ბოლო ცვლილებები

ავტომატური კომპენსაცია მომხმარებლებს
საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
პროდუქტი „იმერული“
სუნელების შემოწმება
სასმელი წყალი დიდუბიდან
კარფურში შეძენილი ტკბილეული
მომხმარებლის აზრი: სხვა საქონელი
მომხმარებლის აზრი: სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურება
მომხმარებლის აზრი: საზოგადოებრივი ტრანსპორტი
მომხმარებლის აზრი: დენი, გაზი, წყალი, დასუფთავება

ფასდაკლება კბილის ბრეკეტებზე hotsale.ge-სგან

2013 წლის 24 მაისს ცხელ ხაზზე დაგვირეკა ქალბატონმა და დახმარება გვთხოვა. მისი პრობლემა შემდეგში მდგომარეობდა: მან ერთერთ ინტერნეტ საიტზე hotsale.ge, რომელიც მომხარებლებს სხვადასხვა ფასდაკლებების აქციებს სთავაზობს შეიძინა სტომატოლოგიური კლინიკა "დენტალ თიმის" ფასდაკლების შემოთავაზება კბილის ბრეკეტებზე. მომხარებელმა აღნიშნული შემოთავაზება თავისი არასრულწლოვანი (17 წლის) ძმისთვის შეიძინა. "დენტალ-თიმში"  მომხარებელს გადაახდევინეს მომსახურების ფასდაკლებული ღირებულება 500 ლარი  იმ მიზეზით, რომ აქცია ორ დღეში მთავრდებოდა.  არანაირი ხელშეკრულება მომხმარებელთან არ გაუფორმებიათ და მხოლოდ თანხის გადახდის დამადასტურებელი სალაროს ქვითარი მისცეს. კლინიკის ორთოდონტის  დასკვნით - საწყის ეტაპზე საჭირო იყო ორი კბილის ამოღება, ხოლო შემდგომში შესაძლოა კიდევ ორი კბილი გამხდარიყო ამოსაღები. მომხარებელმა აღნიშნული დასკვნის გადამოწმება  სხვა კლინიკაში, სხვა ექიმთან გადაწყვიტა სადაც მხოლოდ ერთი კბილის ამოღების საჭიროება დადგინდა. ამის შემდეგ მომხარებელი აღარ ენდო კლინიკა "დენტალ თიმს" და მათ თანხის უკან დაბრუნების თხოვნით მიმართა, თუმცა კლინიკის წარმომადგენლებმა უარი უთხრეს ამ თხოვნაზე. მომხარებელმა საპრეტენზიო განაცხადის ჩაბარებაც სცადა კლინიკაში მაგრამ  არ ჩაიბარეს და დირექციასთან შეხვედრა შესთავაზეს.  შეხვედრამდე მომხარებელი ჩვენ დაგვიკავშირდა და როგორც ავღნიშნეთ დახმარება გვთხოვა. 

მომხარებლის საჩივარი განიხილა იურისტმა, რომელმაც საჩივრის ავტორთან გასაუბრების შემდეგ დაასკვნა, რომ კილიკა "დენტალ თიმის" მხრიდან ადგილი აქვს შემდეგი სახის დარღვევებს: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50 მუხლის მიხედვით „გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლინება, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამავე კოდესის 52 მუხლის საფუძველზე „ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან“. კონკრეტული პრობლემიდან გამომდინარე კი მხარეები არ იყვნენ შეთანხმებულები ხელშეკრულების არსებით პირობებზე, როცა შპს დენტალ თიმის თანამშრომელმა მოსთხოვა თანხის გადახდა მომხარებელს, იმ მიზეზით, რომ ფასდაკლების კუპონს ვადა გასდიოდა. აგრეთვე საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ სხვა ექიმის მიერ გაწეული კონსულტაციიდან ირკვევა, რომ შესაძლებელია მხოლოდ ერთი კბილის ამოღების გზით ბრეკეტის ჩასმა, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია მომსახურების ხარისხზე ყურადღების გამახვილება, კონკრეტულად ფასდაკლებით მომსახურეობა ნიშნავს, იგივე ხარისხის მომსახურეობას რაც გათვალისწინებულია ფასდაკლების გარეშე. ფასდაკლება არ გამოდის თუ ფასის პროპორციულია მომსახურეობის ხარისხიც.  

ამ ყველაფრიდან გამომდინარე იურისტმა მომაზადა წერილი   კლინიკა "დენტალ თიმში" გასაგზავნად, რომელზეც თანდართული იქნებოდა მომხარებლის მიერ წინასწარ გადახდილი თანხის სალაროს ქვითარი და ასევე შესთავაზა მომხმარებელს მოეძიებინა სამი ექიმ-პროფესორის დასკვნა, რომლებიც წინააღმდეგობაში მოვიდოდა შპს დენტალ თიმის ექიმის კონსულტაციასთან. თუმცა მომხარებლის განმარტებით მას ეჭვი არ შეაქვს კლინიკა "დენტალ თიმის" ორთოდონტის პროფესიონალიზმში,  ის უბრალოდ აღარ ენდობა ამ კლინიკას და უნდა გადახდილი თანხის უკან დაბრუნება იმის გათვალისწინებით რომ მას არანაირი მოსახურეობა კლინიკაში არ მიუღია.

აღნიშნული წერილის გაგზავნამდე მომხარებელმა გვაცნობა, რომ მას დაუკავშირდა  კლინიკა "დენტალ თიმის" წამომადგენელი და შესთანაზა მის მიერ გადახდილი თანხის ნაწილის 350 ლარის დაბრუნება. დანარჩენი 150 ლარი კლინიკის მიერ გაწეული ხარჯების ასანაზღაურებლად რჩებოდა. მომხარებელი არ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას და აპირებს სასამრთლოში სარჩელის შეტანას. მომხარებელს კი ურჩევს წინასწარ ფასდაკლების შეძენამდე გაარკვიოს რა მომსახურეობას სთავაზობს ესა თუ ის კომპანია თუ ფირმა და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება ფასდაკლების შეძენა - არ შეძენაზე.

 




print version
14:43:39 2013-06-11

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge