგიენური პირობების გაუმჯობესება იყოს საჭირო, ან გამოყენებული ნედლეული საჭიროებდეს შეცვლა-გაუმჯობესებას. უფრო ზუსტი შედეგების მისაღებად მიზანშეწონილად ვთვლით სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეამოწმოს აღნიშნული საწარმო.

შემოწმების შედეგების შესახებ გაიგზავნა წერილები სურსათის ეროვნულ სააგენტოში და მეწარმესთან.

სურსათის ეროვნული სააგენტოდან მივიღეთ წერილი, რომლის მიხედვითაც, სააგენტოს მიერ განხორციელებული არაგეგმური შემოწმებისას საწარმო-მაღაზია „კამაში“ არაკრიტიკული შეუსაბამობები აღმოჩნდა.

-------------------------------

2017 წლის 7 ნოემბერს, გადამოწმების მიზნით, განმეორებით შევიძინეთ მეწარმე ომარ ჟღენტის მიერ წარმოებული გაყინული ხინკალი და ჩავაბარეთ ლაბორატორიაში მიკრობიოლოგიური პარამეტრების შესამოწმებლად.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით პროდუქტში კვლავ გადაჭარბებულია მეზოფილურ-აერობული და ფაკულტატურ-ანაერობული მიკროორგანიზმების რაოდენობა, რაც, სავარაუდოდ, იმის მანიშნებელია რომ საწარმოში ჰიგიენური პირობები არ გამოსწორებულა.

გაიგზავნა წერილები სურსათის ეროვნულ სააგენტოში და მეწარმესთან.

2017 წლის 1 დეკემბერს სურსათის ეროვნული სააგენტოდან მივიღეთ წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ საგენტოს მიერ განმეორებითი შემოწმებისას საწარმოში კვლავ აღმოჩნდა არაკრიტიკული შეუსაბამობები.

-----------------------------------------

2018 წლის 14 თებერვალს, გადამოწმების მიზნით, განმეორებით შევიძინეთ საწარმო „კამას“ მიერ წარმოებული გაყინული ხინკალი და ჩავაბარეთ ლაბორატორიაში მიკრობიოლოგიური პარამეტრების შესამოწმებლად.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით, პროდუქტში კვლავ გადაჭარბებულია მეზოფილურ-აერობული და ფაკულტატურ-ანაერობული მიკროორგანიზმების რაოდენობა. როგორც ჩანს, საწარმოში ჰიგიენური პირობები ისევ არ გამოსწორებულა.

გაიგზავნა წერილები სურსათის ეროვნულ სააგენტოში და მეწარმესთან.

სურსათის ეროვნული სააგენტოდან მიღებული პასუხის მიხედვით, ჩვენი მიმართვის შემდეგ, სააგენტომ საწარმოს ინსპექტირება განახორციელა, დააფიქსირა ერთი კრიტიკული და თორმეტი არაკრიტიკული შეუსაბამობა. კრიტიკული შეუსაბამობის აღმოფხვრამდე, ბიზნესოპერატორს შეუჩერდა საწარმოო პროცესი და დაჯარიმდა 1000 ლარით, ხოლო არაკრიტიკული შეუსაბამობების აღმოსაფხვრელად მიეცა მითითებები, რომლებიც გონივრულ ვადაში უნდა შეასრულოს.

-----------------------------

2018 წლის 16 მაისს, გადამოწმების მიზნით, კვლავ შევიძინეთ შპს „კამას“ წარმოებული  გაყინული ხინკალი და ჩავაბარეთ ლაბორატორიაში. 

ლაბორატორიიდან მიღებული ანალიზის შედეგების მიხედვით,  ხინკალში შემოწმებული ყველა პარამეტრი ნორმაშია.




print version
09:47:45 2017-08-01

კომენტარის დამატება




ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge