ბოლო ცვლილებები

ავტომატური კომპენსაცია მომხმარებლებს
საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
პროდუქტი „იმერული“
სუნელების შემოწმება
სასმელი წყალი დიდუბიდან
კარფურში შეძენილი ტკბილეული
მომხმარებლის აზრი: სხვა საქონელი
მომხმარებლის აზრი: სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურება
მომხმარებლის აზრი: საზოგადოებრივი ტრანსპორტი
მომხმარებლის აზრი: დენი, გაზი, წყალი, დასუფთავება

მომხმარებლის აზრი: საჯარო დაწესებულებები

ბევრი საჯარო დაწესებულება ეწევა მოსახლეობის მომსახურებას: საჯარო რეესტრი, სამოქალაქო რეესტრი, მერია, გამგეობა, სამინისტროები მოქალაქის მოთხოვნის პასუხად გასცემენ ცნობებს, სხვა საბუთებს, ინფორმაციას. რამდენად ხარისხიანია ეს მომსახურება? რამდენად დაცულია მოქალაქის უფლებები?




print version
12:51:14 2011-09-20

კომენტარის დამატება

mari   14:09:19 2015-11-27  უპასუხე   
მაინტერესებს,შეიძლება? ხმელი ფოთლების დაწვა ეზოებში,დავიწამლეთ!!!!ავჭალაში,ლიბანის 14 ში მარი
თორნიკე   13:59:33 2016-08-23  უპასუხე   
არ შეიძლება, ჯარიმაა, პატრული წერს
teo   09:04:27 2015-12-02  უპასუხე   
Mec vici rom ar sheidzleba xmeli potlebis dawva, toqsikuri nivtiereba gamoiyopa.,iqneb gvitxrat martlac asea?

larisa   10:58:49 2015-11-14  უპასუხე   
დოლიძის ქ-ზე 2 წლოს წინ დაანგრიეს 61 სკოლა-ახლის აშენების მიზნით.მას მერე მიგდებულია და კაცი შვილი არაფერს არ აკეთებს,გვაი9ნტერესებს რა ხდება.რატომ არ მიმდინარეობს მშენებლობა???

ლალი   22:57:11 2015-06-21  უპასუხე   
რომელ საიტზე ვნახო ამონაწერი უძრავი ქონების შესახებ საჯარო რეესტრში
თამარ, CSRDG   17:46:03 2015-06-22  უპასუხე   
საჯარო რეესტრის საიტზე

მედეა   06:13:07 2015-05-18  უპასუხე   
რატომ არ დაურიგეს ბარატები მე 2 კლასელებს სკოლაში. მეტროში ყოველთვის შენიშვნას ვღებულობთ. ან უნდა გააფრთხილონ კონტროლიორებს ან დაგვირიგეთ. გელი თქვენ პასუხს

ნინო   23:50:50 2014-08-26  უპასუხე   
გამარჯობათ, გვაქვს უძრავი ქონება სოფელში, ეს ქონება არის დედაჩემის საკუთრებაში,სადაც ჩაწერილია ჩემი შვილი. შესაძლებელია თუ არა შვილიშვილი ავტომატურად გახდეს ქონების თანამესაკუთრე?
და კიდევ მაინტერესებს, დედაჩემს აქვს თუ არა უფლება ჩემი შვილის თანხმობის გარეშე გაყიდოს თავისი ქონება?
თამარ, CSRDG   14:18:01 2014-08-27  უპასუხე   
ნინო ამ კითხვებით მიმართეთ ან ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ან უფასო საადვოკატო ორგანიზაციას და ისინი გაგცემენ პასუხს უფასო იურიდიული კონსულტაციის კოორდინატები აიხილეთ ამ ბმულზე
nino   23:37:25 2014-08-27  უპასუხე   
დიდი მადლობა

nina   19:19:39 2014-06-20  უპასუხე   
გამარჯობათ. მაინტერესებს კერძო სექტორში ორ კვირიან შვებულებას გვაძლევენ მხოლოდ და მთელი წლის მანძილზე რაც დასვენებებია არ ვისვენებთ არასდროს. დასვენების დღე გვაქვს კვირა დღე და ხელფასი არ აღემატება მაქსიმუმ 400 ლარს(ხელზე ასაღები) პატრონი გვყავს საერთოდ????

პრეტენზის გამოთქვამ და ეგრევე "არ მოგწონს წადი" არ დააყოვნებს.

zaza   10:44:26 2014-05-06  უპასუხე   
ახალი შრომის კოდექსი ამოქმედდა უკვე, მაგრამ ბევრ ორგანიზაციაში უგულველყოფენ და თანამშრომლებს ისევ ძველი რეჟიმით ამუშავებენ. კვირაში დადგენილ მაქსიმუმზე მეტს და შვებულების დროსაც აჭრიან, ყოველგვარი დამატებითი ანაზგაურების გარეშე. მაინტერესებს ამგვარი სახით კანონის დარგვევისთვის რა სახის პასუხისმგებლობა ენიჭება ორგანიზაციას?

ნინი   14:30:11 2014-03-31  უპასუხე   
"სოფლის ნობათის" ხაჭოს დესერტი თუ არის კარგი მაინტერესებს?წინასწარ დიდი მადლობა.
თამარ, CSRDG   15:37:12 2014-03-31  უპასუხე   
ნინი არ შეგვიმოწმებია სოფლის ნობათი სეგ პროდუქტი. ჩავინიშნავთ და შემდეგი შემოწმების დროს გავითვალისწონებთ

ნათია წოწკოლაური   19:58:10 2013-12-08  უპასუხე   
სად შეიძლება ავიღო ნასამართლეობის ცნობა?

Nino Mumladze   16:04:48 2013-05-08  უპასუხე   
უმორჩილესად გთხოვთ, გამარკვიოთ საქართველოს სამოქალაქო კოდექსში არსებული ტერმინი ,,ძირითადი მოვალე,, რითი განსხვავდება სხვა მოვალისაგან, ანუ რა კრიტერიუმები საზღვრავს ძირითად მოვალეს.
ლია, CSRDG   17:36:07 2013-05-08  უპასუხე   
ნინო, სცადეთ ”ახალგაზრდა იურისტების” იურიდიული კონსულტაციის ტელეფონზე დარეკვა :299 50 76

tamuna   11:47:13 2013-04-17  უპასუხე   
მაინტერესებს საბავშვო ბაღებში რატომაა სხვაობა? სათამაშოები და გონების განსავითარებელი ხარისხიანი სვადასხვა სათამაშოები უამრავია #137 ბაღში და #1 ბაღში ისეთი სიმცირეა სათამაშოების რომ სახლიდან გვიწევს მიტანა.თან ეს ბაღი ყველაზე სარემონტო და მოუწყობელია? და ეს მომარაგება ვისი პრეროგატივაა ბაღის დირექტორის თუ საბავშვო ბაღების სააგენტოსი?

nino   11:19:59 2013-01-08  უპასუხე   
მოგესალმებით, მაინტერესებს ქუჩაში არსებული უპატრონო ძაღლების დაჭერა რომელი უწყების პრეროგატივაა? იქნებ უფრო გააქტიურდნენ არსებული სამსახურები, რათა უფრო უსაფრთხო გახდეს ქუჩებში გადაადგილება.
ლია, CSRDG   14:31:17 2013-01-08  უპასუხე   
თუ მიგაჩნიათ, რომ კონკრეტული ძაღლი საშიშია (აგრესიულია, ცოფიანია) 112-ზე დარეკეთ და მოვლენ და დაიჭერენ.

ზოგადად უპატრონო ძაღლებისადმი დამოკიდებულება ქართულ საზოგადოებაში არაერთგვაროვანია. მთავარი პრობლემაა - რა ბედი უნდა ეწიოს ძაღლს დაჭერის შემდეგ. თბილისში არსებობს ძაღლების რამდენიმე თავშესაფარი (მათ შორის ერთი - მერიის), მაგრამ ათობით ათასი უპატრონო ძაღლი (რომლებიც უწყვეტად მრავლდებიან) იქ უბრალოდ ვერ დაეტევა. ერთ-ერთი მიმდინარე პროექტით დაჭერილ ძაღლებს მკურნალობენ, ცრიან, სტერილიზაციას უკეთებენ, სპეციალურ ნიშანს ამაგრებენ ყურზე და უკან უშვებენ ქუჩაში. ასეთი ძაღლები საშიში აღარაა.
nino   13:53:09 2013-01-23  უპასუხე   
მადლობთ, ამომწურავი პასუხისთვის.

Vince   16:24:43 2012-11-15  უპასუხე   
ბაღებში შეტანილ მოწამლულ პროდუქტებზე ვინ აკეთებს გამოკვლევას???და საერთოდ მოწმდება თუ არა როგორი პროდუქტბი შედის საჯარო ბაღებში???
http://ick.ge/ka/rubrics/society/12924-18------.html#.UKIpzcgt5hR.facebook

merabi   13:34:27 2011-10-12  უპასუხე   
ვინ უდა მიმართოს განცხადებით. ეს ქუჩა ჩემი კი არაა. მერიამ თვითონ უნდა მოახდინოს ასეთ საკითხებზე რეაგირება.ეს ეხება ადამიანების უსაფრთხოებას.
თამარ, CSRDG   13:49:04 2011-10-12  უპასუხე   
გეთანხმებით, მერიამ თვითონ უნდა მოახდინოს რეაგირება ესეთ საკითხზებზე. თუმცა თქვენ, როგორც რიგით მოქალაქეს გაქვთ მსგავსი განცხადებით მიმართვის უფლება.

merabi   11:22:59 2011-10-12  უპასუხე   
გლდანის მეტროდან რომ ამოხვალ შეუძლებელია ქუჩის გადაკვეთა "ა"მიკრორაიონისაკენ მიმავალი ქვეითი მოსიარულებისათვის. რა გახდა ერთი შუქნიშნის დაყენება?
თამარ, CSRDG   12:45:18 2011-10-12  უპასუხე   
ბატონო მერაბ, როგორც მერიის ცხელ ხაზზე (272 22 22) მითხრეს ამ საკითხზე თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურს უნდა მიმართოთ განცხადებით

manana   14:45:59 2011-09-16  უპასუხე   
საინტერესოა დევნილების შემწეობის თანხა არ უნდა გაიზოარდოს? ყველაფერი კატასტროფულად ძვირდება და ამ დევნილებმა რა დავაშავეთ.

keti   18:44:24 2011-01-24  უპასუხე   
ადამიანებო! ხომ არ იცით რა პერსპექტივა აქვს კოოპერატიულ ბინათმშენებლობებს. ან ვის შეიძლება მივმართო, ვინ შევაწუხო. გთხოვთ, მირჩიეთ რამე.რა მიწაც გვქონდა გამოყოფილი და 3 სართული აშენებული, გაგვიყიდეს და აშენებული დაანგრიეს (ქავთარაძეზე). სამედიცინო ინსტიტუტი აშენებდა.გთხოვთ, მირჩიეთ რამე
ლია, CSRDG   19:07:47 2011-01-24  უპასუხე   
ქეთი, ამას წინათ წავიკითხე:
”უმრავლესობის წარმომადგენელმა საკრებულოში კოკი იონათამიშვილმა განაცხადა, რომ კოოპერატიული ბინათმშენებლობის შესახებ საკითხის განხილვა მიმდინარეობს.

"უახლოს მომავალში დაზარალებულებს გადაეცემათ მიწის ნაკვეთები. ამ საკითხის შესახებ არსებობს 12 კომისია, რომლებიც მუშაობენ, ამიტომ არ მიმაჩნია მიზანშეწონილად დამატებითი კომისიის შექმნა",-განაცხადა იონათამიშვილმა.” (GHN). ალბათ ყველაზე უპრიანია ისევ ამ კაცს მიმართოთ. ან ზოგადად თბილისის საკრებულოს, განმარტების თხოვნით. არა?

აგერ კიდე, და კიდე

Davitus   18:48:49 2010-08-12  უპასუხე   
გამარჯობათ,
მაინტერესებს თბილისში ავტოტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეთა სავალი გზის საფარის მდგომარეობაზე და თავდაუხურავ საკომუნიკაციო და სანიაღვრე ჭების არსებობაზე მერიის რომელი სამსახური არის პასუხიმგებელი? შემიძლაი თუ არა მივმათო სასამართლოს მანქანის დაზიანების გამო ზიანის სნაზღაურების მოთხოვნით? რა სახის დოკუმენტები არის ამისთვის საჭირო ?
ლია, CSRDG   07:40:44 2010-08-16  უპასუხე   
მერიის კეთილმოწყობის სამსახური. თუმცა თუ უჩივლებთ, ზოგადად თბილისის მუნიციპალიტეტს უნდა უჩივლოთ. აი იმის დამტკიცება, რომ მანქანა ნამდვილად გზის საფარის გამო დაზიანდა ალბათ იოლი არ იქნება. მოწმეები მაინც უნდა გყავდეთ.
სცადეთ კონსულტაციის მიღება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის უფასო იურიდიული დახმარების ტელეფონზე 99-50-76


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge