ბოლო ცვლილებები

სამი სახეობის კარაქის შემოწმება გლდანის მარკეტებიდან
სურსათის ტყვიის შემცველობაზე შემოწმების შედეგები
კონკურსი ჟურნალისტებისთვის, 2016-17 წწ
ვიდეო #2 - პიროტექნიკა
კარფურში შეძენილი ტკბილეული
სასმელი წყალი გორის რაიონის სოფ. ქვემო შავშვებში
ვიდეო #1 - გაფუჭებული სარეცხის მანქანა და საგარანტიო ხელშეკრულება
ბეჭდური პუბლიკაციები
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიდგომა მავნე სურსათის თაობაზე ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით
მოსახლეობის ინფორმირება მავნე სურსათის შესახებ

მომხმარებლის აზრი: სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურება

გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება: რომელ კლინიკას ან აფთიაქს ურჩევდით თქვენს ახლობელს და რომელს არა? რატომ?

გაითვალისწინეთ: სამედიცინო და სააფთიაქო საქმიანობის სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოა სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო, ტელეფონი: 272 53 84. აგრეთვე შესაძლებელია შეკითხვის დასმა ან საჩივრის დაწერა სააგენტოს ფეისბუქის გვერდზე.

მოქმედებს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505. რეცეპტით და ურეცეპტოდ გასაცემი წამლების სია იხ. აქ: წამლები რეცეპტით-1წამლები რეცეპტით-2, წამლები ურეცეპტოდ. იხ. აგრეთვე რეცეპტებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული "პაციენტის საინფორმაციო ფურცელი".

შეგიძლიათ აგრეთვე ისარგებლოთ "ღია საზოგადოება-საქართველოს" მიერ დაფინანსებული პროექტით პაციენტის ცხელი ხაზი“ (ტელ: 2103003).




print version
15:56:06 2013-01-15

კომენტარის დამატება

medea   15:12:12 2017-07-20  უპასუხე   
გამარჯობა გვაქ დიდი პრობლემა დეალიზის პაციენტი მოიტეხა პეხი ბარძახის ადგილი გაუკეტეს ოპერაცია 2 თვე უნდა იცვეს დიალეზის გარეშე მოკვდება როგორ უნდა გადავიკვანოტ კვირაში 3 დიალეზისთვის სავანდმყოპოში დაგვეხმარეთ ან გვირჩიეტ რის გაკეტება შესაძლებელია

saida   00:10:14 2016-12-19  უპასუხე   
მე ორსულატ ვარ 7 ტვიყანი კლინიკასი ვარ დასაცვენი ოხონტ სასვალება არამაკვს დამეხმარეტ ტხოვ
თამარ, CSRDG   11:45:17 2016-12-19  უპასუხე   
საიდა მიმართეთ საყოველთაო ჯანდაცვას ნომერზე 1505

მერაბ   20:05:41 2016-10-29  უპასუხე   
მოგესალმებით.მინდა ერთი შემთხვევის შესახებ გიამბოთ,რომელიც ფარმადეპოს აფთიაქში შემემთხვა.ვითხოვე წამალი დასახელებით ევთიროქსი,ამის ნაცვლად მომცეს ელტიროქსი.როცა სახლში მოსულმა აღმოვაჩინე ,რომ შეცდომით მომცეს,მივბრუნდი და ვთხოვე დაებრუნებინა,ან გადაეცვალა იმ წამალზე რომელიც მინდოდა.რაზეც ფარმაცევტისგან მივიღე სასტიკი უარი.არც გადამიცვალა,არც დაიბრუნა უკან.ეს მოხდა მუხიანში,დუმბაძის ქუჩაზე მდებარე ფარმადეპოს აფთიაქში.ფარმაცევტი ქეთევანი.მაინტერესებს,იყო თუ არა კანონიერი მისი მხრიდან ეს ქმედება,და თუ არა როგორ შემიძლია მოვთხოვო მას სამართლებრივად პასუხი.გმადლობთ.

გრიშა   08:52:54 2016-10-11  უპასუხე   
გამარჯობათ. კვირაობით ბუკიას ბაღთან მიმდინარეობს ქუჩის მეტისი ლეკვების გაჩუქება. 3 კვირის წინ მეც ავიყვანე ერთი ლეკვი, რომელსაც პრაქტიკულად მაშინვე აღმოაჩნდა ენტეროვირუსი და უამრავი ასკარიდა Toxicara Canis. როგორც გავიგე,GSPSA და ქალაქის ცხოველების მონიტორინგის სამსახური ავადმყოფი ლეკვების გაჩუქებაში არავითარ პრობლემას არ ხედავს. ეს ჰელმინტები კი ადვილად გადამდებია, საკმარისია ლეკვის უბრალო მოფერებაც კი, ამ ჰელმინტებს შეუძლიათ ადამიანის ღვიძლის, თირკმელების, თვალების და ტვინის დაზიანებაც. ეს რაც მე ანალიზის გარეშე დავაფიქსირე. რამდენჯერმე ვესაუბრე, პოლიციაც კი გამოვიძახე. ეფექტი ნოლი. მაინტერესებს, არის თუ არა ამ ქვეყანაში სან ეპიდ სამსახური, რომელიც აუკრძალავს ავადმყოფი ინფიცირებული ძაღლების გაჩუქებას. მადლობთ.
თამარ, CSRDG   11:04:19 2016-10-13  უპასუხე   
ბატონო გრისა სანეპიდ სადგური გაუქმებულია, ეგ საკიტხი ვის ეკუთვნის გავარკვევთ და მოგწერთ

მედეა   03:01:56 2016-10-03  უპასუხე   
გამარჯობა მამაჩემს აღმოაჩინეს 4 ხარისხის ავთვისებიანი სიმსივნე უკეთებენ ქიმიას. დაუფინანსეს 3 ცამალი მაგრამ აფტიაქში სადაც უნდა აგვეღო ეს ცამლები კალკულაცია გაუკეთეს მარტო ერთ ცამალზე . შევიტანეტ კიდე მოთხოვნა დაპინანსებაზე და უარი მოგვივიდა 3 თვის განვალობაში არ გვაქ უფლება მოვითხოვოტ დაფინანსებას რა ვქნათ როგორ ავიგოთ ის ორი ცამალი?

DIANA   20:09:56 2016-04-05  უპასუხე   



Diana Simonishvili 18:09:02 2016-04-05 უპასუხე

დედაჩემი, რომელიც 67 წლისაა კუჭნაწლავის ტკივილით დამწვავე კოლიტით მივიდა გლდანის მასივის #30 პოლიკლინიკაში ექიმ მადონა ფხაკაძესთან რომელმაც ურჩია გადაეღო კუჭნაწლავის რეტგენი და ჩაწერილიყო სიაში დარეკვის შემდეგ გაირკვა,რომ 27 მაისამდე რიგი არ მოუწევდა, ექიმმა გამოუწერა სამი წამალი, წნევის დამწევი, დამამშვიდებელი და მესამე არ მახსოვს რა იყო. სამივე წამლის ფასი არის147 ლარი. ამიხსენით როგორ მოიქცეს, როგორ შეიძლებაასეტ მდგომარეობაში მაისამდე მოიცადოს?

თამარ, CSRDG   11:31:27 2016-04-06  უპასუხე   
დიანა სხვა რენტგენოლოგთან რომ მივიდეს არ აუნაზღაურდება?


ნატალია   15:53:55 2016-03-24  უპასუხე   
მაინტერესებს ართროსკოპიას სად აკეთებენ, რომელ სამედიცინო დაწესებულებაში?

Medea   01:36:32 2015-11-28  უპასუხე   
გამარჯობა დგეს შემექნა ესეტი სიტუაცია. ბავშვი გუშინ გამიხტა ცუდატ 40 ციცხე აეცია და ტვალი გაუსივდა მკავდა პედიატრთან გამაგზავნა თვალის ექიმტან.თვალის ექიმი შეამოწმა გამოუცერა მაზი და ცვეტები რის შედეგად უფრო გაურტულდა ბავშვს თვალის მდგომარეობა გამოვიძახე სასცრაფო .სასცრაფომ გადაგვიყვანა მოსკოვის პროსპეკტის სავანდმყოფოში სადაც ექიმა შეამოწმა და დიდი ჩხუბის შემდეგ არ ღებულობდნენ . ასეტს ბავშვს ჩვენ ვერ მივიღებთ იმიტომ რომ საავანდმყოპოში არ გვყავტ თვალის ექიმი და სინჯს ვერ გაუკეთებთ . თვალი აქვსოო ცუდ დღეში პლუს ალლერგიულია. მერè დაურეკეს უფროს და უფროსმა დაარიგატ რომ ბავშვი დატოვეთოო გაუკეთეთ ანტიბიოტიკი სავარაუდოთოო ეს ანტიბიოტიკი ალერგიას არ მისცემს. მე ვეკითხები რატომ თქვენ თავიდან არ გებულობდიტ და მიპასუხა მე დაურეკე უფროს რომ ჩემ თავიდან ამეღო პასუხისმგებლობა თუ ბავშვს რამე მოუვა ჩემი უფროსიო აგოსო. მე უთხარი ეს როგორ შეიდზლება ასე . და მპასუხობს რატომ ნერვიულობთ ტუ უარესატ გახდება რეანიმაციაში გადაგიყვანთოო. არ ვიცი ვის მივმართო. დამეხმარე . სასცრაპომ მიხვდა რომ საშიში იყო იქ ბავშვის გაჩერება და გადაგვიყვანეს ორთაჭალის თვალის კლინიკაში.დგეს მე უშველე ჩემ ბავშვს ხვალ შეიდზლება იმ ექიმის ხელში მოხდეს სხვა ბავშვი და შედეგი იქნება რეანიმაცია და მერე ვერც უშველონ. ჩემი ბავშვის სახელია ანა ადამოვი მე მინდა რომ ვიგაცა დამეხმარო და გაიგოტ ამ უფროსის სახელი და გვარი და ასეთი ადამიანები ციხეში არიან ჩასასმელი
medea   05:22:59 2015-12-02  უპასუხე   
მე დავრეკე მაგრამ მითხრეს მობრძანდით ქავთარაXეს 144 . როგორც მოგახსენეთ ბავშვი მყავს ცუდათ და ამას ვერ ვახერხებ თუ არი სხვა საშვალება.მე არ ვიცი არც ერთი ექიმის გვარები . ამის გაგება შესაძლებელია არი საჭირო სასწრაპოში ნახოთ გამოძახება 27.11.2015 19:00-21:00 ბავშვის გვარი ადამოვი. მე თქვენი იმედი მქონდა
თამარ, CSRDG   17:35:24 2015-12-02  უპასუხე   
მედეა სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს მსგავსი კომპეტენცია, ამ საკითხს სწავლობს და არეგულირებს ჯანდაცვის სამინისტრო ამიტომ გადაგამისამართეთ მათთან
თამარ, CSRDG   12:33:19 2015-12-01  უპასუხე   
მედეა უნდა დარეკოთ ნომერზე 1505 და იქ ჩააწერინეთ ტქვენი საჩივარი

giorgi   21:57:19 2015-11-12  უპასუხე   
როგორ გავიგო გაუვიდა თუ არა სამედიცინო ლიცენზიას ვადა 2006 წელს აგებულს

mariami   14:14:15 2015-10-22  უპასუხე   
მოკლედ,წლებია ვიყენებ ყოველდღიურ ჰიგიენურ საფენებს (ლიბრესს)და რათქმაუნდა მენსტუაციის დროსაც,(სეპტონა)შესაბამის საფენებს.მოკლედ ამას წინათ წავიკითხე საშინელებები,თუ რისგან მზადდება,მაინტერესებს თუ არის ჩვენს ქვეყანაში ორგანული ბამბისგან ბიო საფენები.როგორიც არის ("ორგანიკ")ან ძალიან გთხოვთ შემოწმდეს თუ არის შესაძლებელი ამ კვლევის ჩატარება,რამდენიმე პოპულარული ბრენდი.მაგალითად ლიბრესი-კოტონი-ქეარფრი-ოლვეისი-სეპტონა.აი ლინკი სადაც ეწერა რისგან მზადდება და რა საფრთხეს შეიცავს.აღარ მიკვირს ამდენი დაავადებების გავრცელება.http://www.mshoblebi.ge/dedebis-saloni/thavis-movla/5023-risgan-mzaddeba-higienuri-safenebi-da-rogor-moqmedebs-chvens-organizmze.html გთხოვთ რამე გაარკვიოთ,რადგან ეს ყველა ქალის ჯანმრთელობას გვეხება.
თამარ, CSRDG   11:36:15 2015-10-23  უპასუხე   
მარიამ სამწუხაროდ ამ მიმართულებით კვლევებს არცერთი ლაბორატორია არ ატარებს საქარველოში და აქედან გამომდინარე იმის შემოწმება არის თუ არა მავნე ესა თუ ის ჰიგიენური საფენი (ან ნებსმიერი სხვა ჰიგიენური თუ საოხახო ქიმიის საშუალებები) შეუძლებელია.

გიორგი   13:21:50 2015-07-31  უპასუხე   
ცხელ ხაზზე დარეკვას აზრი არ ააქ ვინაიდან ისედაც იციან სად იყიდება ურეცეპტოდ ისეთი მედიკამენტები როგორიცაა გაბაპენტინი გრინოდინი გაბაგამა ბაკლოსანი ერთეულ შემთხვევებში ლირიკა და პრეგაბალინის ამპულებიც კი თუმცა ამით დიდ ფულს შოულობენ და რა თქმა უნდა არ დახურავენ. მსგავსი დამოკიდებულება თითქმის ყოველ მეორე ახალგაზრდას გააჩნია და ბევრს უნდა თავის დანებება გაგიზიარებთ გამოცდილებას ჩვენთვის არის შექმნილი პრეპარატი ფენიბუტი ან ნოოფენი იყიდება ყველგან ურეცეპტოდ დღეში 3ჯერ 500 დოზა ხსნის დეპრესიასაც და საზიზღარ შეგრძნებებსაც ბევრი მიხვდება რას ვგულისხმნობ ანუ 2 ცალი 3ჯერ დღეში მე დიდი ხანი ვოცნებობდი მზგავს პრეპარატზე დაგუგლეთ და გაიგეთ მეტი ვინც გამოსავალ გზას ეძებს ...

თამუნა   12:43:37 2015-07-27  უპასუხე   
გამარჯობათ... უკაცრავად თუ შეგიძლიათ დახმარება იქნებ მითხრათ, არის თუ არა ფსიქოტროპული აფთიაქი ნაძალადევის რაიონში? ან სად შევძლებ მიდაქსის შეძენას თვალის წამალს ვერ ვშოულობ ვერსად.
თამარ, CSRDG   11:03:06 2015-07-28  უპასუხე   
თამუნა სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს მსგავსი სახის ინფორმაცია

Nino Kurtanidze   17:09:12 2015-05-23  უპასუხე   
გამარჯობათ.ბავშვს აქვს ჯიპი აი ჰოლდინგის დაზღვევა და ესაჭიროება გლანდების ოპერაცია.2 თვე ნახევარი ველოდეთ დაფინანსებას და ახლა მოვიდა.რაღაც მიზეზების გამო მინდა რომ ეს ოპერაცია გავუკეთო სხვა საავადმყოფოში და არა იმ საავადმყოფოში სადაც დავწერეთ განცხადება და თუ შეიძლება დაფინანსების გადამისამართება სხვა საავადმყოფოში?
თამარ, CSRDG   12:46:17 2015-06-03  უპასუხე   
ნინო სამწუხაროდ ჩვენ არ შეგვიძლია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. უნდა მიმართოთ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე 1505

ლეილა   16:13:19 2015-05-21  უპასუხე   
ფულის წაგლეჯვის მეტი არაფერი იცის ნემსაძემ და მისმა არაპროფესიონალმა ექიმებმა, ეგენი საერთოდ არ უნდა მუშაობდნენ ექიმებად, მკვლელები არიან და არა ექიმები! დასახურია ეგ კლინიკა
ელენე   17:56:22 2015-06-02  უპასუხე   
რაც ნემსაძესთან ხდება, კრიმინალია! ჯოჯოხეთი, უცოდინარი, გულცივი, უზრდელი ექიმები თავიანთი უცოდინარობის დასაფარავად ან ირონიით გექცევიან ან გამცირებენ და გიყვირიან და ამ ყველაფერს სათავეში უდგას მართლაც რომ ვაი ექიმი ნემსაძე-თეთრხალათიანი კრიმინალი ფულზე გაგიჟებული სრულიად უვიცი ვითომ ექიმი
levani   10:49:18 2015-11-14  უპასუხე   
ყველა კლინიკაში ასეთი ვითარებაა!არავის ცოდნა არ ააქვს.მარტო აინტერესებთ ფული.არავინ გამკითხავი არაა! რა რეფორმა რის რეფორმა!საში9ნელი მდგომარეობაა!

სალომე   15:01:39 2015-05-20  უპასუხე   
მთლიანად ვეთანხმები ქალბატონ სოფიოს, მადიჩის სახელობის მამოლოგიის ცენტრში უხეში,ფულზე დახარბებული ექიმები არიან, მათი ცოდნის დონე მინიმალურიც კი არაა, რადგან ნემსაძე არის პროქტოლოგი და არა მამოლოგი,უცოდინარია!!!!!!! ყველაზე ცუდი კლინიკაა, არავის არ გირჩევთ!!!

სოფიო   16:00:28 2015-03-10  უპასუხე   
მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება ერთ კლინიკასთან დაკავშირებით, ეს არის:
კ. მადიჩის სახელობის მამოლოგიის ცენტრი, პროფესორი
გია ნემსაძე და მისი თანაშემწე "ქალი".

ისეთი განერვიულებული და დამცირებული ვარ, რომ არ დავწერო არ შემიძლია, მინდა სხვები მაინც გაფრთხილდნენ და იგივე მდგომარეობაში არ აღმოჩდნენ. მინდა მოგიყვეთ რა ჯოჯოხეთი გამომატარეს ერთი კონსულტაციის გულისათვის ,, კ. მადიჩის სახელობის მამოლოგიის ცენტრში“.
რადგან არცერთი სხვა რიგითი მამოლოგი არ იყო ადგილზე, გადავიხადე გაცილებით ძვირი – 55 ლარი პროფესორთან კონსულტაციისთვის – გია ნემსაძე
1. გადამახდევინეს წინასწარ თანხა, ექიმთან მისულს მეუბნება ეს ქალბატონი, რომელიც კარში ზის:
–,, ვაიმეეეეეეეეე, რატო მოდიხარ ამ დროოოოოოოოოოოს?! რომელი საათია????? ჩხუბობს ადმინისტრატორების მისამართითაც..
– ეხლა ეხოსკოპიას დაგინიშნავს და ექოსკოპისტები ყველანი წასულები არიან და აყვირდებააააააააა და ეხლა მაგის თაააააავი მააააქვს?!!!! იქნებ წახვიდე და ხვალ დილით მოხვიდეეე? – მეჩხუბება ისევ
– – ვერ გავიგე რა ხდება. მე როცა მოვიცალე მაშინ მოვედი, მითხრეს რომ ექიმი არის, თანხა გადამახდევინეს, ჩემთან რა პრობლემა გაქვთ მეთქი.
მე რა შუაში ვარ ვერ ვიგებ. ხვალ შეიძლება საერთოდ ვერ მოვიდე, და რაღატომ გადამახდევინეთ თანხა, დამიბრუნეთ უკან, სხვა დროს მოვალ ან სხვაგან წავალ მეთქი. იქნებ არც დამჭირდეს ეგ ეხო, ან რა ღირს მეთქი?
– 40 ლარიო
– მაინც არ მაქვს მაგდენი და კონსულტაციაზე შემიშვით მეთქი.
როგორც იქნა გამიშვა. შევედი, გამსინჯა ექიმმა. არაფერი გჭირსო. ეხო მაინც გაიკეთეო.
2. ფორმა 100–ზე კიდევ ერთი ისტერიკა დაიმართა ამ ქალბატონმა, ეხლა სხვა დაგიწერო, მერე რომ მოხვალ კიდე სხვა უნდა დაგიწერო ? (დაზღვევისთვის მჭირდება)

წამოვედი, სხვა კლინიკაში ნახევარი გადავიხადე ეხოსკოპიაზე, მივედი პასუხებით მეორე დღეს, მეჩქარებოდა ძალიან.
3: ეხოსკოპიაზე ცალკე ეს ქალი გადაირია, რატომ იკეთებთ სხვაგან , ეხლა ისიც გაგიჟდებაო, დაზღვევა მაინც გინაზღაურებს, (მხოლოდ პროცენტს მინაზღაურებს) გესესხა ფულიო, არავინ გყავსოოო? აჰა მიდი მიდი შედიო... (არადა, მე დროში ვიწვი, სხვა დროს ვეღარ მივალ, ტყუილად უნდა დავკარგო კონსულტაციის თანხაც.)
4: ახლა ამ ისტერიკა კაცს ვუსმინე, რატომ გაიკეთე სხვაგან, სხვაგან რომ მდომოდაო.. კიდევ გაუთავებლად ბურდღუნებს რაღაცას.. ამ დროს ის ქალი კალიდორში სხვა პაციენტებთან განიხილავს ჩემს ამბავს: ,,გუშინაც იყო მოსული ეეეეეეეეეეს (აგდებულად)...
ბოლობოლო, ექიმმა, ამ ეხოთიც ,, არაფერი გჭირს ისეთი, ეგ ნახევარ საქართველოს აქვსო, ამ წამლებს დაგიწერ, ბალახეულია ისეთი არაფერი . მიხვალ , ის აგიხსნის, რა როგორ უნდაო.
გამოვედი, ეს ისევ წიწინებს,: ,, ეს ფორმა ასი ხომ ისევ ახლიდან უნდა დაგიწეროოოოო, გუშინაც მაწერინე, ჩემი შრომააააააააა !!! (გეგონება დისერტაცია დამიწერა, უკვე ტვინში სისხლი მასხავს, ისევ ვითმენ).
– არ მინდა ახლიდან ქალბატონო, გამომადგება ეს ფორმა, მიაწერეთ უბრალოდ წამალი მეთქი.
ამ დროს უჯრიდან იღებს გამზადებულ ფურცელს – ,,აი, ამ აფთიაქში მიხვალ... (უკვე ვხვდები რაც ხდება!!!!!!...) და ,,ეეეეეეეეეეხლა შეეეეეეეეეეეეეენ ამის მყიდველი ხაააააარ?!?!?! – დამცინავად ხმამაღლა, უამრავ უცხო ადამიანთან მომმართავს ასე, „შეეეეეეეეეენ“ – თითქოს ვიღაცა ვიგინდარა ვარ, უფასოდ მემსახურებიან, ან რამეს ვძალავ.
– რატომ? გავოცდი.
– 250 ლარის წამლებია, ამის მყიდველი ხარ? ეხო ვერ გადაიხადე ფული არა მაქვსო – ისევ აგრძელებს ჩემს დამცირებას, უამრავი ადამიანის თანდასწრებით!!!!
– რა 250 ლარი –ვერაფერი გავიგე, არაფერი გჭირსო და ამდენ წამალს რატო მინიშნავს მეთქი – იგივე კითხვით, შევუღე კარი ექიმს, ვერ გავიგე ან ეს ქალი რას მლანძღავს ორი დღეა , ან იქნებ რამე ხელმისაწვდომი დამინიშნოთ– მეთქი.
ახლა ეს კაცი გადაირია, ახტა დახტა, აჭარხლდა – ,, ეხლააააა, რას გეტყვიიი იციიიი?! მე აქ ბუღალტერი კი არა ვაააარ!!! რაც საჭიროა ის დაგინიშნე, თუ არ გინდა ნულ დალევო.
გადავირიე, რა მომსახურება გაქვთ მეთქი?
– შარებზე ხარ ვიღაცა ხარო! – მომაძახეს.წამოვედი გაგიჟებული.
ასეთი ანერვიულებული და ატირებული მივედი ადმინისტრატორებთან,
მინდა აქაც მადლობა გადავუხადო ამ გოგონებს გულისხმიერებისათვის,.. მომისმინეს და მამშვიდებდნენ,ა რ ინერვიულო, დაიცადე, იქნებ სხვა ექიმს ვთხოვოთ, იქნებ არაფერია ეგ რომ დალიოო, ან სხვა დავანიშნინოთო.
დამინახა იმ ქალბატონმა რომ არსად მივდიოდი, და ეს გოგონები დამყვებოდნენ, იკადრა გამობრძანდა, მომეცი ეგ ფურცელიო, ეგ წამლები არ გინდა, გადაჯღაბნა, ეს დალიეო.
რომელიც აფთიაქში მხოლოდ 19 ლარი ღირს!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
– აფთიაქებს ვერ უსახებთ წამლებს მეთქი?!
– წადი და იჩივლეო!
– აუცილებლად მეთქი!!!

ამიტომაც ვწერ აქ, უამრავი ადამიანი კითხულობს და არ მინდა ჩემს მდგომარეობაშI აღმოჩნდნენ
დასკვნა 1. „კ. მადიჩის სახელობის მამოლოგიის ცენტრი“ – ესენი არიან ჩვეულებრივი ვაჭრები!!!!!!! და აფერისტები! – ასაღებენ 250 ლარიან წამალს, თუ გაუვათ, თუ არა 20 ლარიანს გინიშნავენ მერე!
დასკვნა2: არაფრად უღირთ სხვა ადამინის თავმოყვარეობა და ღირსება
დასკვნა3: დაუცველია პაციენტის კონფიდენციალურობა. მთელმა კლინიკამ გაიგო რატომ ვიყავი იქ, ფული არ მქონდა, თურმე იმიტო „ვჩიოდი“ ძვირიანი წამალი რატო დამინიშნეს – ქვემოთ გასასვლელში რომ გავდიოდი უკვე ჩემზე ლაპარაკობდნენ და ქირქილებდნენ უცხო ადამიანები !!!!!
დასკვნა 3 : უფულოები არ გაეკაროთ მანდაურობას, გადაგივლიან!!!!!!!!!!!
დანაჩენი დასკვნები თქვენთვის მომინდვია
ხათუნა   14:46:27 2015-03-24  უპასუხე   
სოფიო გამარჯობათ, მე ჟურნალისტი ვარ, თუ შეიძლება თქვენი კოორდინატები რომ მომწეროთ და დაგიკავშირდებოდით, კ.მადიჩის სახელობის მამოლოგიის ცენტრთან დაკავშირებით. მადლობა წინასწარ.
სოფიო   17:34:20 2015-03-25  უპასუხე   
sopo1986.1986@mail.ru
ეს არის ჩემი ელექტრონული ფოსტა, დამიკავშირდით.

Unknown   02:45:16 2014-10-08  უპასუხე   
გამარჯობა. მაქვს ინფორმაცია რომ ერთერთი აფთიაქი ურეცეპტოდ გასცემს აკრძალულ წამლებს, როგორიცაა ბაკლოსანი, ანდანტე და ა.შ
ასეთ აფთიაქებს უნდა ჩამოერთვას ლიცენზია, დაიხუროს. რადგან ღუპავენ ახალგაზრდებს. ვის მივმართო? როგორც ვიცი არსებობს ცხელი ხაზი.
თამარ, CSRDG   15:21:26 2014-10-08  უპასუხე   
კი არსებობს, დარეკეთ 1505 ყოველგვარი წინა ციფრების გარეშე. ესაა ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი და იქ დატოვეთ ინფორმაცია.

карло   18:56:16 2014-09-23  უპასუხე   
ყველაფერზე გირეკავენ-პასუხი არაფერზე არა გაქვთ////
თამარ, CSRDG   12:33:32 2014-09-25  უპასუხე   
კარლო, მოგვწერეთ რა ინფორმაცია გაინტერესებთ. ჩვენ ვცდილობთ მომხარებელს მივაწოდოთ ზუსტი, გადამოწმებული ინფორმაცია. არის საკითხები, რომლებიც ჩვენს კომპეტენციას სცილდება ამიტომ ხდება მომხარებლის გადამისამართება სხვადსხვა შესაბამის უწყებებში
karlo   21:03:17 2014-09-25  უპასუხე   
მე კარლო მქვია და არა კაპნო
თამარ, CSRDG   11:17:48 2014-09-26  უპასუხე   
უკაცრავად, რაც ეწერა სახელი იმით მოგმართეთ

inga   19:32:00 2014-09-21  უპასუხე   
მოგესალმებით,დეზერტირების ბაზრის მთელ ტერიტორიაზე იყიდება უვარგისი ატამი,ძალიან მინდა გავიგო სად არის ბაზრის სანიტარული სამსახური?ვიცით რომ ქართველი ხალხი გამძლეა,მაგრამ რატომ უნდა გაყიდო შენახვის პირობების დარღვევის შედეგად დაზიანებული პროდუქცია,რომელიც გამოიწვევს ადამიანის დაავადებას
თამარ, CSRDG   11:04:16 2014-09-22  უპასუხე   
ინგა, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია საქართველოში ეს საკითხი არ კონტროლდება, თუმცა მაინც შეგიძლიათ მიმართოთ სურსათის ეროვნულ სააგენტოს ან სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2919167 ნომერზე და იქ უფრო ზუსტად გეტყვიან არის თუ არა ასეთი ფაქტი დარღვევა.

ირინა   12:09:28 2014-09-18  უპასუხე   
რომელ ლაბორატორიას მირჩევდით ანალიზების გასაკეთებლად?ვერცერთს ვერ ვენდობი:( ხო არ გაქვთ ინფორმაცია "ალფამედი" კარგი ლაბორატორიაა?
თამარ, CSRDG   14:56:16 2014-09-18  უპასუხე   
ვერა ირინა, ლაბორატორიების შესახებ ჩვენ ინფორმაციებს არ ვფლობთ სამწუხაროდ

medea   23:25:16 2014-09-01  უპასუხე   
გამარჯობატ მინდა შემოვიტანო ჩივილი ექიმზე. ბავშვი იყო ჩაწერილი 2 საათს. ექიმი მოვიდა ზუსტად 2 საათს. რამოდენიმეჯერ დაუკაკუნეტ და ვთხოვეთ რო შემოგვიშვას თავის კაბინეტში. ძლივს შემოგვიშვა მერე არ მოგვცა უფლება რომ ბავშვი დაგვეცვინა სანამ ცივი ყავა არ მოიმზადა და დალია და მაროჯნიც მიაყოლა ჩვენ თანდასწრებით არ მიგვიღო ეს ყველაპერი ხდება ბავშტა პოლიკლინიკაში მე-3 მასივში ვარკეთილში სანდრას კლინიკაში
თამარ, CSRDG   12:32:48 2014-09-02  უპასუხე   
მედეა, სამწუხაროდ ჩვენ ვერ დაგეხმარებით. ეს საჩივარი ჯანდაცვის სამინისტროში უნდა დატოვოთ ტელეფონზე 1505

გიორგი   12:29:58 2014-06-20  უპასუხე   
ღუდუშაურის საავადმყოფოში სიგარეტს ეწევიან პალატებში, ზოგადად ეს საავადმყოფო "რეზბალნიცად"არის გადაწცეული, პატიმრები მიყავთ ყოველ საათში სამკურნალოდ. ექიმები და ექთნები არიან უპასუხისმგებლო და გაუნათლებელი ყასბები. მკურნალობას ნიშნავენ არასწორად. დავუკავშირდი ჯანდაცვის სამინისტროს თხოვნით პალატაში სიგარეტს ეწევიან და იქნებ რამე იმოქმედოთ თქო და პასუხი მივიღეთ: ჩვენ ვერაფრით დაგეხმარებით, ან ექიმს თხოვეთ რომ აუკრძალოს, ან კიდევ რეგულირების სააგენტოს მიმართეთ წერილობითო. გამოდის ქუჩაში რომ ვნახო ადამიანი მანქანას რომ იპარავდეს პატრულს წერილობით უნდა მივმართოთ?
აფთიაქებში წამლების უმრავლესობას ქართულად რომ არ მოყვება ინსტრუქცია ეგეც ცნობილია ყველასთვის, დარღვევაა მაგრამ აქცევს ვინმე ყურადღებას?

რუსკა   14:28:58 2014-05-22  უპასუხე   
არმიანცის რეანიმაციის განყოფილებაში ტემო ბალხამიშვილი წევს მაინტერესებს მისი მდგომარეობა.
თამარ, CSRDG   16:08:36 2014-05-22  უპასუხე   
რუსკა არამიანცის საავადმყოფოს საინფორმაციო განყოფილებას მიმართეთ. ჩვენ სამწუხაროდ ამ ინფორმაციასთან ხელი არ მიგვიწვდება

ნატო   12:43:22 2014-04-22  უპასუხე   
მოგესალმებით, დედა მეწვა არამიანცის საავადმყოფოს რეანიმაციაში. რამდენადაც, მისი იქ წოლის პერიოდმა დაგეგმილზე ბევრად დიდი დრო წაიღო, ვიდრე ვარაუდობდით, ბუნებრივია მიზეზების გარკვევა დავიწყეთ მედპერსონალთან. როგორც აღმოჩნდა, პაციენტებს რეანიმაციაში მიეწოდება არა სამედიცინო ჟანგბადი, არამედ თევზის აკვარიუმის სპეციალური აპარატის მიერ გამომუშავებული დაბალი % შემცველობის ჟანგბადი. რამდენად შეიძლება პაციენტის მგდომარეობის გაუარესება გამოეწვია ამ შემთხვევას? რამდენად დაშვებულია რეანიმაციაში არასამედიცინო ჟანგბადის მიწოდება? მადლობა
თამარ, CSRDG   13:14:57 2014-04-22  უპასუხე   
ნატო ამ შეკითხვებით უნდა მიმართოთჯანდაცვის სამინისტროს, სამწუხაროდ ჩვენ არ ვართ და არც გვყავს სპეციალისტები ვინც გარკვეულია ამ საკითხებში. დარეკეთ 1505 და იქ გაგცემენ პასუხს

Dior   21:01:34 2014-04-21  უპასუხე   
მოგესალმებით... პირველ რიგში დიდ მადლობას მოგახსენებთ მონიტორინგისთვის, რომელიც თითქმის ყველა მიმართულებით ვრცელდება. თუ ვინმეს გაქვთ ინფორმაცია, იქნებ დამეხმაროთ და მითხრათ, რა აზრის ხართ სტომატოლოგიურ კაბინეტზე - "ნიუ დენტი". მკურნალობას ვგეგმავ და კონკრეტულად ამ კაბინეტს იმიტომ ვაკონკრეტებ, რომ ჩემს სადაზღვეო პაკეტში ზემოთ აღნიშნული შედის :) მადლობა წინასწარ

მერი   14:41:03 2014-03-13  უპასუხე   
გამარჯობათ!მაინტერესებს რამდენია თანხა მშობიარეთათვის გამოყოფილი? თუ ეს იმის მიხედვითაა როგორ მშობიარობ? მე ეხლა საკეისრო მჭირდება და მაინტერესებს,, ისე ცხელი ხაზის ნომერი უფასო უნდა იყოს,დარეკავ და გალოდინებენ საათობით,იქნებ არა მაქვს ამდენი საშვალება..
თამარ, CSRDG   16:47:39 2014-03-13  უპასუხე   
გამარჯობა როგორც ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის ოპერატორმა გვითხრა ფიზიოლოგიური მშობიარობა ანაზღაურდება 500 ლარი, საკეისრო კვეთა მშობიარის მოთხოვნით 500 ლარი, საკეისრო კვეთა ჩვენებით 800 ლარი. ანაზღარდება მხოლოდ პროვაიდერ კლინიკებში მშობიარობა. თუ უკვე გადაწყვეტილი გაქვთ რომელ სამშობიაროში აპირებთ ბავშვის გაჩენას დარეკეთ ცხელ ხაზზე და გეტყვიან ეგ კლინიკა არის თუ არა პროვაიდერი
მერი   16:16:49 2014-03-14  უპასუხე   
დიდი მადლობა,,აღფრთოვანებული ვარ თქვენი საიტის მუშაობით და კომპეტენტურობით,,სამშობიარო სადაც უნდა ვიმშობიარო არის პროვაიდერი,,დიდი მადლობა ყურადღებისტვის

Ella   16:25:08 2014-02-24  უპასუხე   
მინდა გამოვხატო ჩემი უკმაყოფილება კლინიკა “იუნონას” მისამართით.
იანვრის თვეში ჩავაბარე ანალიზები), რომლის შედეგიც მზად უნდა ყოფილიყო ერთ კვირაში. დათქმულ ვადაში დავუკავშირდი ექიმს, რომელმაც მომმართა შემდეგი სიტყვებით: “ახლა ჩემი მეგობარი არის მომაკვდავი და ვერ გაგიწევ კონსულტაციას, შენი ანალიზი საგანგაშო და სასწრაფო არ არისო.” – წმინდ ადამიანური ფაქტორით, შევდივარ და მუდამ შევალ მის მდგოამრეობაში, მაგრამ თავად განსაჯეთ, რამდენად მისაღებია, მსგავსი სიტყვებით პაციენტთან საუბარი.
მოგვიანებით ჩასაწერად რომ დავრეკე, ექიმი ავად იყო და სამსახურში არ დადიოდა.
დღეს სამუშაო საათებში მივაკითხე, აღმოჩნდა რომ დანიშნულებას ვერ გამომიწერდა და კონსულტაციის თანხა – 45 ლარი- ხელახლა უნდა გადამეხადამ რადგან დანიშნულებისათვის 10 დღის ვადაში უნდა მიმეკითხა.
მაინტერესებს, რატომ არავინ შემატყობინა ამის შესახებ წინასწარ და რატომ მაზარალებს კლინიკა? რატომ მარწმუნებდა ექიმი, რომ სასწრაფო არ იყო?
დიდი მადლობა
marika   1  11:46:23 2014-02-26  უპასუხე   
იმიტომ, რომ კლინიკების მეპატრონეებს და ექიმებს ეს დაწესებულებები ფულის საჭრელი მანქანები გონიათ, იმისთვის კი არ არსებობენ, რომ ავადმყოფს უმკურნალონ, არამედ იმისთვის, რომ ავადმყოფი გაყვლიფონ. ეს ერთი, მეორეც ის წამლები რასაც ექიმები ნიშნავენ, ასევე ბიზნესის ნაწილია და მეორე ფული მანქანი არსებობას ფარმაინდუსტრიას ემსახურება, სავარაუდოდ არც ერათ ქიმიურ წამალს არ შეუძლია ადამიანის მორჩენა, არც აქვს ასეთი მიზანი მის შექმნას, პირიქით, ქრონიკულ ფორმად გიქცევთ უმეტეს შემთხვევაში დაავადებას,, რომ სულ იყიდოთ და იყიდოთ ეს წამლები.
მე გირჩევთ იპოვეთ კარგი ექიმი-ჰომეოპათი და მასთან იმკურნალოთ, შედეგი მაინც გექნებათ და საბოლოო ჯამში გაცილებით ნაკლები დაგიჯდებათ.

maia   21:28:07 2014-02-17  უპასუხე   
დედა არის 78 წლის. ძალიან ტკივა ფეხი და გამოკვლევების შედეგად დაუდგინდა კოქსართროზი 3-4 ხარისხის.ჩაუტარდა მედიკამენტოზური მკურნალობა მაგრამ უშედეგოდ,ტკივილები აწუხებს-- განსაკუთრებით ღამით,მთელი ღამე ფეხზე ატარებს.ექიმმა გვირჩია ოპერაცია.წარვადგინეთ ფორმა 100 სადაზღვევოში და გვეუბნებიან რომ თანხის ჩარიცხვას ჭირდება 3-4 თვე.როგორ უნდა გაძლოს ავადმყოფმა ასეტი ტკივილებით ამდენ ხანს. იქნებ რამე გამოსავალი არის და დამაკვალიანოთ.დაზღვევა არის GPI ჩვეულებრივი პენსიონერთათვის.ოპერაცია ჯდება 3300ლარი,სამწუხაროდ ოჯახს არ გვაქვს ამ თანხის სრულად გადახდის საშუალება

maia   21:27:05 2014-02-17  უპასუხე   
დედა არის 78 წლის. ძალიან ტკივა ფეხი და გამოკვლევების შედეგად დაუდგინდა კოქსართროზი 3-4 ხარისხის.ჩაუტარდა მედიკამენტოზური მკურნალობა მაგრამ უშედეგოდ,ტკივილები აწუხებს-- განსაკუთრებით ღამით,მთელი ღამე ფეხზე ატარებს.ექიმმა გვირჩია ოპერაცია.წარვადგინეთ ფორმა 100 სადაზღვევოში და გვეუბნებიან რომ თანხის ჩარიცხვას ჭირდება 3-4 თვე.როგორ უნდა გაძლოს ავადმყოფმა ასეტი ტკივილებით ამდენ ხანს. იქნებ რამე გამოსავალი არის და დამაკვალიანოთ.დაზღვევა არის GPI ჩვეულებრივი პენსიონერთათვის.ოპერაცია ჯდება 3300ლარი,სამწუხაროდ ოჯახს არ გვაქვს ამ თანხის სრულად გადახდის საშუალება

მედეა   23:44:00 2014-02-15  უპასუხე   
Gამარჯობა მაინტერესებს ვარ ფეხძიმეთ არი თუ არა დახმარება მშობიარების შემდეგ ფულადი
თამარ, CSRDG   15:22:23 2014-02-17  უპასუხე   
მედეა ახალი შრომის კოდექსიტ 6 ტვიანი ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება გეკუთვნით. თუ არ მუშაობთ ანაზრაურება სამწუხაროდ არ გეკუთვნით. რაც შეეხება ერთჯერად დახმარებებს მიმართეთ ან ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს 1505 ან მერიის ცხელ ხაზს 2722222


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge