ბოლო ცვლილებები

ავტომატური კომპენსაცია მომხმარებლებს
საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
პროდუქტი „იმერული“
სუნელების შემოწმება
სასმელი წყალი დიდუბიდან
კარფურში შეძენილი ტკბილეული
მომხმარებლის აზრი: სხვა საქონელი
მომხმარებლის აზრი: სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურება
მომხმარებლის აზრი: საზოგადოებრივი ტრანსპორტი
მომხმარებლის აზრი: დენი, გაზი, წყალი, დასუფთავება

მასიმო დუთის ფეხსაცმელი

სტატიაში მითითებულ მეწარმეებს ვთხოვთ გაეცნონ ამ ინფორმაციას.

2013 წლის 10 იანვარს მომხმარებელმა ”მასიმო დუტიში” შეძენილ ფეხსაცმელთან დაკავშირებით დაგვირეკა.

როგორც გაირკვა, მომხმარებელმა 2012 წლის 22 დეკემბერს, ”თბილისი მოლში” განთავსებულ მაღაზია ”Massimo Dutti"-ში შეიძინა ეს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი:

ახალი ფეხსაცმელი მომხმარებელმა მხოლოდ ერთხელ ჩაიცვა - ახალი წლის ღამეს. უკვე მეორე დღეს კი აღმოაჩინა, რომ მარცხენა ფეხსაცმლის პირი ოდნავ გახეულიყო:

2 იანვარს მომხმარებელმა მიაკითხა მაღაზიას ფეხსაცმლის დასაბრუნებლად ან გამოსაცვლელად, თუმცა იქ განუცხადეს, რომ მას ფეხსაცმლის დაბრუნების უფლება გაყიდვიდან მხოლოდ 3 დღის განმავლობაში ჰქონდა და ეს დრო უკვე გასული იყო. მომხმარებელი აღშფოთდა, ფეხსაცმელი მაღაზიას დაუტოვა და მოითხოვა, მენეჯერს აჩვენეთ და იმან დამირეკოსო - მომხმარებელი ამ მაღაზიის ხშირი კლიენტი იყო და მენეჯერებისგან გულისხმიერ დამოკიდებულებას მოელოდა. მომდევნო დღეებში მაღაზიის მენეჯერებმა მომხმარებელს მართლაც ორჯერ დაურეკეს, მაგრამ ფეხსაცმლის დაბრუნებაზე ან გადაცვლაზე კატეგორიული უარი უთხრეს - ვადები გასულია და ვერაფრით დაგეხმარებითო.

მაღაზიის მოპყრობით აღშფოთებულმა მომხმარებელმა საჩივარი უშუალოდ ”Massimo Dutti"-ს მისწერა, ფირმის ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე, და მალე პასუხიც მიიღო:

2013 წლის 12 იანვარს ჩვენ მომხმარებელთან ერთად მივაკითხეთ მაღაზიას, საქმის გარემოებებში გასარკვევად. პირველ რიგში ჩვენ დავინტერესდით, გააფრთხილეს თუ არა მომხმარებელი ფეხსაცმლის შეძენისას, რომ მაღაზიას ნაკლიანი ფეხსაცმლის დაბრუნებისათვის 3-დღიანი, ხოლო მისი გადაცვლისათვის 7-დღიანი ვადა ჰქონდა დაწესებული. მაღაზიის პერსონალმა განაცხადა, რომ შესაბამისი განცხადება, ქართულ და ინგლისურ ენაზე, განთავსებულია მაღაზიის სალაროსთან და ფეხსაცმლის შეძენისას მასზე მომხმარებელს უთითებენ. ჩვენ ამ განცხადებების ასლი მოვითხოვეთ. აი ისინი:

როგორც ხედავთ, განცხადებაში საუბარია არა ნაკლის მქონე პროდუქციის დაბრუნების ან გამოცვლის ვადების შეზღუდვაზე, არამედ კომპანიის პოლიტიკაზე, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს შეძენილი საქონელი (გარდა ზოგიერთი გამონაკლისისა) ყოველგვარი მიზეზის გარეშე დააბრუნოს 3 დღის განმავლობაში ან გადაცვალოს 7 დღის განმავლობაში. ნაკლის მქონე საქონელთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობას ეს განცხადება საერთოდ არ ეხება!

როგორც გაირკვა, თავად ”Massimo Dutti" სულაც არ გაურბოდა მის საქონელთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობას - მაღაზიაში დაგვხვდა ფირმის წარმომადგენელი, რომელიც მომხმარებლის მიერ ფეისბუქზე დაწერილ საჩივარს უკვე იცნობდა. მან ბოდიში მოუხადა მომხმარებელს ფეხსაცმლის არასათანადო ხარისხის გამო და აღუთქვა, რომ პირველივე სამუშაო დღეს (14 იანვარს) მას დაუკავშირდებოდნენ და პრეტენზიას დააკმაყოფილებდნენ.

14 იანვარს მომხმარებელს მასიმო დუთიდან მართლაც დაურეკეს და მაღაზიაში მისვლა სთხოვეს. დღის ბოლოს მან მიაკითხა მაღაზიას, სადაც ფეხსაცმელი ჩაიბარეს, მომხმარებელს კი გადახდილი თანხა სრულად დაუბრუნეს.

მომხმარებლებს ვურჩევთ, პროდუქციის შეძენამდე გულდასმით გაარკვიეთ ნაკლიანი საქონლის დაბრუნების ან გამოცვლის პირობები. კარგი იქნება, თუკი არ დაიზარებთ და მოითხოვთ მაღაზიის შესაბამისი შიდაგანაწესს და გულდასმით გაეცნობით მას _ არ არის გამორიცხული, ზემოთ აღწერილ გაუგებრობას პროდუქციის დაბრუნებისა თუ გადაცვლის პირობებთან დაკავშირებით, სხვა მაღაზიებშიც ჰქონდეს ადგილი. სასარგებლოა აგრეთვე გაარკვიოთ, იძლევა თუ არა მწარმოებელი ან მაღაზია უნაკლო საქონლის დაბრუნება-გამოცვლის შესაძლებლობას - მოგეხსენებათ, ეს შესაძლებლობა სავალდებულო სულაც არ არის და მას მხოლოდ მომხმარებელისადმი განსაკუთრებით კეთილგანწყობილი ფირმები იძლევიან. 

და კიდევ ერთი რჩევა: პროდუქციის ნაკლის აღმოჩენისას ყოველთვის შეეცადეთ დაუკავშირდეთ არა მხოლოდ მაღაზიას, არამედ უშუალოდ მეწარმესაც! როგორც ზემოთ ვნახეთ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მეწარმის ჩარევის გარეშე მომხმარებლის ინტერესები სერიოზულად შეილახებოდა.




print version
12:26:34 2013-01-15

კომენტარის დამატება

maka   07:46:56 2016-11-02  უპასუხე   
მაგაზიაში GB მარტინი იყიდება ერთჯერადი ფეხსაცმელი, იმალება პასუხისმგებელი პირი, გადავიხადე 261 ლარი და დაიხა 2 ჩაცმაში

eka   09:38:37 2015-06-13  უპასუხე   
ვარზლის ბაზრობაზე-კიბეებიდან ჩასასვლელთან იყიდება ვირთხების დასახოცი საშუალება-უ რ ა გ ა ნ ი. რომელიც სავარაუდოდ ფალსიფიცირებულია.საერთოდ შედეგი არ ააქვს.მითითებული აქვს არასწორი მისამართი რომ ვერავინ მიაგნოს.გთხოვთ შეისწავლოთ.მე პირადად დავზარალდი.დიდი მადლობა.ველოდები თქვენს დასკვნას და გამოკვლევას

giorgi   17:56:36 2013-08-24  უპასუხე   
იცი რა არის ამ ბრენდის პროდუქცია არაა ,,ფეხბურთის" სათამაშო ზოგმა ხმარება არ იცის ამ ბრენდის სხვადასხვა პროდუქტს აქვს სხვადასხვა დანიშნულება და არ შეიძლება სიტყვაზე მაგალქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმა ქვაღორღიან ადგილებში ჩაცმა მე ვთვლი რო საკმაოდ გემოვნებიანი და ხარისხიანი პროდუქტს გვთავაზობს მომხმარებლებს



Giorgi   18:59:22 2013-05-27  უპასუხე   
ძალზედ უაზრო სტატიაა:)) არ დაგეზარათ ამის წერა? მასიმო დუტი ყველამ იცის რა ფირმაც არის.
ჩემი აზრით ეს უბრალო შეცდომა იყო ( თუ გავითვალსიწინებთ რომ საქართველოში ვცხოვრობთ, ეს ნორმალურია ) და მე თუ მკითხავთ იმ ქალსაც უნდა შეემოწმებინა გახეული იყო თუ არა და 3 დღეში დაებრუნებინა.
ზოგადად მასიმო დუტის ტანსაცმელი 1 დღეში არ იხევა თავისით:)
keti   20:09:21 2013-06-27  უპასუხე   
მეც გამიცრუა იმედები მასიმო დუტიმ. ფეხსაცმელი ვიყიდე მასიმო დუტის მოლის ფილიალში, ძალიან მომეწონა საკმაოდ კომფორტულია, მაგრამ მეორე ჩეცმის შემდეგ გაიხა უცნაურად. წავიღე მეწაღესთან და მეწაღემ უნაკლოდ გამოასწორა ნაკლი, მაგრამ რამდენიმე ჩაცმის შემდეგ 2 ადგილზე გაიხა. აღარ წამიღია..:)მაღაზიაში მისვლა არ მიფიქრია, რადგან ვფიქრობ ძალიან ბევრი უნდა ვიწვალო, რომ რაიმე ჩემს სასარგებლოდ გადაწყვიტონ. უბრალოდ ვიცი ფეხსაცმელს აღარ ვიყიდი მასიმო დუტიში და ჩემს ირგვლივ მყოფებსაც ვურჩევ, მით უმეტეს ამ სტატიის ნახვის შემდეგ. და კიდევ, მსგავსი შემთხვევები მქონდა ჯეოქსის ფეხსაცმელებთან. მგონი საქართველოში მხოლოდ ეკოში შეიძლება ნორმალური ხარისხის ფეხსაცმლის შეძენა, მაგრამ ყოველთვის სასურველ მოდელს ვერ იპოვი ერთ მაღაზიაში. :( ფეხსაცმლის სერიოზული დეფიციტია საქართველოში..


giorgi   19:41:07 2013-08-27  უპასუხე   
იცი რა არის ამ ბრენდის პროდუქცია არაა ,,ფეხბურთის" სათამაშო ზოგმა ხმარება არ იცის ამ ბრენდის სხვადასხვა პროდუქტს აქვს სხვადასხვა დანიშნულება და არ შეიძლება სიტყვაზე მაგალქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმა ქვაღორღიან ადგილებში ჩაცმა მე ვთვლი რო საკმაოდ გემოვნებიანი და ხარისხიანი პროდუქტს გვთავაზობს მომხმარებლებს
დავითი   16:32:29 2014-02-28  უპასუხე   
გიორგი მასიმო დუტიში თუ მუშაობ გამოგვიტყდი და ნუღარ გვაწვალებ. აქ სხვა არაფერზეა საუბარი თუ არა ქართულ უპასუხისგებლო მომსახურებაზე. გადახედე თუ როგორ მოიქცა მაღაზია და როგორ სათაო ოფისი და დასკვნები შენ თვითონ გამოიტანე. http://momxmarebeli.ge/?rec=3302#comad
dora   20:41:31 2013-12-22  უპასუხე   
ამ ბრენდის პროდუქცია არამარტო ფეხბურთის სათამაშო არ არის, არამედ შარვალი უნდა გედოს და უბრალოდ უყურო. რა გეშველებათ?! იმასაც ვერ ხვდებით ბრენდს კიარა საქართველოში შემოტანილ ნაგავს აპროტესტებს მომხმარებელი :(

თამუნა   23:33:59 2013-05-09  უპასუხე   
მართლაც, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ფასი არ შეესაბამება ხარისხს. მე ჩანთა ვიყიდე ტყავის და მალევე გაფუჭდა. როგორც ჩანს მეათეხარისხოვან ქვეყნებში წუნდებულ პროდუქციას ყიდიან.

nisaba   18:13:26 2013-04-25  უპასუხე   
,,მასიმო დუტიში"
ჩემმა ძმამ შემოდგომაზე შეიძინა ლურჯი ფერის შარვალი დაახ. 147 ლარად, რამდენიმე ჩაცმის მერე შარვალი ჩაიხა ყოველგვარი მექანიკური ზემოქმედების გარეშე, რა თქმა უნდა, არ გვესიამოვნა, მაგრამ მაინც ჩავთვალეთ, რომ არ ღირდა ჩივილად, მაგრამ ჩემს ძმას ისე მოსწონდა ხსენებული მოდელი, რომ ისევ იყიდა, იმავე ფასად, იგივე მაღაზიაში და იგივე ფერი, ზუსტად სამჯერ ჩაცმის მერე იგივე დაემართა, თქვენ წარმოიდგინეთ ორივე ნახევი ერთ ადგილას იწყებოდა, ამის მერე გაგვიჩნდა ეჭვი, რომ წუნდებული მოდელები იყო გაყიდვაში და მიაკითხა მაღაზიას, იქ ვერაფრით გვანუგეშეს და გვითხრეს, არასწორად გარეცხეთ ალბათო, მიუხედავად იმისა რომ მეორე შარვლის გარეცხვა ვეღარც მოვასწარით, იქიდან გამომდინარე, რომ მოვერიდეთ ზედმეტ შარს და არც ამ გვერდის თაობაზე ვიცოდით რამე, პრობლემა ნაცნობ მკერავს მოვაგვარებინეთ, რომელმაც ორი იდენტური შარვლისგან როგორღაც ერთი ნორმალური შარვალი გამოიყვანა, თუმცა დარჩა ეჭვი, ეჭვი იმისა, რომ წუნდებული პროდუქცია იყიდება ამ მაღაზიაში...


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge