ბოლო ცვლილებები

ხორცის ნახევარფაბრიკატების შემოწმების შედეგები
ძეხვეულის შემოწმების შედეგები
ნიტრატების გაზომვის შედეგები
ჩვენი პუბლიკაციები
გაყინული სკუმბრია „ევროპროდუქტიდან“
სურსათის ეტიკეტირება
თოჯინების შემოწმება
ჩვილთა სათამაშოები აფთიაქიდან
საჭყიპინო და აბაზანის რბილი სათამაშოები
სათამაშოები მოზრდილი ბავშვებისათვის

სურსათის ცხელი ხაზი
არასასურველი ნივთიერებები სურსათში, ბავშთა კვება, ბურღულეული, ეტიკეტი, თევზეული, მზა კერძები, მწერები სურსათში, ნახევარფაბრიკატები, რძის ნაწარმი, ხორცეული, ხილ-ბოსტნეული, ტკბილეული, ცომეული, ძეხვეული, ცხიმები, ფრინველი, სურსათის ჰიგიენა, სასმელი წყალი, სურსათის შენახვა, სურსათის ხარისხი,

თუ თქვენ მაღაზიაში შემოგთავაზეს სასურსათო პროდუქტი, რომელიც თქვენი აზრით:

  • არასათანადო პირობებში იყიდება, ინახება ან გადაიზიდება;
  • ვადაგასულია ან გამოშვების თარიღი და მოხმარების ვადა გაუგებარია;
  • გაფუჭებულია, დაბინძურებულია ან სხვა მიზეზის გამო გამოუდეგარია საკვებად,

ან თუკი მაღაზიაში შეძენილი სურსათმა გაწყინათ ან მოგწამლათ -

გვაცნობეთ ამის შესახებ აქ.

თქვენი შეტყობინების პასუხად ჩვენ ყოველ ღონეს ვიხმართ იმისთვის, რომ თქვენს მიერ აღმოჩენილი დარღვევა რაც შეიძლება სწრაფად აღმოიფხვრას: მეორე დღესვე გადავამოწმებთ თქვენს მიერ მითითებულ მაღაზიაში ამ სასურსათო პროდუქტის უვნებლობას, შენახვის პირობებს და ეტიკეტირებას. შემოწმების შედეგებს გამოვაქვეყნებთ ამ გვერდზე. გარდა ამისა, დადგენილი მოთხოვნების დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში ვაცნობებთ სურსათის ეროვნულ სააგენტოს, ხოლო შესაძლო კორუფციული გარიგების ეჭვის შემთხვევაში - აგრეთვე შინაგან საქმეთა სამინისტროს. აგრეთვე ოფიციალური წერილით მივმართავთ როგორც მაღაზიას, ასევე სურსათის მწარმოებელს და მოვთხოვთ დაუყოვნებლივ გამოასწოროს სიტუაცია. ყოველი ამ ღონისძიების შესახებ ინფორმაცია გავრცელდება პრესითაც.

გარწმუნებთ, შედეგი აუცილებლად იქნება.

 

ერთად ვაკონტროლოთ გასაყიდად გამოტანილი სასურსათო პროდუქტები და მივაღწიოთ იმას, რომ საქართველოში მხოლოდ უვნებელი სურსათი იყიდებოდეს!

 

საჩივრები შეგიძლიათ აგრეთვე მოგვწეროთ ამ გვერდზე, კომენტარებში, ან ფეისბუქის ამ გვერდზე.




print version
12:25:32 2013-07-01

კომენტარის დამატება

alexandraus3   04:53:29 2017-06-19  უპასუხე   
My new blog sites
http://sexypic.erolove.in/?post.katharine
adult homemade video sharing cc italian porn bberry xxx free video keyboard pictures with just symbols hardcore rap beats

GeorgeCenly   16:30:42 2017-06-18  უპასუხე   
удобный вебресурс http://newlestnitsa.ru/ - стоимость лестницы из дуба, производство лестниц из сосны.

RalphGet   03:37:03 2017-06-03  უპასუხე   
Ламинин в Черновцах Черновцы от 28 usd с доставкой на дом http://1541.ru +38097-613-1437

ლევანი   04:27:08 2017-05-26  უპასუხე   
შევიარეთ სხვა მაღაზიაში შესადარებლად !!!
იგივე ბრენდის ნაყინი ვადიანი მაგრამ ვიღაცას გზაში შემოეჭამა ცოტათი
ხუმრობა იქეთ იყოს და იგივე საწამლავია დაზიანებული აქ შეფუთვა
მე რო მეჭამა ვადაგასული ესე არ გავცხარდებოდი
მაგრამ ბავშს რო გიწამლავენ გადამეკეტა!!!
ვიდეო


თამარ, CSRDG   12:27:38 2017-05-29  უპასუხე   
ლევან სამწუხაროდ ასეთ ფაქტებზე სურსათის ეროვნული სააგენტო უნდა რეაგირებდეს. ცხელი ხაზიც სავარაუდოდ დასვენების დღეების გამო ჰქონდათ გათიშული :) დღეს ჩვენ ვნახავთ ამ პროდუქტს და თუ კიდევ იქნება ვადაგასული ჩვენც შევატყობინებთ სააგენტოს. სამწუხაროდ მეტი არანაირი რეაგირების საშუალება არ გვაქვს - დარღვევის შემთხვევაში სააგენტოს უნდა ვაცნობოთ რომ მათ მიიღონ კანონით დადგენილი შესაბამისი ზომები

ლევანი   04:11:17 2017-05-26  უპასუხე   
კიდევ ერთი სურათი



ლევანი   03:59:30 2017-05-26  უპასუხე   
გაამზადეს ან დასაბრუნებლად ან გადასაყრელად!!!



ლევანი   03:38:32 2017-05-26  უპასუხე   
სურათიი!!!



ლევანი   03:33:09 2017-05-26  უპასუხე   

ქვემოთ სურათი არ მიება იხილეთ აქ

ნაყინის სურათი გამოშვენის თარიღი 25.04.2016
ვარგისიანობა 12 თვეე

ლევანი   03:25:08 2017-05-26  უპასუხე   
გამარჯობათ, როგორ მოვიქცე არ ვიცი ვის მივმართო, იქნებ მირჩიოთ!!!წერილი საკვების სააგენტოს მივწერე, ცხელ ხაზს არ პასუხობენ.
3 საათის წინ ბავშმა მეუღლესთან ერთად იყიდა ნაყინი, მეუღლემ კითხა რადგან ვიცნობთ მარკეტის გამყიდვლებს რომ ახალი მიღებული ქონდათ პროდუქცია რაზეც უპასუხეს ამ კვირაში მივიღეთო,
ბავშივი ჭამის პროცესში იყო ნახევარი ნაყინი უკვე შეჭმული ქონდა მე შეფუთვას მაინც დავხედე გამოშვების თარიღი 25.04.2016 ვარგისიანობა 12 თვე ანუ ვადაგასული 1 თვის
გამოვტაცე ხელიდინა დარჩენილი ნახევარი!!!
ნყინის სახელწოდება "მოროზივო ესკიმო" ალბათ უკრაინული წარმოების სურათებიც იხილეთ და ვიდეოც გადავუღე მარკეტის სახელწოდება სუკონი სამტრედიის ქუჩა 2
მივედით პრეტენზიებით მარკეტში სადაც 20 ცალი ეყარათ მაცივარში და ყველა ვადაგასული, და რამდენი გაყიდეს კიდე??? მენეჯერმა ბოდიში მოგვიხადა და რეგიდრონი დაალევინეთო ბავშვს, ბავშვი 9 წლის უკაცრავად და საპირფარეშოდან არ გამოდის!!! სად ვეძებო სამართალი რომელი მშობელი მოითმენს როდესაც ბავშვს გიწამლავენ!!! დარჩენილი ნახევარი ნაყინი მე და მეუღლემ შე ვჭამეთ იმ მიზნით რომ თუ ბავშვს რამე მოუვა იგივე ჩვენც
მაგრამ ჩვენ ჯერ კარგად ვართ. შეფუთვა დაგვრჩა
იმედი არ მაქ რომ ვინმე მოგვხედავს, დარჩენილ ნაყინს გადაყრიან და ვერაფერს დაუმტკიცებ.
დიდი მადლობა წინასწარ
ვიდეო

anna   12:49:44 2017-04-02  უპასუხე   
მეტრო ახმეტელის წინ არის მარკეტი უნივერსამი ,სადაც იყიდება "კარაქი" სანტე რომელსაც არ აწერია კარაქია თუ სპრედი.ამ მარკეტში ბევრ პროდუქტზე არ არის ქართულენოვანი წაეწერება,გთხოვთ ჩაატაროთ მონიტორინგი არასამთავრობოებმა ასევე ქალაქში მასიურად იყიდება მარკეტებში შეუმოწმებელი ქათამი.ამაზე უნდა გაამახვილოთ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ყურადღება,სანამ სავალაკლო შედეგები არ დამდგარა. წინასწარ მადლობა!
თამარ, CSRDG   10:08:16 2017-04-03  უპასუხე   
ანა ახალი ტექნიკური რეგლამენტით, თუ პროდუქტი შეიცავს მცენარეულ ცხიმს იკრძალება მასზე რძის პროდუქტის დასახელების დაწერა, ასევე აკრძალულია რძის პროდუქტის სახელთან მიმსგავსებული სახელის დატანაც მაგ: კარაქისმაგვარი, კარაქისებრი და ა.შ. ამიტომ მეწარმეებმა გაიადვილეს საქმე და არანაირი სახელი არ მოუფიქრეს თავიანთ მცენარეულცხიმშერეულ პროდუქციას. მსგავსი პროდუქტის აღმოჩენისას ყურადღება მიაქციეთ პროდუქტის სემადგენლობას. თუ შემადგენლობაში წერია "მცენარეული ცხიმი", მაშინ ეს პროდყქტი არ არის კარაქი
anna   22:37:19 2017-04-03  უპასუხე   
წარმოუდგენელია პროდუქტი იყიდებოდეს და სახელწოდების გარეშე.არ გაგონილი რამააა!!!
თამარ, CSRDG   09:21:50 2017-04-04  უპასუხე   
მართალი ხართ, ჩვენც მაგაზე ვიბრძვით. კანონმა აკრძალა არარძის პროდუქტზე რძის დასახელების დატანა მაგრამ არ დაავალდებულა მეწარმეები რომ რაიმე დასახელება მოეფიქრებინათ ასეთი პროდუტებისათვის და მათაც ყველაზე ადვილი გამოსავალი იპოვეს - საერთოდ დასახელების გარეშე დატოვეს პროდუქტი. არადა კანონში ეტიკეტირების შესახებ წერია რომ ეტიკეტზე უნდა იყოს სურსატი დასახელება რომელიც უნდა მიანიშნებდეს პროდუქტის ბუნებაზე და მომხმარებელი რომ მიხვდეს რა პროდუქტთან აქვს საქმე

nino   14:43:32 2017-03-12  უპასუხე   
თქვენ და სხვა არასამთავრობო მომხმარებელთა უფლება დამცველები რომ არა წაგვლეკავდა უხარისხო და დაბინძურებული პროდუქტები,კარგია როცა სისტემატიურად ხდება დათვალიერება,ისე გარე ვაჭრობაც მისახედია.

ქეთი ახობაძე   23:49:30 2017-03-06  უპასუხე   
გამარჯობა, მაქვს ეჭვი რომ ამ "ლიტვური საცხობის" ფუნთუშაზე მითითებული ინგრედიენტების სია არ შეესაბამება რეალურ ინგრედიენტებს. ეჭვს იწვევს უკვე ის ფაქტი, რომ არ არის მითითებული საფუარის შემცველობა. ამასთან, ვარ მგრძნობიარე ხელოვნურ დამატკბობლებზე, და მაქვს ეჭვი, რომ შაქრის ნაცვლად შეიცავს სხვა სახის დამატკბობელს. გთხოვთ გადაამოწმოთ ნახოთ მართლაც შეესაბამება თუ არა ეტიკეტზე მითითებული ინგრედიენტების სია რეალურად ფუნთუშაში არსებულ ინგრედიენტებს. დიდი მადლობა წინასწარ!
თამარ, CSRDG   12:09:13 2017-03-13  უპასუხე   
ქეთი გავარკვევთ ლაბოარატორიაში შეძლებენ თუ არა ფუნთუშაში შემცველობის დადგენას, თვქნე იქნებ მარაზია მოგვწროთ სადაც იყიდება ფუნთუშა და პროდუქტის დასახელება და აღწეილობაც. მადლობა
ქეთი ახობაძე   12:33:41 2017-03-13  უპასუხე   
Facebook post

"ლიტვური საცხობის" ფუნთუშა ქიშმიშითა და დარიჩინით. იყიდება ჩვეულებრივ მარკეტებში. მე ვიყიდე მაღაზიაში "ლიმონი +" ნინო რამიშვილის ქუჩაზე.
თამარ, CSRDG   12:26:47 2017-04-07  უპასუხე   
ქეთი სამწუხაროდ ლაბორატორიაებმა უარი გვითხრეს ამ ანალიზზე

ხათუნა   11:28:35 2017-01-21  უპასუხე   
მოგესალმებით, გიგზავნით რუსთავის სუპერმარკეტში შეძენილი სვანური არაჟნის ფოტოებს, სადაც სიტყვა "არაჟნისებრი" დაფარული იყო კორექტორით.


თამარ, CSRDG   13:29:12 2017-01-24  უპასუხე   
ხათუნა იქნებ მოგვწეროთ მაღაზიის დასახელება და მისამართი
ხათუნა   08:29:55 2017-01-31  უპასუხე   
რუსთავი, სუპერმარკეტი "მადაგონი", შარტავას N3.

neli   19:41:53 2017-01-13  უპასუხე   
გარე ვაჭრობამ წალეკა ქალაქი. ნახეთ ნავთლუხში 10 ბაზარია-ყველა ცარიელი.ყველა ვაჭრობს გარეთ.იქნებ დააყენოთ საკითხი მერიაში,რომ ასე ნაყიდი პროდუქტები საფრთხეს შეიცავს და ამასთანავე მოქალაქეებს გავლა უჭირთ და გადავდივართ მანქანის გზაზე.
neli   20:35:52 2017-02-20  უპასუხე   
ერთ თვენახევარში პასუხიც ვერ მოგვწერეთ.
თამარ, CSRDG   15:05:35 2017-02-22  უპასუხე   
ქ-ნ ნელი, ჩვენ ჩვენთვის ხელმისაწვდომი გზებით ვცდილობთ აღნიშნულ პრობლემაზე შესაბამისი სტრუქტურების ყურადღები მიპყრობას. პასუხი იმ მარტივი მიზეზით არ მოგწერეთ, რომ ამ მიმართულებით სამწუხაროდ ვერ ვმუშაობთ. ვერ ვამოწმებთ გარევაჭრობას და იქ გასაყიდ პროდუქტებს, შესაბამისად ამ პროდუქტის უვნებლობაზეც არ გვაქვს არანაირი ინფორმაცია.

მაია   12:25:40 2016-11-08  უპასუხე   
გამარჯობა,გუშინ ლოტკინზე, სუპერმარკეტ ქველში-შევიძინე ფასანაურის კატლეტი. შფუთული,(6 ცალიანი შეფუთვა) რომელსაც აწერია, რომ არის ღორის და საქონლის ხორცის, ძალიან მეეჭვება, რომ იქ ხორცი იყოს.ალბათ სოის ფარშია. გთხოვთ შეამოწმოთ.

Alex   21:14:01 2016-10-21  უპასუხე   
გამარჯობა,

ანტიბიოტიკების რეზისტენტულობაზე ცნობიერება ნაკლებია და ხორცპროდუქტებში ანტიბიოტიკების შემცველობაზე კვლევები ნაკლებად ტარდება. ამგვარად, იქნებ დროდადრო შეამოწმოთ ხოლმე ხორცში, ხორცის პროდუქტებში, საკლავი საქონლისა და ფრინველის სუბპროდუქტებში ანტიბიოტიკების შემცველობა და შეესაბამება თუ არა მათი ოდენობა დასაშვებ ნორმებს. წინასწარ მადლობა.
თამარ, CSRDG   10:31:49 2016-10-24  უპასუხე   
ალეხს სამწუხაროდ ქართული ლაბორატორიები ვერ გვიწყობენ ხელს მსგავს ანალიზებში. ანტიბიოტიკების მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობის დადგენის საშუალება აქვთ. თუმცა გავითვალისწინებთ ტქვენს რჩევას და პერიოდულად შევამოწმებთ ხორცს ამ მიმართულებით

აზა   15:16:53 2016-10-21  უპასუხე   
ვინმემ თუ იცის ქარაქის შეფუთვებზე არის შავი ხაზი. კბილის პასტის შემთხვევაში ქიმიურიაო ასე წავიკიხე ინტერნეტში და კარაქის შემთხვევაში რა ხდება. არცერთ კარაქს არ ააქვს სხვა ფერის ზოლი ვყველას შავი ზოლი აქ. ძალიან შეწუხებული ვარ არ ვიცი რას ნიშნავს და შვილებს რას ვაჭმევ ვერ გავიგე
თამარ, CSRDG   10:42:32 2016-10-24  უპასუხე   
აზა წაიკითხეთ შემადგენლობა და იმის მიხედვით გაიგებთ რა პროდუქტს აჭმევთ ბავშვს.

მაკა   11:18:45 2016-09-02  უპასუხე   
გამარჯობა,
მიუხედავად იმისა რომ ვიდეო გადავუღე გაფუჭებულ პროდუქტს და ცხელ ხაზზეც დავაფიქსირე, მივიდნენ დაათვალიერეს და ალბათ მორიგდნენ, რადგან რეაგირების გარეშე დატოვეს. ასევე ხშირია შემთვევა გაყინული ნაევარფაბრიკატები იატაკზე რომ დევს და უკვე გამლღვალს ისევ მაცივრებში ალაგებენ! როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე, ნუთუ მაკონტროლბელ ორგანოებს არ აღელვებთ?!
თამარ, CSRDG   14:40:01 2016-09-04  უპასუხე   
რომელ ცხელ ხაზზე დააფიქსირეთ მაღაზიის თუ სურსათის ეროვნული სააგენტოსი?
თეო   14:13:54 2016-12-16  უპასუხე   
გამარჯობა გთხოვთ თქვენი საკონტაქტო მომწეროთ ან დამიკავშირდეთ ნომერზე 593 917 000, ტელევიზიიდან გიკავშირდებით
თამარ, CSRDG   16:05:08 2016-12-16  უპასუხე   
2194242 ან 2399018
მაკა   11:49:46 2016-09-07  უპასუხე   
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელ ხაზზე დავრეკე. მაღაზიის ადმინისტრაცია ბოდიშით შემოიფარგლა და ასეთი პროდუქტი 5000 ლარის სხვაგან გადავყარეთო. ბევრი ხმაური არ ამიტეხავს რადგან ნერვიულობა არ შემიძლია. :(

xatia   14:11:54 2016-08-20  უპასუხე   
გამარჯობათ..უკვე გამოსვლის დღიდან მუდმივი მომხმარებელი ვართ ყავა ,,ჩერის" კლასიკური ვარიანტის.. ფასი საკმაოდ ძვირია მაგრამ არჩევანი გავაკეთეთ რადგან მოგვწონდა და ვფიქრობდით რომ ფალსიფიცირებულიც არ იყო. ბოლო ოთხი პაკეტის ყიდვისას (ვყიდულობ 6.80.ლარად დიდ დაფასოებას) აშკარად შეიმჩნევა ხარისხის პრობლემა. უკვე არაფრად განსხვავდება სხვა იაფიანი, დაბალხარისხიანი გაურკვეველი შემადგენლობის და გემოს ყავისაგან.. ამ ფირმის ანუ ,,ჩერის" სხვა სახეობის დაფასოებული ყავებიც გავსინჯე მაგრამ სამწუხაროდ ვერაფერი კარგის თქმა არ შემიძლია. აშკარად გააფუჭეს. ეჭვი მეპარება რომ ან დაბალხარისხიანია ანდა შენარევები აქვს ისევე როგორც იაფფასიან დაფასოებებს. არ მინდა ფულს ვიხდიდე უხარისხო ფალსიფიკაციაში მაშინ როცა ამის გაკეთება გაცილებით იაფადაც შეიძლება., შეგიძლიათ რომ შეამოწმოთ? და რეაგირება მოახდინოთ
თამარ, CSRDG   12:23:41 2016-08-21  უპასუხე   
ხატია შეიძლება ლაბორატორიებმა შეამოწმონ მინარევები აქვს თუ არა ყავას, მაგრამ ჩერის ხარისხი გაუარესდა თუ არა ამას ვერავინ გვეტყვის
ხატია   23:27:19 2016-08-21  უპასუხე   
მადლობთ

ლელა   01:43:30 2016-07-21  უპასუხე   
რამდენიმე წუთის წინ მეუღლემ შეიძინა ერთ ერთ მაღაზიაში საქომლის გულ-ღვიძლი. გავხსენი თუ არა საშინელი სუნი მეცა. რათქმაუნდა დავეჭვდი და დავიწყე ვადის გადამოწმება და აღმოვაჩინე კიდეც ახალი ვადა გადაკრული ძველზე. ვის მივმართო ასეთ შემთხვევაში.. ხომ შეიძლება ვერ შემემჩნია გამოუცდელობის გამო(საბედნიეროდ არ აღმოვჩნდი გამოუცდელი) და ჩემ შვილებს ეს ეჭამათ!!
თამარ, CSRDG   14:27:03 2016-07-22  უპასუხე   
ლელა როგორც ტქვენგან მიღებული სურათებიდან ჩანს ტქვენ პროდუქტი 21 ივლისს შეიძინეთ და ახალ, გადაკრულ ეტიკეტზე ამ პროდუქტს მითითებული ჰქონდა ვარგისიანობის ვადა 20 ივლისი. ამითი გამოდის რომ ის ხელახლა გადაკრული ვადაც გასული ჰქონდა ამ პროდუქტს
თამარ, CSRDG   12:51:47 2016-07-21  უპასუხე   
ლელა მოგვწერეთ მაღაზიის მისამართი და პროდუქტის მახასიათებლები: რომელი ფირმის ნაწარმია, როგორი შეფუთვაა და თარიღებსაც თუ მიგვიწერთ კარგი იქნება

გრიშა   18:42:41 2016-07-13  უპასუხე   
გამარჯობათ, მაქვს ორი შეკითხვა.
1. დოლიძის ქუჩაზე ერთი პიროვნება გაგანია ზაფხულში მანქანის საბარგულიდან ყიდის ყველს. ვის უნდა მივმართო ამის თაობაზე - პატრულს თუ ვინმე სხვას? კარგია თუ ტელეფონის ნომერსაც მომწერთ.
2. დოლიძის ვენდის რესტორანში ჰამბურგერებს აქვთ არასასიამოვნო სუნი/გემო. ბევრჯერ მაქვს ნაჭამი სხვა ქვეყნების ვენდიში და არსად არ მახსოვს ესეთი ცუდი გემო. ვფიქრობ გაფუჭებულ ხორციდან არის გაკეთებული. ვის მივმართო რომ შეამოწმონ ხარისხი. გმადლობთ.
თამარ, CSRDG   12:19:54 2016-07-14  უპასუხე   
გრიშა, პრიველ შემთხვევაში პატრულს უნდა მიმართოთ და მეორე შემტხვევაში სურსათის ეროვნულ სააგენტოს ნომერზე 2919167

Gp   21:11:33 2016-06-26  უპასუხე   
პარასკევს ვიყიდე სანტინოს მაწონი.

დგეს ბავშვს უკეთებდი საჭმელს და რო გავაღე მაწონი, ერთი კოვზი ამოვიღე და მეორე კოვზი რომ ამოვიღე,კოვზზე მკვდარი ბუზი აღმოჩდა.

მაწონი სანტინოს ვადა
23/06/16
07/07/16 12:38

მაწონი ნაყიდი იყო 24/06/16 სადღაც 21.00 საათზე.

აქვე ვამბობ რომ ქილა იყო გერმეტიული. არანაირი ამობერილობა ან რაიმე დაზიანება ქილას არ ჰქონდა.
თამარ, CSRDG   12:25:54 2016-06-27  უპასუხე   
GPძალიან სამწუხარო ფაქტია, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ არ ვართ ამ საჩივრის ადრესატები. ჩვენ არ გვაქვს საწარმოში შე3სვლის და კონტროლის უფლება, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ მაღზიაში ვიყიდოთ იმავე თარიღის მაწონი და ის შევამწმოთ, რაც შედეგის მომტანი ვერ იქნება. ამიტომ უმჯობესი იქნება, თქვენი შემთხვევა რეაგირების გარეშე რომ არ დარჩეს, თუ სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიმართავთ და მათი კომპეტენციაა საწარმოს სანიტარულ/ჰიგიენური მდგომარეობის შემოწმება

nino   18:29:06 2016-06-16  უპასუხე   
გამარჯობათ, რუსთავის ერთ-ერთ მაღაზიაში, სახელწოდებით "პრინცესა" შევიძინე "იფქლი"-ს შავი პური.პური იყო დაობებული; როცა დავაბრუნე მაღაზიაში, უარი განმიცხადეს გამოცვლაზე, არც თანხა დამიბრუნეს. ელემენტარულად ბოდიშიც კი არ მომიხადეს. გთხოვთ გამარკვიოთ, ვის მივმართო ასეთ შემთვევაში. მით უმეტეს, ეს არ არის პირველი შემთხვევა.
თამარ, CSRDG   12:54:11 2016-06-17  უპასუხე   
ნინო უნდა მიმართოთ სურსათის ეროვნულ სააგენტოს დაობებულ პურზე. იმაზე რომ მაღAზიამ არ დაიბრუნა გაფუჭებული პროდუქტი ამ საკითხზე სასამართლოს.

რუსუდანი   13:50:38 2016-05-17  უპასუხე   
მოგესალმებით, გაფუჭებულ პროდუქტი ხშირად არ მხვდება, მაგრამ მე მაქვს ასეთი შეკითხვა და თხოვნა თუ კი ეს ტხოვნა მივა სათანადო პირებამდე, იოქნებ განიხილოთ ეს საკითხი:
საქმე ეხება მაღაზიის რძის პროდუქტებს მათ ეტიკეტზე წერია შეიცავს რძეს, ნაღებს, მშრალ რძეს და ა.შ. მაგრამ არ წერია რამდენი პროცენტი რა არის? ანუ რამდენია ნამდვილი რძე, რამდენია მშრალი რძე? იქნებ ვინმემ იფიქროს ამ საკითხზე, გაითვალისწინონ, უთხრან შესაბამის პირებს... რადგან ეს არის ცვენი მოტყუება, შეიძლება იმ მაწონსა თუ ხაჭოში თუ არაჟანში რომელსაც ბავშვებს ვაძლევთ იყოს რაღაც 5გრამი ნამდვილი რძე და დანარჩენი 95გრამი რძის ფხვნილი, რომელიც არავინ იცის რისგან არის დამზადებული. გმადლობთ
თამარ, CSRDG   10:26:18 2016-05-18  უპასუხე   
rუსუდან ევროკავშირთან ასოცირების სეთანხმების ფარგლებში სურსათის ეროვნული სააგენტო ვალდებულია მარავლი კანონის შეცვლის თუ მიღების. მათ შორისაა სურსათის ეტიკეტირების კანონი, რომელზეც უკვე დაწყებულია მუშაობა და უახლოეს მომავალსი მტავრობა დაამტკიცებს ამ წესებს. წესით იმ კანონში უნდა მოხვდეს ეგ საკითხი, ყოველ შემთხვევაში განსახილველად წარმოდგენილ პორექტში იდო
თამარ, CSRDG   10:27:49 2016-05-18  უპასუხე   
აmჟამინდელ ეტიკეტირების წესებშიც მოთხოვნილია რომ პირველად მიუთითონ ის ინგრედიენტი რომელიც ყველაზე მეტია პროდუქტსი და შემდეგ კლებადობის მიხედვით გააკეთონ ჩამონათვალი, ასე რომ თუ მიმდევრობას ნახავთ მიხვდებით რა მეტია პროდუქტში და რა ნაკლები

ვასო   14:08:10 2016-04-18  უპასუხე   
მოსე გოგიბერიძის ქუჩაზე (ზაარბრიუკენის მოედანთან ახლოს) საკონდიდროში "სოსა" ვიყიდე ხაჭოს ღვეზელი. სახლში მისვლისას ვნახე, რომ ღვეზელი გადატეხისას იწელებოდა, იყო წებოვანი და ჰქონდა უსიამოვნო სუნი. გთხოვთ, შეამოწმოთ ამ საკონდიტროს პროდუქცია. კონკრეტულად, ხაჭოს ღვეზელი და სხვა ნამცხვრებიც, რამდენად სახიფათო შეიძლება იყოს ადამიანისთვის.
ვასო   13:15:30 2016-04-28  უპასუხე   
ამ კითხვაზე პასუხი არ არის. არ შეგიმოწმებიათ?
თამარ, CSRDG   10:01:18 2016-05-04  უპასუხე   
ველოდებით ლაბორატორიიდან ანალიზის შედეგს

ნინო   20:53:31 2016-04-11  უპასუხე   
ესეც მესამე სურათი. კარგად დაუკვირდით, აბსოლიტურად ფილესაც, მკერდსაც ორ შავ წერტილს ნახავთ, ნანემსარს, მაცივარში არ შეინახოთ, პირდაპირ წყალს შეუშვირეთ.


ნინო   11:37:38 2016-04-12  უპასუხე   
თამარ, მადლობთ ყურადღებისთვის, ამ ყველაფერს ლაბორატორია არ სჭირდება, ყველაფერი შეუიარაღებული თვალითაც ნათლად სჩანს, ნანემსრებიც ეტყობა და წყალში რომ გააჩერებ იმ ბლანტ სითხესაც დაინახავთ, გემოზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია, მე პირადა "ბიუ ბიუს" პროდუქციას ნამდვილად აღარ ვიყიდი, შემეზიზღა ეს რომ ვნახე.
თამარ, CSRDG   09:47:04 2016-04-12  უპასუხე   
ნინო ასეთი საჩივრით უკვე მოგვმართა არაერთმა მომხმარებელმა. სამწუხაროდ ჟელატინი აქვს თუ არა ამ ქათამს ამას ვერავინ გვირკვევს, თუმცა გავზომეთ სითხის არსებობა ქათამში და არ დადასტურდა

ნინო   20:40:20 2016-04-11  უპასუხე   
გამარჯობათ. კვირას "ბიუ ბიუს" ჯიხურში ვიყიდე ქათმის ბარკლები, თასში ჩავყარე და ონკანს ქვეშ დავდგი, გამდინარე წყალში მქონდა სადღაც ნახევარ საათით, რომ ამოვიღე ისეთი დაბერილი იყო თან რაღაც ბლანტი სითხე ჩამოეკიდა, მერე დავუკვირდი და ყველა ბარკალს ორ-ორი ნანემსარი ქონდა ისე რომ ვერც შეამჩნევდით შავი წერტილები რომ არ მენახა, მე მგონი ჟელატინით ბერავენ, თუ შეგიძლიათ შეამოწმეთ, თვითონაც სცადეთ და დარწმუნდებით ჩემს ნათქვამში. სურათებსაც დავურთავ.



ნინო   20:36:04 2016-04-11  უპასუხე   
გამარჯობათ. კვირას "ბიუ ბიუს" ჯიხურში ვიყიდე ქათმის ბარკლები, თასში ჩავყარე და ონკანს ქვეშ დავდგი, გამდინარე წყალში მქონდა სადღაც ნახევარ საათით, რომ ამოვიღე ისეთი დაბერილი იყო თან რაღაც ბლანტი სითხე ჩამოეკიდა, მერე დავუკვირდი და ყველა ბარკალს ორ-ორი ნანემსარი ქონდა ისე რომ ვერც შეამჩნევდით შავი წერტილები რომ არ მენახა, მე მგონი ჟელატინით ბერავენ, თუ შეგიძლიათ შეამოწმეთ, თვითონაც სცადეთ და დარწმუნდებით ჩემს ნათქვამში. სურათებსაც დავურთავ.



salome   06:43:02 2016-03-28  უპასუხე   
გამარჯობა!
გთხოვთ მიპასუხოთ, საქართველოში მოწმდება თუ არა საკვებსა თუ საყოფაცხოვრებო ნივთებში ტყვიის შემცველობა? ამერიკაში და სხვა განვითარებულ ქვეყნებში დიდ ყურადღებას აქცევენ, ვინაიდან განსაკუთრებით ბავშვებში იწვევს ტვინის შეუქცევად დაზიანებას, ყურადღების დეფიციტს და დაბალ IQ-ს. ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ვლინდება სისხლში და სამწუხაროდ საქართველოში ტყვიაზე გამოკვლევას ექიმები არ ატარებენ.
თამარ, CSRDG   09:56:10 2016-03-28  უპასუხე   
სალომე საკვებში ტყვიის შემცველობის დადგენა შესაძლებელია, არის აკრედიტირებული ლაბორატორიები. სხვა ნაწარმში არცერთ ლაბორატორიას არ აქვს არედიტაცია და ამიტომ ვერ ვამოწმებთ ჩვენ

dato   14:10:08 2016-03-25  უპასუხე   
აამას წინათ ვიყიდე ანაკომის სუპი და ვადაგასული იყო გთხოვთ შეამოწმოთ ლიბანის ქუჩა ნ1 იქვე არის მაღაზია

ბექა   14:35:39 2016-03-21  უპასუხე   
გამარჯობათ,
თბილისში უამრავი ქართული თონეა, თუმცა უმეტესი მათგანი პურის საცხობად შეშის მაგივრად იყენებს ბუნებრივ აირს. მაინტერესებს რამდენად უსაფრთხოა ასეთი პური და ხომ არ მოქმედებს მასზე აირის ნამწვი?
წინასწარ მადლობა პასუხისათვის.
P.S. ეს შეკითხვა წინა კვირას უკვე დაგისვით, მაგრამ რამდენადაც პასუხი არ იყო, მეორედ ვუშვებ.

Koba   17:49:51 2016-02-19  უპასუხე   
გამარჯობათ.
ამ ბოლო დროს დაიწყეს საშაურმეების შემოწმება,მაგრამ მაკონტროლებლებმაც არ იციან ზუსტად თუ რას უნდა მიოაქციონ ყურადღება.შაურმის გაცხელება სასტიკად აკრძალულია ნორმალურ ქვეყნებში.მასში მოთავსებული ბოსტნეული ივსება მავნე ჩხირებით,რაც იწვევს გულძმარვას და კუჭის სიმძიმეს,კუჭის წყლულს და ხანგრძლივი დროის შემდეგ ეს ყველაფერი მიდის ფატალურ შედეგამდე. განვითარებულ ქვეყნებში შაურმა არ ცხელდება.ლავაში უნდა ცხვებოდეს ადგილზე და ტოსტერში გაცხელების გარეშე უნდა იხვეოდეს.
მეტი ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას.

თამუნა   20:02:08 2016-02-14  უპასუხე   
იქნებ ბოსტნეული შეამოწმოთ, დიდ მარკეტებში უხვადაა წარმოდგენილი როგორც ქართული ასევე უცხოური ნაწარმი. მწვანილიც თუ შეიძლება და ახალშემოსული ხილიც. ისე გემრილეად და კარგად გამოიყურება განსაკუთრებით უცხოურები რომ ეჭვი გიჩნდება ადამიანს

Mari Dgebuadze   09:57:47 2016-02-09  უპასუხე   
მოგესალმებით, გუშინ, 8 თებელვალს,თბილისში, ლეონიძის ქუჩაზე მდებარე "ნიკორა"-ს ქსელში შევიძინე მწვანე ჩაი "რჩეული", ფოტოს გამოგიგზავნით. დახასიათება: სუნი---თევზის, გემო--საშინელი. შევრცხვი სტუმართან. მწარმოებელი შპს "გეოპლანტი", რუხი,2100, ზუგდიდი. ზოგადად მინდა გითხრათ რატომღაც მწვანე ჩაის, რომელიც იწარმოება საქართველოში აქს ხშირად თევზის გემო, ნეტა რატო?


თამარ, CSRDG   16:49:33 2016-02-09  უპასუხე   
მარი როგორც კვების ექსპერტმა გვითხრა, თევზის გემო ჩაიში გამოწვეულია არასწორი ტექნოლოგიური პროცესისგან. ესეთი ჩაი მავნე არ არის, თუმცა არასასიამოვნო ნამდვილად არის

nino   16:07:00 2015-12-07  უპასუხე   
ყველაფერზე რომ წერთ კარგიაო, წყალი შეამოწმეთ პირველ რიგში! რაჭაში იმხელა დარიშხანის დაბინძურებაა, ფუტკრები გაწყდა და რაჭის წყლებს კი ვითომც არაფერი, ასხამენ და ყიდიან. დავიჯერო ეგეც სუფთაა?

ზურა   20:36:20 2015-11-05  უპასუხე   
ფირმა "ბიუ ბიუს" მაღაზიებში იყიდება დაბალი ხარისხის სპრედი, რომლის არაკეთილსინდისიერი მწარმოებელი ასაღებს, როგორც კარაქს სახელად "შენაქო". ეს სპრედი არის დაბალი ხარისხის და ჯანმრთელობისთვის საშიში, რომლის მზგავსი სპრედებიც აკრძალულია განვითარებულ ქვეყნებში. აღნიშნული ვაიმწარმოებელი ატყუებს მომხმარებელს და ამას გარდა შეფუთვაზე ისეთი წვრილი შრიფტით აწერს სპრედს, რომ შეუიარაღებელი თვალით ვერ წაიკითხავ. მწარმოებელი სუბიექტი შეურაცხყოფას აყენებს საქართველოს ულამაზეს სოფელ შენაქოს და ამ დიდებულ სახელს აწერს თავის უხარისხო პროდუქტს იმ მიზნით, რომ მომხმარებელი მოტყუვდეს და ეგონოს, რომ პროდუქტი დამზადებულია სოფელ შენაქოში. სინამდვილეში აღნიშნული უხარისხო და ჯანმრთელობისთვის საშიში სპრედი საქართველოში შემოდის უკრაინიდან და უკრაინულიც კი არ არის. იქაც ხვდება სხვა ქვეყნიდან. ეს ობიექტი არის დადიანის ქუჩაზე მეტრო ნაძალადევთან ახლოს.


თამარ, CSRDG   11:50:17 2015-11-06  უპასუხე   
ბ-ნ ზურა, კანონმდებლობა თხოვს რომ თუ პროდუქტი შეიცავს მცენარეულ ცხიმს მას არ შეიძლება ერქვას "კარაქი" და ეს სახელი უნდა შეიცვალოს სხვა დასახელებით მაგ. კარაქის მაგვარი ან სპრედი, რაც როგორც ტქვენ ამბობთ ამ პროდუტს აწერია. რაც შეეხება იმას თუ რა სახელი ჰქვია ამ მეწარმის პროდუქციას, ამაზე არანაირი აკრძალვა არ არის. შესაძლებელია ამ პროდუქტის უვნებლობის შემოწმება, რადგან თქვენ ამბობთ რომ ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქტია, თუ მგოვწერთ რა საშიშროებას შეიცავს ეს პროდუქტი ან რატომ მიგაჩნიათ რომ ის საშიშია
მანანა   16:23:43 2015-11-11  უპასუხე   
თამარ კარაქი აწერია ნამდვილად დიდი ასოებით, მერე წვრილი ასოებით რომ შეიცავს მცენარეულ ცხიმს. იყიდება ბერძენიშვილის ქ. ბიუ-ბიუს მაღაზიაში
თამარ, CSRDG   17:16:21 2015-11-11  უპასუხე   
ვნახავთ მანანა აუცილებლად

gurami   18:52:17 2015-11-04  უპასუხე   
კიდევ ერთხელ გწერთ რომ დოლიძის ქ-ს დასაწყისში არის შირაქის ჯიხური სადაც სასწორი აქვთ გადაკეთებული და ატყუებენ ხალხს! იქნებ გაგვარკვიოთ ან თქვენ დააყენოთ საკითხი შსს-ში რომელ განყოფილებას უნდა მივმართოთ და რა ტ ნომერზე!!
თამარ, CSRDG   11:45:48 2015-11-06  უპასუხე   
გურამ ვარკვევთ არსებობს თუ არა სტრუქტურა სადაც შესაძლებელია მივმართოთ ამ საჩივრით. დღეისათვის კანონმდებლობა არ სთხოვს მეწარმეებს პროდუქტების აწონვა განახორციელონ დაკალიბრებულ სასწორზე, რითიც მათ ეძლევათ საშუალება თავისი შეხედულებისამებრ იმოქმედონ. ჩვენ შეგვიძლია შევამოწმოთ მაღზია - ვიყიდოთ რაიმე ასაწონი პროდუქტი, შემდეგ ავწონოთ ჩვენს დაკალიბრებულ სასწორზე და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში წერილი მივწეროთ მაღაზიას. მაკონტროლებელი ამ საკითხს არ ჰყავს
gurami   21:30:08 2015-11-06  უპასუხე   
ასე თუა დაღუპულა ქვეყანა,ვიღაცა ალბათ არსებობს ვინც ეწევა სასწორების გადაკეთებას გასამრჯელოსთვის-ეს ხომ კრიმინსალია.გთხოვთ მისწეროთ შსს-ს თქვენ უფრო გაგცემენ პასუხს.და ერთიანი ძალით ავლაგმოთ ! დიდი მადლობა.

თამუნა   16:57:36 2015-10-16  უპასუხე   
მოგესალმებით, ძალიან მომწონს სოფლის ნობათის პროდუქცია და ხშირად ვყიდულობ ამ ფირმის მაწონს ბავშვისთვის ; გუშინ,დიღომში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე მარკეტ "ორ ნაბიჯში" შევიძინე სოფლის ნობათის მაწონი,რომელიც იყო სრულიად განსხვავებული აჭრელებული მასა და გემოც ჰქონდა შეცვლილი, არ იყო მჟავე,უბრალოდ ძალაინ იგრძნობოდა ფხვნილის გემო.თუ შეგიძლიათ შეამოწმმოთ სოფლის ნობათის მაწვნის შემადგენლობა,მავნეა თუ არა ჯანმრთელობისთვის და რადენად არის ნატურალურ რძის პროდუქტზე დამზადებული,მადლობა წინასწარ

salome   14:52:25 2015-10-13  უპასუხე   
მოგესალმებით,
ინტერნეტში წავიკითხე სტატიები, სადაც წერია, რომ კოკა-კოლა შეიცავს ვერცხლისწყალს -
1. http://www.bugaga.ru/interesting/1146739866-top-10-skandalnye-ingredienty-obnaruzhennye-v-koka-kole.html)
2. http://www.stranamam.ru/post/10322838/

გთხოვთ შეამოწმოთ შეიცავს თუ არა კოკა-კოლა და პეპსი-კოლა ვერცხლის წყალს.

მარიამი   20:17:55 2015-10-05  უპასუხე   
მოგესალმებით,
3 ოქტომბერს ქარვასლის "კარფურში" შევიძინეთ "Roshen"-ის წარმოებული დაფასოებული ვაფლი "Шоколадный Замок", სადაც დიდი ნაწილი აღმოჩნდა ვადაგასული. კერძოდ ვაფლი იყო სამ სხვადასხვა თარიღში წარმოებული: 23/11/2014; 27/01/2015 და 16/05/2015, შენახვის ვადა 8 თვეა, შესაბამისად პირველ 2 თარიღში წარმოებული პროდუქცია ვადაგასულია. გთხოვთ გადაამოწმოთ !



Giorgi   17:58:23 2015-09-28  უპასუხე   
სურ



Giorgi   17:57:02 2015-09-28  უპასუხე   
სურ



Giorgi   17:55:59 2015-09-28  უპასუხე   
ერთი სურატის მეტი არ მიება და ამიტომ გიგზავნით სათითაოდ



Giorgi   17:54:28 2015-09-28  უპასუხე   
file



Giorgi   17:53:06 2015-09-28  უპასუხე   
file



Giorgi   17:49:40 2015-09-28  უპასუხე   
მოგესალმებით! გუშინ 27 სექტემბერს ფრესკოში ორთაჭალაში, გორგასლის ქუჩაზე ვიყიდე ლიტვური საცხობის პური (პრემიუმი) საგამოს რომ გავხსენი აგმოჩნდა საშინლად დაობებული ვარგისიანობის ვადა აქვს 28 სექტემბრამდე ანუ დღემდე. გვიანი იყო გუშინ და დღეს ჩავუტანე მაღაზიაში ვაჩვენე ადმინისტრატორს და სხვა თანამშრომლებთან ერთად. არ გამიცვალეს. აქეთ მისაყვედურეს ეგ არ იქნებაო აქ დაობებულიო რომ ყიდულობდი რატომ ვერ შეამჩნიეო. არა და ეგ გუშენდელი დაობებული არა უფრო ადრინდელია ჩაყვითლებულ ვარდისფერი ჩაშავებულია მოვთხოვე გაცვლა ან თანხის დაბრუნება რაზეც უარი მიტხრეს ჯერ მოიმიზეზეს ჩეკი უნდა მოიტანოო მერეო ვნახავთო კამერებშიო ვუტხარი თქვენი ფასდაკლების ბარათი მაქვს და მაგის მიხედვით ნახეტ დროც და ყველაფერიცთქო ერთი სიტყვით კუდამოძუებული გამომიშვეს. გთხოვთ მიიგოთ შესაბამისი ზომები მე არც პირველი ვარ და არც ბოლო ვისაც სამომავლოდ შეექმნება მსგავსი პრობლემა. გიგზავნით და გთხოვთ იხილოთ თანდართული სურათები.



lela   09:20:24 2015-09-26  უპასუხე   
პეკინის 17 ნომერში მადაში იყიდება საეჭვო ნამცხვრები-იქნებ შეამოწმოთ-დიდი მადლობა
თამარ, CSRDG   13:58:40 2015-09-28  უპასუხე   
ლელა საეჭვოში რას გულისხმობთ, გაფუწებულია? იქნებ დაგვიკონკრეტოთ რომ მივხვდეთ რა შევამოწმოთ და ლაბორატორიაც მოვძებნოთ ვინც ჩვენს მოთხოვნილ პარამეტრებს შეამოზმებს
lela   20:17:44 2015-10-10  უპასუხე   
სულ ცდილობთ რომ რაიმე მიზეზი იპოვოთ პასუხის არ გასაცემად-მოკლედ ტყვილად გწერთ.
თამარ, CSRDG   11:45:27 2015-10-12  უპასუხე   
ლელა იმის მიხედვით რა ჩივილი აქვს მომხარებელს ამა თუ იმ პროდუქტის მიმართ ვადგენთ რა პარამეტრი უნდა შემოწმდეს. თუ თქვენ არ გვითხარით პროდუქტში რისი შემოწმება გაინტერესებთ და ჩვენ ჩვენი ინიციატივით გადავწყვიტეთ რაღაცის შემოწმება ხომ შეიძლება რომ ტქვენი ინტერესი არ დაკმაყოფილდეს. საეჭვო პროდუქტში ზალიან ბევრი რამე შეიძლება იგულისხმებოდეს, ჩვენ არ ვართ მაკონტროლებელი ორგანო და არ შეგვიძლია მივიდეთ მაღAზიაში და დოკუმენტაციიდან დაწყებული მაღAზიის სანიტარული ნორმებიც ვამოწმოთ და თვითონ პროდუქციაც ყველა პარამეტრზე. არც მაგდენი ფული გვაქვს და არც უფლებები. ამიტომ ვთხოვთ მომხარებელს დაგვიკონკრეტოს რა პრეტენზიები აქვს დასახელებულ პროდუქტს და ვამოწმებთ იმ პარამეტრებზე რომ დავადგინოთ და დავაკმაყოფილოთ მომხარებლის ინტერესი. აქ გასაბრაზებელი არაფერია. პასუხი გაგვეციტ ჩვენს კითხვაზე და ჩვენც შევამოწმებთ. თუ შემოწმება შესაძლებელია არასდროს თავი არ აგვირიდებია ამისთვის და ვცდილობთ ყველა მომხარებელს დავეხმაროთ.

elene   08:44:14 2015-09-26  უპასუხე   
ბოპჯომის ვარზლის ბაზრობაზე მაღაზიებში/იყიდება გაფუჭებული და ვადაგასული [პროდუქტები! იქნებ დაათვალიეროთ მაინც! მეტი მაინც არაფერი შეგიძლიათ!
თამარ, CSRDG   13:57:40 2015-09-28  უპასუხე   
ელენე ჩვენ ვართ არასამთავრობო ორგანიზაცია და არა სურსათის ეროვნული სააგენტო, სახელმწიფო სტრუქტურა რომლის ფუნქციაც არის სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დაცვა. ჩვენ მომხარებლების საჩივრების საფუძველზე ვამოწმებთ მაღაზიებში გასაყიდ სასურსათო პროდუქტებს. ბაზრებს და ბაზრობებს ვერ ვამოწმებთ რადგან გამყიდვლები არ იძლევიან შესყიდვის დამადასტურებელ დოკუმენტეს სასაქონლო ზედნადებს, რომელის გარეშეც ჩვენ ყიდვის და შემწომების უფლება არ გვაქვს, რადგან ფული რომლითაც ხდება პროდუქტების შეძენა/სემოწმება გრანტია და დონორი ორგანიზაცია იტხოვს ჩვენგან ამ დოკუმენტებს. თუ ტქვენი საჩივარი ბაზრობაზე არსებულ მარაზიებს ეხება, მოგვწერეთ კონკრეტული მაღაზიები და კონკრეტული პროდუქტები რომელბიც ვადაგასული იყო როცა ნახეთ და შევამოწმეთ. თუ საჩივარი ზოგადია მაშინ სურსათის ეროვნულ სააგენტოს უნდა მიმართოთ ნომერზე 2919167
gurami   20:25:54 2015-10-10  უპასუხე   
დოლიძის დასაწყისში არის შირაქის ჯიხური.სადაც იყიდება თაფლი 15 ლარად.ამ დროს სასწორი გადაკეთებული აქვთ და 1 კგ-ში 2 ლარს გპარავენ.იქნებ ვინმე ჩააყენოთ საქმის კურსში.ჩვენ არ ვიცით.ვის მივმართოთ.დაგვეხმარეთI.ეს ხომ არის მომხმარებლის მოტყუება -ზომაში წონაში !

ამირან ამირანაშვილი   23:07:44 2015-09-14  უპასუხე   
რეს ჩემმა მეუღლემ გლდანის მასივში 6 - 8 მიკრორაიონს შორის შეიძინა ხინკალი თოლია. როდესაც დავთვალეთ აღმოჩნდა 18 ცალი 20 ის ნაცვლად. სპეციალურად დავითვალეთ რადგან ასე პირველად არ ხდება. ვინმე მიხედავს ამ საქმეს?
თამარ, CSRDG   10:39:42 2015-09-15  უპასუხე   
ამირან ანალოგიური საჩივარი 2013 წელსაც მივირეთ. მაშინ შევამოწმეთ "თოლია"-ს ხინკლის შეფუთვა და შიგნით 20-ის ნაცვლად 19 ცალი აღმოჩნდა, რის შესახებაც ვაცნობეთ კომპანიასაც და სურსატის ეროვნულ სააგენტოსაც. კომპანიისგან მიღებულ წერილში წერია, რომ შეფუთვაში 20 ცალი ხინკალი იქნება თუ 19 ის მაინც 1 კგ-ს მასის ტოლი იქნება, რადგან შეფუთვა ხდება წონის მიხედვით და არა ცალობის. იხილეთ ჩვენი შემოწმების შედეგები ამ ბმულზე

გრიშა   23:14:11 2015-09-11  უპასუხე   
გამარჯობათ, თევდორე მღვდლის 14 ნომერთან არის ორი დახლის, სადაც ყველს ყიდიან. ქარხნის ყველი კარგად ცხიმიანია, მაგრამ შენახვის დროს (მარილწყალში) შეიღება სტაფილოსფერად. ხომ არ შეამოწმებდით დამატებული თუ არის მცენარეული (პალმის ცხიმი). გმადლობთ.
თამარ, CSRDG   21:22:24 2015-09-13  უპასუხე   
გრიშა თუ მოგვცემენ სალაროს ქვითარს და სასაქონლო ზედნადებს აუცილებლად შევამოწმებთ. ამ დოკუმენტების გარეშე სამწუხაროდ შემოწმება არ შეგვიძლია. ამიტომ ვერ ვამოწმებთ ბაზრებს
გრიშა   20:06:05 2015-09-15  უპასუხე   
დღეს შევეკითხე და მითხრა ყველაფერს რაც საჭიროა ვაძლევთო.

ნინო   17:00:59 2015-09-10  უპასუხე   
მოგესალმებით, მინდა გთხოვოთ, თუ არის შესაძლებელი, შემოწმდეს ”ბიუ-ბიუ”-ს ქათმის პროდუქცია( ფილე, ბარკალი და სხვა), ფორმალდეგიდის და ანტიბიოტიკების შემცველობაზე. ხორცი ძალიან თეთრია, თითქოს და მოხარშვისას წყალი ძალიან იმღვრევა და ”კისელივით” ხდება (რაც სხვა ქათმის პროდუქციას არ ახასიათბს). პროდუქტი სუფთა ჩანს და საგულდაგულოდ ვრეცხავთ, რა თქმა უნდა. ცნობილია, რომ ფორმალდეგიდს და ანტიბიოტიკებს ხშირად იყენებენ, რათა პროდუქტი არ იყოს მალფუჭებადი. ძალიან მაინტერესებს რით მუშავდება ზემოხსენებული პროდუქცია. წინასცარ გიხდით მადლობას.

teo   17:04:17 2015-09-07  უპასუხე   
გამარჯობათ!
მაინტერესებს, როგორც სურსათზე აუცილებელია ქართული ეტიკეტი, ასევე არის თუ არა სავალდებულო პარფიუმერიაზე,სარესხი საშუალებებზე... ჰქონდეს ეტიკეტი?
თამარ, CSRDG   13:11:01 2015-09-08  უპასუხე   
თეო ქართული ეტიკეტი ყველანაირ სურსათზე აუცილებელი. თუ პროდუქტი არ არის დაფასოებული დახლზე უნდა იყოს მიმაგრებული ეტიკეტი ყველა საჭირო ინფორმაციით. რაც სეეხება პარფიუმერიას და საოჯახო ქიმიას ქართული კანონმდებლობა ამ პროდუქიაზეც ითხოვს ქართულ ეტიკეტს. ნახეთ კანონი "პროდუქციის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმქოცევის შესახებ" და ასევე მთავრობის დადგენილება "დამატებითი მოთხოვნები სურსათის ეტიკეტირებასთან დაკავშირებით". ეს ორიე კანონი ჩვენს გვერდზეც დევს. მოძებნეთ ფანჯარა "ცნობარი", შემდეგ "ქართული კანონდებლობა" და ჩამონათვალში იპოვით ორივე დოკუმენტს

goga   00:26:05 2015-08-23  უპასუხე   
გამარჯობათ ზაფხულია და რა თქმა უნდა ყველა ლუდს სვამს ყველა მაღაზიაში თითქმის ყაზბეგს ვადა აქვს გასული და მჟავეა დღეს უკვე მესამე შემთხვევაა შესაძლებელიასადმე რომ შემოწმდეს?


ლია, CSRDG   09:31:28 2015-08-23  უპასუხე   
კონკრეტული მაღაზია მიგვითითეთ თუ შეიძლება
გოგა   14:04:31 2015-08-23  უპასუხე   
ლუბლიანას ქუჩაზე წმინდა ნიკოლოზის სკოლის პირდაპირ, სანზონაში მე 18 კორპუსის პირველ სართულზე რა მნიშვნელობა აქვს მაღაზიას თუ პროდუქცია არ ვარგა
ლია, CSRDG   19:05:03 2015-08-24  უპასუხე   
ვადა მაღაზიამ უნდა შეამოწმოს და არ გაყიდოს ვადაგასული პროდუქტი. ასეთის გაყიდვისთვის ჯარიმაა 400 ლარი

თამუნა   17:22:21 2015-08-05  უპასუხე   
მოგესალმებით. შემთხვევით აღმოვაჩინე თქვენი საიტი. კიდევ ერთი ჩემი მეგობრისთვის (მიუხედავად ჩემი გაფრთხილებისა) მოტყუებით, აგრესიული მარკეტინგით დეშელის კოსმეტოლოგიური პროცედურების მიყიდვის შემდგომ, გამიჩნდა სურვილი გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება ამ ფირმის მიმართ. 1 წლის წინ მეც გავხდი ამ ფირმის ძალადობრივი დარწმუნების მსხვერპლი და დღემდე ვიხდი განვადებას ერთ-ერთ ბანკში. მაინტერესებს, თუ მეშველება რამე და არის თუ არა შესაძლებელი საბანკო ხელშეკრულების გაუქმება?
ინგა   22:54:12 2015-09-15  უპასუხე   
facebook-ზე მონახეთ დახურული ჯგუფი - დეშელისაგან დაზარალებულთა ჯგუფი

sofio   14:09:08 2015-07-27  უპასუხე   
სუპერმარკეტ "ფურშეტში" რომელიც არის ქ.წამებულის 98 შევიძინე საზამთრო და მოვიწამლე,გთხოვთ შეამოწმეთ რამდენად მავნებელია წელს ნესვი და საზამთრო
თამარ, CSRDG   11:04:51 2015-07-28  უპასუხე   
სოფიო როდის შეიძინეთ საზამთრო?
sofio   10:25:58 2015-07-29  უპასუხე   
საზამთრო შევიძინე ათი დღის წინ

ninuca   14:04:09 2015-07-20  უპასუხე   
მოგესალმებით. იქნებ დაინტერესდეთ რა ჰიგიენური პირობებია ამ პურის მწარმოებელ კომპანიაში. თან ვურთავ ფოტოებს.
ninuca   14:09:46 2015-07-20  უპასუხე   
ფოტოები არ აიტვირთა. ეს არის დაჭრილი, ბოროდინული პური, რომელიც იყიდება ნიკორას მაღაზიებში და რომელშიც აღმოვაჩინე თმა. საჭQიროების შემთხვევაში ფოტოებს მოგაწვდით.
თამარ, CSRDG   11:23:17 2015-07-22  უპასუხე   
ნინუცა ფოტოების გარეშეც ვირებთ საჩივარს, თუმცა პრობლემა ისაა, რომ ჩვენ ვერ ვამოწმებთ საწარმოებს რადგან არასამთავრობო ორგანზიაცია ვართ და არ შეგვიშვებენ. საწარმოს შემოწმების თაობაზე უნდა მიმართოთ სურსათის ეროვნულ სააგენტოს ან მათ ფეისბუქის გვერდზე ან ნომერზე 2919167

teo   18:19:37 2015-07-19  უპასუხე   
გამარჯობა! შეიძლება თუ არა მარკეტმა გაყიდოს ისეთი პროდუქცია, რომელსაც დღის ბოლოს გასდის ვადა???
თამარ, CSRDG   13:29:57 2015-07-20  უპასუხე   
კი შეიძლება შესაბამის პირობებში შენახვით

გრიშა   23:02:35 2015-07-07  უპასუხე   
გამარჯობათ, დეზერტირების ბაზარზე, შემოსასვლელთან ვიყიდე 500 გრამი ნიგოზი, სახლში რომ მივედი, 40 გრამით იყო ნაკლები. შემდეგ დღეს რომ მივედი, მითხრა უკან მოგეტანაო და აქ შევამოწმებდიო, თუმცა რა გარანტია მქონდა რომ ეთქვა შენ თვითონ ნაწილი მოიღეო. მაინტერესებს, რისი გაკეტება შეიძლება არაკეთილსინდისიერი გამყიდვლის წინააღმდეგ.
თამარ, CSRDG   12:06:27 2015-07-08  უპასუხე   
გრიშა, სამწუხაროდ საქართველოში კანონმდებლობა არ ითხოვს სასწორების დაკალიბრებას, ანუ შემოწმებას რამდენად სწორად წონის. ასეთ სიტუაციაში იმის დამტკიცება რომ წონაში დაგაკლეს ცოტა რთულია. ჩვენ მაღაზიებში შეგვიმოწმებია წონის სიზუსტე და ამისათვის სპეციალურად შევიძინეთ სასწორი რომელიც მეტროლოოგიის სამსახურს დავაკალიბრებინეთ. მაგრამ ბაზარში ასეთი შემოწმება ცოტა რთულია.

გოჩა   20:57:39 2015-06-26  უპასუხე   
თქვენთან ვნახე ინფორმაცია უკრაინული შაქრის რადიაციული უსაფრთხოების შესახებ.
ვიყიდე ერთ-ერთ პატარა სუპერმარკეტში ასაწონი ოდნავ მოყვითალო ფერის, სავარაუდოდ უკრაინული შაქარი. მართლაც ჯდება შაქრის ფონური რადიაცია დასაშვებ ფარგლებში, მაგრამ დასაშვებ ზედა ზღვართან ახლოსაა - 20 მიკრორენტგენი, ამ დროს იმ ადგილის რადიაციული ფონი სადაც გაზომვა მოხდა 12 მიკრორენტგენია. შაქარი დასხივებულია, რადიონუკლიდები ორგანიზმში მოხვედრისას გაცილებით საშიშია ვიდრე გარედან ზემოქმედების დროს. გთხოვთ ჩაატაროთ შემოწმება და სიტყვით კი არა ვიდეომასალით გვაჩვენოთ, რომ რაც მე ვთქვი ტყუილია. მე პირადად უკვე გადავწვიტე რომ ეს შაქარი საშიშია და მისი მოხმარება არ შეიძლება.
თამარ, CSRDG   16:58:20 2015-06-29  უპასუხე   
გოჩა შემოწმებას ატარებს აკრედიტირებული ლაბორატორია და ჩვენ გვაწვდის სემოწმების შედეგებს. ჩვენ არ გვაქვს ლაბორატორია ამიტომ შემოწმების ცატარება და მისი ვიდეოზე გადაღება შეუძებელია
გოჩა   20:11:17 2015-06-29  უპასუხე   
თქვენ არ ესწრებით შემოწმების პროცესს? მაშინ რა გარანტია გაქვთ, რომ ქაღალდზე დაწერილი პასუხები შეესაბამება სიმართლეს.
თუნდაც მობილურით ელემენტარულად შეიძლება ამის გადაღება. ეს სულ რამდენიმე წუთის საქმეა.
თამარ, CSRDG   14:26:22 2015-06-30  უპასუხე   
არა ჩვენ არ ვესწრებიტ ანალიზის ჩატარების პროცესს. როგროც ზემოთ მოგწერეტ ანალიზებს აკრედიტირებული ლაბორატორიები ატარებენ.

გოჩა   12:55:57 2015-06-26  უპასუხე   
აქ წავიკითხე რომ შაქარი შემოწმებულია რადიონუკლიდებზე და ნორმის ფარგლებშია.
ასაწონი შაქარი, ოდნავ მოყვითალო ფერის, სავარაუდოდ უკრაინული მაქსიმალურ დასაშვები ნორმის ფარგლებშია, მაგრამ ეგ ხომ იმას არ ნიშნავს, რომ არაა დასხივებული. როცა ადგილის ფონი 0,12 მიკროზივერტია და შაქარი იძლევა 0,2-ს, გამოდის მასში არის რადიონუკლიდები, ორგანიზმში მოხვედრილი რადიოაქტიური ნივთიერებები გაცილებით საშიშია გარედან მიღებულზე. გთხოვთ შეამოწმოთ და დადოთ ვიდეო მასალა. ჩემთვის პირადად გადაწყვეტილია, ეს შაქარი არ ვარგა.

თათ დიდებაშვილი   1  10:55:27 2015-06-23  უპასუხე   
გამარჯობა, 22.06.2015 ვაზისუბნის სმარტში შევიძინე დაჭრილი პური რომლის ყველა ნაჭერიც იყო დაობებული, გთხოვთ გადაამოწმოთ ვისი ბრალეულობით ხდება მაღაზიაში ასეთი უვარგისი პროდუქტის გაყიდვა. როგორც გავარკვიე შეფუთვიდან ეს არის შპს. ,,პური" მივწერე მათ პირადად და პასუხი იყო ის რომ პასუხისმგებლობას არ იღებენ თავის თავზე და აბრალებენ სუპერმარკეტი სმარტის თანამშრომლებს. გთხოვტ იხილოთ ფოტოები.

სოფო   11:58:13 2015-06-14  უპასუხე   
გამარჯობა,
თუ გაქვთ ინფორმაცია, სად შეიძლება შევამოწმო თაფლი ფალსიფიცირებულია თუ არა?

ნინო რუხაია   22:51:36 2015-06-10  უპასუხე   
გურჯაანის საოჯახოებს 2-3 პირი ქაღალდი რომ აქვთ დაკრული, ეს როგორ გავიგო? ვაღიარებ, რომ ჩემი ფავორიტი ნაყინია, მაგრამ უკვე მეშინია ჭამა... ბოლო 3 ყუთი, რომელიც სხვადასხვა ადგილას ვიყიდე, გადაწეპებული აღმოჩნდა. ერთ-ერთს საერთოდ 2010 წლამდე ეწერა ვადა. ნამდვილად არ იყო ის ნაყინი 5 წლის, მაგრამ მეორად ყუთებში დებენ თუ რა უბედურებაა?

ელენა ტარასაშვილი   14:13:39 2015-06-10  უპასუხე   
გამარჯობა.

10.06.15–ში ალ. ყაზბეგის გამზირის #14–ში მდებარე სპარის მაღაზიაში შევიძინეთ სანტისიმო ამორეს – კარამელის პუდინგი. პროდუქციაზე მოქმედევის ვადა მითითებული იყო – 26.06.15, მაგრამ პროდუქტს (ორივე დაფასოებას) თავზე ობი ჰქონდა მოკიდებული. შეძენილი 2 პროდუქტიდან ორივე ობიანი იყო. მაღაზიაში მივაბრუნე პროდუქცია და ამიხსნეს, რომ სანტეს ზაფხულობით აქვს ხოლმე მსგავსი პრობლემები. იქვე გაგვიხსნეს იგივე დასახელების სხვა პროდუქტი, რომელიც ასევე დაობებული აღმოჩნდა.

გთხოვთ, რამდენადაც შესაძლებელია დადგინდეს, რა იწვევს პროდუქტის დაობებას, დამზადების პროცესი თუ მაღაზიაში შენახვის წესი.

წინასწარ დიდი მადლობა.

პატივისცემით,
ელენე ტარასაშვილი
თამარ, CSRDG   16:38:48 2015-06-10  უპასუხე   
ელენა არც ერთი და არც მეორე. ვაკუუმშეფუთვაში მოთავსებული პროდუქტის დაობებას იწვევს ვაკუუმ შეფუთვის დარღვევა. შეფუთვას უჩნდება უმნიშვნელო ნახეთქები რომელსაც თვალით ვერ შენიშნავთ, ამის გამო შიგნით ხვდება ჰაერი და იწყება დაობება. საკმაოდ ხშირი შემთხვევაა იოგურტებში, ოთხი ერთმანეთზე გადაბმული იოგურტის ჭიქიდან მხოლოდ ერთი ყოფილა დაობებული და დანარჩენი არა. თქვენ ნებისმიერ მსგავს შემთხვევაში გაქვთ უფლება მაღაზაში დააბრუნოთ ნაკლიანი პროდუქტი

eka   16:51:47 2015-05-31  უპასუხე   
ბორჯომის ვაგლზის ბაზრობაზე მართლა სავალალო მდგომარეობაა.იყიდება შეუმოწმებელი ხორცი.ქათამი.მიწაზე ყრია ყველი.ფალსიფიცირებული სასმელები.ფალსიფიცირებული თაფლი და ა. შ. ბაზრის დირექცია 5-5 ლარს კრიფავს 1 მეტრ ადგილში თურმე-და რა იყიდება მის ბაზარში არ ადარდებს. ძალიან გთხოვთ დაათვალიეროთ.ჟურნალისტებთან ერთად!!
თამარ, CSRDG   12:16:02 2015-06-02  უპასუხე   
ეკა ვინაიდან ჩვენ არ ვართ მაკონტროლებელი ორგანო მსგავსი ქმედების უფლება არ გვაქვს. ეს საქმიანობა სურსათის ეროვნული სააგენტოს კომპეტენციაში შედის და მათ უნდა მიმართოთ ამ ტხოვნით. დარეკეთ მონერზე 2919167
eka   15:24:08 2015-06-21  უპასუხე   
ამ ნომერზე არავინ პასუხობს!

gogi   15:39:51 2015-05-31  უპასუხე   
ყველაზე სავალალო რომ ნავთლუხის და ბორჯომის ვაგზლის ბაზრებში ყველა მოვაჭრეს სასწორები აქვთ გადაკეთებული-გამკითხავი კი არავინაა რომ დაიცვას ეს გაუბედურებული ხალხი.სად ვიჩივლოთ????
თამარ, CSRDG   12:19:10 2015-06-02  უპასუხე   
გოგი სამწუხაროდ მეწარმეებს (გამყიდველებს) არ მოეთხოვებათ კანონით დაკალიბრებული სასწორებით ვაჭრობა, სწორედ ამიტომაა ეს განუკითხაობა
gogi   16:22:15 2015-08-02  უპასუხე   
ესეიგი ფულს გვპარავენ და არ მოეკითხებაათ.გთხოვთ კარგად გაარკვიოთ ვისთან უნდა დავრეკოთ გადასწორებულ სასწორებზე-ამბობენ ნავთლუღში ვიღაცა არის რომელიც ფულის სანაცვლოდ გადააკეთებ ელო-სასწორებს-იქნებ გამოიძიოს ვინმემ!
gogi   16:20:18 2015-08-02  უპასუხე   
ესეიგი ფულს გვპარავენ და არ მოეკითხებაათ.გთხოვთ კარგად გაარკვიოთ ვისთან უნდა დავრეკოთ გადასწორებულ სასწორებზე-ამბობენ ნავთლუღში ვიღაცა არის რომელიც ფულის სანაცვლოდ გადააკეთებ ელო-სასწორებს-იქნებ გამოიძიოს ვინმემ!

mari   12:29:12 2015-05-31  უპასუხე   

მარი 12:22:16 2015-05-31 უპასუხე

გამარჯობა, გუშინ ნუგეშის მაღაზიაში რომელიც მდებარეობს გამრეკელის ქუჩაზე( ყოფილი კუტუზოვი) ვიყიდე რძე ნუგეშის წარმოების, დესერტის მოსამზადებლად ვადა ჰქონდა 2 ივნისამდე თუმცა მომზადების შემდეგ ის აიჭრა და გააფუჭა მთლიანად დესერტი , გთხოვთ შეამოწმეთ ნუგეშის რძის პროდუქტები , ვფგიქრობ დაბალი ფასის გამო ხარისხი საშინელი
ნინო   12:05:29 2015-06-02  უპასუხე   
რა თქმა უნდა აიჭრებოდა, ეკო ფუდის და ნუგეშის დისტრიბუციის მანქანებს მაცივარი არა აქვთ და ამ სიცხე პაპანაქებაში პროდუქტს რა მოუვა, ეს პრობლემა თვითონ ეკო ფუდის მოსაგვარებელია, როგორც მითხრეს ნუგეშის რძის ნაწარმი ეკო ფუდისაა მხოლოდ ნუგეშის სახელი აწერია. ასე რომ გამოდის ეკო ფუდის სადისტრიბუციო მანქანების მაცივრებია შესამოწმებელი სასწრაფოდ.

მარი   12:22:16 2015-05-31  უპასუხე   
გამარჯობა, გუშინ ნუგეშის მაღაზიაში რომელიც მდებარეობს გამრეკელის ქუჩაზე( ყოფილი კუტუზოვი) ვიყიდე რძე ნუგეშის წარმოების, დესერტის მოსამზადებლად ვადა ჰქონდა 2 ივნისამდე თუმცა მომზადების შემდეგ ის აიჭრა და გააფუჭა მთლიანად დესერტი , გთხოვთ შეამოწმეთ ნუგეშის რძის პროდუქტები , ვფგიქრობ დაბალი ფასის გამო ხარისხი საშინელია
თამარ, CSRDG   12:29:41 2015-06-02  უპასუხე   
მარი სამწუხაროდ მსგავს საჩივრებზე რეაგირებას აზრი არ აქვს, რადგან რომც შევიძინოთ ნუგეშის რძე, ძალიან დაბალია ალბათობა რომ ისევ დაძველებული შეგვხვდება
nino   15:48:18 2015-05-31  უპასუხე   
ვაგზლის ბაზრობაზე -რკ.გზის საავად-მხრიდან პირველ შესასვლელი2-სართულზე იყიდება ვადაგასული ნესკვიკვის კაკაოს ფხვნილი რბილ შეფუთვაში.აცხადებენ რომ არავისი საქმე არაა რას გაყიდიან. იქნებ ნახოთ!!
თამარ, CSRDG   12:31:49 2015-06-02  უპასუხე   
ნინო ბაზრობის ტერიტორიაზე სამწუხაროდ ვერ ვანხორციელებთ კონტროლს რადგან მაღაზიები არ იძლევიან სასაქონლო ზედნადებს, ჩვენ კი ამ დოკუმენტის გარესე არ გვაქვს შესყიდვის უფლება. იქნებ მიმართოთ სურსათის ეროვნულ სააგენტოს ნომერზე 2919167, მათ შეუძლიათ შეამოწმონ და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში ვადაგასულ პროდუქტს მთლიანად ამოიღებენ და მაღაზიასაც დააჯარიმებენ

ლალი   22:03:25 2015-04-30  უპასუხე   
მოგესალმებით, მაინტერესებს სად თბილისში შემიძლია შევამოწმო ერბო ან სხვა პროდოქტი?
თამარ, CSRDG   11:46:52 2015-05-04  უპასუხე   
ლალი მომწერეთ ერბოს ან სხვა რომელი პროდუქტის შემოწმება რაზე გინდათ და გეტყვით ლაბორატორიას. ისე შეგიძლიათ აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის საიტზე ნახოთ ლაბორატორიები

თამთა   10:45:41 2015-04-21  უპასუხე   
მოგესალმებით,დაახლოებით ორი კვირაა სავაჭრო ობიექტებში გამოჩნდა ე.წ ლიკანი რომელსაც ფაქტიურად ონკანის წყლის გემო აქვს.არ აქვს წარწერა რომ გადახდილი ღირებულებიდან 1 თეთრი ირიცხება პატრიარქის ფონდში,ასევე არ აქვს საქართველოს დროშა და ლოგო რომელიც გამოსახულია ბოთლის ზედა ნაწილში და თავსახურზე არ შეესაბამება ძველს. თანდართულ ფოტოზე #1 ლიკანის ძველი ბოთლია,ხოლო #2 ამჟამად შეძენილი. შეძლებთ დააზუსტოთ რაშია საქმე? მე მივწერე FB-ის გვერდზე,მაგრამ არავინ მპასუხობს


ლადო   16:53:12 2015-06-26  უპასუხე   
გამარჯობა, სად შეიძინეთ აღნიშნული ლიკანი და გამოშვების თარიღი ხომ არ წაგიკითხავთ?

nino   22:50:57 2015-04-18  უპასუხე   
მოგესალმებით,
სისტემატურად ვყიდულობ პურს ,,მხნეობა", მომწონს როგორც მისი გემო, ასევე სასარგებლო თვისებები, თუმცა უკვე მეორედ აღმოვაჩინე პურში კენჭი. გარდა იმისა, რომ კბილების დაზიანებას ძლივს გადავურჩი, ქვის გადაყლაპვა სხვა მხრივაც მავნეა ჯანმრთელობისთვის. პური შევიძინე მუხიანში, დუმბაძის გამზირზე, მაღაზაია ,,ორ ნაბიჯში", 17 აპრილს. ამავე მაღაზიაში დაახლოებით 3 თვის წინ შეძენილ ლიტვურ პურში უზარმაზარი თოკი იყო. იქნებ მითხრათ არსებობს საქართველოში ერთი საცხობი მაინც, სადაც ზედმიწევნით იცავენ როგორც ცხობის წესებს ასევე ჰიგიენას? გმადლობთ წინასწარ.
New Microsoft Office Word Document.docx
თამარ, CSRDG   11:48:26 2015-04-20  უპასუხე   
ნინო სამწუხაროდ მსგავს საჩივრებზე ჩვენ ვერ ვრეაგირებთ, იმ მარტოვო მიზეზის გამო რომ ჩვენ რომც შევიძინოთ იგივე პუირი მასში რაიმე უცხო ნივთის აღმოჩენის ალბათობა ძალიან მცირეა. ის რომ პურში კენჭი ან თოკია საწარმოს ბრალია და ამიტომ საწარმო უნდა შემოწმედეს. ამისათვის სურსათის ეროვნულ სააგენტოს უნდა მიმართოთ. დარეკეთ ნომერზე 2919167 ან მათ ფბ-ის გვერდზე მისწერეთ

nino   22:47:09 2015-04-18  უპასუხე   
მოგესალმებით,
სისტემატურად ვყიდულობ პურს ,,მხნეობა", მომწონს როგორც მისი გემო, ასევე სასარგებლო თვისებები, თუმცა უკვე მეორედ აღმოვაჩინე პურში კენჭი. გარდა იმისა, რომ კბილების დაზიანებას ძლივს გადავურჩი, ქვის გადაყლაპვა სხვა მხრივაც მავნეა ჯანმრთელობისთვის. პური შევიძინე მუხიანში, დუმბაძის გამზირზე, მაღაზაია ,,ორ ნაბიჯში", 17 აპრილს. ამავე მაღაზიაში დაახლოებით 3 თვის წინ შეძენილ ლიტვურ პურში უზარმაზარი თოკი იყო. იქნებ მითხრათ არსებობს საქართველოში ერთი საცხობი მაინც, სადაც ზედმიწევნით იცავენ როგორც ცხობის წესებს ასევე ჰიგიენას? გმადლობთ წინასწარ.

irakli   00:00:12 2015-04-01  უპასუხე   
ჟელიბონის კამფეტის საწყობი,ხომ არ იცის ვინმემ ტბილისში????ან საქართველოში???


თამარ, CSRDG   11:02:15 2015-04-01  უპასუხე   
ირაკლი სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს ესეთი ინფორმაცია. იქნებ 09 ან 08-ზე სცადოთ გარკვევა

sofo   17:20:28 2015-03-17  უპასუხე   
ბათუმში ვაკეს ხორცპროდუქტების მაღაზიაში შევიძინე "კუპატი"ფერზე არ მომეწონა და კონსულტანს ვკითხე რა ჭირდა მათ ძეხვეულს,რაზეც მან მიპასუხა რომ სინათლის ცუდი ანარეკლი მოდიოდა ჩემამდე და ვერ ვხედავდი კარგად ფერს,ისე "შემაბა"რომ ვიყიდე.სახლში გავახურე ტაფა,მაგრამ როგორც კი გავხსენი კუპატის ყუთი,ეგრევე საშინელი სუნი ვიგრძენი,გაფუჭებული სუნი რომელმაც მადაც დამიკარგა და გულისრევამდეც მიმიყვანა.მივდივარ უკან მაღაზიაში და ძალიან მაინტერესებს რა პასუხს გამცემენ,ნეტავ ისევ სინათლის ანარეკლს დააბრალებენ რომ აქოთებული კუპატი მომყიდეს.კიდევ კარგი ყნოსვა კარგად მაქვს განვითარებული :D
თამარ, CSRDG   11:23:26 2015-03-18  უპასუხე   
სოფო მოგვწერეთ დაიბრუნა თუ არა მაღაზიამ გაფუჭებული პროდუქტი

lado   14:00:28 2015-02-28  უპასუხე   
ნავთლუხში მეველის 20-ში.არის საშაურმე. ი.მ გოგიჩაიშვილი.სადაც ცუდი სუნი აქვს შაურმას.და სამოქალაქო ტანსაცმლიანი ადამიანები მოძ რაობენ შიგნით.სრული ანტისანიტარიაა გთხოვთ სურსათის უვნებლობას სთხოვოთ შეამოწმონ.
თამარ, CSRDG   13:46:35 2015-03-02  უპასუხე   
ლადო თქვენც შეგიძლიათ მიმართოთ სურსათის ეროვნულ სააგენტოს შემოწმების თხოვნით. დარეკეთ ნომერზე 2919167 და ჩააწერინეთ საჩივარი
lado   19:52:56 2015-03-06  უპასუხე   
ჩვენ ვერ უკავშირდებით და იმიტომ გთხოვეთ..ამ ტელეფონზე გვეუბნებიან რომ არ არსებობს.გთხოვთ ხმა მიაწვდინოთ..ყარს იქაურობა!!
თამარ, CSRDG   11:35:16 2015-03-09  უპასუხე   
ლადო ჩვენ შევატყობინებთ სააგენტოს თქვენს საჩივარს
lasdo   19:29:58 2015-03-13  უპასუხე   
დიდი მადლობა-ყურადღებიანები ხართ!

tamari   11:11:15 2015-01-31  უპასუხე   
გლდანის ბაზარში ნაყიდი ყველით, გავაკეთე ფენოვანი ხაჭაპური, გამოცხობის შემდეგ ყველი გახდა ღია სტაფილოსფერი რისი ბრალი შეიძლება იყოს ხომ ვერ მეტყვით, თავიდან ხაჭოს დავაბრალე მაგრამ ცალკე გავაცხელე და არ შეიცვალა ფერი, ყველი საწუხაროდ აღარ მქონდა რომ შემემოწმებინა
keti   13:24:16 2015-02-10  უპასუხე   
კარფურში წონით ვიყიდე კარაქი (არასპრედი) იყო აშკარად ძალიან ძველი, მიუხედავად იმისა რომ შეფუთვაზე (შეფუთვა არაქარხნულია, არამედ კარფურის ერთჯერადი კონტეინერი გადაკრული) ვარგისიანობის ვადა არ იყო გასული.
თამარ, CSRDG   14:21:22 2015-02-11  უპასუხე   
ქეთი როდის შეიძინეთ კარაქი?

eteri   14:27:27 2015-01-20  უპასუხე   
მილკო ფუდის მაწონში აღმოვაჩინეთ შავი ფერის სიბინძურე
MYREST.GE   00:10:10 2015-02-20  უპასუხე   
ეთერ ფოტო ხომ არ გადაგიღიათ? ან სად შეიძინეთ?

ეთერი   14:25:19 2015-01-20  უპასუხე   
ფუდმარტში შეძენილ მილკოფუდის მაწონს ძირში აღმოაჩნდა დაბინძურება, რომელიც წარმოადგენს შავ არაერთგვაროვან მასას. გთხოვთ შეამოწმოთ. გამოშვების და მოხმარების თარიღები: 18.01.15-04.02.15.
თამარ, CSRDG   11:44:44 2015-01-21  უპასუხე   
ეთერი ამ საჩივრით უნდა მიმართოთ სურსათის ეროვნულ სააგენტოს ნომერზე 2919167, ან ფეისბუქის მათ გვერდზე. მაწონში სიბინძურე საწარმოში არსებულ სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევაზე მიუთითებს. საწარმოს შემოწმების უფლება და კომპეტენცია ჩვენ არ გვაქვს. ჩვენ შეგვიძლია იმავე მაღაზიაში შევიძინოთ იგივე დასახელების მაწონი და ჩავაბაროთ ლაბორატორიაში ანალიზისათვის. ამისთვის უნდა მოგვწეროთ მაღაზიის მისამართი

მიშა   23:21:33 2015-01-18  უპასუხე   
გამარჯობა. გთხოვთ შეამოწმოთ მაღაზია "ნუგეში" რომელიც მდებარეობს მიცკევიჩის და კუტუზოვის ქუჩების კვეთაზე.სადაც შევიძინე "ოდას" წარმოების საწებელი,რომლის გახსნისას მასში აღმოჩნდა ობი და ჰქონდა საშინელი სუნი. საწებელი მაღაზიამ ულაპარაკოდ დაიბრუნა,მაგრამ დახლზე ასეთივე საწებლის 5-თი(საჭმელად უვარგისი) ბოთლი კიდევ იდგა.
თამარ, CSRDG   13:59:32 2015-01-20  უპასუხე   
მიშა იქნებ მოგვწეროთ საწებლის გამოშვების და ვარგისიანობის თარიღი, რომელიც შეფუთვაზეა მითითებული. იგივე პარტია რომ შევიძინოთ
მიშა   20:32:03 2015-01-20  უპასუხე   
გამარჯობა. ვადა კი იყო მითითითებული(გამოშვების თარიღიღი:2013წელი),მაგრამ საწებლის ფერი ყველა ბოთლში,მუქი შინდისფერი!!! იყო და ვიზუალურადაც კი ძალიან განსხვავდებოდა: ადრე(ხშირად) ნაყიდი იგივე საწებლისგან. ჩემი ეჭვი კი სახლში ბოთლის გახსნისთანავე დადასტურდა.
თამარ, CSRDG   14:11:06 2015-01-21  უპასუხე   
მიშა ახლა დავბრუნდით თქვენს მიერ მითიტებული ნუგეშის მაღაზიიდან და გასაყიდად "ოდას" ფირმის საწებელი არ დაგვხვდა
მიშა   19:52:45 2015-01-21  უპასუხე   
თამარ, ე.ი. მართლც უვარგისი იყო და აიღეს!(არადა ეს საწებელი ყოველთვის ედოთ დხლზე). მე ხშირად მიწევს ამ მაღაზიაში(და არამარტო აქ) შესვლა და სამომავლოდ გავითვალისწინებ რომ ასეთი ფაქტები ფოტოთი დავაფიქსირო.მდლობა გვერდშიდგომისთვის. მომავალ შეხვედრამდე

თემურ   00:53:36 2015-01-10  უპასუხე   
დაანებეთ ნიკორას თავი,ნიკორაზე სუფთა და მოვლილი მაღაზია არ არსებობს!!!!
გრიშა   11:59:40 2015-01-14  უპასუხე   
რაო, თემურ, ნიკორა ფულს გიხდის კომენტებისთვის თუ ნიკორა კრიტიკაზე მაღლა დგას?
თემურ   19:15:25 2015-05-11  უპასუხე   
რაც მართალია იმას გეუბნები,ალბათ ვიცი და მაგიტო
თამუნა   10:35:49 2015-07-10  უპასუხე   
ერთი წლის წინ სოლოლაკში ლეონიძის ქუჩაზე არსებულ ნიკორაში შევიძინე სანტინოს იოგურტი ორჯერ და ორჯერვე ამჟავებული აღმოჩნდა,თუმცა ვარგისიანობის ვადა არ ჰქონდა გასული!

ირაკლი   14:45:35 2014-12-01  უპასუხე   
ესეც მეორე სურათი, სამწუხაროდ ნომერზე არავინ მპასუხობს არადა ცხელი ხაზია...


თამარ, CSRDG   16:12:27 2014-12-01  უპასუხე   
ირაკლი ვესაუბრეთ სურსათის ეროვნულ სააგეტოს ამ ფაქტთან დაკავშირებით. გარდა იმისა, რომ სააგენტოს თანამშრომლები მივლენ ამ კონკრეტულ აფთიაქში და შეამოწმებენ შენახვის პირობებს, სააგენტო ასევე შეგვპირდა, რომ თქვენი საჩივრის საფუძველზე რეკომენდაციას გაუგზავნის ყველა, საქართველოში მოქმედ სააფთიაქო ქსელს და მოსთხოვს მათ ქსელში განთავსებულ საკვებ პროდუქტზე დაიცვან შენახვის შესაბამისი პირობები. მადლობა თქვენ რომ მოგვწერეთ :) ამ კონკრეტული აფთიაქის შემოწმების შედეგებს როცა მოგვაწვდის სააგნტო აქვე გაცნობებთ

ირაკლი   14:43:55 2014-12-01  უპასუხე   
გამარჯობათ, მე მინდა გთხოვოთ დახმარება ბავშვთა კვების პროდუქტები(ხილფაფები, მზა საკვები, იოგურტი, ხილის ხაჭო) აფტიაქებში უდევთ ხოლმე სამაცივრო პირობების გარეშე, შეფუთვებზე კი აწერია შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას, მოგეხსენებათ ზამტრის მოახლოებასთან ერთად აქტიურად რთავენ გათბობას და ზოგიერთ აფთიაქში ტემპერატურა 27-28 გრადუსს აღწევს. ზოგადად მაინტერესებს რას ნიშნავს მშრალი და გრილი ადგილი, ანუ რა ტემპერატურად ითვლება მსგავსი პროდუქტისთვის გრილი. ასევე მინდა გთხოვოთ გადაამოწმოთ დოლიძის ქუჩაზე (ნომერი ზუსტად არ მახსოვს დაახლოებით დოლიძის ქუჩის შუაში) მდებარე GPC_ის აფთიაქი სადაც პირდაპირ სავენტილაციო მილის (საიდანაც ცხელი ჰაერი უშუალოდ გამოდის) უდევთ ბავშვის კვების ზემოთჩამოთვლილი პროდუქტები. ეს ფოტოების ჩემს მიერ გუშინ არის გადაგებული აღნიშნულ აფთიაქში.



Ekaterine   16:09:50 2014-11-25  უპასუხე   
გამარჯობა, მაინტერესებს ვაჟა ფშაველას მეტროსთან 59 ნომერში მდებარე სწრაფი კვების ობიექტი "დონ ჩიჩო" ქათმისა და ღორის ხრტილოვანი ქსოვილის გარდა ხორცსაც თუ იყენებს შაურმაში და ნამდვილად ღორი და ქათამია? და კიდევ, მარილის არანორმალურად დიდ რაოდენობას რომ იყენებენ შემოწმებულია თუ არა მარილის ხარისხი?


თამარ, CSRDG   12:53:35 2014-11-27  უპასუხე   
ეკატერინე, სამწუხაროდ რა ხორცია და როგორი ხარისხის გამოყენებული ამა თუ იმ პროდუქტში ამის შემოწმებას ლაბორატორიები ვერ ახერხებენ. რაც შეეხება მარილს, შარშან ამ პერიოდში იყო აჟიოტაჟი ამტყდარი ირანულ მარილზე, ჩვენ შევამოწმეთ 5 დასახელების მარილი და ყველა მათგანი შეესაბამებოდა მარილისთვის დადგენილ ნორმებს.
"დონ-ჩიჩოს" შაურმა, რომელიც რუსთაველის მეტროს მიმდებარედ მდებარეობდა, ჩვენ შევამოწმეთ აპრილში და მასში მიკრობიოლოგიური დაბინძურება აღმოაჩინა ლაბორატორიამ. ჩვენი ინფორმაციის შემდეგ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებულმა შემოწმებამაც ამ კვების ობიექტში გარკვეული დარღვევები აღმოაჩინა, რის გამოც ობიექტს დროებით შეუჩერა მუშაობის უფლება იხილეთ ინფორმაცია ამ ბმულზე

levani   15:08:56 2014-11-18  უპასუხე   
გამარჯობათ მე მაინტერესებს, ნაძალადევის მეტროს გვერდით მდებარეობს საფირმო მაღაზია ნიკორა, დადიანის 34_ში. მე მაინტრერბს კაიზერის საბავშვო სოსისი. ძალიან უყვართ ბავშვებს ხშირათ უარს ვერ ვეუბნებით და მეშინია ცოტა მავნებელი არ იყოს მათთვის. წინასწარ მადლობა
თამარ, CSRDG   10:47:42 2014-11-21  უპასუხე   
კარგით ლევან, შევამოწმებთ მიკრობიოლოგიურ პარამეტრებზე ამ სოსისს

levani   21:30:14 2014-11-13  უპასუხე   
გამარჯობათ, თუ შეგიძლიათ დამეხმაროთ, ჩემს ბავშვებს ძალიან უყვართ ნიკორას საბავშვო სოსისი. მაინტერესებს რამდენათ უვნებელია და თუ შეგიძლიათ შეამოწმოთ. წინასწარ დიდი მადლობა
თამარ, CSRDG   11:44:34 2014-11-17  უპასუხე   
ლევან უვნებლობაში ბევრი პარამეტრი იგულისხმება, რასაც სამწუხაროდ ვერ ვამოწმებთ ლაბორატორიების გამო. ჩვენ შეგვიძლია სოსისი შევამოწმოთ პათოგენურ ნივთიერებებზე. თუმცა ეს ნივთიერებების კარგად ხარშვის შემთხვევაში იღუპება. თუ მაინც გაქვთ სურვილი ასეთი შემოწმების მოგვწერეთ მაღაზიის მსიამართი და დასახელება სად ყიდულობთ სოსისს და ასევე რომელი დასახელების სოსისის შემოწმება გაინტერესებთ

Ana   16:15:55 2014-11-03  უპასუხე   
"ნიკორა"-ს მაღაზიაში, კოსტავას #24-ში ამჟავებულ სალათებს ყიდიან იცოდეთ! დღეს ვიყიდე "ოლივიე ხორცით" და მჟავეა. პირველი შემთხვევა არ გახლავთ ეს
თამარ, CSRDG   12:46:53 2014-11-04  უპასუხე   
ვნახავთ ანა. მადლობა შეტყობინებისათვის

ლავრენტი ონოფრიშვილი:577 10 2000   23:03:51 2014-10-26  უპასუხე   
ხალხო არ დაიჯერებთ!დღეს ჩემს სადარბაზოსტან მაგაზიაში შევედი რომელსაც ეკო ქვია და რა ვნახე ეხლაც შოკში ვარ...წარმოიდგინეთ თხელი ცელოფანი როა რაშიც ყველს ხალვას და მსგავს პროდუქტებს ახვევენ შიგ,ამ ცელოფნის რულონი ეგდო ძირს,დავინტერესდი ეს რა არისთქო არ ვიცოდი რა იყო და გამყიდველი მპასუხობს ცელოფნის რულონია ყველის ნაჭრები დავაფასოვეტ და ზედ გადავაკარითო.გავგიჯდი,ვკითხე ესე გდია მტვერში და ნაგავში და ამაში ახვევთ ყველს მეთქი და ისეთი წივილკივილი ამიტეხა,შენ რა შეუგნებელი ხარ შიგნითა მხრიდან ვახვევთ და ეგ გარეთა მხარე რომ მეტლახზე სრიალებს რა პრობლემააო,იმხელას კიოდა ქალი შემრცხვა ენა ჩამივარდა.ნუთუ არსებობს საქართველოში ისეტი სამსახური ვინც მოიკითხავს ესეთ საკითხს?იქნებ მე ვცდები და ეს ნორმალური იყო რაც ვნახე ხალხო.
ყველას აზრი მაინტერესებს ამ საკითხზე,აქ ვერ ვნახავ თუ ვინმე პასუხს მომწერტ რადგან არვიცი ვერ გავუგე სად უნდა ცავიკითხო აქ პასუხი თან ტელეფონით ვიხედები აქ მხოლოდ,მაგრამ თუ ვინმე მიპასუხებთ აგერ გწერთ ჩემს ნომერს და მომწერეტ:577 10 2000.
პატივისცემით:ლავრენტი ონოფრიშვილი.
ან ფეისბუკში ესე:lavrenti onophrishvili.

viki   23:14:10 2014-10-11  უპასუხე   
შოკოლადში Merci იყო ჭიები, ვადა აქვს კიდე. ვის უნდა მივმართო?


თამარ, CSRDG   12:09:58 2014-10-15  უპასუხე   
მიმართეთ სურსათის ეროვნულ სააგენტოს ნომერზე 2919167. მაღაზიის ზუსტი მისამართი დასჭირდებათ

sandro   00:07:14 2014-10-08  უპასუხე   
გამარჯობა, დაახლოებით 1 თვის წინ ჩემი მეგობარი მოიწამლა საზამთროთი (უნდა ითქვას ისიც, რომ ზომაზე მეტი ჭამა). ექიმისთვის არ მიუმართავს რადგან თავად ხალხური მედიცინით მკურნალობს და შეეცადა თვითონ ეშველა თავისთვის. უბრალოდ მაინტერესებს საზამთროს რა შეიძლება ქიმიურად ჰქონდეს გარეული, რომ ადამიანი ასე დააზარალოს. მადლობა წინასწარ ყურადღებისათვის.
თამარ, CSRDG   15:29:08 2014-10-08  უპასუხე   
სანდრო საზამთროს წამლავენ შხამქიმიკატებით და ნიტრატებით, რომ საღი გაიზარდოს. ნიტრატებისგან მოწამვა ნამდვილად არის შესაძლებელი, განსაკუთრებით თუ წარბი ოდენობით შედის პროდუქტში

ეტიკი   16:59:13 2014-10-03  უპასუხე   
ქალბატონო ლია! ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ. დეკემბერში სატელევიზიო გადაცემაში ტყვიის, ვერცხლისწყლის დარიშხანის შემცველი მარილზე იყო გადაცემა.ჭუჭყიანი მარილი ეხლაც იყიდება.ვინმე თუ დაისაჯა?

maia   21:00:20 2014-10-02  უპასუხე   
გამარჯობათ!
მაინტერესებს ზანდუკელის ფირმის ლიმონათი (მარწყვისა და ბანანის ნარევი) შემოწმებული გაქვთ თუ არა დიარეის გამომწვევი ჩხირების არსებობაზე. თემქაზე , მე-11 მ/რნის I-ლი კვარტლის მიმდებარე მაღაზიაში შევიძინე აღნიშნული პროდუქტი.

წინასწარ გმადლობთ.
თამარ, CSRDG   11:26:06 2014-10-06  უპასუხე   
მაია, ლიმონათები არ გვაქვს შემოწმებული მიკრობიოლოგიურ პარამეტრებზე. შესაძლოა დიარეა მასში შემავალმა საკვებდანამატებმა გამოიწვია, თუ ლიმონათი დიდი ოდენობით მიიღეთ. ზოგადად საკვებდანამატები არ არის საშიში თუ რეკომენდირებულ დოზას მიირებს ადამიანი. გარკვეულ რეაქციებს დოზის გადამეტება იწვევს. მოგვწერეთ მოგწამლათ ამ ლიმონათმა და რა სიმპტომები აგეღნიშნებოდათ. როდის შეიძინეთ პროდუქტი და მაღაზიის დასახელება

მეა   23:31:18 2014-09-17  უპასუხე   
მოგესალმებით. მარკეტებში იყიდება გაყინული ხინკალი "ალვანი" მაინტერესებს ხომ არ გაქვთ შემოწმებული ეს პროდუქტი ხორცის კეთილსაიმედოობაზე ???? დიდი რაოდენობით იყიდება და თუ შეგიძლიათ შეამოწმეთ რა... წინასწარ გიხდით მადლობას
თამარ, CSRDG   14:53:35 2014-09-18  უპასუხე   
არა მეა შემოწმებული არ გვაქვს ალვანის ხინკალი
მეა   18:15:53 2014-09-18  უპასუხე   
გმადლობთ პასუხისთვის მაგრამ ძალიან გთხოვთ იქნებ შეამოწმოთ თქვენი დასკვნა ჩემთვის (და არა მარტო ჩემთვის) ძალიან მნიშვნელოვანია
თამარ, CSRDG   10:30:57 2014-09-19  უპასუხე   
მეა თუ გაქვთ რაიმე სახის საჩივარი ამ ხინკალტან დაკაVშირებით მოგვწერეთ, ან მოგწამლათ, ან ცუდი გემო ჰქონდა და ა.შ. ასევე მოგვწერეთ მაღაზია სად და როგორი ფორმით იყიდება ეს ხინკალი
მეა   22:23:51 2014-09-19  უპასუხე   
დიახ ბოლოს რომ მომიტანეს ერთ ცალს რაღაც მომჟავო გემო ჰქონდა ( არ მიყვარს ასეთი ნახევარფაბრიკატები და შეიძლება მე მომეჩვენა) ოჯახის სხვა წევრებს არაფერი უთქვამთ . ქარხნულადაა შეფუთული,ვადაც მითითებული აქვს და შემადგენლობაც 2ლურჯი ზოლი აქვს და წითელი ასოებით აწერია "ალვანი". დაფასოებულია 10 და 20ც -ად. გმადლობთ.
თამარ, CSRDG   08:06:39 2014-09-21  უპასუხე   
მაღაზია მოგვწერეთ სად შეიძინეთ
მეა   21:33:17 2014-09-21  უპასუხე   
მომიტანეს წერეთელზე რომელიღაც მარკეტში შეძენილი ზუსტად ვერ გეტყვით თუმცა ბევრ მარკეტში მინახავს იგივე პროდუქცია
თამარ, CSRDG   10:58:59 2014-09-22  უპასუხე   
მეა მაღაზიის დასახელებას, სადაც შეიძინეს პროდუქტი რომელსაც ჰქონდა მომჟავო გემო დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან შესაძლოა ხინკლის დამჟავების მიზეზი სწორედ არასათანადო პირობებში შენახვა ყოფილიყო. იქნებ დაგვიზუსტოთ მაღაზიის მისამსართი და დასახელება, რომ იგივე მარკეტში მოხდეს პროდუქციის შეძენა შესამოწმებლად

ლალი   14:53:01 2014-09-06  უპასუხე   
ეს პურის ეტიკეტია. სამწუხაროდ ცუდად ჩანს თარიღი



ლალი   14:51:08 2014-09-06  უპასუხე   
გამარჯობა. ვაჟა-ფშაველაზე მაღაზიაში შევიძინე ე.წ. აგური რუხი პური "მარგი", დამზადების თარიღი აწერია 0110914, რაც ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, მაგრამ პური იყო რბილი და ცელოფანში გახვეული. გავჭერი და შიგნით აღმოჩნდა დაობებული. დიდი ხანია ამ პურს ვყიდულობ და ბოლო ხანებში შევამჩნიე, რომ ერთი დღეც კი ვერ ძლებს, ეგრევე ობდება. ვინ არის ამაზე პასუხისმეგელი?


თამარ, CSRDG   11:08:46 2014-09-07  უპასუხე   
ლალი, ზოგადად სურსათის უვნებლობაზე სურსათის ეროვნული სააგენტოა პასუხისმგებელი. რაც შეეხება დაობებულ პურს, კანონმდებლობა კრძალავს მავნე პროდუქტის გაყიდვას, თუმცა შესამოწმებელი ნორმა არ არის დადგენილი კანონით. ამიტომ ეს შეკითხვა სურსათის ეროვულ სააგენტოს გავუგზავნეთ.
ეტიკი   16:40:57 2014-10-03  უპასუხე   
პური რომელიც გარედან კარგი ჩანს,შიგნით ობიანია დაავადებულია კარტოფილის დაავადებით.პასუხისმდებელია დამამზადებელი და დამყიდველი.

nona   11:39:09 2014-09-04  უპასუხე   
გთხოვთ იქნებ შეამოწმოთ "სოლნიშკოს" (შვრიის ბურღული) ბოლო დროს შევიძინე და სამწუხაროდ პატარა მატლები აღმოჩნდა შიგნით.ამ შემთხვევაში მაღაზიები არ არიან დამნაშავე,ალბათ დისტრიბუტორებტან უნდა გადამოწმდეს.
თამარ, CSRDG   15:38:35 2014-09-04  უპასუხე   
ნონა, ჩვენ სამწუხაროდ დისტრიბუტორებთან ვერ შევამოწმებთ. არ გა~გვაქვს ამის კომპეტენცია. ცვენ შეგვიძია მაღაზიაში სადაც ტქვენ შეიძინეთ ეს ბურღული მივიდეთ, ვიყიდოთ და შევამწმოთ. დისტრიბუციას სურსათის ეროვნული სააგენტო შეამოწმებს. დაურეკეთ მათ ნომერზე 2919167. ან ჩვენ მოგვწერეთ მაღაზიის მისამართი
nona   11:57:36 2014-09-05  უპასუხე   
ეს ბურღული შევიძინეთ სუპერმარკეტ ზღაპარის ერთ ერთ ფილიალში,რომელიც მდებარეობს,საბურთალოზე,თოფურიას ქუჩაზე.ნუცუბიძის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველაზე ჩამოსახვევთან.

nino   13:31:00 2014-08-31  უპასუხე   
თითოეულ კვერცხზე კანონი არ იწერება//თითოეულ სიტყვას იხვევთ ხელზე.ასე შორს ვერ წავალთ. კანონში წერია რომ პროდუქტი უნდა იყოს ყველანაირად სრულყოფილი და უსაფრთხო, გარედან დაბინძურებული კვერცხი კი საფრთხის შემცველია-ამით ყველაფერი ნათქვამია.

nino   15:35:30 2014-08-17  უპასუხე   
სწორედაც რომ მეწარმე აგებს პასუხს პროდუქტის ვარგისიანობაზე.შეფუთვაზე.მის გარეგნულ სახეზე და ა. შ. კვერცხი რომ დაბინძურებული არ იყოს გარედან-მეწარმეა პასუხიცმგებელი.დაბინძურებული კვერცხი არის რისკ შემცველი-და პასუხისმგებლობა კარგად არის გაწერილი კანონში.წაიკითხეთ და ისე მიწერეთ პასუხი მოქალაქეს
თამარ, CSRDG   16:41:52 2014-08-17  უპასუხე   
შეფუთვაზე და ვარგისიანობაზე ნამდვილად დეტალურად არის გაწერილი კანონში, რაც შეეხება კვერცხის გარეგნულ იერსახეს ამის შესახებ ჩვენ კანონში ვერაფერი აღმოვჩინეთ და ამიტომ გავეცით მომხარებელს ეს პასუხი. ის რომ კვერცხი გარეცხილი უნდა იყოს ამას კანნმდებლობა არ ავალდებულებსთქო, თორემ კვერცხი საღი და ვადიანი რომ უნდა იყოს ეს უდავოა
თამარ, CSRDG   16:39:20 2014-08-17  უპასუხე   
ნინო მიგვითითეთ კანონი, თუ გამოგვრჩა გავასწორებთ შეცდომას

ნია   23:01:08 2014-08-12  უპასუხე   
ძალიან გთხოვთ კოდას კვერცხი შეამოწმოთ გაურეცხავს, დასვრილს აწვდიან მარკეტებს ბუმბულებიც კი შერჩენილი აქვთ ხშირად
თამარ, CSRDG   15:46:31 2014-08-13  უპასუხე   
ნია საქართველოში არც შეზღუდვა არსებობს ამ საკითხის და არც ითხოვს რომ მეწარმემ კვერცხი გარეცხოს. თუმცა, როგორც გიხარით, ჯობია არ გაირეცხოს რომ კვერცხის ნაჭუჭი არ დაზიანდეს. გარეცხვის შემთხვევაში აუცილებელია შეფუთვაზ მიეთითოს, რომ კვერცხი გარეცხილია რის გამოც კვერცხის შენახვის ვადა 12 დღეს არ აღემატება
ნია   18:58:10 2014-08-15  უპასუხე   
გმადლობთ, მაგრამ ალბათ დამეთანხმებით რომ საზიზღარი სანახავია დათხუპნული კვერცხი და 12 დღის მერე კვერცხი კვებით ღირებულებას ინარჩუნებს?
თამარ, CSRDG   19:48:58 2014-08-15  უპასუხე   
გეთანხმებითნია, მაგრამ რომც შევამოწმოთ რადგან მოთხოვნა არ არსებობს მეწრმეს პრეტენზიას ვერ წავუყენებთ, რადგან ეს ფაქტი დარღვევა არ არის
თამარ, CSRDG   08:44:13 2014-08-13  უპასუხე   
ნია, ევროკავშირში კვერცხის გარეცხვა იკრძალება. ქვეყნებს თავის ტერიტორიაზე შეუძლიათ დაუშვან, მაგრამ უნდა მიეთითოს, რომ განარეცხია, რადგან გარეცხვა აზიანებს თხელ აპკს, რომელიც ნაჭუჭს გარს აკრავს
ანუ ფაქტიურად ნაჭუჭს აზიანებს. საქართველოს კანონმდებლობაში ვნახავთ თუ რაიმე წერია ამის შესახებ და მოგწერთ

გიორგი   11:27:27 2014-08-02  უპასუხე   
მე ორჯერ დამემართა ერთი და იმავე მაღაზიაში ნიკორას ქსელში რომელიც ლეონიძეზე მდებარეობს. ერთხელ სანტეს რძე ვიყიდე ვადას დავხედე მაგრამ მაინც მჟავე იყო და უკან ჩავუტანე და მოლარემ უნამუსოდ დაიწყო თავის მართლება ჩვენი დამზადებული არაა და რა ვქნათ ო დავუტოვე გახსნილი რძე და მიხედეთმეთქი მეორჯერ თევზი ვიყიდე მაგასაც ვადა ქონდა სახლIშ მიტანისას საშინელი სუნი და გემო ქონდა აღარ ჩამიტანია თქვენი სიტი არ ვიცოდი ეგრევ მოგწერდით.აწი გაგითვალისწინებთ.

tamazi   14:00:14 2014-07-24  უპასუხე   
გამარჯობა რუსთავში მესხიშვილის ქუჩაზე მდებარე საშაურმეში "ლაშას შაურმა" შევიძინე შაურმა და მოვიწამლე. მუცელი ამტკივდა და მერე მაღებინა. თუ შეიძლება გადაამოწმეთ ეგ საშაურმე. მადლობა წინასწარ
სოფო   17:06:40 2015-12-15  უპასუხე   
გამარჯობა, ჟურნალისტი ვარ. შაურმით დაზარალებულებთან მინდა გასაუბრება. იქნებ მომწეროთ მეილზე, როგორ დაგიკავშირდეთ? sofozedelashvili@gmail.com
დიდი მადლობა წინასწარ
ლია, CSRDG   13:50:03 2014-07-25  უპასუხე   
თამაზ, ვიყავით რუსთავში მესხიშვილის ქუჩაზე. იქ აღარ არის "ლაშას შაურმა", მაგრამ ბევრი სხვა საშაურმეა. თუ შეიძლება ზუსტად მიგვითითეთ მისამართი, რომელ საშაურმეში მიირთვით შაურმა და რა ფასიანი.
თამაზი   20:05:27 2014-07-31  უპასუხე   
მესხიშვილის 9 ნომრის წინ დგას ეგ შენობა და მანდ მარტო ერთი საშაურმეა.
tamazi   20:01:21 2014-07-31  უპასუხე   
დამავიწყდა მეთქვა გარედან დათოს შაურმა აწერია ეკლესიის გვერდით მაღაზიებია და იმ შენობაშია ბოლოდან მეორეში. მაგათი ტელეფონის ნომერია 555191883 ან ბოლოში 93 ამ ორიდან ერთ-ერთია ას პროცენტიანი ვიცი ქალაქის ნომერია 0341270404. მანდ ვიყიდე 4 ლარიანი შაურმა.

giorgi   11:04:59 2014-07-02  უპასუხე   
გიგზავნით ხელმეორედ .მოგესალმებით! 2 დღის წინ გლდანში, ერთ-ერთ მაღაზიაში კერძოდ გმირკურსანტთთა ქუჩის დასაწყისში(ყოფილი ქერჩის) ქუჩის დასაწისში მდებარე მაღაზიაში შევიძინე 2 ლიტრიანი ზედაზენის (ტარხუნას) ლიმონათი. დამაყარა მთელ სხეულზე ანუ მომცა რაღაცამ ალერგია რაც ბავშვობის მერე არ მქონია მსგავსი სახით. არაფერი ისეტი არ მიჭამია საეჭვო რომ რაიმე სხვა კერძს გამოეწვია, დავეჭვდი რომ მიზეზი შეიძლება ყოფილიყო ეს აგნიშნული ლიმონათი გადასამოწმებლად რამოდენიმეჯერ ისევ დავლიე ამ დგეებში და რომ დავლევ სადგაც 10 წუთში ქავილი მეწყება მთელს სხეულზე. შეიძლება მიკრობიულოგიურად იყოს დაბინძურებული დამაეჭვა იმაანაც რომ სხვა ლიმონათებისგან განსხვავებით ამ კონკრეტულ ტარხუნას ეტიკეტზე მითითებული აქვს 2 ემულგატორი. გთხოვთ გადაამოწმოთ ლაბორატორიაში შეუძლია ამ ლიმონათს გამოიწვიოს ეგეთი ალერგიული რეაქციის გამოწვევა თუ არა. მადლობთ წინასწარ


თამარ, CSRDG   11:41:44 2014-07-02  უპასუხე   
გიორგი, ლიმონათში მკრობიოლოგია რომ ყოფილიყო დარღვეული ამღვრეული იქნებოდა და თვალით შეამჩნევდით. თან მიკრობიოლოგია იწვევს მოწამვლას (დიარეა, ღებინება, მუცლის ტკივილი) და არა ალერგიას. ალერგიის გამომწვევი საკვებდანამატებია. თქვენს მიერ მითითებული ორი საკვებდანამატი ე102 და ე 131 ორივე საღებავია. E102 ტატრაზინია ყვითელი საღებავი, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში რიგ პროდუქტებში დაშვებულია , თუმცა კოდექს ალიმენტარიუსის მიერ აკრძალულია. მეორე E131 ლურჯი საღებავია, რომელიც დაშვებულია ყველგან. ეს საღებავები საქართველოში არ არის აკრძალული და მისის გამოყენება მწარმოებელს შეუძლია. თქვენი ალერგია ამ საღებავების ბრალია სავარაუდოდ და ეცადეთ თავი შეიკავოთ ამ ლიმონათის დიდი რაოდენობით მიღებისგან

giorgi   11:00:31 2014-07-02  უპასუხე   
გამარჯობა! გუშინ მოგცერეთ ანუ როგორც ეხლა ვწერ ასე დავტოვე წერილი ზედაზენის ლიმონათზე და დღეს ვერ ვხედავ ჩემს წერილს წაიშალა თუ ვერ ვხვდები. მაინცდამაინც ფეისბუქიდან უნდა მოგწეროთ?

გიორგი   08:39:25 2014-06-28  უპასუხე   
გუშინ ვაკეში, ფალიაშვილის 33ა-ში ვიყიდე სანტეს რძე ლურჯ კოლოფში. ვადები აწერია 13/06/214-13/12/2014. ამჟავებულია. თუ შეიძლება შეამოწმეთ

tristan   20:25:11 2014-06-25  უპასუხე   
დროში მოგზაურობის არ მჯერა, თუმცა აშკარაა რომ ეს წვენი "მომავალშია" ჩამოსხმული. :)პროდუქტს რომელსაც ვადა 1 წელი აქვს, დამზადების თარიღი 2015 აწერია.
P.S.ამ ფირმის ყველა წვენს მსგავსი თარიღი ეწერა.


HHH   10:29:27 2014-07-06  უპასუხე   
შეფუთვაზე აწერია შენახვის ვადა და არა გამოშვების თარიღი. ანუ თვითონ შეფუთვაზე დაბეჭდილ ტექსტს ვგულისხმობ, სხვა ენებზე. გამოშვების თარიღიაო წერია მხოლოდ ქართულად დაბეჭდილ და ზემოდან დაწებებულ "ნაკლეიკაზე".
gmg   14:25:42 2014-07-06  უპასუხე   
ამ წვენების უმრავლესობას ვადა 14.07.2014-მდე აწერია, თუმცა არ მგონია მაღაზიაში 15.07.2014-ში რომ მივიდე მითხრან რომ ეს შენახვის ვადააო. იტყვიან რომ "გამოშვების თარიღია". . .რადგან "ნაკლეიკზე" ზუსტად ასე იკითხება :)
თამარ, CSRDG   13:16:12 2014-06-26  უპასუხე   
ტრისტან მოგვწერეთ სად იყიდება ეს წვენი

abgd   13:56:57 2014-06-24  უპასუხე   
მაინტერესებს სანტე რამდენად აკონტროლებს მაღაზიებს ვადის გადაშორების შემდეგ ყიდიან თუ არა მაღაზიებში და კარგად ინახავენ თუ არა.
ორი დღის წინ შევიძინე რძე ჩვეულებრივი შეფუთვით სამტრედიის ქუჩის ერთერთ მარკეტში და გაფუჭებული იყო.
თამარ, CSRDG   17:39:43 2014-06-24  უპასუხე   
არც სანტეს და არც სხვა მეწარმეს პასუხისმგებლობა არ არის მაღაზიაში ვადაგასული პროდუქტი. ეს მაღაზიების საქმეა. მათ უნდა აკონტროლონ მაღაზიში პროდუქტის ვარგისიანობის ვადები და შენახვის პირობები

momxmarebeli   12:59:42 2014-06-21  უპასუხე   
გამარჯობათ
მაინტერესებს ზოგადად მავნეა თუ არა რაფინირებული ზეთის გამოყენება.
რუნეტ-ის სივრცეში საკმაოდ ბევრს წერენ ამის შესახებ.
"Рафинированные масла содержат до 25% трансжиров! Этих веществ в природе не существует! Поэтому организм не знает, как с ними справиться и не может вывести их наружу. С годами они накапливаются и создают большие проблемы владельцу организма: трансжиры чрезвычайно токсичны и и порождают тяжкие последствия – стресс, атеросклероз,ишемию, болезни сердца, рак, гормональные сбои (к примеру — ожирение) и т. д."

მაინტერესებს როგორია ამის შესახებ თქვენი აზრი.

ნია   14:47:57 2014-06-04  უპასუხე   
მაინტერესებს "ბიობიოს" ქათმეზე ინფორმაცია მართლა ასეთი ხარისხიანია? საერთოდ ვერიდები გაყინულ ქათამს და განსაკუთრებიტ ქართული წარმოებისას არც გაპუტულია კარგად და ხან ფრთა აქვტ ჩალურჯებული და ხან ბარკალი და ვაგდებ ,
თამარ, CSRDG   15:27:01 2014-06-05  უპასუხე   
ნია ჩვენ ეს ქათამი არ შეგვიმოწმებია. მუდმივად გვთხოვენ შევამოწმოთ მართლა სიმინდზე არის თუ არა გაზრდილი ან ჰორმონები აქვს თუ არა მირებული, მაგრამ სამწუხაროდ ამ ანალიზს ლაბორატორიები არ ატარებენ

candro   13:09:23 2014-05-25  უპასუხე   
არაფერზე რეალური პასუხი არა გაქვთ.
თამარ, CSRDG   13:28:42 2014-05-27  უპასუხე   
რა გაინტერესებთ სანდრო?

qeta   16:05:21 2014-05-15  უპასუხე   
გამარჯობა ..!!
თუ შეგიძლიათ შეამოწმოთ ეკო მითის საბავშვო სოსისი .. დიდი თხოვნით
თამარ, CSRDG   16:49:01 2014-05-15  უპასუხე   
ქეთა სოსისის შემოწმება რაზე გაინტერესებთ, რა გაეჭვებტ ამ სოსისში?

erekle   14:04:43 2014-05-15  უპასუხე   
სულ მაინტერესებდა, დღევანდელ ბაზარზე არსებული სხვადასხვა წარმოების კვერცხისაგან დამზადებული ე.წ. ,,გოგლი-მოგლი" საშიშია, თუ არა?
თამარ, CSRDG   16:50:58 2014-05-15  უპასუხე   
ერეკლე, რატომ გაგიჩნდათ ეს შეკითხვა? ჩვენს მიერ შემოწმებული კვერცხი არასდროს აღმოჩენილა გაფუჭებული
EREKLE   23:18:16 2014-05-18  უპასუხე   
გოგლი-მოგლში ხომ უმად არის კვერცხი და ამიტომ გამიჩნდა ეს კითხვა; გაფუჭებულ კვერცხზეარ ვამბობ;

leli   14:12:24 2014-05-11  უპასუხე   
გადასწორებული სასწორები აქვთ ბაზრებში . ვინ არის ამაზე ვალდებული შეამოწმოს

hbyo   14:07:17 2014-05-11  უპასუხე   
გარა ვაჯრობა ცანამ არ აღმოიფხვრება არაფერიარ გამოვა

Nia   13:24:02 2014-05-08  უპასუხე   
გამარჯობა, დამაშინა უკვე ამ შეღებილმა პურებმა. თუ შეგიმოწმებიათ ლიტვური პური, მართლა ჭვავია და მართლა არ შეიცავს საფუარს? 0% შაქარი და საფუარი რომელსაც აწერია, იმაზე მაქვს საუბარი.
თამარ, CSRDG   18:01:33 2014-05-13  უპასუხე   
ნია სამწუხაროდ პურში სარებავის შემცველობას არცერთი ლაბორატორია არ გვიმოწმებს

vaxtangi   09:40:34 2014-05-07  უპასუხე   
გამარჯობა,
"ჩვენი ფერმერის" არაჟანი შევიძინე ნიკორას მაღაზიაში. მსგავსი საზიზღარი გემო არ გენახოთ.... იქნებ ვინმემ მიაქციოს ყურადღება სა დაადგეს საშველი.
თამარ, CSRDG   10:36:19 2014-05-07  უპასუხე   
ვახტანგ ეს საზიზღარი გემო გაფუჭების ბრალია? იქნებ დაგვიკონკრეტოთ რომ მივხვდეთ რა პარამეტრი შემოწმდეს

nino   12:16:22 2014-05-04  უპასუხე   
თამარ მეფის და წინამძღვრიშვილის გადაკვეთაზე მიწისქვეშა გადასასვლელში არის საცხობი სიბინძურეში.დაწამლეს ხალხი

Temo   19:35:47 2014-05-01  უპასუხე   
რათ უჰდა დაკონკრეტება -ნებისმიერი არასასურსათო პროდუქცია თუ შეგვხვდა ფალციფიცირებული რეაგირებისათვის რომელ ცახელმწიფო ორგანოს მივმართოთ-რომ დაჯარიმდეს დამამზადებელიც და რეალიზატორიც-გვიპასუხეთ კონკრეტულად
თამარ, CSRDG   11:21:52 2014-05-02  უპასუხე   
თუ ჯანდაცვას ეხება ჯანდაცვის სამინისტროს, თუ ინტერნეტს, გაზს, თელასს მათ თავიანთი მარეგულირებელი ყავთ, განათლების სფეროს თავისი . თუ მაღაზიაში შეძენილ ფალსიფიცირებულ პროდუქციას გულისხმობთ, ამ სფეროს მაკონტროლებელის ახელმწიფო სტრუქტურა არ ყავს

Roni   12:12:45 2014-04-30  უპასუხე   
ძალიან გთხოვთ გადაამოწმეთ იფქლი-1 ის შავი პური

გუშინ ვიყიდე და გავგიჟდი

შ - ე - ღ - ე - ბ - ი - ლ - ი - ა

სულ ამას ვყიდუობ უკვე რამდნეი წელია და თურმე გვწამლავენ

ფოტოსაც დავდებ, თუ დაგაინტერესებთ ეს პური შეგნებულად შევინახე


თამარ, CSRDG   12:29:21 2014-04-30  უპასუხე   
რონი, სამწუხაროდ არცერთი ლაბორატორია არ არსებობს საქართველოში შავ პურში საღებავის შემცველობას რომ ადგენდეს. ამის გამო ასმ პროდუქტს ვერ ვამოწმებთ. ერთადერთი რაც შევძელით მომხარებლებს სახლის პირობებში სარებავის შემცველობის დასადგენი მეთოდი გავუზიარეთ, რომელიც კვების ექსპერტმა მოგვაწოდა: პურის გული უნდა ჩადოთ წყალში, თუ წყალი შეიღება ესეიგი პურში საღებავია ნახმარი. თუმცა ეს მეთოდი მხოლოდ იმისთვისაა, რომ მომხარებელმა თვითონ შესძლოს თავის დაცვა. ვერც მეწარმეს ვუჩივლებთ და ვერც სააგენტოს დავუმტკიცებთ ჩვენს სიმართლეს

Дарико   11:02:42 2014-04-29  უპასუხე   
Добрый день
вчера в карфуре на колхозный купили морковку острую, пришла домой, а она не просто скисшая, она уже горькая и очень мягкая.
можно ли усилить контроль качества в кулинарии для подобных крупных магазинов.
заранее спасибо
თამარ, CSRDG   12:14:18 2014-04-29  უპასუხე   
Дарико, мы можем купить тотже сфмый продукт и отправить на иследование в лабораторию. Если лаборатория подтвердит испоченност продукта, мы сообщим Национальному агентство Питания и они примут мери исходя из законадательства. если вы не сообщали об этом факте администраций Карфура, напишите нам точное наименование и производителя, а также сроки годности указанный на упаковке продукта

TEMO   22:05:24 2014-04-26  უპასუხე   
არა სასურსათო პროდუქციის ფალსიფიკაციაზე ვის მივმართოთ რომ დააჯარიმონ ???
თამარ, CSRDG   11:14:16 2014-04-28  უპასუხე   
თემო, მოგვწერეთ რომელ პროდუქციაზეა საუბარი და უფრო ზუსტად გაგცემთ პასუხს

akaki   14:44:15 2014-04-22  უპასუხე   
დეზერტირის ბაზარში და გარშემო იყიდება ყველგან შეუმოწმებელი ქათამი-ამის შესახებ მერამდენედ ვწერ. გამკითხავი არავინაა. სად ვცხოვრობთ ??? რომელ საუკუნეში
თამარ, CSRDG   10:41:39 2014-04-23  უპასუხე   
აკაკი,ეს საკითხი სურსათის ეროვნული საგენტოს კომპეტენციაა, დარეკეთ მათ ცხელ ხაზზე 2919167 და შეატყობინეთ ამ ფაქტის შესახებ. ისინი მ მივლენ და ყველა გამყიდველს შეუმოწმებენ პროდუქტს. სამწუხაროდ ჩვენ ამას ვერ შევძლებთ. ჩვენ შეგვიძლია ერთ რომელიმე გამყიდველთან შევიძნოთ ქათამი და შევამოწმოთ მიკრობიულოგიურად. თუ რაიმე დარღვევა აღმოჩნდა ამ ერთი კონკრეტული ფაქტუის შესახებ ვაცნობოთ სურსათის ეროვნულ სააგენტოს. ბაზრებში შესყიდვის დამადასტურებელ ქვითრებს არ იძლევიან როგორც იცით და ამის გამო გამყიდველის იდენტიფიცირებაც საკმაოდ რთულია. საგენტოს შეუძლია გაყიდვის პირობებიდან დაწყებული პროდუქტის ხარისხით დამთავრებული ყველაფერი შუმოწმოს.

nino   22:55:26 2014-04-18  უპასუხე   
გთხოვთ შეამოწმოთ ისანში მდებარე ხორცპროდუქტების ქარხანა "ვაკის" სპეციალიზირებულ მაღაზიაში (ისნის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია)არსებული პროდუქტების მდგომარეობა. ჩემი ოჯახის წევრმა შეიძინა ყველიანი სოსისი და სახლში აღმოვაჩინეთ რომ პროდუქტი სავალალო მდგომარეობაშია და არამცთუ ადამიანი ძაღლიც კი არ შეჭამს ისეთი ძველია. გთხოვთ გამოჩინოთ ყურადღება და გონივრულ ვადებში შეამოწმთ მათი პროდუქტები.
თამარ, CSRDG   12:44:16 2014-04-22  უპასუხე   
ნინო, გვაპატიეთ დგვიანებული პასუხისათვის. პარასკევიდან ორშაბათის ჩათვლით არც ჩვენ ვმშოაბდით და არც ლაბორატორიები, ამიტომ შესყიდვეას ანალიზისათვის აზრი არ ქონდა. მოგვწერეთ ზუსტი მისამართი მაღაზიის, რომ იმავე მაღაზიაში შევიძინოთ პროდუქტი, რმელიშიც თქვენ. შევიძნეთ ყველიან სოსისს შესამოამწბლად. თუ ასეთი პროდუქტი რამდენიმე სახეობის იყო, ფასი მაინც მოგვწერეთ რომ გავარჩიოთ თქვენს მიერ შეძენილი პროდუქტი.

ალექსანდრე   09:13:20 2014-04-13  უპასუხე   
მოგესალმებით!
12 აპრილს წერეთლის გამზირზე მდებარე მარკეტ ფუდმარტში შევიძინე კომპანია სანტეს არაჟანი "სანტინო 20%"(ვადა 10.04-25.04). შიგთავსის დათვალიერებისას ჩანს, რომ ის ხაოიანია და არა პრიალა. ეჭვი მაქვს, რომ ეს რძის ფხვნილისგან დამზადებული არაჟანია.
თამარ, CSRDG   11:49:03 2014-04-14  უპასუხე   
ალექსანდრე, ნახეთ პროდუქტის შემადგენლობა, თუ მასზე წერია რომ დამზადებულია აღდგენილი რძისგან, ეს ნიშნავს, რომ პროდუქტი რძის ფხვნილისგან არის დამზადებული. თუმცა ეს ფაქტი არ ნიშნავს, რომ პროდუქტი არ არის ნამდვილი არაჟანი. რძის ფხვნილის რძის გადამუშავებისგან იწარმოება, მას ან აცლიან ცხიმს ან ცხიმიანს ტოვებენ. ასეთი ფხვნილისგან დამზადებული რძის პროდუქტი რძის პროდუქტია მაინც, მათავარია შემდეგ რძის ცხიმს დაამატებენ ცხიმგამოცლილ ფხვნილს. თუ ეს ცხიმი კარაქი ნატურალური, მაშინ პროდუქტიც ნამდვილი არაჟანია. ჩვენ შემოწმებუკლი გვაქვს სანტინოს არაჟანი 15%, იგი დამზადებულია აღდგენილი რზისგან (ანუ ფხვნილისგან) ხოლო ცხიმები, როგორც ლაბიორატორიამ დაადგინა 100% რძის ცხიმია და ამიტომ ეს პროდუქტი ნამდვილი არაჟანია
ალექსანდრე   21:49:03 2014-04-14  უპასუხე   
შემადგენლობა: საღი უცხიმო რძე, ნატურალური რძის ნაღები, არაჟნის დედო. - ზუსტად ასე აწერია. ამასობაში კი გაიყიდებოდა ის პარტია :) ადრეც შემიძენია ეს პროდუქტი. ეს კონკრეტული პარტია არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს.
თამარ, CSRDG   11:53:25 2014-04-15  უპასუხე   
გასაგებია ალექსანდრე, სამწუხაროდ რისგანაა დამზაებული რძის პროდუქტი, ფხვნილისგან თუ ნატურალური რძისგან, ამას ვერცერთი ლაბორატორია ვერ არკვევს.

მაია   22:40:15 2014-04-11  უპასუხე   
მოგესალმებით, ნატურალური კარაქის არომატიზატორი თავისი შემადგენლობით სამარხვოა? ბაზარზე შემოსულია აზერბაიჯანული ზეთი "საოცრება" კარაქის გემოთი, მას უწერია რომ დამატებული აქვს ზემოთ აღნიშნული არომატიზატორი, ზოგ მაღაზიაში მპასუხობენ ეს ზეთი სამარხვოაო, ზოგან კი-- არაა სამარხვოო.სწორი რომელი პასუხია? ასევე ბევრი საცხობი იყენებს სამარხვო პროდუქტების დამზადებისას (მაგ: ლობიანი, ნამცხვარი) მცენარეულ მარგარინს "უსტამს", რომელსაც ასევე შედგენილობაში მითითებული აქვს რომ შეიცავს ნატურალური კარაქის არომატიზატორს, ანუ უსტამი სამარხვოა თუ არა? მადლობთ
თამარ, CSRDG   11:41:46 2014-04-14  უპასუხე   
მაია, როგორც კვების ექსპერტმა გვითხრა ნატურალური კარაქის არომატიზატორი არის ქიმიური გზით მიღებული ხელოვნური საკვებდანამატი, რომელიც სამარხვოა და მას არაფერი საერთო არ გააჩნია ნატურალურ კარაქთან.

Eliso Meshvildishvili   18:35:41 2014-04-11  უპასუხე   
გამარჯობათ გთხოვთ შეამოწმოთ ქათამი ბიო ბიო,რომელსაც აწერია,ქართულ სიმინდზე გაზრდილი ქათამი ჰორმონალური დანამატების გარეშე.ამ წარწერის გამო,ბავშვებისთვის კარგა ხანია ამ ქათამს ვყიდულობ.თუ შეგიძლიათ,შეამოწმოთ,თუ შეიცავს ქათამი ქიმიურ,ან ჰორმონალურ დანამატებს,ან სდაერთოდ ისეთ დანამატებს,რაც საზიანოა,განს.ბავშვებისთვის.გმადლობთ.

lev   22:11:36 2014-04-04  უპასუხე   
მიუხედავად ჩემი დიდი სურვილისა, დღეს არ ვიყიდე შუშის ბოთლის ლუდი კაიზერი იმიტომ, რომ არ აწერია გამოშვების თარიღი. ამ კომპანიამ ქსელში გაუშვა ისე პროდუქცია, რომ არ დააწერა "გამოშვების თარიღი". არა მგონია, რომ კომპანიას ესეთი მნიშვნელოვანი რამ უბრალოდ გამორჩენოდა.

აქ კომპანიას გათვლა აქვს სვარაუდოდ ის, რომ თავისი პროდუქცია გაასაღოს იმ შემთხვევაშიც, როდესაც მას მოხმარების ვადა გაუვა, რაც 180 დღეა. ამ რწმენას განსაკუთრებით მიმტკიცებს რამოდენიმე კვირის წინ დაახლოებით ერთი წლის წინ ჩამოსხმული ლუდი კაიზერის გაყიდვის მცდელობა.

იქნებ ამჯერად ვიმოქმედოთ და არა მარკეტი დავაჯარიმოთ, არამედ მწარმოებელი.

მადლობა
თამარ, CSRDG   12:27:54 2014-04-07  უპასუხე   
მოგვწერეთ მაღაზია სადაც შეიძინეთ აღნიშნული ლუდი, ასევე ლუდის შეფუთვა ლიტრაჟი. შევიძენთ და შევამოწმებთ. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში ვაცნობებთ სურსათი სეროვნულ სააგენტოს

ეკა   13:13:35 2014-04-04  უპასუხე   
მოგესალმებით, დიდ მხარდაჭერას ვუცხადებ თქვენს საქმიანობას. მერამდენე წელია მიკრობიოლოგად ვმუშაობ სხვადასხვა კვების საწარმოებში და დიდი სურვილი მაქვს თქვენს გვერდით ვმუშაობდე. ზალიან მაწუხებს დღევანდელი მდგომარეობა და მუდმივად თვალყურს გადევნებთ.
eka   13:16:48 2014-04-04  უპასუხე   
ზალიან მაწუხებს მეტრო დიდუბის ტერიტორიაზე საკონდიტრო ნაწარმი და ათასგვარი ნუგბარი თავღია, ღია ცის ქვეშ რომ იკიდება მერამდენე წელია განმკითხველი არ ჰყავს.

zaza   19:02:17 2014-04-01  უპასუხე   
გამარჯობათ! წელზე მეტია რაც ზეითუნის ზეთის მოხმარებაზე გადავედი, შესაწვავადაც მას ვიყენებ, მაგრამ როგორც წესი მას ჩვენტან მხოლოდ სალათებში ხმარობენ და შეწვის დროს რამე სხვა სახეობის ზეითუნის ზეთი ხომ არაა რეკომენდირებული? მე ვერ მივაგენი სპეციალურად ამ მიზნისთვის წარმოებულს საქართველოში და ვერც არარაფინირებულ ზეითუნის ზეთს. ამბობენ რომ რაFინირებული ზეთიც არაა სასარგებლო ჯანმრთელობისათვისო. იქნება მირჩიოთ რომელი ზეითუნის ზეთი და კონკრეტულად რომელი ფირმის ზეთის მოხმარებაა რეკომენდირებული შესაწვავად?
თამარ, CSRDG   15:04:53 2014-04-02  უპასუხე   
ზაზა ზეითუნის ზეთის შერჩეისას ამ სტატიაში მოცემული ინფორმაცია დაგეხმარებათ

გვანცა   15:23:27 2014-03-31  უპასუხე   
ვაჟა-ფშაველაზე მდებარე მაღაზია "გრანდში" გუშინ შევიძინეთ სოფლის ნობათის მაწონი, რომელიც დაობებული და ვადაგასული აღმოჩნდა. სამწუხაროდ ვადა მაღაზიაშივე არ შეგვიმოწმებია.
თამარ, CSRDG   14:15:14 2014-04-02  უპასუხე   
გვანცა ასეტ შემთხვევაში უნდა დაუბრუნოთ მაღაზიას უკან გაფუჭებული პროდუქტი. თუ თქვენ გაქვთ ხელზე შესყიდვის დამადასტურებელი სალაროს ქვითარი, მაღაზიას არ აქვს უფლება შეცვლაზე უარი გითხრან. რიგ შემთხვევებში ქვითრის გარეშეც უცვლიან მომხარებელს

megi   13:57:02 2014-03-19  უპასუხე   

საბურთალოს ქუჩაზე #8 , კვების ობიექტში "ავოკადო" სადაც მთელი დღის განმავლობაში უამრავი ადამიანი იკვებება, (ირგვლივ არსებული ყველა დაწესებულება) სამარხვო სოიოს კატლეტში ჭამის დროს შემხვდა თმა. ბოდიშიც არავის მოუხდია,სხვა რაიმეზე ზედმეტია საუბარი. გთხოვთ, შეამოწმოთ რამდენად დაცულია საკვების დამზადების ნორმები "ავოკადოში". ელემენტარულად,არც გამყიდველებს და არც სამზარეულოდან გამოსულ პირებს თავზე ქუდიც კი არ ახურავთ,საკითხავია სხვა მხრივ რა ხდება.
თამარ, CSRDG   14:39:04 2014-03-19  უპასუხე   
მეგი ამ კვების ობიექტის სანიტარულ ჰიგიენური ნორმებს ჩვენ ვერ შევამოწმებთ სამწუხაროდ. ჩვენ შეგვიძლია მათი პროდუქტი ვიყიდოთ და ის შევამოწმოთ, მაგრამ დამეტანხმებით რომ ჩვენს მიერ შეძენილ პროდუქტში თმის აღმოჩენის ალბათობა ძალიან მცირეა. სამზარეულოს და მომსახურე პერსონალის შემოწმება, ასევე მანდ დამზადებული სურსათისაც ეკუთვნის სურსათის ეროვნულ სააგენტოს. მათი მოვალეობაა ეს. დარეკეთ 2919167 ნომერზე და უთხარით თქვენი საჩივარი

natia   11:34:56 2014-03-09  უპასუხე   
ვაკე საბურთალოს კუთხეში კერძოდ ყაზბეგის 24 ნომერში მდებარე სუპერმარკეტ სახალხოში იყიდება კარაქი რომელსაც ვად ჯერ არ გასვლია გადის 3 თვეში მაგრამ უკვე გაფუჭებულია მეგლეს კარაქი.
თამარ, CSRDG   17:22:20 2014-03-10  უპასუხე   
ნათია თქვენი საჩივრის შემოწმება ჯერჯერობით ვერ შევძელით, რადგან თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე ყაზბეგის 24, არის მხოლოდ მაღაზია "რენი" . სახალხო მარკეტი ვერ ვნახეთ. ვიყავით ვაკესი მდებარე ყაზბეგის ქუჩაზე და მსგავსი მარკეტი ვერც იქ აღმოვაჩინეთ. იქნებ უფრო დაგვიკონკრეტოთ მაღაზიის მისამართი და დასახელება
natia   19:08:58 2014-03-10  უპასუხე   
ის სუპერმარკეტია სახალხო ყაზბეგის 24 ა. ყოფილი პოპულის მაღაზია. ყაზბეგის და თამარშვილის კუთხეში.
თამარ, CSRDG   12:02:00 2014-03-10  უპასუხე   
ვნახავთ ნათია

moris   13:35:54 2014-03-06  უპასუხე   
მაინტერესებს თუ გაქვთ ინფორმაცია გურიელის ჩაისთან დაკავშირებით. სუფთა ქართული პროდუქტია, თუ როგორც ბევრი სხვა უბრალოდ აქ აფასოებენ?
მარიკა   04:05:13 2014-03-15  უპასუხე   
მე რამდენადაც ვიცი, სანდო წყაროზე დაყრდნობით, გრიელში ერთი გრამი ქართული ჩაი არ არის, ირანიდან შემოტანილი იაფფასიანი ჩაია, თუ მომხმარებელი.გე გადაამოწმებს ამ ინფორმაციას კარგი იქნება
თამარ, CSRDG   12:26:53 2014-03-26  უპასუხე   
ამ ფაქტის გადამომწბეა ჩვენ სამწუხაროდ არ შეგვიძლია. ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება ფირმა გურიელის დოკუმენტებთან. ლაბორატორიულად ვერავინ დაადგენს ჩაი ქართულია თუ ირანული
Moris   18:32:27 2014-03-24  უპასუხე   
კიი თავიდან მეც ქართული მეგონა, მაგრამ ჩემს ყურსაც მოსწვდა ეგ ამბავი, რომ იტყუებიან და რეალურად იგივე ნაგავია, რაც სხვა და ქართულის ნასახი არ ურევია შიგნით და ამიტომ დავინტერესდი. არადა ქართულ ჩაის რა სჯობია.
თამარ, CSRDG   12:27:45 2014-03-26  უპასუხე   
ამ ფაქტის გადამომწბეა ჩვენ სამწუხაროდ არ შეგვიძლია. ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება ფირმა გურიელის დოკუმენტებთან. ლაბორატორიულად ვერავინ დაადგენს ჩაი ქართულია თუ ირანული

Aleko   13:01:28 2014-03-05  უპასუხე   
წერეთლის გამზირზე N55-ში II-ე კორპუსში, მაღაზია:ორ ნაბიჯში ყიდიან ზოგიერთ ვადაგასულ პროდუქტს, მაგალითან გაროხის კონსერვს, კარგი იქნება თუ შეამოწმებენ, ვისაც ევალება ეგ საქმე.
თამარ, CSRDG   10:13:55 2014-03-07  უპასუხე   
ალეკო ვიყავით გუშინ თქვენს მიერ მითითებულ მაღაზიაში, დავათვალიერეთ დახლზე არსებული ყველა ბარდას კონსერვის ქილა და ვადაგასული არცერთი არ აღმოჩნდა, ზოგიერთ მათგანს შეფუთვაზე მითითებული აქვს 2013 წელი (რომელიღაც თვე), რომელიც გამოშვების ვადაა რადგან შეფუთვაზე ასევე წერია რომ ვარგისია გმოშვებიდან 24 თვის განმავლობაში. დავათვალიერეთ სხვა დაფასოებული პროდუქციაც და ვადაგასული ვერაფერი აღმოვაჩინეთ. როცა ნახავთ ვადაგასულ პროდუქტს მაშინვე გვაცნობეთ, რომ ჩვენც იმავე დღეს მოვახდინოთ რეაგირება და თევქნი საჩივრის შემოწმება
თამარ, CSRDG   11:48:57 2014-03-06  უპასუხე   
შევამოწმებთ ალეკო

shezari   16:01:15 2014-03-02  უპასუხე   
ყველაფერზე ს.სააგენტოში გვამისამართებთ,აბა თქვენ რას აკეთებთ????
თამარ, CSRDG   11:52:49 2014-03-04  უპასუხე   
ჩვენ შეგვიძლია, როგორც რიგითმა მომხარებელმა შევიძინოთ მომხარებლის მიერ მითითებული პროდუქტი და შევამოწმოთ აკრედიტირებულ ლაბორატორიაში, შედეგების შესახებ შემდგომი რეაგირებისათვის უნდა ვაცნობოთ სურსათი სეროვნულ სააგენტოს, რომელიც არის სასურსათო სფეროში მაკონტროლებელი ორგანო. მას აქვს უფლება და ვერავინ დაუშლის ნებისმიერი საწარმოს (მაღაზია, რესტორნის სამზარეულო, საწყობი) ტერიტორიაზე შესვლას და იქ არსებული როგორც სანიტარიულ ჰიგიენულრი პირობების შემოწმება, ასევე ადგილზე არსებული დასაწყობებული თუ გამზადებული სურსათის ნიმუშების აღება და შემოწმება. ჩვენ ეს უფლებები არ გვაქვს და ამიტომ ვამისამართებთ მომხარებლებს სურსათის ეროვნულ სააგენტოში, რომ პრობლემა უყურადღებოდ არ დარჩეს და მოგვარდეს

givi   18:56:55 2014-02-22  უპასუხე   
ნავთლუღის ძველ ბაზარში(დირექტორი ოთურიძე) ტუალეტის ეზოში სიბინძურეში ინახება კასრებში -მწნილები.გთხოვთ შეამოწმოთ ტვ.თAნხლებით
თამარ, CSRDG   09:23:04 2014-02-23  უპასუხე   
გივი მიმართეთ სურსათის ეროვნულ სააგენტოს 2919167, ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაცია ვართ და კასრების შესამოწმებლად არავინ მიგვიშებს

lali   18:25:02 2014-02-22  უპასუხე   
დეზერტირის ბაზრის წინ იყიდება შეუმოწმებელი ქათმები.არავინ არ აქცევს ყურადღებას.ხალხი კი იწამლება.არავინ არ ისჯება-რატომ???
თამარ, CSRDG   08:53:52 2014-02-23  უპასუხე   
ლალი მიმართეთ სურსათის ეროვნულ სააგენტოს ნომერზე 2919167

maia   21:59:29 2014-02-21  უპასუხე   
მაინტერესებს კინდერის ნაწარმზე არის ტუ არა გენმოდიფიცირებული
თამარ, CSRDG   09:19:39 2014-02-23  უპასუხე   
მაია ჩვენ არ შეგვიმოწმებია კინდერის ნაწარმი. წაიკითხეთ შეფუთვაზე უნდა ეწეროს შეიცავს თუ არა გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს

ლალი   23:05:41 2014-02-17  უპასუხე   
"შხეფის" სასმელი, რომელსაც ბურახი კი აწერია, სახლში მოტანის შემდეგ წავიკითხე შემადგენლობა, სადაც ბურახის არომატიზატორია. აქვთ თუ არა უფლება სასმელს დააწერონ ბურახი, რომელიც სულაც არაა ბურახი და სინამდვილეში გაზიანი სასმელია ბურახის არომატიზატორით? აქვთ თუ არა უფლება, რომ უკან არ დაიბრუნონ? შევიძინე "ნიკორა"-ში
თამარ,CSRDG   15:43:42 2014-02-18  უპასუხე   
ლალი, სამწუხარო რეალობაა საქართველოში ის ფაქტი, რომ მეწარმეს თავისი საწარმოო სტანდარტით შეუძლია პროდუქტის დამზადება. მთAვარია, რომ ეტიკეტზე მითითებული აქვს რისგანაა დამზადებული ეს პროდუქტი. მაღაზიას გაფუჭებული, ვადაგასული პროდუქტის უკან დაბრუნების ვალდებულება აქვს. ამ შემთხვევაში მაღაზიას პროდუქტის უკან Dაბრუნებას ვერ მოსთხოვთ სამწუხაროდ
ლალი   16:52:30 2014-02-18  უპასუხე   
დიდი მადლობა, გასაგებია! გამოდის, რომ შემიძლია წყალი შევღებო თეთრად და დავარქვა რძე? მთავარია შემადგენლობაში მივუთითო რომ წყალია? ხვალვე გავხსნი რძის ქარხანას:)))

Gura   13:51:40 2014-02-17  უპასუხე   
მოგესალმებით. ძალიან გთხოვთ შეამოწმოთ წონის კარაქი (82%-იანი, ფასი 9 ლარი), რომელიც იყიდება გლდანში მდებარე ,,ვარძიის მონასტრის,, მარაზიაში. ძირითადად იქ ვყიდულობ და მაინტერესებს ნამდვილად კარაქია თუ არა. და კიდევ მაინტერესებს, პატარა ბავშვს ვაძლევ ,,სანტინოს,, ხაჭოს ჯემით, თუ გაქვთ ინფორმაცია, რამდენად ჯანსაღი პროდუქტია? წინასწარ გმადლობთ.
თამარ, CSRDG   15:04:08 2014-02-17  უპასუხე   
გურა, ჩვენი ინფორმაციით, ერთადერთი პროდუქტი სანტეს ფირმის, რომელსაც ჯემი აქვს შერეული, არის სანტისიმოს დესერტი სხვადასხვა ხილის ჯემებით. თუ ამ პროდუქტს გულისხმობთ, მის შემადგენლობასი მეწარმეს კანონის დაცვით მითითებული აქვს მცენარეული ცხიმი. ამიტომ ეს პროდუქტი მავნე შეიძლება არ იყოს თუმცა რძის პროდუქტი ნამდვილად არ არის. რაც შეეხება ვარძიის მონასტრის კარაქს შევამოწმეთ, ოღონდ მოგვწერეთ როგორ შეფუთვაში იყიდება, რომ ზუსტად ის პროდუქტი ვიყიდოთ რაც თქვენ გაინტერესებთ
Gura   17:58:19 2014-02-17  უპასუხე   
კარაქი არის დაჭრილი, ცელოფანში. იქ მხოლოდ ერთი სახეობის კარაქი აქვთ. (მაღაზია დაკეტილი თუ დაგხვდათ, გამყიდველი გვერდითა მაგაზიაში იკითხეთ).
Gura   18:58:27 2014-03-06  უპასუხე   
თუ ჯერ არ შეგიძენიათ კარაკი, მისამართი დავაზუსტე, არის ხიზანიშვილის N43 "რძის პროდუქტები" . ასევე მაინტერესებს, რამდენად არის შესაძლებელი ბანანის შემოწმება, თუ რამდენად ჯანსაღია?
თამარ, CSRDG   10:02:41 2014-03-07  უპასუხე   
გურა კარაქი ჯერ არ შეგვიძენია და იმ კვირაში ვგეგმავთ ამ შესყიდვას. რაც შეეხება ბანანს შემოწმებული გვაქვს ნიტრატების შემცველობაზე და ნორმაში აღმოძჩნდა. სხვა პარამეტრებს ლაბორატორია არ გვიმოწმებს. ერთადერთი შესაძლებელია გმო ანალიზის ჩატარება, თუმცა ანალიზი იმდენად ძვირი ჯდება (450 ლარი ერთი პროდუქტი), რომ ყველა პროდუქტს ვერ შევამოწმებთ სამწუხაროდ. ბანანზე ადრეც იყო საჩივარი და ჩანიშნული გვაქვს. თუ შემოწმდება აუცილებლად გამოქვეყნდება შედეგები
Gtabatadze15@gmail.com   00:14:15 2014-03-11  უპასუხე   
დიდი მადლობა. სულმოუთმენლად ველოდები პასუხს :-))...
gura   14:03:09 2014-04-03  უპასუხე   
დიდი ბოდიში რომ გაწუხებთ, მაგრამ ხომ არ შეგისყიდიათ კარაქი?
თამარ, CSRDG   12:28:04 2014-04-04  უპასუხე   
კი შევიძინეთ შევამოწმეთ და არ აღმოჩნდა ნატურალური კარაქი, რძის ცხიმის შემცველობა 0%
gura   00:40:52 2014-04-05  უპასუხე   
ძალიან დიდი მადლობა...... :-(

ლია   15:11:03 2014-02-15  უპასუხე   
გლდანის I მიკროში არსებულ სუპერმარკეტში "ვაუ" შევიძინე ხიზილალა "Икра лососевая горбуши Кремлёвский стандарт " რომ გავხსენი აღმოჩნდა ძალიან თხელი, ფაქტიურად გადავუწურე სითხე, გემოც დიდად არ იყო გემრიელი, მეორე დღეს დამეწყო ინტოქსიკაციის მოვლენები, თუმცა დავაბრალე სხვა ფაქტორს, დღეს ისევ გავსინჯე და ჭამის დროს აღმოვაჩინე დაახლოებით 1-2 სმ-ის მახვილა ჭია, ძალიან ცუდად გავხდი, რა პარაზიტით შეიძლება იყოს დაბინძურებული,რამდენად საშიშია ადამიანისთვის


თამარ, CSRDG   14:56:50 2014-02-17  უპასუხე   
ლია არც ხიზილალაში და არცერთ საკვებ პროდუქტსი ჭია არ უნდა იყოს. ჭიის არსებობა პროდუქტის დაბინძურებას ნიშნავს. რადგან ხიზილალა ვაკუუმ შეფუთვაში იყო, მისი დაბინძურება დამზადების პერიოდში მოხდა. გახსნის სემდეგ პროდუქტში წიის გაჩენა გამორიცხულია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ხიზილალა მაცივარში ინახება და მაცივრის ტემპერატურაზე შეუძლებელია ჭიის გაჩენა. ამიტომ საკვებად ეს პროდუქტი ვარგისი ვერ იქნება. ლია იქნება დაგვიწეროთ გამოშვების და ვარგისიანობის ვადა რა აქვს ამ პროდუქტს და როდის შეიძინეთ
ლია   19:39:50 2014-02-25  უპასუხე   
შევიძინე შვიდ თებერვალს, ხიზილალა მინის ქილაში გადავიტანე და კოლოფი გადავაგდე, 2013 წლის ივლისში იყო დამზადებული, ვადიანი იყო

sopho   20:56:39 2014-02-06  უპასუხე   
გამარჯობათ, ძალიან გთხოვთ შეამოწმოთ (თუ უკვე შემოწმებულია პასუხი მომწეროთ) ,,შირაქის ეკო პროდუქტების" ასაწონი ხაჭო და ,,ბიო-ბიო"-ს გაყინული ქათამი. ხაჭოს ძირითადად ვყიდულობ თემქაზე ,,უნივერსამის" და პოლიციის მოპირდაპირე მხარეს არსებულ შირაქის პროდუქტების ჟიხურში. დიდი მადლობა წინასწარ
თამარ, CSRDG   10:31:03 2014-02-07  უპასუხე   
სოფო შემოწმება რა პარამეტრზე გაინტერესებთ?

ნინა   16:36:45 2014-02-05  უპასუხე   
დოლიძის ქუჩაზე არის წნორის რძის პროდუქტების მაღაზია. გვაინტერესებს მართლა რძისგან მზადდება მათი პროდუქცია? მაღაზიაში უსიამოვნო სუნია.
სოფო   22:49:25 2014-02-05  უპასუხე   
კი,ნუცუბიძის ქუჩაზეც მასეა,საზიზღრობაა,მაგათ სულგუნში თმები იყო..

ლევანი   15:44:49 2014-01-31  უპასუხე   
27 იანვარს "კარფურში" ვიყიდე კარტოფილი(ასაწონი). სახლში მოტანის შემდეგ
გამზომე ნიტრატ-ტესტერით კარტოფილში ნიტრატების შემცველობა. ტესტერმა მიჩვენა ნიტრატების საშიში კონცენტრაცია 400მგ/კგ(ნორმა არაუმეტეს 250მგ/კგ.
თამარ, CSRDG   17:17:48 2014-01-31  უპასუხე   
ლევან ზუსატად მიგვითითეთ რომელ კარფურში იყიდეთ და რომელი კარტოფილი, იგივე პროდუქტის შეძენა და შემოწმება რომ მოვახერხოთ
ლევანი   19:37:49 2014-02-03  უპასუხე   
აღმაშენებლის ხეივანში.
ფასი 1,60 ლარი.

ნესტანი   14:12:02 2014-01-29  უპასუხე   
ასაწონ პროდუქციაზე ეტიკეტის დატანა როგორ ხდება?
მაგალითად ყუთში მაქვს ასაწონი პროდუქცია და წონით ვყიდი. ცალკე პარკში აწონილს უნდა დაეკროს ეტკეტი?
თამარ, CSRDG   16:39:31 2014-01-29  უპასუხე   
დახლზე, სადაც ასაწონი პროდუქციაა გასაყიდად დაწყობილი, პროდუქტის წინ უნდა მიეკრას პროდუქტის შესახებ ინფორმაცია

Nata   18:15:07 2014-01-26  უპასუხე   
ორთაჭალის თაღლაურაში ხინკალში მჟავე ხორცი იყო , დაგემოვნებაც არ დაგჭირდებოდათ სუნზე ეტყობოდა რა ხორციც იყო ჩადებული.ადმინისტრაციამ უარყო რათქმაუნდა დღეს 1000 ხინკალი გავყიდეთ და რას ამბობთ ყველა კმაყოფილიაო. ცხადია იქ სადაც რაოდენობაზე არიან ორიენტირებული ხარისხს არავინ აკონტროლებს ... ამ მიმართულებით კვების ობიექტები უნდა გაკონტროლდნენ.
თამარ, CSRDG   12:09:35 2014-01-27  უპასუხე   
ნატა ძალიან კარგი იქნება თუ სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიმართავთ ამ საჩივრით. ჩვენგან განსხვავებით მათ აქვთ რესტორნის სამზარეულოში შესვლის და შემოწმების უფლება. მათი ცხელი ხაზის ნომერია 2919167

tamuna   13:57:07 2014-01-25  უპასუხე   
გუშინ გუდვილში შევიძინე ქათმის ცეზარი, მეორე ლუკმიდან ცოცხალი მატლი ამოიკლაკნა...


თამარ, CSRDG   12:07:56 2014-01-27  უპასუხე   
თამუნა, სავარაუდოდ გუდვილში იმავე პარტიის სალათი აღარ იქნება. თუმცა მაინც შევამოწმებთ ამ პროდუქტს. მოგვწერეთ რომელ გუდვილში იყიდეთ სალათი

ქეთა   21:51:22 2014-01-24  უპასუხე   
დღეს ნიკორაში ლამის ვიყიდე 2 თვის ვადაგასული სევენ დეისი... ბავშვისთვის ვყიდულობდი რომ ეჭამა ვინ აგებდა პასუხს ? გაფიქრებაც არ მინდა.. ამიხსენით ერთი როგორ არ ცხვენია ამ კომპანიას რომ ყიდის ვადაგასულ პროდუქციას და თან სხვებზე უფრო ძვირად ასაღებს ყველაფერს. თუ შეიძლება შეამოწმეთ დიდუბის ნიკორები. მოგვწამლეს ამ მაღაზიებმა, მთლად დაკარგეს ნამუსი, ესეგი ჩვენ უნდა ვიაროთ მაღაზიებში და ყველაფერს ვადები ვუმოწმოთ ? აგლაძის მაღაზიაზე მაქ კონკრეტულად საუბარი, მენეჯერს რომ ვუთხარი, ყურიც არ შეიბრტყა კიდევ აქეთ გამომლანძღა.
თამარ, CSRDG   10:42:21 2014-01-28  უპასუხე   
ქეთი გუშინ ვიყავით მისულები აგლაძის ქუჩაზე მდებარე ნიკორას საფირმო მარაზიაში და ვადაგასული 7 დეისი არარ იყო გაყიდვაში. როგორც ჩანს, თქვენმა საჩივარმა შედეგი გამოიღო და დახლიდან აიღეს ვადაგასული პროდუქტი. მადლობა თქვენ რომ ასეთი აქტიური ხართ
თამარ, CSRDG   12:05:19 2014-01-27  უპასუხე   
ქეთა აუცილებლად შევამოწმებთ აგლაძის ქუჩაზე მდებარე ნიკორას მაღაზიას

nato   19:02:56 2014-01-24  უპასუხე   
გამარჯობა. მაინტერესებს შემოწმებული გაქვთ თუ არა გაყიდვაში არსებული შავი პური (ჭვავის, რუხი და ა.შ). ექიმმა დამინიშნა შავი პური, და აქვს საერთოდ აზრი ამ პურების ჭამას თუ უფრო ვიწამლავ თავს?
თამარ, CSRDG   12:03:47 2014-01-27  უპასუხე   
ნატო ტქვენ ალბათ გულისხმობთ ჭვავის პური არის თუ არა მართლა ჭვავისგან დამზადებული? სამწუხაროდ ამ ანალიზს ვერ გვიკეთებენ ლაბორატორიები და შავი პური მართლაც ფქვილის დამსახურებაა თუ საღებავის, ამ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს
giorgi   23:46:40 2014-02-04  უპასუხე   
სამწუხაროდ არ არის ფქვილისგან ღებავენ ეგრეტწოდებულ ალაოს ურევენ რომელიც იხსნება ცყალსჰი და კაკაოსავითაა და მაგით აძლევენ მუქ შეფერილობას

მარი   15:19:12 2014-01-23  უპასუხე   
ძალიან კარგი საიტია და უამრავი სასარგებლო ინფორმაცია მივიღე იქნებ სანდორას წვენების შემცველობაც შეგემოწმებინატ რამდენად შეესაბამება ეტიკეტზე მოცემულს და ნატახტარის ლიმონათი მსხლის
თამარ, CSRDG   10:28:06 2014-01-24  უპასუხე   
მარი წვენების შესამოწმბლად ჯერ ლაბორატორია ვერ მოვიძიეთ ვერც საქართველოში და ვერც საზღვარგარეთ. კვლავ ვეძებთ და აუცილებლად შევამოწმებთ

მაია   11:12:10 2014-01-21  უპასუხე   
დიდი მადლობა ყურადღებისთვის. სამწუხაროა მაგრამ რას ვიზავთ... კიდევ ერთი თხოვნა მექნება თქვენთან. თუ შეიძლება მოგვწერეთ სია იმ კარაქებისა რომელიც შეიძლება რომ პატარას ვაჩამოთ. ამასწინად სადღაც წავიკითხე, რომ თუ კარაქს ცხიმიანობა 85% დაბალი აქ ის არაა ნამდვილი? და კიდევ ერთი წელი რომ ინახება კარაქი იმის ჩამა რამდენად რეკომენდირებულია?
ლია, CSRDG   12:26:00 2014-01-21  უპასუხე   
კარაქის ცხიმოვნობის მის "სინამდვილესთან" კავშირი არ აქვს. საბჭოთა კავშირში 72,5%-იანი ცხიმოვნობის პროდუქტსაც კარაქი ერქვა და 83% ცხიმოვნობისასაც. ეროკავშირში კარაქი მხოლოდ იმ პროდუქტს ჰქვია, რომლის ცხიმოვნობა 80%-ა და ეს ცხიმი მთლიანად რძის ცხიმია. უფრო დაბალი ცხიმიანობის პროდუქტს რძის პროდუქტების სპრედი ქვია (dairy spread). თუმცა ორივე ნამდვილია.

კარაქების "სინამდვილის" დასადგენად გირჩევთ არა ცხიმიანობით, არამედ მათ ცხიმში რძის ცხიმის შემცველობით იხელმძღვანელოთ და შეეცადოთ პატარას სპრედი არ აჭამოთ. შესაბამისი გაზომვები კარაქებში ჩვენს მიერ ბოლოს 1 წლის წინ ჩატარდა (იხ. შემოწმების შედეგები)

Dato Koxtashvili   01:17:25 2014-01-21  უპასუხე   
მანანა მცირედ შესწორებას შევიტან, მონიტორინგის სამსახურმა ვადების გარდა შეამოწმა პროდუქტის ხარისხი და შენახვის პირობები. ჩვენი ბრენდირებული რძის პროდუქტებიც შემოწმდა, და როგორც თქვენს მიერ უკვე ითქვა არანაირი დარღვევა არ აღმოჩენილა.
p.s პირადად მე ვყიდულობ "ნუგეშის" ბრენდირებულ არაჟანსა და ხაჭოს და მსგავსი ფაქტი (ფერი რომ ქონდეს გადასული) არ შემხვედრია.

erekle   23:13:05 2014-01-19  უპასუხე   
დღეს ვიყიდე დიდი დიღმის გუდვილში ლუდი ნატახტარი თუნუქის ქილით 0,5 ლიტრიანი, რომლებიც აწყვია სალაროებთან. სამწუხაროდ თარიღს დავხედე მხოლოდ სახლში მოტანის და დალევის შემდეგ და აღმოჩნდა თითქმის წელიწადნახევრის ვადაგასული. ჩამოსხმის თარიღი მითითებულია 17.07.12 და შენახვის ვადა აწერია 180 დღე. ანუ ვადა აქვს გასული 2012 წლის 17 ოქტომბერს და დღეს 2014 წლის 19 იანვარია.


თამარ, CSRDG   17:45:36 2014-01-20  უპასუხე   
შევამოწმებთ ერეკლე, მადლობა ინფორმაციისათვის
erekle   11:10:24 2014-01-20  უპასუხე   
ბოდიშს ვიხდი, შემეშალა, 180 დღე 3 თვედ ჩავთვალე, 6 თვეა, მაგრამ ერთი წლის ვადაგასული მაინც არის.

მანანა   21:43:25 2014-01-17  უპასუხე   
გამარჯობა. ამას წინათ ინფორმაცია გადაიცა, რომ "ნუგეშის" მაღაზიებში არ აღმოჩნდა ვადაგასული რძის პროდუქტები, მაგრამ ხომ არ დაინტერესდებით, რომ შეამოწმოთ, უსხიმო ხაჭო, რომელიც რატომღაც :ნუგეშის" ქაღალდშია გახვეული და გახსნისას დაინახავთ, რომ ნებისნიერ ნიმუშზე გადასულია ის ბორდოსფერი საღებავი, რითაც შეფერილია თვით შესაფუთი ქაღალდი. რა მნიშვნელობა აქვს სიძველე მოგწამლავს, თუ საღებავი. მაქვს მეორე შეკითხვაც, ვითვლი კილოკალორიებს დას ამიტომ ჩემთვის მნიშვნელოვანია პროდუქტზე დატანილი ინფორმაციის სისწორე. ვიძენ "იფქლის" ჭვავის პურს, რომელსაც აწერია მთელ ქართულ ბაზარზე წარმოებული პურპროდუქტებში ყველაზე დაბალი ციფრი - 159, 100 გრ. პროდუქტზე. შეგიძლიათ გადაამოწმოთ ამ ინფორმაციის სისწორე? წინასწარ გიხდით მადლობას და გულწრფელად მახარებს თქვენი, ფრიად საჭირო სამსახურის არსებობა.
Dato Koxtashvili   01:18:53 2014-01-21  უპასუხე   
მანანა მცირედ შესწორებას შევიტან, მონიტორინგის სამსახურმა ვადების გარდა შეამოწმა პროდუქტის ხარისხი და შენახვის პირობები. ჩვენი ბრენდირებული რძის პროდუქტებიც შემოწმდა, და როგორც თქვენს მიერ უკვე ითქვა არანაირი დარღვევა არ აღმოჩენილა.
p.s პირადად მე ვყიდულობ "ნუგეშის" ბრენდირებულ არაჟანსა და ხაჭოს და მსგავსი ფაქტი (ფერი რომ ქონდეს გადასული) არ შემხვედრია.
თამარ, CSRDG   17:49:32 2014-01-20  უპასუხე   
მანანა ერთი კითხვა გვაქვს იფქლის პურთან დაკავშირებით. ტქვენს მიერ მითითებუყლი ციფრი 159, 100 გრამ პროდუქტში კალორიულობის მაჩვენებელია? გავარკვევთ კალორიულობის დათვლას თუ შესძლებენ ლაბორატორიები

მანანა   19:10:41 2014-01-14  უპასუხე   
2014წ.6 იანვარს ვიყიდე ,,ქარხნის ყველი ჭიჭინაძის ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში შპს ,,ძღაპარი,,, დაფასოებული წონა 0,322, ფასი 9.90, თანხა 3.19 გარეგნულად ნორმალურია, მაგრამ როდესაც სახლში გემო ვნახე, ვიგრძენი გაფუჭებული რძის გემო...არ ვიცი, შეიძლება კი ამის ჭამა?...რამდენიმე თვის წინ ისევ ასეთი შემთხვევა მქონდა იმავე მაღაზიაში ,მაშინ ის ყველი გადავაგდე... და ვიფიქრე, რომ აღარ ვიყიდი აქ ყველს, მაგრამ, აი,ვიყიდე და კვლავ ვიზარალე...შეიძლება მითხრათ, სად წავიღო ეს ყველი შესამოწმებლად, რატომ აქვს ასეთი ცუდი გემო, მე ხშირად ვყიდულობ სხვა მაღაზიებშიც ,,ქარხნის ყველს,, და ასეთი რამ არ შემხვედრია, გთხოვთ, რჩევით მაინც დამეხმარეთ...
თამარ, CSRDG   11:38:23 2014-01-15  უპასუხე   
მანანა ჩვენ შეგვიძლია გავარკვიოთ ლაბორატორიებში ანალიზს თუ გაგვიკეთებენ, შემდეგ შევიძინოთ თქვენს მიერ დასახელებული ყველი და შევამოწმოთ. თუ სურვილი გაქვთ თქვენ თვითონ შეგიძლიათ მიიტანოთ თქვენი ნაყიდი ყველი ლაბორატორიაში შესამოწმებლად, ოღონდ წინასწარ დარეკეთ და გაარკვიეთ ანალიზის შესახებ. ერთერთი ლაბორატორიის ნომერია 2144848 მულტიტესტი

maia   17:35:49 2014-01-14  უპასუხე   
მაქვს ინფორმაცია, რომ ნიკორას ქსელში, კერძოდ მარჯანიშვილის ფილიალში, კალმახი რომელსაც ხშირად ვყიდულობდი ჩემი 2 მცირეწლოვანი შვილისთვის რეცხავენ ჟელეში იმიტომ რომ მოაშორონ ის წებოვნება რაც თევზს უჩნდება ხოლმე დიდი ხნის დების შემდეგ. ძალიან შემაწუხა ამ ამბავმა და საერთოდ აღარაფერზე გული არ მიმდის მაგ მაგაზიაში არადა ხშირი მომხმარებელი ვიყავი ერთ დროს.
თამარ, CSRDG   17:49:49 2014-01-21  უპასუხე   
მაია ვაპირებთ კალმახის შემოწმებას, გვჭირდება მაღაზიის ზუსტი მისამართი, რადგან შესაძლოა რომ მარჯანიშვილზე რამდენიმე ნიკორას მაღაზია იქნება
თამარ, CSRDG   17:47:34 2014-01-20  უპასუხე   
მაია, უკაცრავად პასუხი რომ დაგიგვიანეთ. კვების ექსპერტთან გვქონდა კონსულტაცია შეიძლება თუ არა რაიმეს შემოწმება ამ შემთხვევაში. ის რომ ჟელეთი ირეცხება ვერ შემოწმდება. ერთადერთი შეგვიძლია კალმახი სიძველეზე შევამოწმოთ

აკაკი   14:02:03 2014-01-05  უპასუხე   
ინდ. მეწარმეებს არაფრის არ ეშინიათ.უეტიკეტო ნაწარმს უშვებენ.კაცმა არ იცის რა არის. ვინ დასჯის მათ,ან რატომ არ ისჯებიან. რატომ იგვიანებს კანონო. იმიტომ ხომ არა რომ პრეზერვატივების კანონში ცვლილებაა შესატანი???? გამეცით პასუხი !!!
თამარ, CSRDG   21:18:57 2014-01-05  უპასუხე   
აკაკი ან ჩვენ მოგვწერეთ რომელ მაღაზიაში და რა პროდუქტი იყიდება ეტიკეტის გარეშე ან სურსათის ეროვნულ სააგენტოს შეატყობინეთ ნომერზე 2919167

alexsi   13:51:59 2014-01-05  უპასუხე   
განუხითხაობაა

გიორგი   10:29:49 2013-12-29  უპასუხე   
ფქვილის ხარისხის მივაქციოთ ყურადღება, ბაზარზე არის მონოპოლიური მდგომარეობა და შესაბამისად მონოპოლისტს შემოაქვს დაბახარისხიანი საფურაჟე ხორბალი და ამისგან მიღებულ ფქვილს მივირთმევთ. საგანგაშო მდგომარეობაა ფქვილის ხარისხში !!!
თამარ, CSRDG   14:39:55 2014-01-01  უპასუხე   
გავარკვევტ რისი გაკეთება შეგვიძლია

Roman Samadashvili   22:17:20 2013-12-20  უპასუხე   
გამარჯობათ მოსკოვის პროსპექტზე მაღაზია ვეჯინში შევიძინე ნამცხვარი ნაპოლეონი რომელიც აღმოჩნდა ამჟავებული და ძველი გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება!!!!
თამარ, CSRDG   22:43:04 2013-12-22  უპასუხე   
რომან, როდის შეიძინეთ ნამცხვარი და როცა აღმოაჩინეთ რომ მჟავე იყო მიაკითხეთ თუ არა მაღაზიას?

გია ალავიძე   23:13:56 2013-12-15  უპასუხე   
სანკტ-პეტერბურგის ქუჩაზე ამ მარკეტში ფქვილი ვიყიდე რუსული? შეფუთული, სახლში ვნახეთ დაფორებული იყო, მივედი, მოვთხოვე დაბრუნება ან შეცვლა. უფროსს დაურეკეს - იმან განკარგულება მისცა არ გამოუცვალოთო და... ასეც მოხდა. შენახული მაქვს ის ფქვილი. ადვოკატს ვეძებ ვინც გამოცდილია მსგავს საქმეში. ჩემი ნომერია 555114271



nino   12:36:56 2013-12-13  უპასუხე   
მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ არსებობთ და გულისხმიერებას იჩენთ მოქალაქეების მიმართ. მაინტერესებს თუ გაქვთ ინფორმაცია ნორდიკის ფაფების შესახებ, რამდენად უსაფრთხოა და თუ შეიცავს ისინი გენმოდიფიცირებულ ნივთიერებებს, დიდი მადლობა.
თამარ, CSRDG   14:13:38 2013-12-13  უპასუხე   
ნინო ჩვენ გედნმოდიფიცირებული ნივთიერებების არსებობაზე არაფერი არ გვაქვს შემოწმებული. აცრეთი ლაბორატორია არ ამოწმებდა. ეხლა გაჩნდა ერთი ლაბორატორია რომელიც აპირებს ამ ანალიზების ჩატარებს. მოლაპარაკებები გვაქვს და სავარაუდოდ დავიწყებთ ამ ანალიზის გაკეთებასაც. რაც სეეხება ნორდიკის ფაფას - შეფუთვაზე წერია რომ არ შეიცავს გმო-ს

ნანა   15:09:53 2013-12-11  უპასუხე   
მარხვაა და თევზი შეამოწმოთ იქნებ რა? გოთუაზე რომ თევზის მაღაზიაა, შებოლილი თევზი იყიდება და შეიძლება ვენდოთ, თუ საშიშია?

nugzari   19:50:37 2013-11-15  უპასუხე   
კი საირმის წყალს ვგულისხმობდი და ასევე თუ შესაძლებელია ყველა მინერალური წყლის შემოწმება,ელემენტარულად ადამიანის ჯამრთელობისთვის მავნე ნივთიერებას ხომ არ შეიცავს რომელიმე,ასევე არაგაზირებული წყლებიც რომლებიც პეტ-ის ბოთლებით იყიდება და უშუალოდ ბავშვებისთვის ვიყენებთ.მადლობთ გულისხმიერებისათვის
თამარ, CSRDG   12:58:00 2013-11-18  უპასუხე   
რაც შეეხება "საირმეს" შევამოწმებთ დარიშხანის შემცველობაზე
თამარ, CSRDG   12:56:26 2013-11-18  უპასუხე   
ასევე შემოწმდა ბორჯომიც წინა წელს იხილეთ ბმული
თამარ, CSRDG   12:48:47 2013-11-18  უპასუხე   
ნუგზარ მინერალური წყაროს წყლები შემოწმებული გვაქვს წინა წელს იხილეთ ბმული

nugzari   12:11:03 2013-11-09  უპასუხე   
წინა კითხვაზე ხომ არაპერი მოგიძიებიათ ახალი ინფორმაცია?
თამარ, CSRDG   16:02:31 2013-11-11  უპასუხე   
რომელ წიუნა კითხვას გულისხმობთ ნუგზარ, საირმის წყალზე რომ მოგვწერეთ?

ნუგზარი   12:04:06 2013-11-09  უპასუხე   
შეგიძლიათ შეამოწმოთ მინერალური წყლების ხარისხი და გაგვაცნოთ? თუ ახლა არ შეგიძლიათ როდის შეძლებთ?
თამარ, CSRDG   16:01:28 2013-11-11  უპასუხე   
ნუგზარ რომელი მინერალური წყლის ხარისხი გაინტერესებთ და რას გულისხმობთ ხარისხში იქნებ დაგვიკონკრეტოთ რომ შევძლოთ თქვენს კითხვაზე ზუსტი პასუხის გაცემა

xatia   16:51:26 2013-11-07  უპასუხე   
გამარჯობათ ვაჯა ფშაველას 27 ქუჩაზე მაღაძია მინი მარკეტში ვიყიდე კიბორჩხალას ჩხირები რომ გავსინჯე სახლში საშინელი გემო ქონდა.შეგილიათG შეამოწმოთ ? და ასევე კოკაკოლაც?
თამარ, CSRDG   10:37:29 2013-11-08  უპასუხე   
ხატია სამწუხაროდ შემოწმებებს მხოლოდ ნოემბრის ბოლდან განვაახლებთ. მანამდე ეს ინფორმაცია სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიაწოდეთ ნომერზე 2919167

nugzari   13:21:30 2013-11-02  უპასუხე   
მინერალური წყალი საირმე რამდენად უსაფრთხოა?გავრცელდა ინფორმაცია რომ ის არ შეესაბამება სტანდარტებს და დარიშხანის მაღალი კონცენტრაციაა,გთხოვთ მიპასუხოთ
თამარ, CSRDG   10:44:33 2013-11-04  უპასუხე   
ბ-ნ ნუგზარ, ინფორმაცია რაც გავრცელდა იმ ერთ პარტია "საირმეს" ეხებოდა რომელიც საექსპორტოდ იყო განკუთვნილი და მასში დარიშხანის ნორმაზე 3-ჯერ მომატებული შემცველობა აღმოჩნდა. საქართველოში ბაზარზე გამოტანილ "საირმეში" რა მდგომარეობაა ამ კუთხით ჩვენ არ ვიცით რადგან არ შეგვიმოწმებია

Nika   22:00:13 2013-10-09  უპასუხე   
მოგესალმებით,
9.10.13-ში შევიძინეთ სანტეს "ფორთოხლის ნატურალური წვენი", ჭიქაში ჩამოსხმისთანავე ადვილად შესამჩნევი სპეციფიური, არასასიამოვნო, არაბუნებრივი სუნი იგრძნობოდა, გემო ქიმიური, თითქოს გაფუჭებული ფორთოხლის და ძველებური პიტნის კამფეტის ქიმიური გემოს ნაზავი.
შეფუთვა დაუზიანებელი იყო, ვადაც ნორმის ფარგლებში, კერძოდ კი დამზადებულია 24.09.13-ში და ვარგისია 24.09.14-მდე. გამომდინარე აქედან შეგნებულად არ ვწერ მარკეტის მისამართს, რადგან ვერ ვხედავ მათ ბრალეულობას.
გთხოვთ დაინტერესდეთ აღნიშნული შემთხვევით, მას შემდეგ რაც გადაჭრით ფინანსურ პრობლემებს.
ველი გამოხმაურებას და გისურვებთ წარმატებას
თამარ, CSRDG   12:13:47 2013-10-10  უპასუხე   
ჩავინიშნავთ ნიკა და შემოწმების განახლებისთანავე პროდუქტი შემოწმდება სიძველეზე და ორგანოლეპტიკურ მახასიათებლებზე

salome   20:54:13 2013-09-18  უპასუხე   
დღეს, ნიკორას სამგორის მაღაზიაში,ქეთევან წამებულის 91-ში ვიყიდე პელმენი ფანტაზია,რომელმაც მოხარშვისას გაუშვა ცუდი სუნი და გემოც აშკარად შეცვლილი აქვს. გთხოვთ შეამოწმოთ
თამარ, CSRDG   11:53:50 2013-09-19  უპასუხე   
სალომე, დროებითი ფინანსური შეფერხებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე შეჩერებული გვაქვს შემოწმებები. თქვენს საჩივარს ჩავინიშნავთ და როგორც კი დავიწყებდით გაზომვებს, მაშინ შევამოწმებთ. მაგრამ ვინაიდან მნიშვნელოვანია მყისიერი რეაგირება, კარგი იქნება თუ ამ საჩივრით სურსათის ეროვნულ სააგენტოსაც მიმართავთ. მათი საკონტაქტო ნომერია 2919167

მაკა   19:11:04 2013-09-13  უპასუხე   
გამარჯობა,

გუშინ "ნიკორას" მაღაზიაში, გორგასლის ქუჩაზე (ბილაინის ოფისის პირდაპირ) ვიყიდე მაიონეზი|"კალვე" (მსუბუქი, დაბალკალორიული, დიდი შეფუთვით). ჭამიდან დაახლოებით ერთ საათში გავხდი ცუდად, ძალიან ამტკივდა მუცელი და მეორე დღეა ცუდად ვარ. მაიონეზს არ აწერია საერთოდ ვადა, ჩემი ეჭვით, გადაშლილია საერთოდ. გთხოვთ, გადაამოწმოთ. მე მინდა მივიდე და მივუტანო, მაგრამ მაქსიმუმ ფული დავიბრუნო...
თამარ, CSRDG   12:55:20 2013-09-16  უპასუხე   
მაკა სამწუხაროდ ფინანსური პრობლემების გამო დროებით შეჩერებული გვაქვს შემოწმება. იქნება სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიმართოთ ამ საჩივრით ტელეფონზე 2919167 და ისინი დაგეხმარებიან. ბოდიშს გიხდით

manana   23:14:04 2013-09-03  უპასუხე   
გამარჯობათ, დღეს ვიყიდე ნაყინი ,, ლიდერი" ესკიმო. სამი ცალი ვიყიდე- ერთი ნაყინი ძალიან მწარე იყო. იქნებ გადამოწმებულ იქნეს ეს ნაყინი. ისედაც არ იმსახურებდა ნდობას და ძალიან იშვიათად ვყიდულობდი ამ ნაყინს და ამის შემდეგ საერთოდ აღარ ვიყიდი.
თამარ, CSRDG   11:43:47 2013-09-04  უპასუხე   
მანანა სამწუხაროდ ფინანსური პრობლემების გამო დროექბით შეჩერებული გვაქვს შემოწმება

მარი   09:54:04 2013-09-03  უპასუხე   
თამარ, დროებით არის შეჩერებული თუ აღარ შეამოწმებთ? ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ და არ უნდა შეწყდეს. გისურვებთ პრობლემების მოგვარებას.
თამარ, CSRDG   14:04:07 2013-09-03  უპასუხე   
მადლობა მარი კეთილი სურვილებისთვის. ნამდვილად დროებით არის შეჩერებული და აუცილებლად განახლდება უახლოეს მომავალში

მარი   10:44:59 2013-08-26  უპასუხე   
გთხოვთ, შეამოწმოთ ავლაბრის ტერიტორიაზე ”ვეჯინი”-ს მაღაზიაში ქათმის ფარში, რომელიც მხოლოდ ცელოფნის პარკშია გახვეულია და არაფერი აწერია.
თამარ, CSRDG   12:21:33 2013-08-26  უპასუხე   
მარი სამწუხაროდ ფინანსური პრობლემების გამო დროებით შეჩერებული გვაქვს შემოწმება

nino   15:21:32 2013-07-23  უპასუხე   
გამარჯობა,წლების განმავლობაში დავდიოდით მეც და ჩემი მეგობრებიც რუსთავში არსებულ ბარ-რესტორან "სავანეში".მაგრამ იმ ფაქტის მერე ყველას ვაფრთხილებ რო არამც და არამც არ შეადგან იქ ფეხი.მოხდა რა:მე და ჩემი დაქალმა შევუკვეთეთ ხინკალი,და სად იყო და სად არა გამოცოცდა ტარაკანა მაგიდაზე,საშუალო ზომის,გამოვშტერდიი:D სანამ ვბჭობდით რა გვექნა,ამასობაში მეორეც გამოძვრა საიდანღაც,ეს შედარებით მომცრო,ანუ გამოდის რო იქვე იჩეკებიან,ბუდე აქვთ.და ამ პატარამ დაიწყო ჩემი ჭიქის გარშემო სეირნობა,დავაფარე ჭიქა,რო მეთქი დასამტკიცებელი საბუთი მქონდეს,თუ არ დამიჯერა პერსონალმა.ოფიციანტმა ჩვენ რა ვქნათ,კი გვჯერაო,მაგრამ მენეჯერი არ იღებს ზომებსო.აღარც დაინტერესდნენ იმ დატყვევებული ტარაკნით,ვიცითო,გვჯერა რო ეგრე იქნებაო,პირველები არ ხართო:D გადავირიეეთ,შევედით მენეჯერთან,და ვეუბნები მეთქი ასე,ასე ტარაკნები დასეირნობენ ჩვენ მაგიდაზე და რამე იღონეთ მეთქი,მინიმუმ უნდა გაეოცებინა მაინც,ბოდიშის მოხდაზე აღარ მაქვს საერთოდ ლაპარაკი.და რას მეუბნება:მე რო მეუბნები,რა გიყო გენაცვალე,ჩვენც თავზე გვახტებიან იმდენნი არიანო,აი ზუსტად ეს სიტყვები.მეთქი როგორ შეიძლება ესე,რამე ქენით,დახურეთ ცოტა ხნით თუ კი იცით,ჩაუტარეთ ობიექტს დეზინფექცია.რამდენჯერ ჩავუტარეთ არ შველისო,აი ეს ნორმალური პასუხია ამხელა რესტორნის მენეჯერისგან,როგორ ფიქრობთ??არადა მომსახურე პერსონალი იფიცება ზომებს თვითონ უფროსობა არ იღებს ჩვენ რა შეგვიძლიაო.ეგ იყო დაახლ.წლინახევრის წინ.სამწუხაროს არსად არ განმიცხადებია,იმის მერე კიდევ ბევრისგან გავიგე რომ ისევ ეგეთი სიტუაციაა მანდ.ტარაკნების ბუდეე.და იქნებ არ ვიცი,შესაბამისმა ორგანოებმა გაუწიონ ამ ობიექტს კონტროლი,ძალიან გთხოვთ,ესაა კლიენტის დაცინვა და მეტი არაფერი.არ შედგათ სავანეში ფეხი ხალხოო!!
თამარ, CSRDG   23:05:35 2013-07-23  უპასუხე   
ნინო იქნებ სურსათის ეროვნულ სააგენტოში დარეკოთ და იმათ შეატყობინოთ ამ ფაქტის შესახებ. ეს საკითხი მათი კომპეტენციაა. სააგენტოს ნომერია 2919167. ძალიან გთხოვთ არ დაიზაროთ

ზურა   14:46:54 2013-07-22  უპასუხე   
გთხოვთ შეამოწმოთ ნუგეშის ქსელსი არსებული ქათმის ფილე, არც ენერგეტიკული ფასეულობა აწერია არც არაფერი
თამარ, CSRDG   23:59:27 2013-07-24  უპასუხე   
ზურა ქათამი ალბათ დაფასოებულია და მწარმოებელი თუ აწერია რა ფირმისაა?
და ნუგეშის რომელ მაღაზიაში შეიძინეთ პროდუტი?
ზურა   17:50:28 2013-07-25  უპასუხე   


food line georgia აწერია მხოლოდ მს დელისთან შევიძინე


davit kokhtashvili   2  22:35:18 2013-12-20  უპასუხე   
ჩვენს ქსელში არსებული ნებისმიერი ხარვეზის შესახებ შეგიძლიატ შეგვატყობინოთ ამ ლინკის გამოყენებით
მონიტორინგი

beso   16:48:51 2013-07-19  უპასუხე   
გთხოვთ შეამოწმოთ გუდვილის სავაჭრო ქსელში არსებული ქოქოსი რამდენად ვარგისია. ორჯერ ვიყიდე და ორივეჯერ გაფუჭებული აღმოჩნდა.
თამარ, CSRDG   12:28:38 2013-07-23  უპასუხე   
ბესო სამწუხაროდ ამ ეტაპზე ფინანსური შეფერხების გამო დროებით შემოწმებებს ვერ ვატარებთ, თუმცა ეს შეფერხება ძალიან მცირე პერიოდიანია და მალევე აღვადგენთ მომხარებლების საჩივრების საფუძველზე პროდუქტების შემოწმებას. თვენს საჩივარსაც ჩავინიშნავთ და აუცილებლად შევამოწმებთ

tamuna   12:27:13 2013-06-28  უპასუხე   
ქალბატონო ლია, თუ შეიძლება შეამოწმეთ სანტინოს მაწონი და ხაჭო,როგორც ქარხანა ირწმუნება,სანტინოს ყველა პპროდუქტი ნატურალურ რძეზეა ნამზადებული.წინასწარ დიდი მადლობა
თამარ, CSRDG   23:01:22 2013-07-23  უპასუხე   
თამუნა სამწუხაროდ საქართველოში აკრედიტირებული ლაბორატორიები ხაჭოში და რძეში ნატურალურობის დადგენას ვერ ახერხებენ და ამიტომ ვერ შევაამოწმეთ აქამდე ეს პროდუქტები

NINUCA   12:16:33 2013-06-20  უპასუხე   
მეგობრებო, განსაკუთრებით ჭამა–სმის მოყვარულნო :)) დაიმახსოვრეთ კვების ობიექტი – "შემოიხედე ლაღიძეზე" და არასდროს, არასდროს არ მიხვიდეთ!!! საჭმელები საშინლად უგემური, ხორცის პროდუქტები გაურკვეველი წარმომავლობის, მომსახურეობა 00000!!!!!!!!! მთელი იქ ყოფნის პერიოდში არავინ მოგაკითხვათ და არ დაინტერესდება ხომ არ გჭირდებათ რაიმე, ხომ არ გინდათ კიდევ შეუკვეთოთ დამატებით, ან იქნებ თეფშის გამოცვლა გინდათ... შეიძლება ათასჯერ მაინც დაგჭირდეთ იმის გამეორება რომ საშინლად უგემოვნო მუსიკა, რომელიც ბოლო ხმაზეა აწეული გამორთონ, ან უკეთეს შემთხვევაში რეპერტუარი შეცვალონ. და რაც ყველაზე მთავარია, თუ თქვენ გადაწყვეთ, ისარგებლოთ ფასდაკლების კოდით და ამ კოდს სტუმრობის ბოლოს ანგარიშის მოთხოვნისას წარუდგენთ , შეიძლება სერიოზულ სკანდალში გაეხვეთ, თუ თქვენც არ დათმობთ პოზიციას და თავს არ დააგოიმებინებთ. ფასდაკლების კოდის წინასწარი წარდგენას კი რა მნიშვნელობა აქვს, ამის ანალიზი თქვენთვის მომინდია :))))))))))))))

Eka Beradze   17:31:28 2013-06-11  უპასუხე   
სანტეს რძე ვიყიდე ნუცუბიძის მეორეში მაღაზია ”ბონანზა” . ბავშვს ცივად უყვარს და დალია სანამ ფაფისთვის ავადუღებდი, ავადუღე და აიჭრა, რაღაც უბედურება მოუვიდა გასქელდა და სუნი აუშვა... ბავშვს მუცელი ასტკივდა
თამარ, CSRDG   11:46:37 2013-06-12  უპასუხე   
ეკა ვადა თუ ჰქონდა რძეს გასული ხომ არ გინახიათ? თუ არ ქონდა გაული მაშინ შენახვის პირობები იყო დარღვეული

gvanca   11:56:52 2013-05-23  უპასუხე   
გაფრთხილდით!
ნუცუბიძისა და ასათიანის კუთხეში მდებარე კაფე "შინკოში" კატების თანდასწრებით აცხობენ ხაჭაპურებსა და ლობიანებს!



ხათო   09:54:25 2013-05-17  უპასუხე   
ძალიან მიყვარს ჟელიბონები :) მაგრამ ბოლო დროს სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ჟელიბონის ანტირეკლამამ შემაშინა.. ნუთუ მართლა ასეთი მავნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის?

Teo   19:01:51 2013-05-07  უპასუხე   
მოგესალმებით. ფილარმონიის მიწისქვეშა გადასასვლელით ხშირად ვსარგებლობთ მე და ჩემი შვილი, ისევე, როგორც იქვემდებარე სკოლის უამრავი სხვა ბავშვი. ვერის პარკის ამოსასვლელთან, მესამე-მეოთხე მაღაზიაში ყიდიან ჩამოსასხმელ ნაყინს, რომელსაც უცნაურად კარგი გემო აქვს, მაგრამ სულ მეშინია, რამდენად უსაფრთხოა ის ჯანმრთელობისთვის. მადლობელი დაგრჩებით მთელი 51 სკოლა და ვერის მაცხოვრებლები, თუკი შეამოწმებთ ამ ნაწინის შემცველობას.
თამარ, CSRDG   11:29:46 2013-05-08  უპასუხე   
თეო რომელი ფირმის ნაყინია იქნებ მოგვწეროთ
Teo   14:49:58 2013-05-13  უპასუხე   
უბრალოდ ჩამოსასხმელია, ფირმა არ აწერია. იქ ერთი ეგაა ჩამოსასხმელი
თამარ, CSRDG   11:28:05 2013-05-08  უპასუხე   
თეო ვგეგმავთ ჩამოსასხმელი ნაყინების შემოწმებას და თქვენს თხოვნასაც გავითვალისწინებთ

თამარი   09:22:03 2013-05-06  უპასუხე   
04.05.2013ში ფურშეტის(ქეთევან წამებულის 98) მაღაზიაში ფასდაკლება იყო ლასკას მაიონეზზე, რომელსაც ვადა ქონდა გასული 2011წელს. მე არ შემიძენია და არც არაფერი არ მითქვამს. მყიდველი თუ გაითვალისწინებს და ფასდაკლებით არ შეიძენს ვადის შეუმოწმებლად კარგი იქნება.
თამარ, CSRDG   12:58:12 2013-05-07  უპასუხე   
მადლობა თამარ ინფორმაციისთვის. იმედია მომხარებელი წიკითხავს თქვენს ინფორმაციას და გაითვალისწინებს

ნათია   21:32:16 2013-05-05  უპასუხე   
გამარჯობათ. დღეს გლდანის პირველ მიკროში მდებარე მაღაზიათა ქსელში "ვეჯინი" შევიძინე 2 "ალპენ გოლდი". შოკოლადის უკან მითითებული თარიღი ვერ გავარკვიე გამოშვებისაა თუ ბოლო ვადა, მაგრამ ფაქტი ერთია, შოკოლადი დამდნარი იყო და მწარე გემო ჰქონდა. ადრეც შევიძინე მანდ ქოქოსი და დამპალი აღმოჩნდა. გთხოვთ შეამოწმოთ აღნიშნულ მაღაზიაში განთავსებულ პრუდუქტთა ვარგისიანობა.


თამარ, CSRDG   12:56:00 2013-05-07  უპასუხე   
ნათია თქვენს მიერ გამოგზავნილ სურათზე მწვენე შეფუთვის შოკოლადს დამზადების თარიღი 01.02.13 აქვს მითითებული და ვარგისიანობა 01.11.13 ანუ შოკოლადი არ არის ვადაგასული. რაც შეეხება მეორე რძიან შოკოლადს აქ მხოლოდ ერთი თარიღია მითითებული, ხოლო წარწერები არ იკითხება რომ გავარკვიოთ დამზადების თარიღია მითითებული შეფუთვაზე თუ ვარგისიანობის ვადა. მაგრამ უცხოურ ნაწარმს როგორ წესი დამზადების თარიღი აწერია, ხოლო ვარგისიანობის ვადა მითითებული ტექსტში მაგ. ვარგისია 10 თვე, ან 12 თვე და იქვე შენახვის პირობებია მიწერილი. სავარაუდოდ ორივე შოკოლადი ვარგისია და ვადაგასული არ არის და თუ შოკოლადი დამდნარი და მწარე აღმოჩნდა ეს მაღაზიის ბრალი უნდა იყოს არასწორი შენახვის პირობების გამო. შოკოლადი მაცივარში არ ინახება თუმცა აუცილებელია ტემპერატურის რეჟიმის დაცვა რომ არ დადნეს და არ გაფუჭდეს. არასწორი შენახვის პირობები პროდუქტის ვარგისიანობის ვადას ამცირებს

kato   14:05:47 2013-05-05  უპასუხე   
ნაძალადევის რ-ში (ე.წ. "პატარა ბაზართან") მდებარე მაღაზია "ორი ნაბიჯ"-ში შევიძინე შოკოლადი "სნიკერსი". ორჯერ სხვადასხვა დროს. ნებისმიერი პროდუქტის შეძენისას შეფუთვაზე მითითებულ ვადას ყოველთვის ვაქცევ ყურადღებას, ზემოაღნიშნული შოკოლადის შეძენის დროს მისი ვარგისიანობა განსაზღვრული იყო წლის ბოლომდე, თუმცა შიგნით მოთავსებულმა შოკოლადმა მოლოდინს გადააჭარბა. გიგზავნით სურათს.
თამარ, CSRDG   12:59:56 2013-05-07  უპასუხე   
კატო სურატი სამწუხაროდ არ ახლავს თქვენს კომენტარს თან.
kato   23:48:07 2013-05-16  უპასუხე   
იმედია ამჯერად აიტვირთება


kato   21:48:23 2013-05-12  უპასუხე   
გიგზავნით

მადლობა

nida   15:40:59 2013-04-27  უპასუხე   
ბარამბოს ჭიქის ნაყინის შემადგენლობაში წავიკითხე რომ შეიცავს E 407( კარაგინანი და მისი მარილები) რაც იწვევს ასთმას და სიმსივნეს ,რამდენად დასშვებია ეს მინარევი საკვებში

gvanca   09:12:06 2013-04-23  უპასუხე   
გაფრთხილდით! ნუცუბიძისა და ასათიანის კუთხაში მდებარე კაფეტერიაში "შინკო" კატების თანდასწრებით აცხობენ ხაჭაპურებსა და ლობიანებს!

Tika   16:17:49 2013-04-16  უპასუხე   
ვაჟა-ფშაველაზე ძეგლთან, პოპულის გვერდით, კუთხეში არის საცხობი, რომლის ფენოვანმა ხაჭაპურმაც მომწამლა. თან ყველა იმ პროდუქციიდან, რაც თაროებზე ელაგათ, ეს ხაჭაპური გამოიყურებოდა ყველაზე მიმზიდველად. პირველად ვნახე ასევე, რომ მიკოტალღურში ცელოფნით ათბობენ საკვებს.
თამარ, CSRDG   12:25:34 2013-04-19  უპასუხე   
თიკა, მსგავსი საჩივრები არაერთხელ შემოწულა ჩვენთან - ვგულისხმობ ქუჩის საცხობების პროდუქციას. მაგრამ შემოწმებით ვერ ვამოწმბთ ვინაიდან კვების ექსპერტის განმარტებით რთული შესამოწმებელია. მიკრობიოლოგია რომელმაც შეიძება მომხარებლის მოწამვლა გამოიწვიოს ვერ შემოწმდება რადგან პროდუქტი მაღალ ტემპერატურაზე ცხვება და მიკრობები ასეთ ტემპერატურაზე იღუპება. ქუჩის საცხობების პრობლემა ექსპერტის განმარტებით არის ცხიმი რომელშიც წვავენ პროდუქტს ან უმატებენ პროდუქტს. ამ ცხიმის შემოწმება სამწუხაროდ შეუძლებელია ჩვენთვის

Keti Diasamidze   14:35:02 2013-04-15  უპასუხე   
გამარჯობა :)
პოპულში ვიყიდე გურიელის მწვანე ჩაი, ძალიან არასასიამოვნო გემო და სუნი აქვს. გთხოვთ, შეამოწმოთ ეს პროდუქტი.. (არადა სხვა სახის ჩაი გურიელს ნამდვილად არა აქვს ცუდი.)
თამარ, CSRDG   14:34:59 2013-04-18  უპასუხე   
ქეთი ვესაუბრეთ კვების ექსპერტს თქვენს საჩივართან დაკავშირებით - გვაინტერსებდა რისი შემოწმებით დავადგენდით რატომ აქვს ჩაის არასასიამოვნო გემო. როგორც ექსპერტმა გვითხრა ჩაის არასასიამოვნო გემოს აძლევს ტექნოლოგიური პროცესის დარღვევა. რაც სრულებით არ ნიშნავს რომ ჩაის ფოთოლია უხარისხო. ამის შემოწმება ზოგადად შეუძლებელია. თუნდაც ჩაის საგემვნო თვისებების შემოწმება არ მოგვცემს არანაირ შედეგს.
ლია, CSRDG   17:47:20 2013-04-15  უპასუხე   
მაგ ჩაიში საღებავების არსებობა შემოწმდა. გემოსაც შევამოწმებინებთ.

qeti   22:02:17 2013-04-14  უპასუხე   
გთხოვთ შეამოწმოთ "ჩუდა"ს იოგურთები ვიყიდე რამოდენიმეჯერ და გაფუჭებული შემხდა ობიანი, თუმცა ვადა ჰქონდა
manana   23:20:44 2013-09-03  უპასუხე   
სხვათა შორის ობიანი იოგურტები მეც შემხვედრია და დავაბრუნე.
თამარ, CSRDG   11:44:50 2013-04-15  უპასუხე   
ესეთი დაობებული იოგურტები მაღაზიაში რომ მიიტანოთ, თუ შესყიდვის დამადასტურებელი ქვითარი გექნებათ უნდა გამოგიცვალონ
თამარ, CSRDG   11:44:11 2013-04-15  უპასუხე   
ქეთი, როგორც კვების ექსპერტმა განგვიმარტა ვადიანი იოგურტების დაობების მიზეზი შეიძლება გახდეს შეფუთვის ჰერმეტულობის დარღვევა. ძალიან ხშირია შემთვევა, როცა ოთხი ერთმანეთზე გადაბმული, ვადიანი იოგურტიდან ერთია ობიანი და დანარჩენი საღი.ჰერმეტულობის დარღვევა თვალით უხილავი შეიძლება იყოს. შეფუთვაზე გადაკრულ ქაღალდს უჩნდება ძალიან მცირე ზომის ბზარები. ჩვენ ასეთი საჩივრები მიგვიღია და შემოწმებისას ვერაფერი საეჭვო ვერ აღმოგვიჩენია

qeti   21:48:25 2013-04-14  უპასუხე   
გთხოვთ შეამოწმოთ ბათუმში ჯავახიშვილის ქუჩაზე მაღაზია აბსოლუტი სადაც სხვა პროდუქტებთან ერთად ადგილძე დამზადებული პოლუფაბრიკატები იყიდება. ვიყიდე სულთანსკები ხორციანი, ხორცი გაფუჭებული იყო
თამარ, CSRDG   11:45:30 2013-04-15  უპასუხე