ბოლო ცვლილებები

ავტომატური კომპენსაცია მომხმარებლებს
საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
პროდუქტი „იმერული“
სუნელების შემოწმება
სასმელი წყალი დიდუბიდან
კარფურში შეძენილი ტკბილეული
მომხმარებლის აზრი: სხვა საქონელი
მომხმარებლის აზრი: სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურება
მომხმარებლის აზრი: საზოგადოებრივი ტრანსპორტი
მომხმარებლის აზრი: დენი, გაზი, წყალი, დასუფთავება

ბაზრის სახელმწიფო ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი დაწესებულებები
განმარტებები, წესები, კანონმდებლობა,

ბაზრის ზედამხედველობა თანამედროვე სახელმწიფოს ერთ-ერთი აუცილებელი ატრიბუტია. ქვეყნის განვითარების დონე იმითაც შეიძლება გაიზომოს, თუ რამდენად ეფექტიანად ხორციელდება ბაზრის ზედამხედველობა სახელმწიფო ორგანოების მხრიდან. მიუხედავად იმისა, რომ საბაზრო ეკონომიკის პირობებში მოქმედი კონკურენცია თავისთავად აბალანსებს სხვადასხვა ბიზნესინტერესს და მომხმარებელს არჩევანის საშუალებას აძლევს, პრაქტიკამ დიდი ხანია აჩვენა, რომ მხოლოდ კონკურენციის იმედად ყოფნა არ არის საკმარისი. მეწარმეები იმასაც ახერხებენ, რომ თავად კონკურენციაც კი შეზღუდონ და იმასაც, რომ თავისი პროდუქციითა, თუ მომსახურებით ზიანი მოუტანონ მომხმარებლის ჯანმრთელობასა და ეკონომიკურ ინტერესებს. აქედან გამომდინარე, მსოფლიოს ყველა განვითარებული, ან გავითარებაზე პრეტენზიის მქონე ქვეყანა ცდილობს ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროს ეფექტიანი სახელმწიფო ზედამხედველობის სისტემა შექმნას და მუდმივად შეუსაბამოს იგი ცვალებად გარემოს.

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერით საქართველომ ვალდებულება აიღო ევროკავშირის წარმატებულ მოდელთან დაახლოებული ბაზარზე ზედამხედველობის სისტემა შეიმუშაოს. ეს მეტად ხანგრძლივი პროცესია და დღესდღეობით შეუძლებელია იმის თქმა, თუ როდის მოხდება მდგომარეობის საგრძნობი გაუმჯობესება.

მომხმარებლისათვის საინტერესო უნდა იყოს იმის ცოდნა თუ რომელ სფეროებში მოქმედებს 2017 წლისათვის სახელმწიფო ზედამხედველობა და რომელი უწყებები არიან ამ საქმიანობაზე პასუხისმგებელი. ამიტომაც წარმოგიდგენთ ქვემოთა ცხრილს.

აქვე იმასაც დავამატებთ, რომ ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოების კომპეტენციები და ზედამხედველობის ინტენსივობა განსხვავებულია. ამ უწყებების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მათ ვებგვერდებს ეწვიოთ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ზოგიერთ კომპეტენციას რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოები ახორციელებენ. 

ზედამხედველობის სფერო

დაწესებულება
ატრაქციონები

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო

 

ბაგა-ბაღები

მუნიციპალიტეტები

 

ბანკები, ფულადი გზავნილები

ეროვნული ბანკი

 

განათლების სერვისები

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

 

დაზღვევა

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური

 

დასუფთავება და კეთილმოწყობა (დასახლებების) მუნიციპალიტეტები
ენერგეტიკა (გაზი, ელექტროენერგია) და წყალმომარაგება 

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველით)

მუნიციპალიტეტები 

ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურები მუნიციპალიტეტები
ვაჭრობა

მუნიციპალიტეტები

 

კომუნიკაციები (ტელევიზია, რადიო, ტელეფონი, ინტერნეტი)

კომუნიკაციების ეროვნული კომისია (მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველით)

 

კონკურენცია (ყველა სფეროში)

კონკურენციის სააგენტო

 

ლიფტები, ესკალატორები, საბაგიროები

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო

 

მომხმარებლის მოტყუება, საქონლის ფალსიფიკაცია (ყველა სფეროში) ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური
მშენებლობა

მუნიციპალიტეტები

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო

საავტომობილო გზები

მუნიციპალიტეტები

საავტომობილო გზების დეპარტამენტი (საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო)

სახელმწიფო სერვისები (პირის, ან ქონების რეგისტრაცია, თუ სხვა)  თავად შესაბამისი სერვისების გამცემი საჯარო უწყებები
საჯარო საკუთრებაში არსებული დაწესებულებები (ვთქვათ, მუზეუმები, ბიბლიოთეკები და სხვა) 

      შესაბამისი საჯარო უწყებები და მათი საზედამხედველო ორგანოები (ასეთების არსებობის შემთხვევაში)

სურსათი (მათ შორის სასმელი წყალი)

სურსათის ეროვნული სააგენტო

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი

ტრანსპორტი
ჯანდაცვის სერვისები სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო 

2018 წლიდან დაგეგმილია ზედამხედველობის დაწყება: 

  • სამშენებლო მასალების სფეროში.
  • ბავშვების მოხმარებისათვის არარეზისტენტული სანთებელების ბაზარზე დაშვების საწინააღმდეგოდ.

მაკონტროლებელი ორგანო: ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო

2018-2022 წლებში უნდა დამტკიცდეს ნორმატიული ბაზა ზედამხედველობის განსახორციელებლად შემდეგ სფეროებში:

ზედამხედველობის სფერო ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი დაწესებულება
აირსაწვავზე მომუშავე მოწყობილობები ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო
არაავტომატური საწონი საშუალებები ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო
გაზომვის საშუალებები ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო
ელექტრომოწყობილობები ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო
პერსონალური დაცვის მოწყობილობები ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო
რკინიგზა არ არის განსაზღვრული
სათამაშოები ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო 
სამედიცინო მოწყობილობები ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო
სამოქალაქო მოხმარების ფეთქებადი ნივთიერებები ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო 
საფოსტო და საკურიერო მომსახურება  არ არის განსაზღვრული
საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობის ზოგადი პირობები არ არის განსაზღვრული
ტურისტული მომსახურება არ არის განსაზღვრული
ფინანსური ინსტიტუტები (ბანკებთან ერთად) არ არის განსაზღვრული

ზემოთ ჩამოთვლილ სფეროებში ზედამხედველობა უშუალოდ როდის დაიწყება ჯერჯერობით გაურკვეველია.

ასევე, უცნობია, თუ როდის შემუშავდება, ან გადამუშვდება ნორმატიული ბაზა ისეთ სფეროებში ზედამხედველობის განსახორციელებლად, როგორებიცაა, ვთქვათ, ტექსტილი, ავეჯი, ჰიგიენის საშუალებები, საკანცელარიო საქონელი, კოსმეტიკა და სხვა.

 

 

 

 










print version
16:19:05 2017-08-02

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge