ბოლო ცვლილებები

ევროკავშირში აღმოჩენილი სახიფათო არასასურსათო პროდუქტები
შაქრის ეტიკეტი
ფასთა განსხვავება პროდუქტზე და სალაროში
შპს ბოკოლასა და ი/მ გიორგი ლონდარიძის პელმენების შემოწმება
პროდუქტის უსაფრთხოების კონტროლი
ინფორმაცია სამომხმარებლო პროდუქციის შესახებ
სემინარები თელავსა და ლაგოდეხში
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის იანვარ-მარტის კონტროლის შედეგები
კარაქ „პრეზიდენტის“ შემოწმება
გაყინული ხინკალი შპს „კამადან“

ვულე-ვუს კოსმეტიკა

სტატიაში მოხსენიებულ მეწარმეებს ვთხოვთ გაეცნონ ამ ინფორმაციას.

2013 წლის თებერვლის დასაწყისში მომხმარებელმა ვულე-ვუს კოსმეტიკის თაობაზე მოგვმართა.

როგორც გაირკვა, მომხმარებელს ვულე-ვუს მაღაზიაში საახალწლოდ, ე.წ. 1+1 აქციაზე შეუძენია რამოდენიმე კოსმეტიკური პროდუქტი. შემდეგ კი ნაცნობმა ასწავლა ვებ-გვერდი, რომლითაც შესაძლებელია დაადგინო კოსმეტიკური ნაწარმის გამოშვების თარიღი და ვარგისიანობის ვადა. მომხმარებელმა მის მიერ შეძენილი პროდუქტების კოდები შეიყვანა ამ საიტზე და გაარკვია, რომ აქციაზე შეძენილი ყველა პროდუქტი ვადაგასული იყო! აქციის გარეშე შეძენილი პროდუქტების მოხმარების ვადები კი გასული არ იყო. სამწუხაროდ მომხმარებელს არც ერთი პროდუქტის შეძენის ქვითარი არ ჰქონდა შენახული, ამიტომ ვულე-ვუსთვის პრეტენზიის წაყენება შეუძლებელი იყო.

გარდა ამისა, მომხმარებლის მიერ მითითებულ ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს და მომხმარებლებს ურჩევენ მეტი სიზუსტისთვის თავად კოსმეტიკის მწარმოებელს მიმართონ. ჩვენ გავგზავნეთ შეკითხვები კოსმეტიკის რამოდენიმე მწარმოებელთან, სადაც ვითხოვეთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ოფიციალური პროცედურა აქვს დადგენილი ფირმას იმისთვის, რომ მომხმარებელმა მათი პროდუქტის გამოშვებისა და ვარგისიანობის ვადა გაარკვიოს.

კომპანია Givenchy-სგან მივიღეთ პასუხი, საიდანაც ირკვევა, რომ პროდუქციის ამ მახასიათებლების დასადგენად ისინი მომხმარებელს ანალოგიური საიტის გამოყენებას ურჩევენ, სადაც ვადების გარკვევა მომხმარებელს კონკრეტულ პროდუქტზე მითითებული სერიული ნომრის აკრეფით შეუძლია.

2013 წლის 1 მარტს ჩვენ მივაკიხეთ მაღაზია ვულე-ვუს (ვაჟა-ფშაველას 35), სადაც 8 მარტთან დაკავშირებით კვლავ გამოცხადებული იყო 1+1 აქცია. ამ აქციაზე ჩვენ გვინდოდა შეგვეძინა  Givenchy-ს ფირმის ერთი პროდუქტი და მეორე მიგვეღო საჩუქრად. ამისათვის მაღაზიის კონსულტანტის დახმარებით შევარჩიეთ ორი დაახლოვებით ერთიდაიგივე ფასიანი პრდუქტი ორივე Givenchy-ს ფირმის :  ტუჩის საცხი (ღირებულება 73 ლარი) და თვალის ჩრდილი (ღირებულება 70 ლარამდე). გაირკვა რომ აქცია "1+1"-ს ფარგლებში "ნაჩუქარ" საქონელზე მაღაზია არ იძლევა სასაქონლო ზედნადებს, ამიტომ ჩვენ შევიძინეთ მხოლოდ ერთი პროდუქტი - ტუჩის საცხი, რომელიც ფასდაკლებით მაღაზიამ 66 ლარად მოგვყიდა.

პროდუქტზე დატანილი სერიული ნომერი 9N01 შევიყვანეთ Givenchy-ს წარმომადგენლის მიერ მითითებულ საიტზე, პროდუქტის გამოშვების თარიღისა და ვარგისიანობის ვადის დასადგენად.

როგორც ხედავთ, checkcosmetic.net საიტის მიხედვით პროდუქტი წარმოებულია 2009 წლის იანვარში და ვარგისია 36 თვე - 2012 წლის იანვრამდე. ანუ პროდუქტი, რომელიც ჩვენ შევიძინეთ, ვადაგასულია.

გაიგზავნა კითხვა Givenchy-ში იმის თაობაზე, თუ რამდენად უსაფრთხოა ვადაგასული ტუჩის საცხი .

მაღაზია "ვულე-ვუში" (შპს "სტაილი") კი გაიგზავნა პროდუქტის უკან დაბრუნების მოთხოვნა. შედეგებს აქ შეგატყობინებთ.

2013 წლის 4 მარტს შპს "სტაილმა" გამოგვიგზავნა საპასუხო წერილი:

ჩვენი ელექტრონული წერილის პასუხად Givenchy-დან მივიღეთ საპასუხო წერილი, რომელშიც ფირმის წარმომადგენელი გვატყობინებს რომ ტუჩის საცხს 9N01 ნომრით ვადა გაუვიდა 2012 წლის იანვარში და გვირჩევს, რომ არ გამოვიყენოთ.

ჩვენ თხოვნით მივმართეთ "ჟივენშის" გამოეგზავნა ოფიციალური წერილი პროდუქტის ვადაგასულობის თაობაზე, რომლითაც "ვულე-ვუს" მოვთხოვდით ტუჩის საცხის ეს პარტია გაყიდვიდან ამოეღო. თუმცა ჟივენშისგან უარი მოგვივიდა (იხ. ქვემოთ). კერძოდ, როგორც კომპანიის წარმომადგენელი წერილში განმარტავს, იგი გვირჩევს არ გამოვიყენოთ ვადაგასული პროდუქტი, ვინაიდან ფერი და სუნი შესაძლოა ამ პროდუქციისთვის დამახასიათებელი აღარ იყოს, მაგრამ ამავე დროს გვარწმუნებს, რომ ვადაგასული პროდუქცია მავნე არ არის და მომხმარებლისთვის რისკს არ წარმოადგენს, ამიტომ გაყიდვიდან მისი ამოღება სავალდებულო არ არის. 

 

აქვე დავამატებთ, რომ მივიღეთ დამატებითი ინფორმაცია მეორე კოსმეტიკური ფირმის - Guerlain-ის ნაწარმზე, რომელიც მომხმარებელს ასევე ფასდაკლების აქციაზე ჰქონდა შეძენილი და ზემოთ მითითებული ვებ-გვერდზე შემოწმებისას აღმოაჩინა, რომ ყველა ისინი ვადაგასულია. ეს ინფორმაცია გადავამოწმეთ მწარმოებელთან და მივიღეთ პასუხი, რომ პროდუქცია მართლაც ვადაგასულია:

ჩვენ დაბეჯითებით ვურჩევთ მომხმარებლებს, გადაამოწმონ კოსმეტიკის ვარგისობა და შეძლებისდაგვარად თავი შეიკავონ ვადაგასული კოსმეტიკური ნაწარმის მოხმარებისგან.




print version
12:25:53 2013-03-20

კომენტარის დამატება

ia   14:42:09 2017-01-24  უპასუხე   
ვულევუ და ლუტეცია "ბრენდული" პარფიუმერული მაღაზიებიაო - დამეთანხმებით. იცით კი, რომ - არცერთი (!), ვიმეორებ არცერთი ფრანგული წარმოების სუნამო არ არის ორიგინალი. თურმე მესამე დონის ქვეყნებისათვის საფრანგეთის პარფიუმერული ფაბრიკის კონვეირი ამზადებს სხვა პროდუქციას, რაც უკვე სიყალბე და ტყუილია. ფასები რომ "ჰაი" კლასის პროდუქციისაა - ამას რა ვუყოთ? საფრანგეთი, ფრანგული სუნამოს წარმოების ლიცენზიას არც ერთ ქვეყანას არ აძლევს. არ სჭირდება უბრალოდ ეს! მოვითხოვე ადგილზე "ცოცხალ ბეჭდიანი" სერტიფიკატი, რომელიც პროდუქციის ყველა პარტიას საკუთარი უნდა ჰქონდეს - არ ჰქონდათ მაღაზიაში, სათაოში კი გვაქვსო, მაგრამ ასე პაჭა-პუჭა ფილიალებში რაში გვჭირდებაო.
ხო... არ დამავიწყდეს, იტალიური, ესპანური და გერმანული პროდუქცია შედარებით მიახლოებულია ორიგინალთან, მეტი წილი ორიგინალია. რა ვიყოთ ახალა ამას? კითხვა რიტორიკულია? ფასები -ასტრონომიული - ნაგავში გადაყრილი!
ვახო   11:28:18 2017-04-02  უპასუხე   
ხშირად ვყიდულობ ხოლმე ლუტეციაში და ყოველთვის იგივეა რაც უცხოეთში. ტესტერს რაც შეეხება, ყოველთვის მეტი მდგრადობა აქვს ტესტერს და ეს მსოფლიოში მიღებული წესია. არაორიგინალი როგორაა თუ საფრანგეთში თავად კომპანია უშვებს. ან მესამე ქვეყნისთვის თუა საიდან დაასკვენით? როგორ ფიქრობთ საფრანგეთი თავის ბრენდს არ უფრთხილდება და წარმომადგენელს ცუდ პროდუქციას მიაწვდის? რაც შეეხება ფასს, მე ფასდაკლების ბარათი მაქვს და 30%-იანი ფასდაკლების აქციებიც აქვთ ხოლმე. რომელ ქვეყანმაში არ ვყოფილვარ: ევროპის ქვეყნები, დუბაი, ჩინეთი, ამერიკა და ყველგან დაახ. იგივე ფასი აქვს აღნიშნულ პარფიუმერიას და ხარისხიც ზუსტად იგივეა

ფიქრია   12:59:55 2015-08-06  უპასუხე   
ვადაგასული არა, მაგრამ პატენტი მომყიდეს ლუტეციაში.. სასინჯად ორიგინალი უდევთ, დაყნოსავ და გადასარევია.. სოლიდური თანხა გადავიხადე, 141 ლარი და ოდნავადაც არ გავს მეხუთე ავენიუს..
ვახო   11:36:56 2017-04-02  უპასუხე   
ტესტერს ნისბისმიერ ქვეყანაში უფრო მდგრადი სუნი აქვს ვიდრე შეძენილს და ეს მარკეტინგის და თავად გამომშვები კომპანიების ბრალია რეალურად, რომ რაც შეიძლება მეტი მომხმარებელს აყიდინონ პროდუქცია. უცხოეთში იყიდით თუ საქართველოში არ აქვს მნიშვნელობა, ყველგან ეგრე იქნება

Natia Lomidze   10:10:58 2015-03-04  უპასუხე   
გთხოვთ დამეხმაროთ: Ici-Paris მაღაზიათა ქსელში შევიძინე Pupa-ს ბრენდის თვალის ფანქარი. შეფუთვაზე მითითებულია შტრიხ-კოდი:8011607026418. როგორც მივხვდი სერიული ნომერია ბოლო შვიდი ციფრი:7026418. ასევე შტრიხკოდის თავზე აწერია კოდი: Ref.0489. ორივე კოდი შემყავს საიტზე http://checkcosmetic.net/ და გამოაქვს შემდეგი შეტყობინება:Error: specified code is not supported, or is not correct.(ფაილს თან ვურთავ). ანალოგიურად ვიშის პროდუქციაზეც. გთხოვთ მომწეროთ არასწორი კოდი შემყავს? ან რას ნიშნავს ეს შეტყობინება. მადლობთ
ლია, CSRDG   10:29:26 2015-03-04  უპასუხე   
შტრიხ-კოდი არ გჭირდებათ. გჭირდებათ თვითონ მწარმოებლის მიერ დატანილი სერიული ნომერი. როგორც წესი ის თვითონ პროდუქტზეა დატანილი (ყუთზე არა), ქვემოდან. დააკვირდით ზემოთ სურათებს და მიხვდებით, დაახლოებით სად უნდა ეძებოთ ეს ნომერი

Nata   13:25:01 2014-06-12  უპასუხე   
გამარჯობა. მაინტერესებს ოდესმე ვინმე თუ მიხედავს ამ ვითომ ცნობილ ე.წ. სილამაზის სალონებს. ჩემმა მეგობარმა საქორწილო კაბა იყიდა „ზიზი“-ში. იქვე შემოგვთავაზეს მაკიაჟი და ვარცხნილობა, რაზეც დავთანხმდით. ეს იყო ყველაზე დიდი საშინელება. დაბინძურებული სავარცხლები და უსაშინლესი მომსახურება. პატარძალს შუა ქორწილში კაბა შემოერღვა. მაკიაჟი რა პროდუქციით გაგვიკეთეს არ ვიცი. მთელი ქორწილის განმავლობაში ცრემლი გვდიოდა და მეორე დღეს ისეთი ალერგია მოგვცა ორივეს, რომ დღემდე ვმკურნალობთ. მოკლედ, ამ ე.წ. სალონს აღარასდროს გავეკარებით, მაგრამ იქნებ ვინმე დაინტერესედეს ამ სალონებით. როდემდე შეიძლება მომხმარებელი მოტყუებული დარჩეს. არადა ეს „ზიზი“ ვითომ ნორმალურ სალონად ითვლება.
თამარ, CSRDG   14:44:10 2014-06-12  უპასუხე   
ნატა ძალიან სამწუხარო ფაქტია, რომ დრეს საქართველოში არც კოსმეტიკური საშუალებების ხარისხს ანხორციელებს ვინმე და არც სილამაზის სალონების. უბრალოდ არ არსებობს ასეთი სტრუქტურა
ამირანი   16:30:05 2014-10-03  უპასუხე   
ასოციაცია "ეტიკმა" დაიწყო სალონების შემოემება(მონიტორინგი) მოგვაწოდეთ თქვენი წინადადებები და ერთად ვებრძოლოთ უკანონობას.599-27-83.243-51-07.

mari   12:45:58 2014-02-05  უპასუხე   
როგორ ფიქრობთ აფტიაქშიც შეიძლება იგივე პრობლემა იყოს?კოსმეტიკასთან დაკავშირებით....

მადონა   14:42:08 2013-05-10  უპასუხე   
მაინტერესებს ამ საიტზე თუ შეგიმოწმებიათ სხვა პროდუქტი?მე შევამოწმე ჰედენდშოლდერსი თან საკმაოდ ბევრი და აღმოჩნდა რომ საქართველოში შემოტანილი ამ ბრენდის შამპონები გამოშვებული 2009 წელს,გამოდის რომ ვადაგასულია.
თამარ, CSRDG   16:18:44 2013-05-10  უპასუხე   
არა მადონა ჩვენ სხვა პროდუქტი არ შეგვიმოწმებია

თამუნა   23:44:19 2013-05-09  უპასუხე   
ლუტეციაში საახალწლო ფასდაკლებაზე ვიყიდე ესტენლაუდერის პირის დასაბანი გელი რომელსაც კონსისტენციაც კი შეცვლილი აღმოაჩნდა ისეთი ძველი იყო. სამწუხაროა რომ ეხლა ვნახე ეს საიტი.

Natia   14:43:02 2013-04-08  უპასუხე   
მაგიტომაცაა საქართველოში კოსმეტიკის და თავის მოვლის საშუალებების ყიდვას ვერიდები. გამოიწერ - ბევრად იაფადაც გამოხვალ, ყველა გამოწერაზე საჩუქარს გიგზავნიან (და არა როგორც აქ - მარტო ახალწლებზე და ისიც საცოდავ პრობნიკებს) და + ამას არც ვადაგასულია... ამწუთას შევამოწმე ამ ლინკებზე ყველაფერი რაც ჩანთაში მქონდა, ვადები ნორმაშია და დავშვიდდი :)

Qeti Gvaramadze   13:37:17 2013-03-28  უპასუხე   
რაღაც მეც მეპარება ეჭვი ამ საიტთან დაკავშირებით. გამოდის სულ ვადაგასული პროდუქცია შემოდის საქართველოში.

ეთუნა   10:07:28 2013-03-28  უპასუხე   
რა უბედურებაა? ან ამ საიტთან დაკავშირებით რაღაც რიგზე ვერ უნდა იყოს, ან ლუტეციაში 2004 წელს გამოშვებული clarins-ის ტონალური შემიძენია!
ლია, CSRDG   13:47:11 2013-03-28  უპასუხე   
მოგვწერეთ პროდუქტის კოდი და გავუგზავნით შეკითხვას ქლერინსს
ეთუნა   14:18:22 2013-03-28  უპასუხე   
გმადლობთ. პროდუქტის კოდია 401651


ლია, CSRDG   14:27:13 2013-03-28  უპასუხე   
და კიდევ, იქნებ ნახოთ, რომელ ქვეყანაშია წარმოებული?
ლია, CSRDG   14:25:23 2013-03-28  უპასუხე   
თუ შეიძლება პროდუქტის დასახელებაც დაწერეთ ზუსტად, როგორც ყუთზე აწერია.
ეთუნა   14:36:45 2013-03-28  უპასუხე   
ეხლავე. აი ყველაფერი, რაც მითითებულია პროდუქტის შეფუთვაზე.

Fond de Teint
Lisse Minute

05 Caramel blond - terra. 30 ml.

ref. 401651
Clarins - Paris
95300 France.
natia   13:16:31 2013-03-29  უპასუხე   
ეს კოდი რომელიც აქ გიწერიათ არის პროდუქციის კოდი და არა ის კოდი რომლითაც უნდა შემოწმდეს ვადები. ხოდა ამიტომაც აჩვენებს არასწორ ვადებს.
ამიტომ ჯერ კარგად გადაამოწმეთ ხოლმე კოდები თორემ ასე ყველაფერს ვადაგასულს აჩვენებს.
მომხმარებელი შეგყავთ შეცდომაში და მერე ჩვენც ეჭვი გვეპარება ყველაფერში. ასე უსაფუძვლოდ და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გამოქვეყნება არ მიმაჩნია სწორედ.
ეთუნა   14:28:02 2013-03-29  უპასუხე   
სხვა არანაირი კოდი არ იკითხება პროდუქციაზე, არანაირი ციფრი არ არის მითითებული გარდა იმისა, რაც აქ დავწერე. მე პირადად სურვილი ნამდვილად არ მაქვს ვადაგასული აღმოჩნდეს ჩემს მიერ შეძენილი პროდუქტი. ფაქტი ერთია, ან საიტს აქვს რაიმე პრობლემა - ან პარფიუმერულ მაღაზიებს.
ლია, CSRDG   14:39:00 2013-03-28  უპასუხე   
ქილის ძირზე რაიმე სხვა კოდი ან ნომერი ხომ არ აწერია კიდევ?
ეთუნა   14:40:42 2013-03-28  უპასუხე   
არა, ზუსტად ეს კოდია ქილის ძირზე. სხვა არანაირი კოდი არ არის პროდუქტზე.
ლია, CSRDG   14:55:55 2013-03-28  უპასუხე   
გაიგზავნა შეკითხვა. მოვიდა დადასტურება, რომ მიიღეს და გვიპასუხებენ. პასუხს აქ დავდებთ.


ეთუნა   15:03:13 2013-03-28  უპასუხე   
დიდი მადლობა. ხარისხიან პროდუქციაში საკმაოდ სოლიდური თანხები იხარჯება და ასე უსინდისოდ არ უნდა ატყუებდნენ მომხმარებელს.
ლია, CSRDG   17:32:19 2013-03-29  უპასუხე   
ეთუნა, მოგვმართა კლარინსის წარმომადგენელმა საქართველოში. აცხადებს, რომ 401651 არ არის ის კოდი, რომლითაც პროდუქტის გამოშვების თარიღი დგინდება.

ხომ არ შეგიძლიათ ქილას სხვადასხვა მხრიდან სურათი გადაუღოთ და აქ ამოტვირთოთ? რომ გავერკვეთ ყველა ერთად, რომელი წარწერა არის კოდი.

წერილში კომპანიის წარმომადგენელი აგრეთვე ითხოვს თქვენთან შეხვედრას და საკითხში ადგილზე გარკვევას. თუ სურვილი გაქვთ, მიგყვებით.



mariami   12:52:02 2014-02-17  უპასუხე   
გამარჯობათ, მე შევიძინე ,,ისი პარში" ტონალური და დამაინტერესა ვადაგასული იყო თუ არა, ორივე ზემოთ მითითებულ საიტზე შევამოწმე, თუმცა ერთი ვადაგასულს მიჩვენებს, მეორე პირიქით, მგონი, ეს საიტები არ უნდა იყოს მთლად სანდო:)


მარიამი   12:53:17 2014-02-17  უპასუხე   
ესეც მეორე:)


თამარ, CSRDG   15:11:09 2014-02-17  უპასუხე   
მარიამ თქვენს მიერ ატვირთულ სურათებიდან ორივე საიტი აჩვენებს, რომ პროდუქტის წარმოების თარიღია 2013 წლის 02 ივლისი და პროდუქტს ვარგისიანობის ვადა 60 თვე აქვს. თქვენს მიერ გაკეთებული შემოწმებისას გიწერთ რომ პროდუქტის გამოყენება კიდევ 53 თვეა შესაძლებელია

მარიამი   20:24:56 2013-03-22  უპასუხე   
რაშია საქმე იცით? მე მგონი დიდი გაუგებრობაა და ეს საიტიც მთლად მართალი არ უნდა იყოს :))
ჩემი მეუღლე ხშირად არის საფრანგეთში და მხოლოდ ორიგინალი კოსმეტიკა ჩამოქვს ჩემთვის. მე ვნახე ეს საიტი, გადავამოწმე ჩემი კოსმეტიკა და "აღმოჩნდა" რომ "კრისტიან დიორის" ტუში, ტონალური, ტუჩსაცხი, ლაინერი და ჩრდილები 2013 წლის იანვარშია გამოშვებული :)) არადა რეალურად 2012 წლის აგვისტოს ჩამომიტანა მეუღლემ საჩუქრად.
ლია, CSRDG   13:46:24 2013-03-28  უპასუხე   
მარიამ, თუ მოგვწერთ პროდუქციის სახეობას და კოდებს, მივწერთ კითხვას კრისტიან დიორს

მარიკა   16:22:11 2013-03-20  უპასუხე   
მაინტერესებს არსებობს თუ არა კანონი ამგვარი თაღლითობის წინააღმდეგ! მე რომ მკითხოთ ამგვარი ფაქტების აღმოჩენის შემთხვევაში, უნდა აეკრძალოთ საქმიანობა! მე უკვე დიდი ხანია არაფერს აღარ ვყიდულობ პარფიუმერულ მარაზიებში, უფრო იაფი ჯდება ინტერნეტით გამოწერა, თან სულ რაღაც 2 კვირაში აქ არის! ხარისხიც გარანტირებულია და ფასიც 2-ჯერ ნაკლები!თქვენც გირჩევთ!
ლია, CSRDG   16:49:49 2013-03-20  უპასუხე   
ეს ალბათ თაღლითობა არ არის ( სისხლის სამართლს კოდექსის 180 მუხლი), უფრო მომხმარებლის მოტყუილებაა ( სისხლის სამართლის კოდექსის 219 მუხლი)...

tamuna   15:37:30 2013-03-17  უპასუხე   
მოგესალმებით. რამოდენიმე დღის წინ ვულევუში შევიძინე სუნამო, არმანის კოდი. სუნამოს დასხმიდან 1 საათში სუნი საერთოდ აღარ იგრძნობა. ბუნებრივია ორიგინალი სუნამო ასეთი უხარისხო ვერ იქნებოდა. ვიყავი ამ კომპანიის სათაო ოფისში, მაგრამ რასაკვირველია ვერაფერს გავხდი, მიმტკიცებდნენ რომ მათ ქსელში ყველა სუნამო ორიგინალია

eka   17:09:20 2013-03-13  უპასუხე   
მოგესალმებათ ისი პარის მიერ მოტყუებული და ამა დროს საშინლად იმედგაცრუებული მომხმარებელი..რატომღაც მხოლოდ დღეს მომაფიქრდა ჩემი კოსმეტიკური საშუალებების შემოწმება და ძალიანაც შევწუხდი:(( საქმე რაშია.. შეძენის დამადასტურებელი ქვითარი-არ მაქვს;)მაგრამ არსებობს თი ბი სი ბანკის მიერ გატარებული ბარათი(ამონაწერის ამოღებაარაა პრობელმა)ასევე ისი პარის სურნელოვან ბარათზე გატარება(შეძენისას) სადაც ჩანს თუ რა შევიძინე როდის და რამდენად... საუბარი მაქვს სისლის ფირმის ტონალურ კრემზე ,რომელიც არც 800 გირს,არც 25..მაგრამ ნდობის მომენტია და გარდა ამისა ხარისხსი..ტონალური რომელიც გამოშვებულია 2009 წელს და მე შევიძინე 2012ში!!!! ნათლად წერია ამ საიტზე..თეთრით შავზე რომ მას აქვს ვადა 36თვე..ნუთუ ეს ძვირფასი პარფიუმერული ხაზის წარმომადგენლებმა არ იციან? ძალინა მაინტერებს ამ ტონალური კრემის წამროშობისა და ხარისხის სერთიფიკატი!!-საერთოდ თუ ითხოვთ ხოლმე ამდაგვარს პროდუქციის შეძენისას... საოცრად იმედგაცრუებული,უკვე მრავალი წლის მომხრაბელი!!!!!!!



bubu   10:28:44 2013-03-13  უპასუხე   
იგივეს დავამატებდი ისი-პარიში ნაყიდ პუპას პომადაზე, შევამოწმე ამ საიტზე 2008 წელს აქვს გასული ვადა. ჩემმა მეგობარმაც შეამოწმა იგივე პომადა, და იგივე პასუხი მიიღო მანაც. სირცხილია და ხალხის დაყაჩაღება

ana   13:18:47 2013-03-09  უპასუხე   
კოდი შეიყვანეთ სორად მაგ საიტზე თორე უაზრო რიცხვებს წერს..რაც შეეხება ლუტეციას ეხლა გადავამოწმე ჩემი პარფიუმერია და ნაწილი ვადაგასულია..ნაწილი კი ვადიანი.არ ველოდი ლუტეციაშიც ტუ იქნებოდა მსგავსი შემტხვევა

Nata   12:09:49 2013-03-07  უპასუხე   
ისი პარიზში შარშან შეძენილი ჩემი პუპას ტუჩსახციც ვადაგასულია http://checkcosmetic.net/-ის მიხედვით, დამზადებულია სულ რაღაც 2001 წლის აპრილში 3 წლის ვადით.
ნია   19:38:59 2013-03-07  უპასუხე   
მასეთმა ვადაგასულმა ტუჩსაცხმა ტუჩებზე ისეთი პრობლემები გამიჩინა ერთი თვე ნახეთქები და გამონაყარი ვერ მოვიშორე გამაგიჟააააა ყველას გირჩევთ ყურადღებით დააკვირდეთ რა ყიდულობთ

eka   11:56:08 2013-03-06  უპასუხე   
მე მინდა კიდევ ერთ აფიორაზე მოვყვე,რომელიც მეც გადამხდა და ბევრ ჩემს მეგობარს.
სხ-სხ ორგანიზაციაში დადიან ქალები ,რომლებიც აცნობენ თითქოს არიან რომელიღაცა ბრენდის წარმომადგენლები(ამ ბრენდის დასახელება არის ყოველთვის სხვადასხვა)და ხსნიან მაღაზიას .გახსნამდე კი აკეთებენ აქციას ფასდაკლებაზე და ბაზრობაზე ნაყიდ დუხებს ,რომელიც 10 ლარი ღირს 200 ლარად ასაღებენ.თანაც ვინც არ დაუჯერებს სტავაზობენ ამ პროდუქციის კოდის შეყვანას ინტერნეტით,ჩვენც ასე მოვიქეცით იმ კოდზე ნამდვილი დიორის დუხი ამოვიდა.
რის მერეც ყველამ შევიDზინეთ.
მაგრამ თურმე გადავამოწმე და ბაზრობაზე ნაყიდ დუხსაც იგივე ორიგინალი კოდები ქონდა.და ის მაღაზიაც არსად არ გახსნილა დღემდე.

ვის მივმართო ,რომ სხვებიც არ გაეხვნენ ამ აფიორაში?(იმ პიროვნენების მონაცემები კი დავადგინეთ)
ეკა დეკანოსიძე   02:33:17 2016-07-28  უპასუხე   
დღეს ჩემი თანამშრომლები იგივე ქალბატონების აფიორის მსხვერპლი აღმოჩნდნენ. პოლიციაში უკვე განვაცხადეთ, სამწუხაროდ ჯერ მათი ვინაობის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს და თუ მაგ ქალბატონების ვინაობას მოგვაწვდით, ძალიან გაგვიიოლებთ საქმეს, რომ ამოვიცნოთ.
ლია, CSRDG   15:44:09 2013-03-06  უპასუხე   
ეკა, თქვენ რაც აღწერეთ, ეს არის სხვისი ( ამ შემთხვევაში კრისტიან-დიორის) სასაქონლო ნიშნის უკანონოდ გამოყენება. წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და ჯარიმდება მინიმუმ 500 ლარით. თუ დიდი ოდენობითაა - მაშინ სისხლის სამართლის დანაშაულია.

კონკრეტული ინფორმაცია თუ გაქვთ, გირჩევთ მიაწოდოთ პოლიციას ან ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს. თუ გსურთ, ჩვენ მოგვაწოდეთ და ჩვენ გადავგზავნით.
სოსო   01:28:27 2013-03-23  უპასუხე   
სწორედ მაგ დანასაულზეა ლაპარაკი. მომხმარებლის მოტყუება და სასაქონლო ნიშნის გაყალბება

Marie Babunashvili   04:33:11 2013-03-06  უპასუხე   
ra magar qveyanaSi vcxovrobt. yochag chven , gvexerxeba "lamazi" sityvebit "davagomot" xalxi.. yochag chven...

pomadas romelsac vada erti wlis da 2Tvis win gauvida vada, dalukaven da gadaugzavnian safrangetshi gamokvlevaze vargisia tu ara misi moxmareba haha

ნინა   16:47:39 2013-03-05  უპასუხე   
სასაცილოა ეს ყველაფერი...ენას ძვალი არ აქვს...არ შეიძლება დაუსაბუთებლად ამდენი ბრალდება...მე ვენდობი ,,ისი პარის"და კვალავაც შევიძენ მის პროდუქტს.ჩემი ახლობელი საბაჟოზე მუშაობს და ნამდვილად იცის რომელი ქვეყნიდან მარაგდება ეს კომპანია...
სოსო   01:32:54 2013-03-23  უპასუხე   
ნანა, რომელი ქვეყნიდან? :))) საინტერესოა... საბაჯო ესეთ ინფორმაციას გასცემს? :)))
Geo Blonde   17:43:48 2013-03-05  უპასუხე   
მართალია. დაუსაბუთებლად ადვილია ლაპარაკი. ზოგისთვის საშინელი სუნი სხვისთვის სასიამოვნო შეიძლება იყოს. თუმცა ისიც მართალია, რომ ბევრ სხვასაც ჰყავს ახლობელი, რომელიც იფიცება, რომ თავად ამარაგებს ისი-პარის და მისთანებს პატენტებით :) და ერთადერთ სიმართლეს, მე რასაც აქ ვხედავ ისაა, რომ ვადაგასულ პროდუქტს ნამდვილად ყიდიან.

თათია   16:26:57 2013-03-05  უპასუხე   
ისი პარის წარმომადგენელი როგორ ბედავს საერთოდ ხმის ამოღებას, შარშან ა Marc Jacobs DAISY მაჩუქა მეგობარმა 50 მლ. 175 ლარი გადაიხადა,პატენტი ბევრად უკეთესი ხარისხია დამიჯერეთ,ჯერ საშინელი სუნი, ისიც 20 წუთში ქრებოდა, პატენტის პატენტი იყო, შეფუთვა და ქვითარი გადაგდებული მქონდა, თორე ყველა გაიგებდით რაც მოხდებოდა ისიპარიში ((

ნიკა   16:24:55 2013-03-05  უპასუხე   
სრულიად ვეთანხმები ისი-პარის შესახებ გამოთქმულ საყვედურს-თქვენთან შეძენილი Narciso Rodriguez for him-ის ხარისხი საერთოდ არ შეესაბამება მის ფასს,ამის შესახებ თქვენს facebook-ზეც მოგწერეთ(რათქმა უნდა პასუხი არ მიმიღია).საქმე იმაშია,რომ როცა მომხმარებელი თქვენთან არსებულ პროდუქციაში იმაზე მეტ ფასს იხდის ვიდრე ეს ევროპაში ღირს,ევროპულ ხარისხთან მიახლოებული პროდუქტი მაინც უნდა მიიღოს,კითხვების გაჩენის შემთხვევაში კი პასუხი გასცეს მომხმარებლის წერილს.

GEO BLONDE   16:15:23 2013-03-05  უპასუხე   
სასტიკად მაინტერესებს ვულევუს პასუხი :) ზოგადად, სულ ვერიდები ვულევუშიც და ისი-პარიშიც კოსმეტიკის ყიდვას, რადგან ხარისხში არ ვარ დარწმუნებული და ფასებიც საოცარია. კლინიკის ფერუმარილი, რომელიც კლინიკის ოფიციალური საიტიდან გამოწერისას დამიჯდა 22 $, პლუს ტრანსპორტირების კაპიკები, ლუტეციაში 80 ლარი ღირს. სასაცილოა :)

გიორგი   15:50:36 2013-03-05  უპასუხე   
არადა ამ დღეებში ვაპირებდი ისი პარიში სუნამოს შეძენას, სამწუხაროა.
nina   16:51:04 2013-03-05  უპასუხე   
გიორგი,თამამად შეიძინე სუნამო და ნუ აყვები პროვოკაციას...

Ana   21:50:08 2013-03-04  უპასუხე   
დარწმუნებული ხართ რომ ეს საიტი არ ცდება? NINA RICCI-ს სუნამოს კოდი შევიყვანე და დაწერა,რომ 1997 წელს გამოვიდა და ვადაგასულია, არადა აღნიშნული სუნამოს გამოშვება მხოლოდ 2011 წელს დაიწყო.
ლია, CSRDG   11:44:23 2013-03-20  უპასუხე   
ანა, ნინა-რიჩიდან საკმაოდ ბუნდოვანი პასუხი მივიღეთ - ფოსტით ან ტელეფონით დაგვიკავშირდითო. როგორც ჩანს, მომხმარებელთან ურთიერთობის მოსახერხებელი პროცედურა მათ არ გააჩნიათ.


ლია, CSRDG   12:57:06 2013-03-05  უპასუხე   
გაიგზავნა კითხვა ნინა-რიჩიში


ლია, CSRDG   22:40:47 2013-03-04  უპასუხე   
არა ანა, დარწმუნებული არ ვართ. უბრალოდ ჟივენშიმ თავად მიგვითითა ეს საიტი, როგორც მისთვის სანდო. შესაძლოა სხვა ფირმების ინფორმაცია არ იყოს სწორად შეტანილი - ეს ჩვენ არ ვიცით.

შევეცდებით ნინა-რიჩისგან გავიგოთ, რა პროცედურა აქვთ პროდუქტის გამოშვების თარიღის დასადგენად.

TaKo   16:46:44 2013-03-04  უპასუხე   
ლუტეციას კლინიკის ხაზიც გადაამოწმეთ რა

tamta   21:48:16 2013-03-01  უპასუხე   
სერიული ნომერი ვერ ვიპოვე ვერცერთ კოსმეტიკურ საშუალებაზე. 4 ციფრიანი უნდა იყოს?
ლია, CSRDG   08:19:53 2013-03-02  უპასუხე   
დიახ, როგორც წესი ოთხციფრიანია და კონტეინერის ძირზეა დატანილი, ან გვერდზე, ძირთან ახლოს.

ხატია   19:11:06 2013-03-01  უპასუხე   
ბატ-ნო სოსო!

მოვითხოვ სასწრაფოდ დამიკავშირდეთ და პირადად გამიმეოროთ იგივე, რასაც აქ იწერებით !
Mari Tikaradze   21:37:01 2013-05-17  უპასუხე   
ხატია სოსო თავისუფალი ადამიანია და რასაც უნდა იმას დაწერს.არც მე მიმაჩნნია რომ სოსო ცუდად არ მოიქცა.სხვის პირად საქმეში ცხვირს ნუ ჩაყობთ..


სოსო   01:21:07 2013-03-23  უპასუხე   
უბრალოდ მაინტერესებს მე რატომ უნდა დაგიკავშირდეთ? :))) საჯაროდ ვაფიქსირებ ჩემს აზრს და პირადად მოგმართავთ. ევროპაში მქონდა ნაყიდი ეგ სუნამო და თქვენთან ნაყიდი მისგან ბევრად განსხვავდება.

სოსო   00:46:35 2013-03-23  უპასუხე   
სიამოვნებით ქალბატონო ხატია

მირანდა   17:50:46 2013-03-01  უპასუხე   
ვულე-ვუში მსგავსი აქციის ფარგებლში რაც შემიძენია, ყოველთვის მსგავს პრობლემას ვაწყდები.მაგალითად, უკანასკნელად Lancome- ს პომადა შევიძინე და ტუში საჩუქრად მომცეს. მეორედ მოხმარების შემდეგ თითქმის შეუძლებელი აღმოჩნდა ტუშის წასმა, რადგან ამომშრალი იყო ....

მაკა   16:24:48 2013-03-01  უპასუხე   
სუნამოს რაც შეეხება ისიპარში შეძენილ ნარსისო როდრიგესის სუნამოს იმდენად საძაგელი სურნელი აქვს რომ ეჭვი მეპარება პატენტია დავიჯერო ასეთ მყრალ სუნზე ამბობენ არაცვეულებრივი სურნელი აქვს-ო???????
ხატია   -0.5  19:14:20 2013-03-01  უპასუხე   
მეტი კორექტულობა და მოვითხოვ თქვენგან მოაბრძანოთ სუნამო დამადასტურებელი ქვითრით, რომ ისიპარიშია შეძენილი. იმისათვის, რომ გაქარწყლდეს ეჭვი, რომ ცილისმწამებელი ხართ!
ნინი   22:16:14 2014-07-16  უპასუხე   
ისიპარიში ნაყიდი დიორის ჟადიორი აშკარად სხვა სუნისაა და არც მდგრადია, ინგლისიდან ჩამოტანილი ცოტა მაქვს დარჩენილი, რა შედარებაა, საერთოდ სხვა ხარისხია.. ბოდიში მაგრამ თქვენს მაღაზიას არასდორს გავეკარები!
სოსო   01:02:08 2013-03-23  უპასუხე   
ნუ ღელავთ ქალბატონო ხატია, გავარკვიოთ. ჩეკსაც მოგიტანთ, თქვენთან შეძენილ სუნამოსაც თქვენივე ჰოლოგრამით და საბარათე ამონაწერსაც რითიც არის შეძენილი ეგ სუნამო :) საეჭვოდ აღელდით რბილად რომ ვთქვა :)
Knuti Lovegood   1  16:15:58 2013-03-20  უპასუხე   
ყველაზე ცუდი პიარი საკუთრივ ისი-პარის პიარისგან.

გაოცებული ვარ
ნია   1  02:17:33 2013-03-17  უპასუხე   
ხატია, თქვენი სუნამოებით უკმაყოფილოა ნახევარი საქართველო და კორექტულობა თქვენ არ გაწყენდათ :)
ხატია   -0.5  12:58:20 2013-03-18  უპასუხე   
ძვირფასო ნია, თუ უკმაყოფილო ბრძანდებით, ნუ შეიქმნით დისკომფორტს და სხვა ქსელში მიბრძანდით :)
ნია   18:12:21 2013-04-17  უპასუხე   
ასეც ვიქცევი, თქვენ არ მოგატყუებინებთ ნამდვილად თავს. გადახედეთ ფორუმებზე, რას წერენ თქვენზე! ამხელა კომპანიის წარმომადგენელი კი ასე თავხედურად არ უნდა სწერდეს კლიენტებს! თქვენთან ნაყიდ პროდუქციას რომ 5 წლის წინ აქვს ვადა გასული, რა ვუყოთ ამას? გრცხვენოდეთ. p.s. სუნამო მიაქვთ და არა "მიაბრძანებენ" :)
სოსო   01:06:44 2013-03-23  უპასუხე   
RAS NISHNAVS DISKOMFORTS NU SHEVIQMNIT??? RA LAPARAKIA? UKVE NAYID PRODUQCIAZEA LAPARAKI!!!
ნია   17:08:29 2013-03-20  უპასუხე   
ვერ წარმოიდგენთ მაგრამ თქვენი რჩევის გარეშე მოვიფიქრე ეგრე გამეკეთებინა
ანა გელბახიანი   1  16:58:37 2013-03-05  უპასუხე   
გრცხვენოდეს, ხატია :)))
მაკა   15:46:34 2013-03-05  უპასუხე   
ხატია ეს მე მეუბნები კორექტულად-ო????????? აბა ერთი ახლა არარ გავაგრძელებ შენ რა გგონია თანხა რაც მე გადავიხადე მაგ სუნამოში ხეს ასხია?????? თავხედობა გყოფნით ისი პარის წარმომადგენლებს და კორექტულობას მოითხოვთ პატენტებს აჩეჩებთ ხალხს?????? კორექტულობა და პატივისცემა რომ არა აქ შემოსული ხალხის რა ტექსტსაც წაიკითხავდი მერე გენახა
ნინო   1  10:55:03 2013-03-04  უპასუხე   
თუ სწორად გავიგე, ხატიას სახელით ისი-პარის წარმომადგენელი საუბრობს...
ხატია, მომხმარებლის მიმართ ცოტა მეტი კორექტულობა, რომ გამოგეჩინათ მემგონი უკეთესი იქნებოდა!!! მემგონი, ყველა ადამიანს აქვს უფლება საკუთარი აზრი გამოხატოს და თქვენი უშუალო მოვალეობაა გადაამოწმოთ მომხმარებლის პრეტენზია!!! მომხმარებლისგან არ უნდა გესწავლებოდეთ, რომ აგრესიული ტონით უარეს შედეგს მიიღებთ!!!


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge