ბოლო ცვლილებები

ხორცის ნახევარფაბრიკატების შემოწმების შედეგები
ძეხვეულის შემოწმების შედეგები
ნიტრატების გაზომვის შედეგები
ჩვენი პუბლიკაციები
გაყინული სკუმბრია „ევროპროდუქტიდან“
სურსათის ეტიკეტირება
თოჯინების შემოწმება
ჩვილთა სათამაშოები აფთიაქიდან
საჭყიპინო და აბაზანის რბილი სათამაშოები
სათამაშოები მოზრდილი ბავშვებისათვის

არასამთავრობო ორგანიზაცია პროდუქტების ფალსიფიკაციის წინააღმდეგ

კამპანია მიმართულია პროდუქტების ისეთი დასახელების წინააღმდეგ, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი. განმხორციელებელი ორგანიზაცია: CSRDG

ეს კამპანია ამ სტატიით დაიწყო, რომლის ავტორები ირწმუნებოდნენ, რომ საქართველოს ბაზარზე არსებული სურსათის დიდი ნაწილი ფალსიფიცირებულია. არასამთავრობო ორგანიზაცია ”სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრმა” გადაწყვიტა შეემოწმებინა, მართალი იყო თუ არა ეს. სტატიის ავტორებს დავეკითხეთ, თუ რომელი პროდუქტი იყო ყველაზე იოლი შესამოწმებელი. მათ გვირჩიეს არაჟნის შემოწმება.

არაჟნების შემოწმება

არაჟნები შემოწმდა 2009 წლის მარტში (იხ. შედეგები). აღმოჩნდა, რომ შემოწმებულიდან არც ერთი არაჟანი არ იყო ნამდვილი არაჟანი. თუმცა იმისთვის, რომ გაგვერკვია, იყო თუ არა ეს ფალსიფიკაცია, საჭირო იყო გავცნობოდით იმ სტანდარტებს, რომლის მიხედვითაც დამზადდა ეს პროდუქცია.

სტანდარტების მოპოვება

იმ სტანდარტის ნომერი, რომლის მიხედვითაც დამზადებულია პროდუქტი, ამ პროდუქტის შეფუთვაზე არის მითითებული. მოვითხოვეთ სტანდარტიზაციის ეროვნული სააგენტოსგან იმ სტანდარტების ტექსტები, რომელიც ჩვენს მიერ შემოწმებული არაჟნებზე ეწერა. სააგენტომ მოგვაწოდა მხოლოდ სახელმწიფო სტანდარტი, სამეწარმეო სტანდარტებზე კი გადაგვამისამართა მეწარმეებთან  - ეგ მათი ვალდებულებააო. მივწერეთ მოთხოვნის წერილები მეწარმეებს. ლოდინის და შეხსენებების, ზოგჯერ ჩხუბის მერე მივიღეთ სტანდარტების ტექსტები. 

სტანდარტების შედარება

მეწარმე სუბიექტების არაჟნის სტანდარტები არაჟნის სახელმწიფო სტანდარტს შევადარეთ. აღმოჩნდა რომ, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო სტანდარტით არაჟანი რძის ნაღებისგან ან ნაღების კარაქისგან უნდა მზადდებოდეს, რიგი მეწარმეების არაჟნის სტანდარტი არაჟანში მცენარეული ცხიმების დამატებასაც ითვალისწინებს. კერძოდ, ასეთი სტანდარტები აღმოაჩნდათ შემდეგ მეწარმეებს:

თუმცა არც სხვა მეწარმეების არაჟანი წარმოადგენდა ნამდვილ არაჟანს. მეწარმეთა განმარტებით, მიზეზი იმ კარაქში იყო, რომლისგანაც ისინი არაჟანს ამზადებდნენ. მეწარმეები ირწმუნებოდნენ, რომ ნამდვილი კარაქი საქართველოში საერთოდ არ არსებობს, ყველა ტიპის კარაქი მცენარეულ ცხიმებს შეიცავს და სწორედ კარაქიდან ხვდება იგი არაჟანში.

კარაქების შემოწმება

გადავწყვიტეთ შეგვემოწმებინა, მართალია თუ არა მოსაზრება იმის შესახებ, რომ საქართველოს ბაზარზე ნამდვილი კარაქი საერთოდ არ იყიდება. კარაქები შევამოწმეთ 2009 წლის ივლისში (იხ. შედეგები). აღმოჩნდა, რომ ჩვენს მიერ შემოწმებული იმპორტული კარაქების უმეტესობა ნამდვილი კარაქი იყო, ადგილობრივი წარმოების კარაქებიდან კი არც ერთი არ აღმოჩნდა ნამდვილი კარაქი.

კარაქის სტანდარტები

იმისთვის რომ გაგვეგო, ჰქონდა თუ არა ადგილი კარაქის ფალსიფიკაციას, შემოწმების შედეგები იმ სტანდარტებთან უნდა შეგვედარებინა, რომლის მიხედვითაც შემოწმებული კარაქები დამზადდა. მეწარმეების სტანდარტების მოპოვება ამჯერადაც საკმაოდ გართულდა, თუმცა საბოლოოდ ისინი მაინც მივიღეთ.

სტანდარტების ტექსტების შესწავლისას გაირკვა რომ, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული სტანდარტით კარაქი უნდა მზადდებოდეს მხოლოდ რძისგან ან რძის პროდუქტებისგან, რიგი მეწარმეების სტანდარტით კარაქში მცენარეული ცხიმების დამატება არის დაშვებული. კერძოდ, ასეთი სტანდარტები აღმოაჩნდათ შემდეგ მეწარმეებს:

დასკვნა ამ ეტაპზე ასეთია:

საქართველოს ბაზარზე არსებობს ნამდვილი კარაქიც და მცენარეული ცხიმების შემცველი კარაქიც. ასე რომ არაჟნის მწარმოებლებს შეუძლიათ არაჟანის დამზადებისთვის ნამდვილი კარაქი გამოიყენონ. თუმცა ნამდვილი კარაქის და მცენარეული ცხიმის შემცველი კარაქის გარჩევა მხოლოდ ეტიკეტით შეუძლებელია _ მცენარეული ცხიმების შემცველ კარაქს ჩვეულებრივად ”კარაქი” ან ”ნაღების კარაქი” აწერია.

შემდგომი ნაბიჯები:

  • მოვთხოვეთ სურსათის უვნებლობის სამსახურს ინფორმაცია იმის შესახებ, იზომება თუ არა არაჟანში მცენარეული ცხიმების შემცველობა. როგორც გაირკვა, არ იზომება (ჩვენი წერილი, სამსახურის პასუხი);
  • ვაცნობეთ სურსათის უვნებლობის სამსახურს იმის შესახებ, რომ ჩვენი გაზომვების მიხედვით არაჟანში მცენარეულ ცხიმებს უმატებენ და ვთხოვეთ შეემოწმებინათ. მივიღეთ უარი, ვინაიდან ის მეთოდიკა, რომლითაც ჩვენ ვზომავთ ოფიციალურად აკრედიტებული არ არის (ჩვენი წერილი, სამსახურის პასუხი).
  • მოვთხოვეთ სტანდარტიზაციის სააგენტოს გააუქმოს კარაქის სტანდარტები, რომელიც კარაქში მცენარეული ცხიმის დამატებას ითვალისწინებს, რაზეც უარი მივიღეთ (ჩვენი წერილი, სააგენტოს პასუხი).
  • მოვთხოვეთ ეკონომიკის სამინისტროს, აიძულოს სტანდარტიზაციის სააგენტო, რომ მან გააუქმოს კარაქის სტანდარტები, რომელიც კარაქში მცენარეული ცხიმის დამატებას ითვალისწინებს. სამინისტროდან პასუხი ჯერ არ მიგვიღია (ჩვენი წერილი);
  • მოვთხოვეთ თავისუფალი ვაჭრობის სააგენტოს, მოეთხოვა სტანდარტიზაციის სააგენტოსგან კარაქის იმ სტანდარტების გაუქმება, რომელიც კარაქში მცენარეული ცხიმის დამატებას ითვალისწინებს. სააგენტომ გვიპასუხა, რომ შეისწავლის საკითხს (ჩვენი წერილი, სააგენტოს პასუხი), ერთ თვეში კი მოგვივიდა მოწვევა ჩვენი საჩივრის განხილვაზე. განხილვის შედეგები იხ. აქ.
  • ვითხოვეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან განმარტება იმის თაობაზე, წარმოადგენს თუ სურსათის ფალსიფიკაციას არა მცენარეული ცხიმის შემცველი პროდუქტის გაყიდვა ”კარაქის” დასახელებით. სამინისტრომ გვიპასუხა, რომ თუკი მეწარმეს აქვს შესაბამისი სტანდარტი და პროდუქტზე ცხიმების შემცველობა მითითებულია, ეს ფალსიფიკაციად არ ჩაითვლება.
  • აგრეთვე მზადდება წერილები:
    • საქართველოს პარლამენტში
    • სურსათის უვნებლობის სამსახურში
    • ომბუდსმენთან
  • თუ ამ გზით შედეგს ვერ მივაღწიეთ, ვგეგმავთ აგრეთვე სასამართლოში ჩივილს.

რატომ არ ვჩერდებით? რისი იმედი გვაქვს? ხომ მაინც არაფერი გამოდის?

ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ თქვენი დახმარებით აუცილებლად გამოვა! ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ საქართველოს ბაზარზე შესაძლებელი იყოს ნამდვილი კარაქის და ნამდვილი არაჟნის არჩევა მათზე არსებული გასაგები და მკაფიო წარწერების მიხედვით.





print version
11:53:01 2012-04-05

კომენტარის დამატება

ინა   14:40:50 2017-05-06  უპასუხე   
მოგესალმებით, დღეს შპს ევროპროდუქტში(მის: პეკინის 39) შევიძინე გაყინული თევზის სკუმბრია ჭს შეკვრა, რომლის ნაწილიც გალღობის შემდეგ დაიშალა,პროდუქტი შეფუთვის მიხედვით ვადიანია. როგორ დავადგინო ვარგისია თუ არა აღნიშნული პროდუქტი საკვებად?


თამარ, CSRDG   15:02:19 2017-05-08  უპასუხე   
ინა შეგიძლიათ ლაბორატორიაში მიიტანოთ და იქ შეგიმოწმებენ. თუ გნებავთ ჩვენ შევიძენთ ამ პროდუქტს და ჩვენ შევამოწმებინებთ, ოღონდ ოთხშაბათს - ხვალ დასვენების დღეა. იქნებ ფირმის დასახელება მოგვწეროთ ან დასახელება პროდუქტის რომ არ შეგვეშალოს და ვადასაც თუ მოგვწერთ რაც აწერია თევზის შეფუთვას პირდაპირ მაგ პარტიის პროდუქტს ვიყიდით და შევამოწმებინებთ
ინა   13:16:48 2017-05-11  უპასუხე   
მოგესალმებით, თევზი შევიძინე პეკინის 39 ნომერში მდებარე შპს ევროპროდუქტში, სამწუხაროდ, ლაბორატორიაში შესამოწმებლად მიტანა ვერ მოვახერხე.მაქვს ეს სურათები
ინა   13:20:21 2017-05-11  უპასუხე   
თევზის ასორტი WEST

ეკატერინე   12:36:57 2016-05-24  უპასუხე   
კიდევ ერთი ფოტო და "ნიკორაში" ვიყიდეთ, უკაცრავად, მაღაზიის სახელწოდება შეგვეშალა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, ვადიანია და შეფუვაში იყო შიგნით


თამარ, CSRDG   12:58:23 2016-05-24  უპასუხე   
ეკატერინე ამ საკიტხით სურსათის ეროვნულ სააგენტოს უნდა მიმართოთ. მათი კომპეტენციაა საწარმოს სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის შემოწმება. ჩვენ ამის უფლება არ გვააქვს სამწუხაროდ. იქნებ მისწეროთ სააგენტოს მათ ფეისბუქის გვერდზე ან დაურეკოთ ნომერზე 2919167.

ეკატერინე   12:34:53 2016-05-24  უპასუხე   
მოგესალმებით. 24.05.2016, ლეონიძის ქუჩაზე, "იოლში" შევიძინეთ "სოფლის ნობათის" 0%-იანი ხაჭო, რომელსაც ვადა 30.05.2016 -მდე აქვს. ხაჭოში აღმოჩნდა თაგვის ე.წ."ცურცლი", რამდენიმე ცალი.. ვის უნდა მოეთხოვოს პასუხი ამაზე? კიდევ კარგი, ბავშვებმა არ მიირთვეს, დიდი ალბათობით ისინი ვერც შეამჩნევდნენ :(



ვასილ გულეური   20:30:14 2016-03-22  უპასუხე   
მეტრო სამგორის ზედა ამოსასვლელში გახსნილია საცხობი. გვირაბში ხომ საშინელი მყრალი სუნია. საინტერესოა, რამდენად არის დაცული სანიტარული ნორმები. მეტროს დირექცია არაფერზეა პასუხისმგებელი. იმაზეც კი, რომ გვირაბში სასიარულო აღარ დარჩა და ყველაფერი გაქირავებულია. იქნებ ამ საცხობის სანიტარული შემოწმება მოახდინოთ.
თამარ, CSRDG   11:04:49 2016-03-23  უპასუხე   
ბ-ნ ვასილ. ჩვენ არ გვაქვს უფლება საწარმოს სანიტარული მდგომარეობა შევამოწმოთ რადგან არ ვართ მაკონტროლებელი ორგანო. ამისთვის უნდა მიმართოთ სურსათის ეროვნულ სააგენტოს. მათი ნომერია 2919167
vaso   19:58:31 2016-04-11  უპასუხე   
იქნებ ჩამოგვითვალოთ თქვენ რისი უფლება გაქვთ-ველოდები მოუთმენლად.წ. მადლობთ!
თამარ, CSRDG   09:44:39 2016-04-12  უპასუხე   
ვასო ჩვენ შეგვიძლია სასურსათო მაღაზიებში შევიძინოთ პროდუქტი და ჩავაბაროთ ლაბორატორიული ანალიზისათვის. საწარმოების, კვების ობიექტების სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობას ჩვენ ვერ ვამოწმებთ, რადგან არ გვაქვს კანონით ამის უფლება. ამ საკითხზე სურსათის ეროვნული სააგენტოა პასუხისმგებელი. ჩვენ არ შეგვიშვებენ საწარმოში და საააგენტოს არ შეშვების უფლება მეწარმეს არ აქვს, ჯარიმდება კანონით ასეთ შემთხვევაში
ვასო   22:33:58 2016-03-31  უპასუხე   
გმადლობთ!

მარი   04:20:48 2014-10-12  უპასუხე   
Le Gateu -ში შევუკვეთე 100 ლარიანი ტორტი, ერთი კვირით ადრე, როგორც ხდება ბავშვის დაბ.დღისთვის 2 წლის ხდებოდა 11ოქტობრისთვის,50 ლარი ბე /ავანსი დავტოვე, შეკვეთაზე ვიყავი მეგობართან ერთად და 1 საათი ვუხსნიდით დაწვრილებით ყველა დეტალს და ამ დეტალის ფერებს, მენეჯერს ვანახე სხვა ტორტის მაგალითი ..პირველი სართულის იდენტური უნდა ყოფილიყო, განსხვავება მიკის ზომა და განლაგება იყო..ემატებოდა პლუტო...მოკლედ, ხელი მომაწერინა ფურცელზე სადაც ფასი, ჩემი სახელი, ტელეფონი, საათი და ასეთი წვრილმანები ეწერა...მინდა გითხრათ, ბავშვთა ცენტრში დაბ.დღის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე მივედი და დამხვდა აბსოლუტურად სხვა ტორტი...ერთია რაზეც მიპასუხეს მიკი ხომაააო :)))) ანუ 100 ლარს რაღაც უმსგავსო და პატარა მიკიში ვაძლევდი :( ბიწის ტორტი წითლის ნაცვლად იყო მალინისფერი, ასაკი 2 ის ნაცვლსდ 25 და 1 საათის განმავლობაში ახსნილი ფერები და გამორმება სულ სხვა.მოკლედ ფული არ დამიბრუნეს..ორჯერ მივაკითხე...ტორტიც დავტოვე, რრა თქმა უნდა არ წამოვიღე..საკმაოდ უზრდელურად მომართეს და მომექცნენ..მენეჯერი და ვიღაც ქალ.მანანა ( თუ შეიძლება ასე ვუწოდო, მისი კლიენტის მიმართ უზრდელურ "საუბარს") ..არც ვიდეო ხმიანი ჩანაწერი მანახეს...შენ როცა მოგინდება, მაშინ კი არ განახებო...ქალბატონმა მანანამ. ლე გასოგან შეილახა ჩემი უფლებები. საქ-ში კანონმდებლობის არ არსებობის თუ არ მოქმედების გამო, ასე "გასდით" სამწუხაროდ. იქნებ მირჩიოთ ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოვიგცე, მარტო სასამართლოა გამოსავალი? ეს თავმოყვარეობის ამბავია , არა 50 ლარის დაბრუნება, საკმაოდ შეურაცხოფილად მომექცნენ და მესაუბრენ.

natia   13:28:15 2014-05-06  უპასუხე   
2 დღის წინ, ვიყავი ლოპოტის ტბაზე. მე და ჩემს ორ მეგობარს ნომერი დაქირავებული არ გვქონდა, უბრალოდ ჩვენს მეჯვარეს ჩავაკითხეთ დაბადების დღეზე. ულამაზესი ადგილია, ინფრასტრუქტურულად ძალიან კარგი გაწყობილი, ტუმცა მომსახურება აქვთ "საოცარი" ვახსმის დრო რომ მოვიდა, სუფრა გააწყეს, მოიტანეს ხაჭაპური რომელიც იყო ძალიან პატარა ნაჭრებად დაჭრილი და რაც მთავარია გაცხელებული, ხაჭაპუის ძირი იყო სველი, თვითონ ხაჭაპური ცხელიც არ იყო,იყო შემთბარი!! არყის ჭიქები გვინდოდა ერთნაირი და გვითრხეს არ გავქვსო. წვენი იყო წყალწყალგარეული, უგემური :) არადა შაბათ კვირის გატარება საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, თუმცა სამწუხაროდ ეტყობა ხარისხს დიდი ყურადღეებას არ აქცევენ, იმიტომ რომ იციან რომ კლიენტი მაინც ეყოლებათ. :)

qetevani   03:36:00 2014-01-24  უპასუხე   
მარჯანიშვილის ქუჩაზე სურსატის რამოდენიმე მაღაზიაში იყიდება გაყინული (კუსტარულად დაფასოებული) ქათმის ფარში.მაინტერესებს თუ მომხდარა მისი ლაბორატორიულად შემოწმება?
თამარ, CSRDG   10:26:02 2014-01-24  უპასუხე   
არა ქეთევან ქათმის ფარში არ შეგვიმოწმებია

Nana Bukhsianidze   15:17:41 2012-11-20  უპასუხე   
ჰიპერმარკეტი გუდვილი დიდ დიღომში ძალიან ხშირად უხარისხო მომსახურებას გვთავაზობს.
1. არ უშვებს მომხმარებლებს, რომლებსაც ხელში აქვთ რაიმე სახის კონტეინერი ან ატარებენ ზურგჩანთას. ამით უცხადებენ მათ რომ ისინი პოტენციურ ქურდად თვლიან ყველას. არადა ყველანაირი მოწყობილობა აქვთ რომ ბარკოდებიანი საქონელი ვერ გაიტანონ მაღაზიის პერიმეტრიდან. თანაც საინტერესოა მათი აზრით ქურდს რატომ არ შეეძლება იგივე წარმატებით ჯიბეების ან სხვა ტანსაცმლის დეტალების გამოყენება? ბარემ გახდა და სპეციალური სკაფანდრებით ან სულაც ისე სიარული გვთხოვონ მომხმარებლებს?
2. ფასები ხშირად არ შეესაბამება თაროებზე აღნიშნულ ფასებს.
3. გუდვილი ოფიციალურად იკეტება 22:00–ზე მაგრამ არავის შეგეშალოთ და არ მიუახლოვდეთ შენობას 21:30 წუთის შემდეგ. იარაღიანი პოლიციელები ისე გამოგაპინტრიშებენ თითქოს შენ არღვევდე რამეს და არა თვითონ გუდვილი, რომელიც ამ მხრივ დისციპლინაში 1000წვრილმანებზე უფრო დაბლა დგას. 1000წვრილმანი თუ ქაოტურად დაიკეტება მომხმარებელს ქე მაინც იარაღიან კაცს არ დაუყენებს წინ.

nan   13:15:10 2010-01-21  უპასუხე   
ძალიან საინტერესო მასალებია, აუცილებლად დაგიკავშირდებით.





ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის 1 შესახვევი №5ა, ტელ: 399019/8,

ელ-ფოსტა: office@csrdg.ge
ვებ-გვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge