ბოლო ცვლილებები

ევროკავშირში აღმოჩენილი სახიფათო არასასურსათო პროდუქტები
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის იანვარ-მარტის კონტროლის შედეგები
მოსახლეობის ინფორმირება მავნე პროდუქტების შესახებ
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წელს განხორციელებული კონტროლის შედეგები
თამბაქოს მოხმარების წესები გამკაცრდა
საზოგადოებრივი ორგანიზიაციების მიმართვა საქართველოს ხელისუფლებას
ჯარიმები
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი
სახიფათო პროდუქტები ევროკავშირის ბაზარზე
საქართველოში სანთებელების კონტროლი ამოქმედდა

საბავშვო სოსისი "კაიზერი"
ძეხვეული, სურსათის ჰიგიენა,

2014 წლის 18 ნოემბერს, მომხარებელმა ვებ-გვერდზე კომენტარი დაგვიტოვა და გვთხოვა ც. დადიანის ქუჩაზე ( მ. ნაძალადევის მ/ტ) მდებარე "ნიკორას" საფირმო მაღაზიაში გასაყიდი "ნიკორას საბავშვო სოსისი "კაიზერი"-ს შემოწმება.

საჩივრის შემოწმების მიზნით, 2014 წლის 24 ნოემბერს მივედით მომხარებლის მიერ მითითებულ მაღაზიაში და შევიძინეთ საბავშვო სოსისი "კაიზერი", ვაკუუმშეფუთვაში. პროდუქტი თავისისვე შეფუთვიანად მოთავსდა სტერილური პოლიეთილენის პარკში და ჩაბარდა ლაბორატროიას ანალიზისათვის.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით, პროდუქტში აღმოჩნდა მიკრობიოლოგიური დაბინძურება, კერძოდ სულფიტმარედუცირებელი კლოსრიდიები.

ვინაიდან ლაბორატორიის პასუხი ჩვენამდე დაგვიანებით მოვიდა,  წერილით მივმართეთ სურსათის ეროვნულ სააგენტოს და ვთხოვეთ პროდუქტის შემოწმება.

2015 წლის 12 იანვარს, სააგენტოდან მივიღეთ პასუხი, რომლითაც გვატყობინებენ, რომ  ჯერ-ჯერობით მხოლოდ შემოწმდა მაღაზიაში პროდუქტის შენახვის პირობები და პროდუქტის ორგანოლეპტიკური მახასიათებლები, რომლებიც ნორმაში აღმოჩნდა. პროდუქტის ლაბორატორიული გამოკვლევა განხორციელდება მოგვიანებით.




print version
14:40:40 2015-01-12

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge